მაცხოვარი ხშირად ამხელდა იუდეველებს - კაცთა სწავლებას მიჰყვებით და არა მოსეს სჯულსო
მაცხოვარი ხშირად ამხელდა იუდეველებს - კაცთა სწავლებას მიჰყვებით და არა მოსეს სჯულსო
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სპარსთა მორGილების, ქვეშევრდომობის ქვეშ მყოფ ისრაელიანებს, როგორც ვიცით, ჰქონდათ სარწმუნოებრივი თავისუფლება. სპარსელები, მით უფრო მეფე კიროსის პერიოდში, ებრაელებს ხელს უწყობდნენ ჭეშმარიტი ღვთის დიდებასა და სჯულის აღსრულებით ცხოვრებაში. სპარსეთის ხანას მოჰყვა ალექსანდრე მაკედონელის ხანა, რომელიც ძალზე მცირე ხნის მანძილზე - დაახლოებით ათი წელიწადი გრძელდებოდა. ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალების შემდეგ მისი იმპერია ოთხ ნაწილად გაიყო... რამ განაპირობა სპარსეთის იმპერიის დასუსტება და დაცემა, რა მდგომარეობაშია ამ ხნის მანძილზე ისრაელის ერი? გვესაუბრება არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):

- ამ გაყოფის შემდეგ პალესტინის ჩრდილოეთი ნაწილი იწოდა გალილეად, სადაც იუდეველებიც ცხოვრობდნენ და წარმართებიც, შუა ნაწილი - სამარიად, სადაც სამარიტელები ცხოვრობდნენ, სამარიის სამხრეთით იუდეა, იუდეველთა საცხოვრისი იყო. იუდეაში მდებარეობდა იერუსალიმი; მდინარე იორდანეს აღმოსავლეთი იწოდებოდა პირეად, ანუ იორდანეს იქითა მხარედ, თუმცა პალესტინის გაყოფა არ მომხდარა მმართველობრივად. ეს მოხდა ჰეროდეს დროს - მან პალესტინა თავის ოთხ შვილს გაუნაწილა. იმ პერიოდში სინედრიონის მმართველობა ვრცელდებოდა ყველგან, არა მხოლოდ პალესტინის ტერიტორიაზე, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას მცხოვრებ ებრაელებზე.

ალექსანდრე მაკედონელის ხანა
- ალექსანდრე მაკედონელის ხანა იწყება ძვ.წ.აღ-ის შუა წლებიდან. ალექსანდრემ განასრულა უზარმაზარი იმპერიის შექმნა, რომელიც დაიწყო მამამისმა - ფილიპე II-მ მაკედონიის მცირე სამეფოდან. მან დაიპყრო რამდენიმე ბერძნული ქალაქ-სახელმწიფო. ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოები განუწყვეტლივ ებრძოდნენ ერთმანეთს. ალექსანდრე მაკედონელმა იმ დროისთვის მსოფლიოს უდიდესი იმპერია შექმნა.

საბრძნეთის ქალაქ-სახელმწიფოების დამორჩილების შემდეგ მეფე ფილიპემ სპარსეთის იმპერიაზე სალაშქროდ დაიწყო მზადება, მაგრამ ძვ.წ.აღ-ის 336 წელს შეთქმულებმა მოკლეს. მამის წამოწყებული საქმე მისმა ოცი წლის ვაჟმა გააგრძელა. ალექსანდრემ დაიმორჩილა სპარსეთის სახელმწიფო, შემდეგ სპარსეთის მიერ ქვეშევრდომ ქვეყნებსაც მიადგა. როდესაც იერუსალიმს დასაპყრობად ალყა შემოარტყა, ქალაქის ტაძარში მღვდელმთავარი და მთელი ისრაელის ერი ლოცულობდა. მღვდელმთავარს უფალმა განუცხადა, უბრძოლველად დანებებოდნენ მაკედონელს, მან ქალაქის კარი გახსნა და ალექსანდრეს მიეგება. მეფემ დაიჩოქა და თაყვანი სცა მღვდელმთავარს. მხედრებს გაუკვირდათ და ჰკითხეს, - იუდეველ მღვდელმთავარს როგორ ეთაყვანებიო? ალექსანდრემ მიუგო, - მე ჭეშმარიტი ღმერთის მღვდელმთავარს ვცემ თაყვანსო. გადმოცემით, ალექსანდრესაც განუცხადა უფალმა, რომ ქალაქს არ შეხებოდა. ის მართლაც არ შეხებია იერუსალიმს... პალესტინიდან წასულმა დაიპყრო ეგვიპტე, მთელი სპარსეთის იმპერიაც დაიმორჩილა.

ალექსანდრე მაკედონელის იმპერია სპარსეთისაზე გაცილებით ძლიერი იყო, რადგან სამხედრო სტრუქტურაზე იყო აგებული. თავად ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოები სამხედრო სტრუქტურაზე იყო აწყობილი.

- რამ განაპირობა სპარსეთის იმპერიის დასუსტება? როგორ ახერხებს ალექსანდრე მაკედონელი სპარსეთის უდიდესი იმპერიის დამორჩილებას?

- როდესაც იმპერია მოიცავს უზარმაზარ ტერიტორიებს და ფაქტობრივად გარეშე მტერი აღარ ჰყავს, იწყებს შინაგან ხრწნას და თავდაცვისუნარიანობა ისპობა. ალექსანდრე მაკედონელს ჰყავდა 50-ათასიანი არმია, სპარსეთის მეფე დარიოსს კი მილიონიანი. ალექსანდრეს გამარჯვებები და წარმატებები იყო არა მხოლოდ მაკედონელის, მისი სამხედრო საბრძოლო ხელოვნების დამსახურება, არამედ სპარსეთის იმპერიის დაკნინებისაც. სპარსეთის იმპერია უკვე მთლიანად გადასული იყო მიწიერ ფუფუნებასა და განცხრომით ცხოვრებაზე. ის მილიონიანი არმიაც, რომელიც სპარსეთის იმპერიას ჰყავდა, ფაქტობრივად, საზოგადოების მდიდარი ნაწილის წარმომადგენლები იყვნენ და არა პროფესიონალი მეომრები, საკუთარ ფუფუნებასა და ოჯახებზე მეტად ზრუნავდნენ, ვიდრე სახელმწიფოსთვის. შემდგომში, როდესაც ალექსანდრე მაკედონელი შედიოდა და სპარსეთის იმპერიის ნაწილებს იპყრობდა, ამ ჯარისკაცების უმეტესობა მის მხარეს გადადიოდა.

ნებისმიერი იმპერიის დაცემას იწვევს ის, რომ საზოგადოების მმართველი კლასი, ელიტა და თავად არმიაც ეჩვევა ფუფუნებას. ეს აქვეითებს ბრძოლის უნარს არა მხოლოდ არმიაში, არამედ მთლიანად სახელმწიფოში. ასე მოხდა სპარსეთის იმპერიაში. კიროსის და მისი მომდევნო მმართველების დროს იმიტომ ფართოვდებოდა და ძლიერდებოდა სპარსეთის იმპერია, რომ იმ პერიოდში მის განვითარებაზე ზრუნავდნენ და განცხრომისთვის არ ეცალათ. იბრძოდნენ, თავდაცვასა და ახალ-ახალი ტერიტორიების შემოერთებაზე ზრუნავდნენ... როდესაც ამას მორჩნენ, უკვე მიწიერ და მატერიალურ ფუფუნებასა და სიამოვნებაზე გადავიდნენ, რამაც წლების შემდეგ იმპერიის დაცემა და დაშლა გამოიწვია.

- როგორ ყოფაში არიან ისრაელიანები სპარსთა მეფე კიროსის შემდგომ პერიოდსა და ალექსანდრე მაკედონელის ხანაში?

- როგორც ვთქვით, ისრაელისთვის სპარსეთის ბატონობა არ იყო დამამძიმებელი არც კიროს მეფისა და არც მისი შვილის, დარიოსის მმართველობის ხანაში. ფაქტობრივად, მთელი სპარსეთის ბატონობის ხანაში ისინი მშვიდობიანად ცხოვრობდნენ. სწორედ მაშინ აღადგინეს ებრაელებმა იერუსალიმის ტაძარი, თვითონ ქალაქი იერუსალიმიც და გალავანიც შემოავლეს. მართალია, სპარსეთის იმპერიის ქვეშევრდომნი იყვნენ, გადასახადს უხდიდნენ სპარსეთის იმპერიას, მაგრამ იმის გარდა, რომ ქვეყანაში მიწიერად მშვიდობიანობა სუფევდა, ისრაელის ერში სარწმუნოებრივი სიმტკიცეც, სჯულის მტკიცე დაცვით ცხოვრებაც სპარსეთის ბატონობის პერიოდიდან დაიწყო. პალესტინა სპარსეთის ქვეშევრდომობაში საუკუნე-ნახევარი იმყოფებოდა, შემდეგ ალექსანდრე მაკედონელმა დაიპყრო. ამ პერიოდში ებრაელებისთვის რაიმე არსებითი ცვლილება არ მომხდარა. ალექსანდრე მაკედონელის მემკვიდრეების დროს მისი იმპერია ოთხ ნაწილად გაიყო და იუდეა სელევკიდების ხელში აღმოჩნდა. მათ დაიწყეს ისრაელის ტერიტორიაზე წარმართული წეს-ჩვეულებების გავრცელება, სარწმუნების გამო იუდეველთა დევნაც. ამან გამოიწვია ისრაელიანთა აჯანყებები მტრის წინააღმდეგ, რომელიც ათწლეულების მანძილზე - ისრაელის რომის იმპერიის მიერ დაპყრობამდე გრძელდებოდა.

ალექსანდრე მაკედონელის ხანაში, ამა თუ იმ ტერიტორიის დაპყრობის შემდეგ, მმართველი კასტა სწავლობდა და იღებდა ადგილობრივ ტრადიციებს და ქვეყნის მართვას ადგილობრივი წეს-ჩვეულებებით აგრძელებდა. ასევე იქცეოდნენ მისი შემდგომი მმართველებიც. პტოლემეოსების დინასტიამ ისევე გააგრძელა ეგვიპტის მართვა, როგორც მანამდე ფარაონები მართავდნენ. ჩაცმულობითაც ფარაონების მსგავსად იმოსებოდნენ. ასევე მოიქცა სპარსეთის დაპყრობის შემდეგ ბერძნული ელიტა. ამიტომაც ადგილობრივი ხალხი ადვილად ღებულობდნენ მათ თავიანთი ქვეყნების მმართველებად, თანაც მმართველ კასტაში დიდი ნაწილი ადგილობრივი დიდგვაროვნები იყვნენ. ერთადერთი, რაც შეცვალეს, იყო ის, რომ ელიტის და სახელმწიფოს მართვის ენა გახდა ბერძნული.

- ალექსანდრე მაკედონელის ხანიდან დამკვიდრდა ბერძნული ენაც, როგორც ხალხთა შორის საურთიერთო. როგორც ვთქვით, ქვეყნების მართვაც ბერძნულ ენაზე ხდებოდა.

- იმ დროს მსოფლიოში ყველაზე განსწავლული ხალხი იყვნენ ბერძნები. როდესაც ალექსანდრე მაკედონელის მმართველობა გავრცელდა ამ ტერიტორიაზე და მმართველი კასტაც ძირითადად ბერძნები ან ბერძნულ კულტურას ნაზიარები ხალხი იყვნენ, თავისთავად მოხდა ბერძნული ენის გავრცელებაც. შემდგომში ბერძნული ენის გავრცელებას ხელი შეუწყო რომის იმპერიამაც. მან დაიპყრო ალექსანდრე მაკედონელის სამეფოს ტერიტორიები - იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში ბერძნული ენა ბატონობდა. სახელმწიფო საქმეები ლათინურ ენაზე მიმდინარეობდა, მაგრამ ყველა განათლებული ადამიანისთვის აუცილებელი იყო ბერძნული ენის ცოდნა.

***
ძვ.წ.აღ-ის 323 წელს ალექსანდრე მაკედონელი მოულოდნელად გარდაიცვალა. მას მემკვიდრე არ დარჩენია, ამიტომ მისი უზარმაზარი იმპერიის ხელში ჩასაგდებად მის მხედართმთავრებს შორის გაუთავებელი ბრძოლა დაიწყო. 301 წ. ჩვ.წ.აღ-მდე, მცირე აზიაში მდებარე მდინარე იფსოსთან ბრძოლის შემდეგ, მხედართმთავრები დარწმუნდნენ, რომ ვერც ერთი მათგანი ვერ შეინარჩუნებდა ასეთ უზარმაზარ იმპერიას, ამიტომ ის რამდენიმე ნაწილად დაიყო: ერთ-ერთი იყო ბერძენ-მაკედონელთა სამეფო, მასში შედიოდა მაკედონია და საბერძნეთი; ყველაზე დიდი იყო ეგვიპტის სამეფო, რომელსაც მხედართმთავარი პტოლემეოსი დაეპატრონა და პტოლემეოსების დინასტიას ჩაუყარა საფუძველი, და სელევკიდების აზიური სახელმწიფო, რომელიც სარდალმა სელევკოსმა ჩაიგდო ხელში. სელევკიდებმა ვერ შეძლეს აზიის მთელი სამფლობელოების შენარჩუნება, მათი სამეფოს შემადგენლობაში დარჩა სირია და მესოპოტამია.

პალესტინა ეგვიპტესა და სირიას შორის მდებარეობდა და ამიტომაც მის დაპყრობას ეგვიპტელებიც ცდილობდნენ და სელეკვიდებიც. ეგვიპტელებსა და სასანიდებს შორის პალესტინა ყოველთვის იყო სადავო, მაგრამ რადგან იმ პერიოდში ყველაზე ძლიერი სელევკიდების სამეფო გახდა, პალესტინის ხელში ჩაგდებაც სწორედ მათ მოახერხეს. იერუსალიმი სირიის მეფის - სელევკიდების სამეფოს დასავლეთ ნაწილის მმართველის დაქვემდებარებაში აღმოჩნდა.

- რატომ ინება უფალმა, რომ რჩეული ერი სწორედ სელევკიდების ხელში აღმოჩენილიყო და არა ეგვიპტელებისა? იყო თუ არა ეს ღვთის განგებულება?

- ღვთის განგებულების გარეშე არაფერი ხდება. თუ გადავხედავთ ისრაელიანებს, ყოველთვის უფრო გარშემომყოფები ებრძოდნენ, ვიდრე ეგვიპტელები, ებრაელებიც ყოველთვის ცდილობდნენ, ეგვიპტელებთან ჰქონოდათ ურთიერთობა და მათგან მიეღოთ დახმარება. როდესაც იუდეველთა სამეფო ნაბუქოდონოსორმა დაიპყრო და ისრაელიანები ბაბილონელების წინააღმდეგ აჯანყდნენ, ეგვიპტელებს სთხოვდნენ დახმარებას, რადგან ისრაელიანები თითქოს უფრო შეგუებულნი იყვნენ მათთან. იცოდნენ, რომ ეგვიპტეში ცხოვრობდნენ და შემდეგ იქიდან გამოიყვანა უფალმა. თან სავაჭრო ურთიერთობაც ჰქონდათ. ისრაელი რომ ეგვიპტეს დაეპყრო, გაცილებით ადვილად აითქვიფებოდნენ, ადვილად მიენდობოდნენ ეგვიპტელებს და მიიღებდნენ მათ წეს-ჩვეულებებს. ადვილად მოექცეოდნენ კერპთაყვანისმცემლობაზე. ეს რომ არ მომხდარიყო, ალბათ ამიტომაც ინება უფალმა, რომ ისრაელის ერი სასანიდების, სპარსეთის ბატონობის ქვეშ დარჩენილიყო. საერთოდაც, ეგვიპტის ახალი მმართველები - პტოლემეოსები არ იყვნენ იმდენად მებრძოლნი, ისინი უფრო მეცნიერებაზე, განათლებასა და კულტურულ განვითარებაზე ზრუნავდნენ. ამანაც შეუწყო ხელი სელევკიდებს ისრაელის ხელში ჩაგდებაში.

- სწორედ ეგვიპტეში პტოლემეოსების მმართველობის დასაწყისში მოხდა ბიბლიის თარგმნა ებრაულიდან ბერძნულ ენაზე 72 სწავლული ებრაელის მიერ, რომელთა შორის სვიმეონ ღვთისმიმრქმელიც გახლდათ...

- "ბიბლიის" ებრაულიდან ბერძნულ ენაზე თარგმნა მოხდა ეგვიპტის მეფის, პტოლემეოს II-ის თხოვნით. პტოლემეოსები ცდილობდნენ, რომ ალექსანდრია ექციათ მსოფლიო კულტურისა და განათლების ცენტრად, რაც მოახერხეს კიდეც. ცდილობდნენ, რომ იმ დროისთვის ცნობილი ყოველი წიგნი ბერძნულად ეთარგმნათ. წიგნები თავს იყრიდა ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში. სწორედ ამ მიზნით ითარგმნა ბიბლიაც ბერძნულ ენაზე, რომელიც იმდროინდელ მსოფლიოსა და ელიტარულ საზოგადოებაში ფართოდ იყო გავრცელებული. ცხადია, უპირველესად წმინდა წერილის წიგნების თარგმნა მოხდა ღვთის განგებულებით, რადგან, როგორც ვთქვით, იმ პერიოდის ცივილიზებულ სამყაროში ბერძნული ენა იყო წიგნიერების ენა. უკვე ახლოვდებოდა მაცხოვრის მოსვლის ჟამი და უფალმა ინება, ამ გზითაც მომხდარიყო ჭეშმარიტების გავრცელება.

ეგვიპტის მეფე პტოლემეოს II-მ წმინდა წერილის წიგნების ძველებრაულიდან ბერძნულ ენაზე სათარგმნად მოიწვია 72 სწავლული ებრაელი, რომელთა შორისაც იყო სვიმეონ ღვთისმიმრქმელიც. წმინდა წერილის წიგნებს ორ-ორი კაცი თარგმნიდა. როდესაც თარგმანს მორჩნენ და ნათარგმნი ერთმანეთს შეადარეს, მათ შორის არავითარი სხვაობა არ აღმოჩნდა. ეს მოხდა სულიწმინდის მადლით. სამოცდაათთაგანის მიერ ნათარგმნი ბიბლია - სეპტუაგინტა დღემდე ერთადერთ კანონიკურ ბიბლიადაა მიჩნეული. თუკი რაიმე საკამათო, სადავო საკითხი იქნება სხვა ნათარგმნ ბიბლიასა და სეპტუაგინტას შორის, უპირატესობა ყოველთვის სამოცდაათთაგანის თარგმანს უნდა მივანიჭოთ, რადგან იგი სულიწმინდის მიერაა ნათარგმნი.

თავად ისრაელიანებმა შემდგომში ახალი წელთაღრიცხვის III-IV საუკუნეებში "ჩაასწორეს" ბიბლია. ბიბლიიდან ამოიღეს ის ადგილები, რომლებიც უშუალოდ მოწმობდა მაცხოვრის განკაცებას, ამტკიცებდა, რომ იესო იყო ქრისტე, მაცხოვარი, მხსნელი. სანაცვლოდ კი ისეთი მაგალითები შეიტანეს, რომლებიც, მათი გაგებით, ამტკიცებდა, რომ იესო არ იყო ქრისტე, მესია, მაცხოვარი. ამიტომაც ებრაული ბიბლია, რომლითაც ებრაელები დღემდე ხელმძღვანელობენ, თავისთავად დიდ სხვაობას იძლევა სეპტუაგინტასთან, რადგან შეგნებულად მოხდა მასში ცვლილებების შეტანა. როგორც ვიცით, მწიგნობრებს ასეთი რამ სჩვეოდათ, თავიანთი სწავლების მიხედვით ასწორებდნენ წმინდა წერილის წიგნებს. ამის გამო მაცხოვარი ხშირად ამხელდა იუდეველებს - კაცთა სწავლებას მიჰყვებით და არა მოსეს სჯულსო. ეს უკვე დაწყებული იყო მაცხოვრის ამქვეყნად ყოფნის დროსაც და შემდეგ საუკუნეებში უფრო გავრცელდა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.01.2014
წმინდა წერილი მოგვითხრობს, რომ ძველ ისრაელში, მეფობის დაარსებამდე, მსაჯულთა სისტემა მოქმედებდა.
26.04.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეხუთე
აბელისა და კაენის განსხვავებული მსოფლმხედველობა. ბიბლია აბელისა და კაენის შესახებ ღრმა ზნეობრივი შინაარსის ისტორიას მოგვითხრობს.
12.04.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეოთხე
მშვინვიერი კაცის ამქვეყნიური "მონაგარი"
29.03.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მესამე
სულიერი ადამიანი და მშვინვიერი კაცი
როდესაც აბელისა და კაენის ამბავს ვაკვირდებით
15.03.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეორე
ცოდვის გამო შეწირული მსხვერპლი თუ ღმერთის სიყვარულისა და საქმის ერთგულების გამომხატველი კეთილი ნიჭი და საბოძვარი
01.03.2012
თავი პირველი
უმნიშვნელოვანესი ღვთაებრივი ქმნილება და მადლიერების შინაარსი
ადამიანი, როგორც ღმერთის უმნიშვნელოვანესი ქმნილება
16.02.2012
ადამმა, სამყაროს მამამ, სამოთხეში შეიცნო ღმერთის სიყვარული. ხოლო როდესაც ცოდვებისათვის სამოთხიდან განიდევნა და მოაკლდა ღმერთის სიყვარულს, მისი სული მწარედ იტანჯებოდა ერთი ფიქრით:
12.05.2011
ღვთისგან სამოთხიდან განდევნილი ადამისადმი მიცემული აღთქმის თანახმად, მესია ქალწულისგან უნდა შობილიყო. როდესაც აღთქმული მხსნელის მოვლინების ჟამი მოახლოვდა, მართალი იოაკიმესა და ანასგან იშვა ქალწულიც - წმინდა მარიამი.
12.04.2011
როგორც ვიცით, პალესტინაში რომის იმპერიის გაბატონების შემდეგ, ისრაელის მმართველი გახდა წარმოშობით იდუმელი (არაბი) ანტიპატრე, რომელმაც ცოლად შეირთო ებრაელი ქალი.
31.03.2011
ალექსანდრე მაკედონელის შემდეგ ისრაელი სელეკვიდებმა დაიმორჩილეს, რასაც მოჰყვა ისრაელიანთა მასობრივი აჯანყებები.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat