ღვთისმშობლის შობა იყო დასაწყისი კაცობრიობის ხსნისა
ღვთისმშობლის შობა იყო დასაწყისი კაცობრიობის ხსნისა
ღვთისგან სამოთხიდან განდევნილი ადამისადმი მიცემული აღთქმის თანახმად, მესია ქალწულისგან უნდა შობილიყო. როდესაც აღთქმული მხსნელის მოვლინების ჟამი მოახლოვდა, მართალი იოაკიმესა და ანასგან იშვა ქალწულიც - წმინდა მარიამი. ყოვლადწმინდა მარიამმა თავის წიაღში დაუტევნელი დაიტია - მისგან შეისხა ხორცი მაცხოვარმა, განკაცებულმა უფალმა. წმინდა ქალწული შეიქმნა დედა ღვთისა და ამიტომაც ეწოდა ღვთისმშობელი. ადამის მოდგმაში, მთელ კაცობრიობაში მხოლოდ წმინდა ქალწული მარიამი შეიქნა ღირსი, ღვთის უდიდესი საიდუმლოს განხორციელებისთვის ემსახურა. ამჯერად სწორედ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის
შესახებ ვისაუბრებთ...

არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):

როგორ მოხდა შობა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა
- ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იშვა გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში. მისი მშობლები იყვნენ მართალი იოაკიმე და ანა. იოაკიმე იუდას (დავით წინასწარმეტყველის) ტომის შთამომავალი იყო, ანა - პირველი მღვდელმთავრის, აარონისა, ღვთისმსახურ მატთანის უმცროსი ასული (საეკლესიო გარდამოცემა გვაუწყებს, რომ მატთანს სამი ქალიშვილი ჰყავდა: სოფიო, მარიამი და ანა. სოფიოს ასული იყო ელისაბედი - დედა იოანე ნათლისმცემლისა. ე.ი. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და მართალი ელისაბედი ახლო ნათესავები იყვნენ). იოაკიმე და ანა ძალზე ღვთისმოსავები იყვნენ. იოაკიმე საოცარი გულმოწყალებით გამოირჩეოდა. ერთი დიდი სადარდებელი ჰქონდათ - შვილი არ ეძლეოდათ. ასე მიაღწიეს ხანდაზმულობას. უშვილობის გამო მათ ხშირად ყვედრიდნენ თანამემამულენი, რადგან ებრაელებში უშვილობა ღვთის სასჯელად ითვლებოდა.

დიდ დღესასწაულებზე იოაკიმე და ანა ყოველთვის ადიოდნენ იერუსალიმის ტაძარში. მოწყალე იოაკიმე ყოველთვის ორმაგ მსხვერპლს სწირავდა - ერთს ღვთის სახელზე, მეორეს ღარიბ-ღატაკთათვის. ერთხელაც ტაძრის განახლების დღესასწაულზე მისულმა იოაკმემ პირველმა გადასცა მღვდელმთავარ ისახარს შესაწირავი. მან ძღვენი არ მიიღო, უშვილობა აყვედრა: - ღმერთმა რაღაც საიდუმლო ცოდვის გამო მოგაკლო კურთხევაო. იქ მყოფმა ებრაელებმაც იუკადრისეს, რომ იოაკიმეს პირველს შეეწირა მსხვერპლი - უფლება არ გაქვს, პირველად შესწირო მსხვერპლი, რადგან შენ არ შეგიქმნია ისრაელის თესლიო.

იოაკიმე ღრმა მწუხარებით აღივსო. გადაწყვიტა, მოევლო ისრაელის თორმეტივე ტომი, რათა ენახა, მის გარდა თუ იყო კიდევ რომელიმე მართალი უშვილოდ დარჩენილი. აღმოჩნდა, რომ ყველა მართალს შვილი ჰყავდა. დადარდიანებულმა სამოღვაწეოდ უდაბნოს მიაშურა, სადაც 40 დღე-ღამე მხურვალე ლოცვაში უჭმელ-უსმელმა გაატარა.

შინ დარჩენილმა ანამ მეუღლის შეურაცხყოფის ამბავი გაიგო, მაგრამ მის შესახებ არაფერი უწყოდა და უშვილობასთან ერთად ქმრის გაუჩინარებასაც გლოვობდა. თითქმის არავის ეჩვენებოდა. მხოლოდ გულმხურვალედ ლოცულობდა ღვთის მიმართ.

როდესაც უფლისთვის მსხვერპლის შეწირვის დღე დადგა, მხევალმა იუთინემ ანას სამეფობეჭდიანი თავსაფარი მიუტანა და უთხრა, რომ დღესასწაულზე გაჰყოლოდა. ანამ უარი უთხრა. იუთინემ უშვილობა დააყვედრა. მაშინ ანამ სამგლოვიარო სამოსი გაიხადა, საზეიმოდ შეიმოსა, ბაღში ჩავიდა, დაფნის ხის ძირას ჩამოჯდა და უფალს გულმხურვალედ შესთხოვა, მისთვის შვილი მიენიჭებინა, თან მწარედ მოთქვამდა: "ვერ ვემსგავსები მიწასაც კი, რადგან მიწაც გამოიღებს ნაყოფს ჟამსა თვისსა და ისიც შენ გაკურთხებს, უფალო".

ანას წინაშე მთავარანგელოზი წარდგა და აუწყა, რომ ღმერთმა მისი ვედრება შეისმინა - იგი დედა გახდებოდა. მისგან ნაშობი კი ქვეყანასა ზედა განდიდდებოდა. ანგელოზმა ანას დაავალა, წასულიყო ირუსალიმში და იოაკიმეს ოქროს კარიბჭესთან შეჰგებებოდა. სიხარულით აღვსილმა ქალმა წარმოთქვა: "ცხოველ არს ღმერთი ჩემი, თუ შემეძინება ასული, მას ღმერთს შევწირავ. დაე, დღედაღამ მას ემსახუროს და მისი წმინდა სახელი განადიდოს..."

ანგელოზმა უდაბნოში განმარტოებულ იოაკიმესაც აუწყა, რომ მალე შვილი შეეძინებოდა. იოაკიმემ მადლობა შესწირა უფალს და უდაბნოდან გამოემართა. ცოლ-ქმარი იერუსალიმის ოქროს კარიბჭესთან შეხვდა ერთმანეთს. ღვთის ტაძარში ერთად შესწირეს სამადლობელი მსხვერპლი და შინ დაბრუნდნენ ღრმა რწმენით, რომ მიიღებდნენ ღვთისგან აღთქმულ ასულს.

ცხრა თვის თავზე ხანდაზმულ იოაკიმესა და ანას შეეძინათ ასული. იუდეველთა ჩვეულების თანახმად, ახალშობილს შობიდან მე-15 დღეს უწოდეს სახელი - მარიამი, რაც დედოფალს, ქალბატონს ნიშნავს. ამგვარად მოევლინა ქვეყნიერებას ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. იგი ნაკლებად ცნობილ ადგილას, ნაზარეთში დაიბადა. როგორც ვთქვით, მარიამი გამოვიდა ოდესღაც სახელგანთქმული დავითის ტომიდან, რომელიც იმჟამად ყოველგვარ მიწიერ ბრწყინვალებას უკვე მოკლებული იყო. ამიტომაც ყოვლადწმინდა ქალწულის შობას ამქვეყნიური დიდება და პატივი არ მოჰყოლია...

- რამდენიმე სიტყვით ღვთისმშობლის შობის არსსაც შევეხოთ...

- როდესაც ადამმა შესცოდა და განიდევნა სამოთხიდან, უფალმა აღუთქვა, რომ მისი შთამომავლობიდან მოუვლენდა მესიას, მხსნელს. მას შემდეგ ის, ვინც ჭეშმარიტ ღმერთს აღიარებდა, ელოდა მესიის მოვლინებას. ამისთვის უნდა დაბადებულიყო ქალწული, რომლისგანაც ხორციელად იშვებოდა მხსნელი. ეს აღთქმა აღესრულა სამყაროს შექმნიდან 55 საუკუნის შემდეგ - კაცობრიობას მოევლინა მხსნელი. მაცხოვრის შობამდე 15 წლით ადრე იშვა ყოვლადწმინდა ქალწული - მომავალი მშობელი ღვთისა. ღვთისმშობლის შობა იყო უდიდესი და უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რადგან მისგან უნდა განხორციელებულიყო აღთქმული მესია, ადამიანთა ცოდვისა და მარადიული სიკვდილისგან გამომხსნელი. ფაქტობრივად, ღვთისმშობლის შობა იყო დასაწყისი კაცობრიობის ხსნისა.

კათოლიკეებს თავიანთ სწავლებაში აქვთ ცდომილება ღვთისმშობლის მუცლადღებასა და შობასთან დაკავშირებით, ისინი თვლიან, რომ წმინდა მარიამიც უბიწოდ ჩაისახა, როგორც მაცხოვარი. წმინდა ქალწული მარიამი ჩაისახა და იშვა ისე, როგორც ნებისმიერი ადამიანი. ის იშვა ჩვეულებრივად ადამის ცოდვაში, როგორც ყველა. არა მარტო მაცხოვრის შობამდე და კაცობრიობის გამოხსნამდე, მაცხოვრის შობის შემდეგაც ყველა ადამიანი ადამის ცოდვაში იშვება, რომლისგან განწმენდაც მხოლოდ ნათლისღებითაა შესაძლებელი. შემდგომში ღვთისმშობელიც და მოციქულებიც ადამისეული ცოდვისგან ჩვეულებრივ ნათლისღებით განიწმინდნენ. ძველი აღთქმის პერიოდში მცხოვრებ გარდაცვლილ მართალთა განწმენდაც ნათლისღებით მოხდა. როდესაც მაცხოვარმა ნათელიღო იორდანეში, მასში ნათელიღო მთელმა კაცობრიობამ და ყველა მართალმა, ვინც მაცხოვრის შობამდე ცხოვრობდა.

ღვთისმშობელმაც და მოციქულებმაც ნათელიღეს ჩვეულებრივად, ისევე, როგორც შემდგომში ყველა ქრისტიანმა. ეს მოხდა მაცხოვრის ჯვარცმისა და აღდგომის შემდგომ. ამ დრომდე ადამის ცოდვისგან განწმენდა შეუძლებელი იყო, რადგან ჯერ გამომხსნელი მსხვერპლი შეწირული არ იყო. ადამის ცოდვის ხელმწიფება მაცხოვრის ჯვარცმამ და მკვდრეთით აღდგომამ შეწყვიტა. თუკი შესაძლებელი იყო, ადამიანები მაცხოვრის ჯვარცმის გარეშე განწმენდილიყვნენ, თუგინდ ერთ ადამიანს მიტევებოდა ადამის ცოდვა განკაცებული უფლის ჯვარცმის გარეშე, გამოდის, რომ ეს სხვებზეც შესაძლებელი იქნებოდა და მაცხოვარს ტყუილად დაუთმენია ვნება და ჯვარცმა ჩვენი ხსნისთვის. ყველა ადამიანი მაცხოვრის ჯვარცმით იქნა გამოხსნილი. ვინც ამის შემდეგ აღიარებს მხსნელს და ნათელს იღებს ქრისტეს სახელით, იქნება გამოხსნილი ადამის ცოდვისგან. ჭეშმარიტი სარწმუნოების მიღების გარეშე ამ ცოდვისგან გამოხსნა შეუძლებელია.

- ღვთისმშობლის შობის შესახებ წმინდა წერილში მოთხრობილი არ არის, ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენის შესახებ მხოლოდ საეკლესიო გარდამოცემა გვაუწყებს...

- როდესაც მათეს სახარება იწერებოდა, ღვთისმშობელი ხორციელად ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. უმაღლესი თავმდაბლობის გამო ის ყოველთვის ცდილობდა, მის შესახებ ხაზგასმით არ ყოფილიყო მოთხრობილი. წმინდა ქალწული სახარებაში მოხსენიებულია მხოლოდ იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც მას ხარებასთან, მაცხოვრის შობასთან, მის ჯვარცმასთან აკავშირებს. მისი შობის, ცხოვრებისა და თვისებების შესახებ ეკლესიამ წმინდა გარდამოცემით იცის, რომლებიც ჯერ ზეპირად გადაეცემოდა თაობიდან თაობას, მე-3 საუკუნიდან კი ჩაიწერა. წმინდა გადმოცემები წმინდა წერილში არ შედის, მაგრამ წმინდა წერილის ტოლფასია.

- რატომ ითვლებოდა ძველი აღთქმის პერიოდში ისრაელიანთა შორის უშვილობა ღვთის სასჯელად?

- ვიცით, რომ ადამიანები ელოდებოდნენ მესიას. მესია შეიძლებოდა შობილიყო ნებისმიერი ადამიანისგან - ღმერთმა ადამს უთხრა, შენი შთამომავლობიდან მოგივლენ მხსნელსო. ამიტომაც თუკი ადამიანს მემკვიდრე არ ჰყავდა, მისი შთამომავლობიდან მხსნელი ვერ იშვებოდა, ანუ ასეთ ადამიანს თითქოსდა დაკეტილი ჰქონდა ხსნისკენ მიმავალი გზა. უშვილობას ღვთის სასჯელად ადამიანები მიწიერი ხედვითაც თვლიდნენ. იმ პერიოდში ადამიანთა უმეტესობას სულიერი თვალთახედვა არ ჰქონდა, მიწიერად ხედავდნენ ამ საკითხს და როდესაც ოჯახს შვილი არ ჰყავდა, ღვთისგან დასჯილად თვლიდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ მოხუცებულობის ჟამს სხვების მისახედი იქნებოდნენ, მათი ქონება სხვებს დარჩებოდათ... ცხადია, ეს იყო არასწორი შეხედულება, ადამიანთა მცირედმორწმუნეობის ერთ-ერთი გამოხატულება. უფალი არავის სჯის. შესაძლოა ღვისგან მოვლენილი ესა თუ ის მოვლენა, რომელთაც უფალი ჩვენზე აღასრულებს, სასჯელად მოგვეჩვენოს, მაგრამ ეს არამც და არამც სასჯელი არ არის. რასაც უფალი კაცობრიობისა თუ ცალკეული ადამიანისთვის აკეთებს, ყველაფერი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ცალკეული ერებისა თუ ადამიანთა სულის გადარჩენას.

- საინტერესოა, ჰქონდა თუ არა მნიშვნელობა ხანდაზმული მშობლებისგან შობას...

- ცხადია, მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ხანდაზმულობის დროს მათი თანაცხოვრება იყო მხოლოდ და მხოლოდ შვილიერებისთვის და არა ვნებითი. ღვთისმშობელი ვნების გარეშე ჩაისახა. ნებისმიერი ჩასახვა ღვთის სათნოა, მასში ღვთის ხელი ურევია და მისთვის ხელის შეშლა ღვთის მცნებებთან დაპირისპირებაა, მაგრამ ხანდაზმული მშობლებისგან ვნების გარეშე ჩასახვით ყოვლადწმინდა ქალწული ჩასახვისთანავე იქმნა გამორჩეული. ამასთან, ის იშვა ორი მართალი ადამიანისგან, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე მოთმინებით იტანდნენ უშვილობას, თანაც ამის გამო ხშირად უხდებოდათ ყვედრების მოსმენა. თუმცა მართალი იოაკიმე და ანა არასოდეს დამცხრალან ღვთის მიმართ ვედრებით. შესთხოვდნენ, მათთვის შვილიერების მადლი მიენიჭებინა. ამგვარი ღვთისმოსაობით განვლეს სიცოცხლე და სწორედ ამის შემდეგ მიეცათ უკვე ასული, რომლისგანაც იშვა კაცობრიობის მხსნელი.

- იმ პერიოდში, როდესაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იშვა, უწყოდა თუ არა კაცობრიობის მცირე ნაწილმა, თუნდაც წმინდა ქალწულის მშობლებმა, რა მისია აღესრულებოდა მისგან, რა მისიისთვის ამზადებდა წმინდა მარიამს უფალი?

- ღვთისმშობლის მშობლები ღვთისგან განბრძნობილი ადამიანები იყვნენ, ამიტომ ამის შესახებ ღვთისგან თუ სრულად არა, ის მაინც უცილობლად ექნებოდათ ბოძებული და ნაუწყები, რისი დამტევნიც იყვნენ.

ძველი აღთქმის პერიოდში არ არსებობდა ქალწულობის მუდმივი აღთქმა, მხოლოდ დროებით აღთქმას დებდნენ. წმინდა მარიამი იყო პირველი, რომელმაც ქალწულობის მუდმივი აღთქმა დადო. იმ პერიოდში მღვდელმთავარი იყო მართალი ზაქარია - იოანე ნათლისმცემლის მამა. როდესაც ქალწულისგან აღთქმის შესახებ შეიტყო, არ მოუთხოვია, დაერღვია იგი, მიუხედავად იმისა, რომ ძველი სჯულისამებრ ქალწულობის მუდმივი აღთქმა სათნო არ იყო ღვთისთვის. ზაქარია, ისევე როგორც მართალი იოაკიმე და ანა, შემდგოში მისი მეუღლე ელისაბედიც, ხვდებოდა, რომ წმინდა მარიამი იყო ის, ვისგანაც უნდა განხორციელებულიყო მხსნელი კაცობრიობისა. ყოვლადწმინდა ქალწული ხომ მათ თვალწინ იზრდებოდა - მისი ბავშვობიდან დაუცხრომელი ლოცვა, მისი განუხრელი მარხვა, ზეაღმატებული მორჩილება და თავმდაბლობა... ეს ყველაფერი მანამდე არნახული რამ იყო. რადგან ეს ადამიანები ღვთისგან იყვნენ განბრძნობილნი, გრძნობდნენ და ხვდებოდნენ, ვინ იყო მარიამი - ვინ უნდა განხორციელებულიყო მისგან.

- ალბათ წმინდა ქალწულს სახელი - მარიამიც ღვთის განგებულებით ეწოდა...

- როგორც შემდგომში თვითონ წმინდა ქალწულს ეუწყა ღვთისგან ანგელოზის პირით, რომ მისგან შობილი ძისთვის იესო ეწოდებინა, არ ვიცით, ასე ეუწყათ თუ არა მართალ იოაკიმესა და ანას, რომ შვილისთვის მარიამი ეწოდებინათ, მაგრამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მშობლები იყვნენ ღვთისმოსავი და ღვთისგან განბრძნობილნი და თუ მათ უფალი ხილულად არ მოუწოდებდა, მაინც სულიწმინდის მადლითა და შთაგონებით უწოდებდნენ თავიანთ ასულს მარიამს, რომელშიც გამოხატული იყო მისი მისია. როდესაც ადამიანი ღვთის ნებასაა მინდობილი, თავის აზრებს უმორჩილებს ღვთის ნებას, მის ცხოვრებას უფალი განაგებს. ის, რომ წმინდა ასულს მარიამი უწოდეს, თავისთავად ღვთის განგებულებით მოხდა. მართალმა ცოლ-ქმარმა იცოდა, რომ შვილი პირდაპირ ღვთისგან მიეცა, მათი საკუთრება არ იყო. ამის გამო ბავშვს, რომელიც მათგან იშვა, როგორც დედოფალს, ისე ექცეოდნენ. თავიდანვე უდიდეს პატივს მიაგებდნენ, რადგან უწყოდნენ, რომ მისგან რაღაც განსაკუთრებული უნდა მომხდარიყო. როგორც აბრაამისადმი მიცემული აღთქმული სიბერის ძისგან წარმოიშვა რჩეული ერი, ისრაელის ერი, ასევე მოხუცებულობის ჟამს მიცემული ასულისგან, ყოვლადწმინდა ქალწულისგან მიეცა დასაბამი უკვე ახალ რჩეულ ერს, ახალ ისრაელს - ქრისტეს ერს. მისგან წარმოიშვა მაცხოვარი, ხოლო ყველა ქრისტიანი ღვთის შვილია. ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში ქრისტიანები ერთმანეთისგან არ განიყოფოდნენ ერების მიხედვით, თვლიდნენ, რომ იყვნენ ერთი ერი - ახალი ისრაელი, ქრისტეს ერი. სწორედ ღვთისმშობლიდან დაედო საფუძველი ამ ახალი ერის წარმოშობას. თუკი ისააკისგან წარმოიშვა ძველი - მიწიერი, ხორციელი ისრაელი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისგან საფუძველი დაედო სულიერი ისრაელის, ზეციური ისრაელის - ქრისტიანი ერის წარმოშობას.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.01.2014
წმინდა წერილი მოგვითხრობს, რომ ძველ ისრაელში, მეფობის დაარსებამდე, მსაჯულთა სისტემა მოქმედებდა.
26.04.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეხუთე
აბელისა და კაენის განსხვავებული მსოფლმხედველობა. ბიბლია აბელისა და კაენის შესახებ ღრმა ზნეობრივი შინაარსის ისტორიას მოგვითხრობს.
12.04.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეოთხე
მშვინვიერი კაცის ამქვეყნიური "მონაგარი"
29.03.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მესამე
სულიერი ადამიანი და მშვინვიერი კაცი
როდესაც აბელისა და კაენის ამბავს ვაკვირდებით
15.03.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეორე
ცოდვის გამო შეწირული მსხვერპლი თუ ღმერთის სიყვარულისა და საქმის ერთგულების გამომხატველი კეთილი ნიჭი და საბოძვარი
01.03.2012
თავი პირველი
უმნიშვნელოვანესი ღვთაებრივი ქმნილება და მადლიერების შინაარსი
ადამიანი, როგორც ღმერთის უმნიშვნელოვანესი ქმნილება
16.02.2012
ადამმა, სამყაროს მამამ, სამოთხეში შეიცნო ღმერთის სიყვარული. ხოლო როდესაც ცოდვებისათვის სამოთხიდან განიდევნა და მოაკლდა ღმერთის სიყვარულს, მისი სული მწარედ იტანჯებოდა ერთი ფიქრით:
12.04.2011
როგორც ვიცით, პალესტინაში რომის იმპერიის გაბატონების შემდეგ, ისრაელის მმართველი გახდა წარმოშობით იდუმელი (არაბი) ანტიპატრე, რომელმაც ცოლად შეირთო ებრაელი ქალი.
31.03.2011
ალექსანდრე მაკედონელის შემდეგ ისრაელი სელეკვიდებმა დაიმორჩილეს, რასაც მოჰყვა ისრაელიანთა მასობრივი აჯანყებები.
17.03.2011
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სპარსთა მორGილების, ქვეშევრდომობის ქვეშ მყოფ ისრაელიანებს, როგორც ვიცით, ჰქონდათ სარწმუნოებრივი თავისუფლება.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat