ხალხს ღმერთი უგზავნიდა წინასწარმეტყველებს, რომლებიც ერის ჭეშმარიტებისკენ მოქცევას ცდილობდნენ
ხალხს ღმერთი უგზავნიდა წინასწარმეტყველებს, რომლებიც ერის ჭეშმარიტებისკენ მოქცევას ცდილობდნენ
ორმოწლიანი ხეტიალის შემდეგ ისრაელიანნი კვლავ მიადგნენ აღთქმულ ქვეყანას. მოსე აღთქმული ქვეყნის საზღვართან აღესრულა. გარდაცვალების წინ მან აკურთხა ებრაელები, დაუბარა, ყოფილიყვნენ მორწმუნენი და მორGილნი ღვთისა; არ დაევიწყებინათ უფლის სიკეთე და მზრუნველობა; წმინდად, შეურყვნელად დაეცვათ მისი კანონები. ბოლოს მოსე მახლობელ მთაზე ავიდა და უფალს მიაბარა სული. ღვთის ნება-სურვილისამებრ, მის სიკვდილს კაცთაგან არავინ დასწრებია. მოსე ანგელოზებმა დაკრძალეს, მისი დაკრძალვის ადგილი უცნობი დარGა...

უფალმა მოსეს შემდეგ ისრაელიანთა წინამძღვრად ისუ ნავესი გამოირGია. სიკვდილის წინ მოსემ ხალხის წინაშე დამოძღვრა იგი და ერის წინამძღოლობა გადასცა. ებრაელები ისუ ნავეს ძეს უნდა შეეყვანა აღთქმულ ქვეყანაში. ასეთი იყო ნება ღვთისა...

გვესაუბრება არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):

რჩეული ერის აღთქმულ ქვეყანაში შესვლა
- ისრაელიანები აღთქმულ ქვეყანას მეორედ აღმოსავლეთის მხრიდან მიადგნენ. მათ მდინარე იორდანე უნდა გადაეკვეთათ. გაზაფხული იდგა და იორდანე წვიმებისგან საკმაოდ ადიდებული იყო. ისუ ნავეს ბრძანებით, მღვდლებმა მდინარეში აღთქმის კიდობანი შეიტანეს. ზემოდან მომავალი წყალი გაჩერდა, ქვემოთ მიმავალი კი დაიწრიტა და მკვდარ ზღვას შეუერთდა. ისრაელიანებმა მდინარის მეორე ნაპირზე გადასვლა იწყეს. ისუ ნავესმა თითო ტომიდან თითო კაცი გამოარჩია, მდინარის შუაგულიდან თორმეტი დიდი ქვა ამოაღებინა და მდინარის ნაპირზე დააწყობინა. ნაპირიდანაც თორმეტი დიდი ქვა ჩაატანინა და მდინარის იმ ადგილას დააწყობინა, სადაც აღთქმის კიდობანი იდგა - ეს ქვები საუკუნეების განმავლობაში ამ სასწაულის სახსოვარი უნდა ყოფილიყო, რათა ყოველთვის ხსომებოდა ისრაელს, როგორ გადალახეს იორდანე...

როდესაც მთელი ერი გამოვიდა ნაპირზე, მდინარემ ჩვეულებისამებრ გააგრძელა სვლა.

ისუ ნავესმა, პირველ ყოვლისა, წინადაცვეთის წესი აღასრულა - წინადაცვითა ყველა. უდაბნოში მოგზაურობისას ეს წესი შეჩერებული იყო, რადგან მის აღსასრულებლად პირობები არ არსებობდა.

ამის შემდეგ პასექის ჟამი დადგა და დღესასწაული აღნიშნეს.

შემდეგ ისუ ნავესმა მზვერავები გაუშვა იერიქონში. როდესაც ორი მზვერავი შევიდა იერიქონში, ისინი ერთ-ერთმა ოჯახმა შეიფარა. იერიქონის მეფემ ამის შესახებ შეიტყო და სახლს მიადგა, მაგრამ მასპინძელმა დედაკაცმა დამალა მსტოვრები, მეფის ჯარისკაცების წასვლის შემდეგ კი წითელი თოკით გადაუშვა გალავნიდან, რომლის კედელშიც მდებარეობდა მათი სახლი. წასვლის წინ ებრაელ მზვერავებს უთხრა: ხომ ხედავთ, როგორი სიკეთე გიყავით, მჯერა, თქვენი ღმერთი დაგაპყრობინებთ ამ ქვეყანას, რადგან გამიგონია, როგორ გამოგიყვანათ ეგვიპტიდან, როგორ გატარათ უდაბნოში. თქვენც შემომფიცეთ, რომ იერიქონის აღებისას მამაჩემის სახლს ზიანს არ მიაყენებთო. მსტოვრებმა შეჰფიცეს. თვითონაც იქ უნდა შეკრებილიყვნენ. სახლის გამოსაცნობად კი ფანჯარაზე ის წითელი თოკი უნდა შეებათ, რომლითაც დედაკაცმა მსტოვრები ქვემოთ დაუშვა.

უკან დაბრუნებულმა მსტოვრებმა ყოველივე ისუ ნავეს აუწყეს. ისუ ნავესი იერიქონის გალავნის შესამოწმებლად გავიდა. მან იხილა შეიარაღებული კაცი, რომელსაც ვინაობა ჰკითხა. როდესაც შეიტყო, რომ მთავარანგელოზი იყო, მის წინ პირქვე დაემხო. მთავარანგელოზმა წამოაყენა და აუწყა, როგორ უნდა აეღოთ იერიქონი, რომელიც მტკიცე ციხე-კოშკებითა და გალავნებით იყო დაცული: ქალაქისთვის ყოველდღიურად თითო წრე უნდა შემოევლოთ. მღვდლებს საყვირებში ჩაებერათ. თან აღთქმის კიდობანიც უნდა წაეღოთ. მეშვიდე დღეს 7-ჯერ უნდა გაემეორებინათ ეს ყოველივე. აღასრულეს ღვთის ბრძანება, ბოლოს კი ერთიანი ყიჟინა დასცეს და ქალაქის კედლები საფუძვლამდე დაინგრა. ისრაელიანები იერიქონში შევიდნენ.

XX საუკუნეში ამ ტერიტორიაზე არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებდნენ. აღმოჩნდა, რომ გალავნის კედლები გარეთ იყო გადაშლილი. შეტევის დროს კი კედლები, როგორც წესი, შიგნით იქცევა. იერიქონის კედლები, როგორც ვთქვით, გარეთ გადაიქცა, ზებუნებრივი ძალით დაინგრა და არა კაცის ხელით. ცნობილი ინგლისელი არქეოლოგი ჰუკი, რომელიც 30 წელი მუშაობდა ბიბლიურ მოვლენებთან დაკავშირებულ ადგილებში, წერს: თავის დროზე ბიბლიურ მოვლენებთან დაკავშირებული არქეოლოგიური გათხრები იმისთვის დავიწყე, რომ ბიბლიის უსაფუძვლობა დამემტკიცებინა, მაგრამ 30 წლის შემდეგ იმ დასკვნამდე მივედი, რომ ბიბლიაში მოთხრობილი ამბები აბსოლუტური ჭეშმარიტებააო.

- როგორც ვიცით, ისრაელი ექვსი წელი იბრძოდა აღთქმული ქვეყნის დასამკვიდრებლად...

- მათ ისუ ნავესი წინამძღოლობდა, რომელიც იმ დროს ას წელს იყო გადაცილებული, მაგრამ უფალმა ისეთი მხნეობა და ძალა მისცა, რომ ამ ხნის კაცი ჯარს მიუძღოდა და იბრძოდა. აღთქმული ქვეყნის დამკვიდრების შემდეგ ისუ ნავეს ძე გარდაიცვალა. ის 110 წლის იყო.

რჩეულმა ერმა ქანანელები თითქმის მთლიანად გაანადგურა, მხოლოდ მთებში გადარჩა რამდენიმე დასახლება, ზღვისპირა ქალაქები ტვიროსი და სიდონი და კიდევ რამდენიმე ქალაქი, ევროპელი მეცნიერებისთვის ფინიკიად ცნობილი. ისინი მოგვიანებით დაიმორჩილეს ისრაელიანებმა, თავიანთ ქვეშევრდომებად აქციეს და ხარკი დააკისრეს, მაგრამ იმ დრომდე, ვიდრე თავად ემორჩილებოდნენ უფალს; როდესაც ისრაელიანები ღვთის მცნებების დარღვევას იწყებდნენ, უფალი მაშინვე მოუვლენდა განსაცდელს ქანანელთაგან, ყამალეკთაგან, სირიელთაგან...

- გამოდის, რჩეულმა ერმა აღთქმული ქვეყანა სრული სისავსით ვერ დაიმკვიდრა...

- თავიანთივე ცოდვების, ურჩობისა და ურწმუნოების გამო. ეკლებად დავტოვებ თქვენ შორის უცხოტომელებს, რათა გაიხსენოთ, რომ ბოლომდე არ მენდობოდითო, - ეუბნება უფალი ებრაელებს. აღთქმული ქვეყანა მხოლოდ ისრაელის ერს არასოდეს ეკუთვნოდა. იქ შესვლის დღიდან დღემდე ამ ტერიტორიაზე სახლობენ ერები, რომლებიც "ეკლად" ექცნენ მათ, რათა ახსოვდეთ, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოება არ აქვთ.

- რატომ დასჭირდათ ებრაელებს ბრძოლა აღთქმული ქვეყნის დასაკავებლად? ხომ შეეძლო უფალს, უბრძოლველად დაემკვიდრებინა რჩეულ ერს აღთქმული მიწა?

- ცხადია, შეეძლო, მაგრამ უფალმა იმდენი სასწაული აღასრულა ისრაელისთვის, რომ საყოველთაო სასწაულები აღარ ხდებოდა. ამასთან, თუ თავიანთი ძალისხმევით მოიპოვებდნენ ამ ტერიტორიას, უფრო ეყვარებოდათ და დაიცავდნენ მას.

- როგორც ვიცით, როდესაც ისრაელიანები აღთქმულ ქვეყანაში შევიდნენ, იქ ნოეს ერთ-ერთი ვაჟის ქამის შთამომავლები - ქანანელები ცხოვრობდნენ და ქანაანის ქვეყნად იწოდებოდა. რატომ ავალებს უფალი ისრაელიანებს ქანანელთა განადგურებას?

- ქანანელების გარდა არც ერთი ერის ამოხოცვა არ დაუვალებია უფალს რჩეული ერისთვის. ქანანელები კი იმ პერიოდისთვის ყველაზე განვითარებული ხალხი იყო - ეკონომიკურად, განათლების მხრივაც. როგორც ვიცით, პირველი ანბანი ფინიკიელებმა - ზღვისპირა ქანანელებმა შექმნეს. ქანაანი არ იყო სახელმწიფო; ამ ტერიტორიაზე ქალაქ-სახელმწიფოები არსებობდა, მაგრამ მათ საერთო კულტურა ჰქონდათ. დამპყრობლები არ იყვნენ, მაგრამ ეკონომიკური თვალსაზრისით დიდი სახელმწიფოებიც კი მათზე იყვნენ დამოკიდებულნი. იყო შემთხვევები, როდესაც რომელიმე ქვეყანა ქანანელებს ფულს უხდიდა, მათი გემებით რომ ესარგებლა.

ქანანელნი მიწიერი თვალსაზრისით ძალიან მდიდრები და გავითარებულები იყვნენ, მაგრამ სულიერად უკიდურესად დეგრადირებულნი. ეს იყო ერთადერთი ერი, რომელიც საკუთარი ნებით სწირავდა შვილებს მსხვერპლად. ამიტომაც ინება უფალმა ამ ერის განადგურება, რათა არა მარტო ისრაელში, სხვა ერებშიც არ მომხდარიყო მათი წეს-ჩვეულებების, ამ საშინელი უსჯულოების დამკვიდრება.

იმ პერიოდში ისინი სრულიად არ განადგურებულან. მათგან ისრაელის ერსაც კი გადმოედო ეს საშინელი უსჯულოება. უფალი აყვედრიდა კიდეც რჩეულ ერს: მოლოქის ცეცხლში ნუ ატარებთ შვილებსო (მოლოქი ქანანელთა კერპს ერქვა). ღვთის ნებით, ქანანელთა ჩვეულება შემდგომში სრულიად აღმოიფხვრა ისრაელში. თავად ქანანელებიც თითქმის ერთიანად გაქრნენ. ვინც დარჩა, ეს ჩვეულება აღარ შემორჩა. ასიმილაციაც განიცადეს - სამარიტელებს შეუერთდნენ.

- როდესაც აღთქმულ მიწაზე შევიდნენ, ისუ ნავესმა და ქალებ იეფუნის ძემ აღთქმული ქვეყნის ტერიტორია ისრაელიანთა თორმეტ შტოს შორის დაანაწილეს...

- უფლის ნების თანახმად, აღთქმული მიწა'თანაბრად უნდა განაწილებოდა ისრაელიანთა ტომებს. თითოეულ ტომს წილისყრით მიეცემოდა კუთვნილი ადგილი. ორტომ-ნახევარი (მანასეს შტოს ნახევრის ჩათვლით) იორდანეს დასავლეთით - დღევანდელი იორდანიის ტერიტორიაზე დასახლდა, დანარჩენი ცხრატომ-ნახევარი კი იორდანეს დასავლეთ ნაწილში ანუ თვით აღთქმულ ქვეყანაში - დღევანდელი ისრაელის ტერიტორიაზე. ლევის შთამომავალთ - ლევიტელებს მონაწილეობა არ მიუღიათ კენჭისყრაში, მათ არ რგებიათ ცალკე საცხოვრებელი ადგილი, რადგან საყდრის მსახურები იყვნენ და ყველგან უნდა ემსახურათ ღვთისთვის. წილისყრაში არც იუდას შტო მონაწილეობდა. იუდას ტომი ქალებ იეფუნის ძემ გამოარჩია და ისუ ნავეს ძეს უთხრა: შენც ჩემთან ერთად იყავი, როდესაც უფალმა მოსეს პირით მითხრა - იმ ქვეყანას, რომელიც დაზვერე, კეთილი ქცევის გამო შენ მოგცემო. ამიტომ, მომეცი ნება, მიწა მე თვითონ შევარჩიოო. მან აირჩია შემდგომში იუდეად წოდებული ადგილი და იუდას ტომი იქ დაასახლა. ვიცით, რომ შემდგომში სწორედ ამ ტერიტორიაზე, იუდეაში აღესრულა მაცხოვრის ჯვარცმა, იქვე მოხდა მისი მკვდრეთით აღდგომა და ზეცად ამაღლება...

- რატომ აირჩია ქალებ იეფუნის ძემ სწორედ ეს ტერიტორია?

- ქალებ იეფუნის ძე ერთ-ერთი ყველაზე პატივდებული ადამიანი იყო მათ შორის, ვინც აღთქმულ ქვეყანაში შევიდა, რადგან ეგვიპტიდან მოყოლებული სულ იბრძოდა აღთქმული მიწის დასამკვიდრებლად. ამიტომაც უფალმა ღირსყო და ისუ ნავესმაც დართო ნება, თვითონ შეერჩია ტერიტორია თავისი ტომის დასამკვიდრებლად. იმხანად მის მიერ არჩეულ მიწაზე ქანანელთა ყველაზე მეომარი ტომები ცხოვრობდნენ და სირაელიანთა სხვა ტომები არც შედავებიან. ქალებ იეფუნის ძე კი, როგორც გამოცდილი მეომარი და ბრძოლაში ღვთის იმედის მქონე, ირჩევს სწორედ ყველაზე ძნელად მოსაპოვებელ ადგილს. მან მართლაც ბრძოლით მოიპოვა ეს მიწა, რომელიც ნაყოფიერებით გამოირჩეოდა. თანაც ეს ის ტერიტორია იყო, სადაც ედემის ბაღი არსებობდა, დაკრძალული იყო ადამის თავის ქალა, სახლობდა ებრაელთა მამამთავარი აბრაამი. იქვეა ის ადგილიც, სადაც აბრაამი ისააკს მსხვერპლად სწირავდა ღმერთს. თანამედროვე იერუსალიმის ტერიტორიაზე იყო სალიმის სახელმწიფო, სადაც მეფობდა მელქისედეკი. აქვე იხილა იაკობმა თავისი ცნობილი სიზმარი... ამდენად, ამ მიწაზე ებრაული სიწმინდეები უკვე არსებობდა. ამასთან, ისრაელიანებმა მშვენივრად უწყოდნენ, რომ მათი ერის ჩამოყალიბება იმ ტერიტორიებზე იწყებოდა, რომელიც შემდგომ იუდას ტომმა დაიმკვიდრა. იუდას ტომმა ღვთისმოსაობით დაიმკვიდრა ეს მიწა, საბოლოოდაც, ძველაღთქმისეული სარწმუნოება სწორედ იუდეველებმა შეინარჩუნეს - როდესაც ისრაელის სამეფო გაიყო, მხოლოდ მათ შემორჩათ ჭეშმარიტი სარწმუნოება და დაიცვეს იგი. ცხადია, უფალმა წინასწარ უწყოდა ამის შესახებ, ამიტომაც ინება და იუდას ტომს ეს ტერიტორია არგუნა.

- საინტერესოა, რა პერიოდამდე შეინარჩუნეს ებრაელებმა ტომობრივი წარმოშობა და ტომობრივად კუთვნილი ტერიტორიები...

- მოგვიანებით, დავით მეფის შვილიშვილის, სოლომონის ძის - რობოამის მეფობის დროს, ისრაელის ერი ორად გაიყო. მათ ორი სამეფო ჩამოაყალიბეს - იუდასა და ბენიამინის ტომი იუდეველთა შემადგენლობაში დარჩა და მათ სამეფოს იუდეველთა სამეფო ეწოდა, დანარჩენი ტომებისგან შემდგარს კი ისრაელის სამეფო. მათ თავიანთი მეფეც აირჩიეს, სატახტო ქალაქად კი სამარია შეარჩიეს. იუდეველთა სამეფოს დედაქალაქად იერუსალიმი დარჩა.

ისრაელის სამეფო მალე დაუძლურდა და დაეცა, რადგან ისრაელიანებმა და მათმა მეფეებმა სრულიად დაივიწყეს ჭეშმარიტი ღმერთი - კერპების თაყვანისცემას მიჰყვეს ხელი. ღმერთი უგზავნიდათ წინასწარმეტყველებს, რომლებიც ერის ჭეშმარიტებისკენ მოქცევას ცდილობდნენ, აფრთხილებდნენ ღმერთის მოსალოდნელი სასჯელის შესახებ, მაგრამ ხალხი ყურად არ იღებდა გაფრთხილებას, შეურაცხყოფდა და დევნიდა წინასწარმეტყველებს. ამის გამო ღვთის რისხვა მოიწიეს. უფლის ნებით, ისრაელის სამეფო ასურეთის მეფემ ააოხრა, ისრაელიანთა ნაწილი ამოწყდა, ნაწილი კი ტყვედ წაიყვანეს. ასურეთის მეფემ ისრაელის სამეფოს ტერიტორიაზე კერპთაყვანისმცემლები დაასახლა. ეს ხალხი იქ დარჩენილ ისრაელიანებს შეერია და მათგან წარმომდგარ ხალხს, ქალაქ სამარიის მიხედვით, სამარიტელები ეწოდა. მათ მოსეს სჯული მიიღეს, მაგრამ თავიანთი კერპებისაც სწამდათ და არც კერპთაყვანისმცემელთა ზნე-ჩვეულებანი მიუტოვებიათ. მათი სარწმუნოება "სამარიტელთა მწვალებლობად" იწოდებოდა და შემდგომში ებრაელთა და სამარიტელთა დაპირისპირების მიზეზი გახდა.

იუდეველებმა გაცილებით მეტხანს შეინარჩუნეს სარწმუნოება. მათმა სამეფომ 100 წელზე მეტხანს იარსება. ამას ხელი შეუწყო იმანაც, რომ მათ სამეფოში, იერუსალიმში იდგა სოლომონის ტაძარი, იქვე იყო მოძრავი კარავი, აღთქმის კიდობანი და მრავალი საღმრთო საგანი, რომლებიც ხალხს ყოველთვის აგონებდა ჭეშმარიტ ღმერთს და მის მზრუნველობას. და მაინც, საბოლოოდ მათ შორისაც გავრცელდა წარმართობა, აღარც იუდეველები უჯერებდნენ წინასწარმეტყველებს და ამის გამო ღვთისგან დაისაჯნენ: ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა იუდეის სამეფო და იერუსალიმი ერთიანად გაანადგურა, რასაც ებრაელთა ბაბილონის ტყვეობაში 70-წლიანი ყოფნა მოჰყვა. როდესაც ებრაელები ტყვეობიდან დაბრუნდნენ, უკვე დაეკარგათ ტომობრივი წარმოშობა. ამის შემდეგ ყველა შტოდან, ყველა ტომიდან წარმომდგარმა ებრაელებმა, ვინც ჭეშმარიტ ღმერთს აღიარებდა და ადიდიებდა, იუდეაში, იერუსალიმსა და მის გარშემო მოიყარეს თავი. ფაქტობრივად, ბაბილონის ტყვეობის შემდგომ აღთქმული ქვეყნის მიწა აღარ იყო დაყოფილი ისე, როგორც ისუ ნავესმა და ქალებმა გაანაწილეს. ებრაელებს ტომობრივი წარმოშობა რომ შეენარჩუნებინა, რომ სცოდნოდათ, ვინ რომელი შტოდან წარმოდგებოდა, შესაძლებელი იყო, ისრაელის სახელმწიფოს აღდგენის შემდეგ მეფეც კი დაესვათ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.04.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეხუთე
აბელისა და კაენის განსხვავებული მსოფლმხედველობა. ბიბლია აბელისა და კაენის შესახებ ღრმა ზნეობრივი შინაარსის ისტორიას მოგვითხრობს.
12.04.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეოთხე
მშვინვიერი კაცის ამქვეყნიური "მონაგარი"
29.03.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მესამე
სულიერი ადამიანი და მშვინვიერი კაცი
როდესაც აბელისა და კაენის ამბავს ვაკვირდებით
15.03.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეორე
ცოდვის გამო შეწირული მსხვერპლი თუ ღმერთის სიყვარულისა და საქმის ერთგულების გამომხატველი კეთილი ნიჭი და საბოძვარი
01.03.2012
თავი პირველი
უმნიშვნელოვანესი ღვთაებრივი ქმნილება და მადლიერების შინაარსი
ადამიანი, როგორც ღმერთის უმნიშვნელოვანესი ქმნილება
16.02.2012
ადამმა, სამყაროს მამამ, სამოთხეში შეიცნო ღმერთის სიყვარული. ხოლო როდესაც ცოდვებისათვის სამოთხიდან განიდევნა და მოაკლდა ღმერთის სიყვარულს, მისი სული მწარედ იტანჯებოდა ერთი ფიქრით:
12.05.2011
ღვთისგან სამოთხიდან განდევნილი ადამისადმი მიცემული აღთქმის თანახმად, მესია ქალწულისგან უნდა შობილიყო. როდესაც აღთქმული მხსნელის მოვლინების ჟამი მოახლოვდა, მართალი იოაკიმესა და ანასგან იშვა ქალწულიც - წმინდა მარიამი.
12.04.2011
როგორც ვიცით, პალესტინაში რომის იმპერიის გაბატონების შემდეგ, ისრაელის მმართველი გახდა წარმოშობით იდუმელი (არაბი) ანტიპატრე, რომელმაც ცოლად შეირთო ებრაელი ქალი.
31.03.2011
ალექსანდრე მაკედონელის შემდეგ ისრაელი სელეკვიდებმა დაიმორჩილეს, რასაც მოჰყვა ისრაელიანთა მასობრივი აჯანყებები.
17.03.2011
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სპარსთა მორGილების, ქვეშევრდომობის ქვეშ მყოფ ისრაელიანებს, როგორც ვიცით, ჰქონდათ სარწმუნოებრივი თავისუფლება.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat