აბელი - ხატი და მსგავსი ღვთისა
აბელი - ხატი და მსგავსი ღვთისა
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეოთხე
მშვინვიერი კაცის ამქვეყნიური "მონაგარი"

ადამის ცოდვები კაენის ქმედებაში და კაენის ახალი ცოდვები. ადამის ცოდვით დაცემის შემდეგ უფალმა ბრძანა: "მიწა დაიწყევლოს შენ გამო: ტანჯვით მიიღებდე მისგან საზრდოს..." (დაბ. 3:17), მიუხედავად ამისა, კაენმა კარგი მოსავალი მიიღო და ჩათვალა, რომ ღვთის ნების საპირისპიროდ, მიწა მას ემორჩილება და მიიჩნია, რომ ის მართლაც გახდა, როგორც უფალი ბრძანებს: ერთი ღმერთთაგანი და "შემცნობელი კეთილისა და ბოროტისა" (დაბ. 3:22). სხვაგვარად რომ ვთქვათ, კაენმა ჩაიფიქრა, ადამის მსგავსად ღვთის მცნებებს არ დამორჩილებოდა და ზღვარი კეთილსა და ბოროტს შორის თავად დაედო. სწორედ ამით აიხსნება ის, რომ კაენმა თვითონ განსაჯა, ვისი მსხვერპლისთვის უნდა მიეხედა ღმერთს და რამდენად სამართლიანი იყო შეწირულ მსხვერპლთან დაკავშირებული ღმერთის გადაწყვეტილება. მეორე მხრივ, კაენმა მიწისგან მიღებული კარგი მოსავლის გამო ახალი ძალა შეიგრძნო. სწორედ კაენის მიწისადმი დამოკიდებულების შესახებ მიგვანიშნებს უფალი, როდესაც ბრძანებს: "დაამუშავებ მიწას, მაგრამ აღარ მოგცემს იგი თავის ძალას" (დაბ. 4:12).

კაენი ადამის პირმშო იყო და პირველობის ამბიცია ჰქონდა. ეშმაკის მიერ წაქეზებულმა კაენმა დაინახა, რომ აბელი მისგან სრულიად დამოუკიდებელია და ამავე დროს, ღმერთთან მასზე გაცილებით უფრო ახლოსაა. კაენი იმდენად აღშფოთდა, რომ საკუთარი ძმა სასიკვდილოდაც კი გაიმეტა. პირველად, როდესაც ადამიანი დაეცა, "დაუძახა უფალმა ღმერთმა ადამს და უთხრა: ადამ, სადა ხარ?" (დაბ. 3:9). იმ მომენტისათვის ადამის ცოდვით მხოლოდ ადამი იყო დაზიანებული და თუ ის გულრწფელად მოინანიებდა, ღვთის მადლით, მისი შეცოდება ადვილად გამოსწორდებოდა და ეშმაკის ხელში არც თვითონ და არც მისი შთამომავლობა აღარ აღმოჩნდებოდა. მეორედ, როდესაც უკვე ადამის პირმშო - კაენი დაეცა, "უთხრა უფალმა კაენს: სად არის შენი ძმა აბელი? მიუგო: არ ვიცი. ჩემი ძმის დარაჯი ხომ არა ვარ" (დაბ. 4:9). ამრიგად, პირველმა ურჩობამ ადამიანი ღმერთს დააშორა, მეორე ურჩობის შედეგად კი ადამიანი ძმას დაშორდა და კაცთა მოდგმა ორად გაიყო. ურჩობამ კაენის მიმდევრებს ღმერთი დააკარგვინა, ხოლო აბელის მიმდევრებს, როგორც წმინდა იოანე ღვთისმეტყველი ბრძანებს, უნდა "... გვიყვარდეს ერთმანეთი. ისე კი არა, როგორც კაენს, რომელიც ბოროტისაგან იყო და მოკლა თავისი ძმა; მერედა, რისთვის მოკლა? იმიტომ, რომ ბოროტი იყო მისი საქმე, ხოლო მისი ძმისა - მართალი" (1 იოან. 3:11-12).

ორ უმძიმეს ცოდვას ჯერ კიდევ სამოთხეში დაედო სათავე. ადამმა ღვთისადმი დამოკიდებულებაში წარმართული ელემენტი შეიტანა და შეეცადა ღმერთის თვალს მიჰფარებოდა და მეორე: ადამმა საკუთარი დანაშაულის მიზეზად დედაკაცი და უფალი გამოაცხადა. კაენმა ორივე ცოდვა გაიმეორა და მათ რიგს საკუთარი უმძიმესი ცოდვები მიუმატა.

კაენის ამბის დასაწყისში მკითხველი მის მიმართ თითქოს თანაგრძნობით არის განწყობილი, მაგრამ შემდეგ კაენის თავჩაქინდრული მდგომარეობა და უწყინარი გულმოსულობა ქრება და ჩვენს წინაშე სხვა პიროვნება წამოიმართება. ამ ახალ პერსონაჟში უკვე იმდროინდელი ადამიანისათვის სრულიად მოულოდნელ ეგოიზმს, დაუნდობლობას და რისხვას ვხედავთ. უფალი კაენს მისი რისხვის სათავეზე მიანიშნებს და ორ სხვადასხვა გზაზე მიუთითებს, სადაც ერთნი - "სიკეთის მქნელნი" - თავაწეულნი იქნებიან, ხოლო სხვებზე, ცოდვის მარწუხებში მოქცეულებზე, მათ მიერ განხორციელებული ბოროტი ძალა იბატონებს (დაბ. 4:7). კაენმა არ შეიწყნარა უფლის სიტყვები, შეგნებულად დაემორჩილა კართან ჩასაფრებულ ცოდვას და ამით ღვთისა და მთელი კაცთა მოდგმის წინაშე სამი უდიდესი დანაშაული ჩაიდინა: ადამიანის ყოფაში დაუნდობელი სატანური ნებით მოქმედი დემონური ძალები შემოიყვანა, მათი დახმარებით საკუთარი ძმის მკვლელობა განახორციელა და ადამის მიერ ადამიანის ბუნებაში შემოტანილ ხრწნადობას მკვლელობის სახე შესძინა. შემდეგ კაენმა ადამის ორივე ცოდვა გაიმეორა - მიცვალებული გადამალა, ანუ დაიჯერა, რომ ღმერთი ყოვლისმხედი არ არის და უფლის შეკითხვას: "სად არის შენი ძმა აბელი?" - ადამის მეორე ცოდვის მსგავსად უპასუხა: "არ ვიცი. ჩემი ძმის დარაჯი ხომ არა ვარ?!" ანუ კითხვა ისე შემოატრიალა, თითქოს შეკითხვა არასწორად იყო დასმული და ამით თავად უფალი დაადანაშაულა. როგორც ვხედავთ, ადამის შთამომავლობის იმ ნაწილს, რომელსაც ღმერთისგან მიმალვა შესაძლებლად მიაჩნია, არ ესმის, რომ მათთვის თვით ღმერთი და ღვთიური ძალები იმდენად შორს იმყოფებიან, რომ გონებითაც კი არ შეუძლიათ წარმოიდგინონ ღმერთის ყოვლისმჭვრეტელობა, ამიტომ საკუთარ უმეცრებას ამოფარებულნი საშინელ ცოდვებს სჩადიან.

კაენის ახალი ღმერთი და ახალი იდეალები. ბუნებრივია, ცოდვით დამძიმებული და უფალს ჩამოშორებული ადამიანი სხვა ღვთაების ძიებას იწყებს. ღმერთი, რომელსაც კაენი იმსახურებს, ჭეშმარიტი ბიბლიური ღმერთი ვეღარ იქნება. ის რაიმე სხვა, მითოლოგიური ან წარმართული ღვთაება უნდა იყოს, რომლისგანაც საჭიროების შემთხვევაში დამალვა იქნება შესაძლებელი, რომელსაც შეიძლება დაემდურო და მის სამართალს საკუთარი "სიმართლე" დაუპირისპირო.

ამრიგად, კაენის ცოდვილ გულში ჭეშმარიტი ღმეთის წინააღმდეგ ამბოხი მწიფდება და რადგან იგი ცოდვის ნებას დაემორჩილა, მის სამშვინველში დაცემული სატანის ბუნება სულ უფრო მყარად მკვიდრდება. ამბოხება, რომელიც კაენმა ჭეშმარიტი ღმერთის წინააღმდეგ უნდა განახორციელოს, სატანური კანონის შესაბამისად, უწინარეს ყოვლისა ღვთის ხატებისა და მსგავსების, ანუ ღვთისმორწმუნე ადამიანის წინააღმდეგაა მიმართული. სწორედ ამიტომ სატანის მიერ შეპყრობილი კაენი თავის ცოდვიან საქმეებს საკუთარი ძმის, ანუ კაცთა მოდგმის იმ ნაწილის მოსპობით იწყებს, რომელიც ცოდვას არ დაემორჩილა, ღმერთისკენ იმზირება და მის განკარგვაში მყოფ ყველა ამქვეყნიურ სიკეთესთან ერთად თავაწეული კვლავ ედემისკენ, ანუ ღმერთის სასუფევლისა და უკვდავებისკენ მიემართება. აბელი და აბელის მოდგმა ყველაფერს, რაც ღვთის მიერ არის შექმნილი, ცოდვიანობისგან განწმენდს და კვლავ ღმერთს დაუბრუნებს. აბელის სული ცოცხლობს ძე ღმერთის სიტყვებით: "ვინც მე მომეცი: დავიფარე ისინი და არც ერთი არ დამიღუპავს, გარდა დაღუპვის ძისა" (იოან. 17:12). ამდენად, აბელის მოდგმა პასუხისმგებლობას არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ მთელი ღვთის ქმნილების მიმართ გრძნობს, რადგან რაც დაზიანდა, ადამის ცოდვის გამო დაზიანდა.

ადამი სულიერად ედემშივე მოკვდა, სულიერად მკვდარია კაენიც. ეს თვალნათლივ მაშინ გამოჩნდა, როდესაც უფალმა კაენის უსულო, ანუ სიყვარულის გარეშე შეწირული მსხვერპლი არ მიიღო. სულიერად მკვდარ კაენს აბელის სულიერი სიცოცხლე აღიზიანებს და მისი მოშორება სწყურია. მას მიაჩნია, რომ თუ არ იქნება აბელი, არ იქნება მის სულიერებასთან დაკავშირებული პრობლემებიც. კაენის აზრები იმ ათეისტის შეგრძნებებს მოგვაგონებს, რომლის ბედნიერებას ეკლესიის, ხატის და მლოცველის სიახლოვეც კი ამძიმებს. თავიდან კაენს სჯერა, რომ მის მიერ მოკლული აბელის სხეულის ღმერთისგან დამალვა შესაძლებელი იქნებოდა. კაენი აბელის სხეულს მალავს და მიიჩნევს, რომ მოკლული ძმა მან სამუდამოდ დაადუმა. მაგრამ მას ღმერთის სიტყვები ჩაესმის: "ეს რა ჩაიდინე?" და იგი მალე იმასაც შეიტყობს, რომ მისი ძმა უკვდავია და ამ უკვდავების შესახებ მის მიერ დაღვრილი ძმის სისხლი სწორედ იმ მიწიდან ღაღადებს, რომლის იმედიც კაენს ძალას მატებდა (დაბ. 4:10).

კაენი თავისი ცოდვით ადამიანისათვის სრულიად შეუფერებელ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ადამიანი უშუალოდ ღმერთის ხელით შეიქმნა და მის სიცოცხლესაც ღმერთი განკარგავს. ძმის მკვლელმა კაენმა უმძიმესი ცოდვა ჩაიდინა და ამიტომ, თუ ღმერთმა ადამის ცოდვის გამო მხოლოდ მიწა დაწყევლა (დაბ. 3:17), კაენს, უფლის ნებით, უკვე დაწყევლილი მიწა წყევლის. ამიტომ ის, რაც მაშინ ითქვა, შემდეგ კაენის ყველა შთამომავლის და მისი საქმის გამგრძელებლის მისამართით დაიწერა: "ამიერიდან დაწყევლილი ხარ მიწისაგან, რომელმაც გახსნა პირი, რათა მიეღო შენი ძმის სისხლი შენი ხელიდან" (დაბ. 4:11). კაენმა უკვე იცის, რომ მიწაში არათუ მისი ცოდვები არ დაიფარება, არამედ კაენი თავადაც მიუსაფარი იქნება და რადგან მას და მიწას შორის ჰარმონია დაირღვა, კაენი სიმშვიდესაც ვერსად მოიპოვებს.

KARIBCHE


ჩადენილი ცოდვის გამო კაენი დარჩა:

* ღმერთის გარეშე: "აჰა, მაგდებ დღეს მიწის პირისაგან და უნდა მივეფარო შენს სახეს" (დაბ. 4:14); კაენის შესახებ არ შეიძლება ითქვას, რომ ის საწყის ეტაპზე ათეისტად გადაიქცა, მაგრამ რელიგიურობის მიუხედავად მას აღარ შეუძლია ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობის გაგრძელება, ადამიანს, რომელსაც ღმერთთან ურთიერთობა შეწყვეტილი აქვს, მუდმივად თან სდევს შიშისა და დაუცველობის შეგრძნება;

* სამშობლოს გარეშე: "დევნილი და მიუსაფარი ვიქნები ამქვეყნად და ყოველ შემხვედრს შეეძლება ჩემი მოკვლა" (დაბ. 4:14); ადამიანის ნამდვილი სამშობლო ედემია. მიწისგან დაწყევლილ ადამიანს აღარც ედემი და უკვდავება აქვს და აღარც მიწაზე დაედგომება. ადამიანს, რომელმაც მკვლელობა ჩაიდინა (ეს პროცესი ფსიქოლოგებს დაწვრილებითა აქვთ აღწერილი), მოსვენება აქვს დაკარგული; მას ეშინია, ის გარბის და ცდილობს დაიმალოს. ეს შეგრძნება ადამიანის ბუნებაში თავისთავად მოქმედებს, რადგან ყოველი ადამიანის სული ადამში იღებს სათავეს და ყოველი ადამიანი კაცობრიობის სარკისებური ანარეკლია;

* უქონელი: ის მუდმივად საკუთარი კეთილდღეობის ძიებაშია და მიაჩნია, რომ მხოლოდ სიმდიდრითა და ძალაუფლებით შეიძლება მოიპოვოს სიმშვიდე და კეთილდღეობა, მაგრამ მწარედ ცდება, რადგან რაც უფრო მეტს იძენს, უფრო მეტ შფოთში იძირება და უფრო მეტადა აქვს სიღატაკის შეგრძნება.

კაენის ახალი საქმეები. აბელის მკვლელობა არ არის იმ დაუნდობელი ბრძოლის არც პირველი და არც ბოლო გამოვლინება, რომელიც გველისა და დედაკაცის შთამომავლობას შორის უნდა დაწყებულიყო. კაენის საქმის გამგრძელებლები გველის მომხრეების რიგებში აღმოჩნდნენ. უფალმა გველი ასე დაწყევლა: "რაკი ეს ჩაიდინე, წყეულიმც იყავ ყველა პირუტყვს შორის, ყველა გარეულ ცხოველს შორის! მუცლით იხოხე და მტვერი ჭამე მთელი სიცოცხლე" (დაბ. 3:14). დაახლოებით ასევე დაწყევლა უფალმა კაენიც: "ამიერიდან დაწყევლილი ხარ მიწისაგან... დაამუშავებ მიწას, მაგრამ აღარ მოგცემს იგი თავის ძალას; დევნილი და მიუსაფარი შეიქნები ამ ქვეყანაზე" (დაბ. 4:11-12). ამრიგად, უფალმა ყველა პირუტყვსა და ცხოველს შორის გველი დაწყევლა, ხოლო კაცთა შორის ყველა ის, ვინც კაენის კვალს მიჰყვება. კაენის შიშს: "ყოველ შემხვედრს შეეძლება" მისი მოკვლა (დაბ. 4:14) - ღმერთმა იმით უპასუხა, რომ "დაადო უფალმა ნიშანი კაენს, რომ ვერ მოეკლა იგი ყოველ შემხვდურს" (დაბ. 4:15), ანუ მისცა კაენს იმის საშუალება, თავისი ნიჭი გამოეყენებინა და თავისი ცხოვრება თვითონ მოეწყო.

მიწისგან დაწყევლილმა ადამიანებმა პირველი ქალაქების მშენებლობა, ტექნიკისა და ხელოვნების დარგების შექმნა დაიწყეს. მათ წიაღში ჩნდება ცივილიზაცია და სწორედ ეს არის ახალი ღმერთის ძიების დასაწყისი. ადამიანები ცდილობენ, რკინის დამუშავებით (დაბ. 4:22), ჩანგსა და სტვირზე დაკვრით, გრანდიოზული დღესასწაულებით (დაბ. 4:21) ღმერთი ჩაანაცვლონ. უფალი ადამიანის ნიჭისა და უნარების გამოვლინების წინააღმდეგი რომ არაა, ამაზე კაენის შემოქმედებითი თავისუფლება და კაცობრიობის კულტურის ისტორია მეტყველებს. მაგრამ კაენის შთამომავლობის მიერ შექმნილი ცივილიზაცია უღმერთობის "კულტურაა" და არა ჭეშმარიტი ღმერთის ძიების და შეგრძნების საშუალება; ეს არის უსიცოცხლო კოსმოსური სივრცისკენ მიმართული ლოცვა, რომელიც ვერანაირ კეთილშობილ მიზანს ვერ მიაღწევს, რადგან ის არ არის ცოცხალი ღმერთისკენ მიმართული. ღმერთს მოწყვეტილი ხელოვნება გარეგნულად მომხიბვლელია, მაგრამ ეს უკანასკნელი, თავისი მაგიური ძალით, საკუთარ თავშია ჩაკეტილი. ყველაფერი ერთად არის ის, რასაც მხოლოდ ყოფიერებისაკენ მიმართული კულტურა ჰქვია. კულტურა უღმერთო, რომელიც მიწიერ ადამიანს მიწაზევე ამაგრებს, ადამიანის სულს ღმერთისკენ წასვლის საშუალებას არ აძლევს და ცხოველივით მიწისგან შობილს მიწადვე აქცევს. ასეთი ყოფის შესახებ მოციქული პავლე ბრძანებს:

დაწერილია: "მართალი რწმენით იცოცხლებს". რადგანაც ღვთის რისხვა ზეცით ცხადდება, რათა თავს დაატყდეს კაცთა უსამართლობას და უღმერთოებას, თავიანთი უსამართლობით რომ ახშობენ ჭეშმარიტებას. ვინაიდან რაც შეიძლება იცოდე ღმერთზე, ცხადია მათთვის, რადგანაც ღმერთმა განუცხადა მათ. და მართლაც, მისი უხილავი სრულყოფილება, წარუვალი ძალა და ღვთაებრიობა ქვეყნიერების დასაბამიდან მისსავ ქმნილებებში ცნაურდება და ხილული ხდება: ასე რომ, არ აქვთ შენდობა. რაკი შეიცნეს ღმერთი, მაგრამ არ ადიდეს, როგორც ღმერთი, და არც მადლი შესწირეს, არამედ ამაონი იქმნენ თვიანთი ზრახვით და დაბნელდა მათი უგონო გული; ბრძენკაცებად მოჰქონდათ თავი და შლეგებად იქცნენ; და უხრწნელი ღმერთის დიდება ხრწნადი კაცის, ფრინველთა და ქვეწარმავალთა ხატებაზე გაცვალეს, ამიტომაც მისცა ისინი ღმერთმა მათივე გულისთქმათა უწმინდურებას, რათა შეებილწათ თავიანთი სხეული; სიცრუეზე გაცვალეს ღვთის ჭეშმარიტება, შექმნილს რომ მსახურებდნენ და არა შემოქმედს, რომელიც კურთხეულია უკუნისამდე. ამინ. ამიტომაც მისცა ისინი ღმერთმა საგინებელ ვნებებს, ვინაიდან მათმა ქალებმაც კი ბუნებრივი წესი არაბუნებითით შეცვალეს. ასევე კაცებმაც მიატოვეს ქალებთან ბუნებრივი ცხოვრების წესი და გულისთქმით გახურებულნი აღერივნენ ერთმანეთს, მამაკაცი მამაკაცთან სჩადიოდა სასირცხვოს და მიიღეს თავიანთი ცთუნების საკადრისი საზღაური. და რაკი არ ეცადნენ გონებით შეენარჩუნებინათ ღმერთი, ამიტომაც უჯერო საქმეთათვის მისცა ღმერთმა ისინი გაუკუღმართებულ გონებას. ასე რომ, აღვსილნი არიან ყოველგვარი უსამართლობით, ბოროტებით, ანგარებით, სიავით, სავსენი შურით, მკვლელობით, შუღლით, ვერაგობით, უზნეობით, მაბეზღარობით. ავსიტყვანი, ცილისმწამებელნი, ღვთისმოძულენი, ქედმაღალნი, ცუდმედიდნი, ბოროტმზრახველნი, დედ-მამის ურჩნი, უგულისხმონი, უნდონი, უყვარულნი, ულმობელნი და უწყალონი, რომელთაც იციან ღვთის სამართალი, რომ ამნაირ საქმეთა ჩამდენნი სიკვდილის ღირსნი არიან, მაგრამ არამცთუ თვითონ სჩადიან, არამედ ჩამდენთაც თანაუგრძნობენ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.01.2014
წმინდა წერილი მოგვითხრობს, რომ ძველ ისრაელში, მეფობის დაარსებამდე, მსაჯულთა სისტემა მოქმედებდა.
26.04.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეხუთე
აბელისა და კაენის განსხვავებული მსოფლმხედველობა. ბიბლია აბელისა და კაენის შესახებ ღრმა ზნეობრივი შინაარსის ისტორიას მოგვითხრობს.
29.03.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მესამე
სულიერი ადამიანი და მშვინვიერი კაცი
როდესაც აბელისა და კაენის ამბავს ვაკვირდებით
15.03.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეორე
ცოდვის გამო შეწირული მსხვერპლი თუ ღმერთის სიყვარულისა და საქმის ერთგულების გამომხატველი კეთილი ნიჭი და საბოძვარი
01.03.2012
თავი პირველი
უმნიშვნელოვანესი ღვთაებრივი ქმნილება და მადლიერების შინაარსი
ადამიანი, როგორც ღმერთის უმნიშვნელოვანესი ქმნილება
16.02.2012
ადამმა, სამყაროს მამამ, სამოთხეში შეიცნო ღმერთის სიყვარული. ხოლო როდესაც ცოდვებისათვის სამოთხიდან განიდევნა და მოაკლდა ღმერთის სიყვარულს, მისი სული მწარედ იტანჯებოდა ერთი ფიქრით:
12.05.2011
ღვთისგან სამოთხიდან განდევნილი ადამისადმი მიცემული აღთქმის თანახმად, მესია ქალწულისგან უნდა შობილიყო. როდესაც აღთქმული მხსნელის მოვლინების ჟამი მოახლოვდა, მართალი იოაკიმესა და ანასგან იშვა ქალწულიც - წმინდა მარიამი.
12.04.2011
როგორც ვიცით, პალესტინაში რომის იმპერიის გაბატონების შემდეგ, ისრაელის მმართველი გახდა წარმოშობით იდუმელი (არაბი) ანტიპატრე, რომელმაც ცოლად შეირთო ებრაელი ქალი.
31.03.2011
ალექსანდრე მაკედონელის შემდეგ ისრაელი სელეკვიდებმა დაიმორჩილეს, რასაც მოჰყვა ისრაელიანთა მასობრივი აჯანყებები.
17.03.2011
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სპარსთა მორGილების, ქვეშევრდომობის ქვეშ მყოფ ისრაელიანებს, როგორც ვიცით, ჰქონდათ სარწმუნოებრივი თავისუფლება.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat