ეხნატონზე ისეთი გავლენა იქონია მოსეს მიერ ისრაელიანთა ეგვიპტიდან გაყვანისას მომხდარმა მოვლენებმა, რომ ერთი ღმერთის თაყვანისმცემელი გახდა
ეხნატონზე ისეთი გავლენა იქონია მოსეს მიერ ისრაელიანთა ეგვიპტიდან გაყვანისას მომხდარმა მოვლენებმა, რომ ერთი ღმერთის თაყვანისმცემელი გახდა
ღვთისგან ბრძანების მიღების შემდეგ მოსე ცოლ-შვილთან ერთად ეგვიპტისკენ გაემართა. გზად შეხვდა თავისი ძმა აარონი. ისინი ერთად ჩავიდნენ ეგვიპტეში. შეკრიბეს ისრაელიანთა უხუცესები და განუცხადეს მათ ღვთის ნება. მოსემ სასწაულებით დაარწმუნა ისრაელიანები, რომ ისინი ღვთისგან იყვნენ გამოგზავნილნი. შემდეგ მოსე და აარონი ფარაონთან მივიდნენ და ღვთის სახელით მოსთხოვეს ებრაელთა ეგვიპტიდან გაშვება. ფარაონმა უარი განაცხადა და კიდევ უფრო მეტად დაუმძიმა ისრაელიანებს მონობის უღელი...

გვესაუბრება არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).

- ვიდრე მოსეს ეგვიპტეში ჩასვლას შევეხებით, იქნებ ისიც განვმარტოთ, რატომ უნდა ყოფილიყვნენ აღთქმული ქვეყნისკენ წასვლამდე ისრაელიანები სწორედ ეგვიპტეში?

- პირველი ქვეყანა, რომელიც სახელმწიფოებრივად ჩამოყალიბდა, იყო ეგვიპტე. ის კატაკლიზმები, წარღვნის შემდგომ იმ პერიოდის მსოფლიოში რომ ხდებოდა, ყველაზე ნაკლებად ეგვიპტემ განიცადა. მას ყველაზე ნაკლებად შეეხო წარღვნის შემდეგ დედამიწის კონტინენტებად დაყოფაც. შესაბამისად, არ განადგურებულა ამ ტერიტორიაზე არსებული ცივილიზაციებიც. ამიტომაც შემდგომ ჩამოყალიბებულ ცივილიზაციებზე გაცილებით ადრე მიაღწია წარმატებას. იმ დროს ეგვიპტე იყო ერთადერთი სახელმწიფო მთელ მსოფლიოში, რომელსაც ჰქონდა ამხელა ტერიტორია და სახელმწიფოებრივად იყო ჩამოყალიბებული. სხვა დანარჩენები ქალაქ-სახელმწიფოები იყვნენ. ეგვიპტეს ჰყავდა ფარაონი, რომელიც მთელ სახელმწიფოს განაგებდა, ამიტომაც იყო ძლიერი. უფალმა სწორედ ასეთ ქვეყანაში შეიყვანა თავისი ერი აღთქმული ქვეყნის დამკვიდრებამდე, რათა მათი აზროვნებაც სახელმწიფოებრივად ჩამოყალიბებულიყო.

მოსეს დაბრუნება ეგვიპტეში
- როგორ ხვდებიან ისრაელიანები ეგვიპტეში მათ გამოსაყვანად დაბრუნებულ მოსეს?

- ვიცით, რომ მოსე ეგვიპტიდან 40 წლის წინ გაიქცა ეგვიპტელის მოკვლის გამო. მართალია, მოსე თავის ერს მოსცილდა, მაგრამ მათი გონება და გული ყოველთვის მისკენ იყო მიმართული, ის მათთვის იყო მებრძოლი, კაცი, რომელმაც ებრაელის გამო ეგვიპტელი მოკლა. მის შესახებ ორმოცი წელი არაფერი იციან, ორმოცი წლის შემდეგ კი ეს კაცი ჩნდება და მათ ეგვიპტიდან გაყვანას სთავაზობს. კაცი, რომელიც მათთვის უკვე ავტორიტეტი იყო, - ერთი მხრივ, თავისი საზოგადოებრივი პატივით, რომელიც ფარაონის სახლში ჰქონდა, მეორე მხრივ კი, ისრაელიანთა მიმართ გამოჩენილი მზრუნველობით, - ისრაელის ერს ადვილად უნდა მიეღო, მაგრამ მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც გარკვეული საზოგადოებრივი მდგომარეობისთვის მიეღწიათ და ეგვიპტეში ყოფნა ერჩიათ; ზოგს ეგვიპტეში ოთხასწლიანი ყოფნის შედეგად სრულიად დავიწყებოდა მამა-პაპის სჯული, აღთქმა აღთქმული ქვეყნის შესახებ... თითქოს შეგუებულნიც იყვნენ თავიანთ მდგომარეობას და აღარც უნდოდათ ეგვიპტიდან გამოსვლა, ცხოვრების შეცვლა... ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მოსეს უამრავი სასწაულის ჩვენება დასჭირდა, რომ უპირველესად თავად ისრაელიანები მოებრუნებინა ღვთისკენ, დაერწმუნებინა ისინი, რომ ღვთისგან იყო წარგზავნილი და უფლისგან ჰქონდა ნაბრძანები მათი ეგვიპტიდან გაყვანა. ამგვარად, ეგვიპტეში ჩასვლის შემდეგ მოსემ პირველ ყოვლისა ისრაელიანთა ერი შემოიკრიბა.

- რადგან ღვთის რჩეულ ერს სასწაულები დასჭირდა, რათა ერწმუნა მოსესი - ღვთისგან წარგზავნილი კაცისა, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ისრაელიანთა ეგვიპტეში გაჩერება აღარც შეიძლებოდა?

- წმინდა მამები ბრძანებენ: საუკეთესო ოქრომჭედელმა კარგად იცის, როდის უნდა გამოიღოს ოქრო ცეცხლიდან. გაცილებით უკეთ უწყის უფალმა, როდის უნდა გამოიყვანოს ესა თუ ის ადამიანი თუ ერი განსაცელიდან, რომ მას "მინარევები" - ნაკლოვანებები არ ჰქონდეს. თუკი ოქრო ზომაზე მეტად გაჩერდება ცეცხლში, მთლიანად გალღვება. ეს იყო საუკეთესო დრო ისრაელის ეგვიპტიდან გამოსაყვანად, ისინი რომ კვლავ ეგვიპტეში დარჩენილიყვნენ, სრულიად შეერეოდნენ ეგვიპტელებს; ისევე გაქრებოდნენ, როგორც ქურაში ზომაზე მეტხანს დატოვებული ოქრო.

მოსე ფარაონის წინაშე
- ისრაელიანთა ღვთისკენ მობრუნების შემდეგ მოსე ფარაონთან მიდის და იქმს იმ ცნობილ სასწაულებს, რომელთა შესახებაც ბიბლია გვაუწყებს. ვიცით, რომ ფარაონი უარს განუცხადებს მოსეს. უფალს შეეძლო, ფარაონის გული ისე განეწყო, რომ მოსეს მისვლისთანავე გადაეწყვიტა ისრაელიანთა გაშვება, ან სულაც დაეფარა თავისი ერი და ისე გაეყვანა...

- უფალი ამით თავად ფარაონსა და ეგვიპტელებზეც ზრუნავს. უფალს ყველა ადამიანი უყვარს, მიუხედავად იმისა, სად ცხოვრობს, რა სარწმუნოება აქვს, რას იქმს, ღვთის მადიდებელია თუ მოწინააღმდეგე. ღვთის სიყვარული ადამიანებს კატეგორიებად არ ყოფს. უფალი ფარაონისა და ეგვიპტელების მოქცევასაც ცდილობდა. მაგრამ როდესაც ეგვიპტელთა ურწმუნოებამ ზღვარს მიაღწია, სწორედ მაშინ გაიყვანა თავისი რჩეული ერი ეგვიპტიდან. შესაძლოა, ვინმემ იკითხოს: განა უფალმა წინდაწინ არ უწყოდა, რომ ეგვიპტელები არ მოექცეოდნენო? ცხადია, უწყოდა, მაგრამ ღმერთი ბოლომდე ცდილობს და აძლევს ადამიანს მისკენ მიბრუნებისა და მოქცევის საშუალებას, რადგან შემდგომ, როდესაც ღვთის სამსჯავროს წინაშე წარდგება, მიზეზად არ ჰქონდეს, - ღმერთს რომ ჩემთვის მეტად მოეხედა, ასეთ მდგომარეობაში არ აღმოვჩნდებოდიო.

ბიბლიიდან ვიცით, რამხელა სასწაულები მოხდა ისრაელიანთა ეგვიპტიდან გაყვანის წინ: ნილოსის სისხლად გადაქცევა, ცეცხლოვანი სეტყვა, ბაყაყებისა და კალიების შემოსევა... ბოლო სასწაული იყო ეგვიპტელთა პირმშოების დაღუპვა, რომელთა შორისაც ფარაონის შვილიც აღმოჩნდა. ამ სასწაულმა უკვე შეაშფოთა ფარაონი და მოსეს დასთანხმდა, სასწრაფოდ გაეშვა ებრაელები.

რჩეული ერის ეგვიპტიდან გამოსვლა
მეათე სასჯელის აღსრულების ღამეს ებრაელებს ღვთისგან მოსეს პირით ებრძანათ, მომზადებულიყვნენ ეგვიტიდან გასასვლელად. ყველანი უნდა ყოფილიყვნენ ჩაცმულნი, დახურულნი, სარტყელშემოკრულნი და სამგზავროდ გამზადებულნი. ყველა ოჯახს უნდა დაეკლა ერთი წლის კრავი და მისი სისხლი ჯვრის სახით მოეცხო სახლის კარზე. ხორცი შეეწვათ და იმ ღამესვე შეეჭამათ მწარე მწვანილითა და ხმიადით. კრავის ძვლები არ უნდა დაემტვრიათ; რაც შეუჭმელი დარჩებოდათ, ცეცხლში უნდა დაეწვათ, როგორც სიწმინდე. წასასვლელად გამზადებულებს სწრაფად უნდა ეჭამათ. ისრაელიანებმა ღვთის ყველა ბრძანება შეასრულეს.

- რა საჭირო იყო ამ გარეგნული ქმედებების აღსრულება, თუნდაც კრავის სისხლის კარზე ჯვრის სახით ცხება, განა უფლის ანგელოზმა არ იცოდა, რომელ სახლებში ცხოვრობდნენ ისრაელიანები?

- ებრაელები უყურებდნენ ეგვიპტეში წარმართულ რიტუალებს და თავადაც მონაწილეობდნენ მათში. მათ ნაცვლად უფალმა თავის რჩეულ ერს ახალი გარეგნულად გამოხატული რიტუალური ქმედებები მისცა, რადგან სხვანაირად ვეღარ წარმოედგინათ. უფალს მათთვის რომ ეთქვა, გასვლის წინ ილოცეთ და ისე წადითო, ვერ გაიგებდნენ, ვერ ჩასწვდებოდნენ. სულიერად ჩვილობის ასაკში იმყოფებოდა კაცობრიობა, ღვთის რჩეული ერიც კი, და ამიტომაც მისცა მათ რიტუალური ქმედება. ამ ქმედებათა აღსრულებით აღასრულებდნენ ღვთის მცნებას - ღვთისგან ნაბრძანებს. ეს იყო მთავარი.

როდესაც ისრაელი პასექობდა, ვიცით, რომ ამ დროს გარეთ ეგვიპტელთა პირმშოები იხოცებოდნენ იმის საფასურად, რაც ეგვიპტელებმა გაუკეთეს ებრაელებს და იმისთვისაც, იქნებ ამას მაინც შეერწუნებინა ეგვიპტელები, ეღიარებინათ და თაყვანი ეცათ ჭეშმარიტი ღმერთისთვის, მაგრამ მათი გული სამუდამოდ დაშორებოდა უფალს...

უფალმა ებრაელებს უბრძანა, ყოველწლიურად ედღესასწაულათ ეგვიპტიდან გამოსვლის დღე. ამ დღეს ეწოდა პასექი. სიტყვა "პასექი" გამოხსნას ნიშნავს. პასექი იყო წინასახე მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომისა და კაცობრიობის გამოხსნისა. ამიტომაც ამ უდიდეს მოვლენას ახალ აღთქმაში პასექიც ეწოდა. ისრაელიანთათვის პასექი აღნიშნავდა მათ გამოხსნას ეგვიპტელთა მონობიდან და თავისუფლებაში გადასვლას, ქრისტიანთათვის კი ნიშნავს მარადიული სიკვდილის ტყვეობიდან დახსნას, რადგან განკაცებულმა უფალმა მკვდრეთით აღდგომით კაცობრიობა მარადიული სიკვდილისგან გამოიხსნა.

საპასექო კრავი მოასწავებდა იესო ქრისტეს. როგორც კრავის სისხლმა გამოიხსნა ებრაელთა პირმშონი სიკვდილისაგან, ასევე გამოიხსნა იესო ქრისტემ ჯვარზე დაღვრილი სისხლით ადამის მოდგმა ცოდვისა და მარადიული სიკვდილისაგან. კრავის ძვლის არგატეხა მოასწავებდა იმას, რომ მაცხოვარს ჯვარცმის დროს წვივის ძვლებს არ გადაუმტვრევდნენ.

რჩეული ერის მეწამულ ზღვაში გასვლა
ეგვიპტიდან გამოსულ ებრაელებს ქანაანის - აღთქმული ქვეყნის გზის მაჩვენებლად უფალმა სასწაულებრივი სვეტი მოუვლინა. ეს სვეტი დღისით ღრუბლის სახით სიცხისგან იფარავდა მათ, ღამით კი ცეცხლის სვეტად ენთო და გზას უნათებდა. სვეტმა ისინი მეწამულ (წითელ) ზღვასთან მიიყვანა. იქ დაბანაკდნენ კიდეც.

ფარაონის სინანული, იძულებით ქმნილი სიკეთე ხანმოკლე აღმოჩნდა. მიცვალებულთა დაკრძალვის შემდეგ უკან გამოუდგა ებრაელებს, რათა კვლავ მონებად დაებრუნებინა ეგვიპტეში ან ერთიანად ამოეწყვიტა. ფარაონის არმიის დანახვისას ებრაელები შიშმა შეიპყრო, მაგრამ მოსე ამშვიდებდა მათ და მხურვალე ლოცვით შესთხოვდა უფალს გადარჩენას. ფარაონმა ზღვის პირას მიიმწყვდია ისრაელის ერი - ეგონა, ამ გზით დაიმორჩილებდა მათ, მაგრამ სწორედ აქ მოხდა მომდევნო უდიდესი სასწაული, რომელიც უფალმა უჩვენა ისრაელს: როდესაც ეგვიპტელები მიადგნენ ებრაელებს, მოსემ, ღვთის ბრძანებით, დაჰკრა კვერთხი ზღვას, წყალი ორად გაიყო და ისრაელიანებმა ფსკერზე, როგორც ხმელეთზე, ისე გაიარეს. მათ ფარაონის არმიაც მიჰყვა. მოსემ მეორედ დაჰკრა კვერთხი ზღვას. წყალი კვლავ შეერთდა და ეგვიპტელები ზღვაში დაინთქნენ.

ამ მოვლენაში ქრისტიანული ნათლისღების წინასახეს ჭვრეტენ. როგორც ზღვის წიაღსვლით გადაურჩა დაღუპვას ისრაელი, ასევე გვიხსნის სულიერი დაღუპვისგან უფალი ნათლისღების საიდუმლოს მეშვეობით.

ისრაელიანთა ეგვიპტიდან გამოსვლისას ფარაონი იყო ამენხოტეპ III, რომელიც მოსესთან ერთად უნდა ყოფილიყო გაზრდილი. ისრაელიანთა ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ ის ფარაონის ტახტზე აღარ ჩანს. ზოგიერთი ცნობით, შესაძლოა ებრაელთა დევნის დროსაც კი მომკვდარიყო წითელ ზღვაში, სადაც ფარაონის უამრავი ჯარისკაცი დაიღუპა. სავარაუდოდ, მათ ფარაონი მეთაურობდა.

მის შემდგომ ტახტზე ადის ამენხოტეპ IV, რომელიც თავის სახელს უარყოფს და ეხნატონს ირქმევს. მან ეგვიპტური კერპთმსახურება მთლიანად მოშალა და ახალი ღვთისმსახურება დააწესა - ღმერთი წარმოდგენილი და გამოსახული ჰყავდა მზის დისკოს სახით, საიდანაც უამრავი სხივი გამოდიოდა. იგი ადამიანებს მადლს ანიჭებდა და მფარველობდა. შეიცვალა თავად ფარაონთა გამოსახულებაც. თუკი ამ დრომდე ფარაონი და მისი ოჯახის წევრები უნაკლოდ გამოისახებოდნენ, ეხნატონის დროს ხელოვნება უკვე აღარ ალამაზებს მათ, პირიქით, ხაზს უსვამს და კვეთს მათ ადამიანურობას და ნაკლოვანებებს. ეხნატონი, წინამორბედი ფარაონებისგან განსხვავებით, თავს ღმერთად არ თვლიდა. მან ერთი ღმერთის თაყვანისცემა შემოიღო. ახალი ღმერთის პატივსაცემად, რომელსაც ატონს უწოდებდა და ყველაფრის შემოქმედად და ყოვლისმომცველად თვლიდა, ახალი დედაქალაქიც კი ააშენა და თავადაც იქ გადავიდა საცხოვრებლად.

როგორც ჩანს, ეხნატონზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ისრაელიანთა ეგვიპტიდან გაყვანისას მომხდარმა მოვლენებმა, რომ ერთი ღმერთის თაყვანისმცემელი გახდა. ცხადია, მას ღმერთის შესახებ არ ექნებოდა ჭეშმარიტი ცოდნა, როგორიც ისრაელიანებს ჰქონდათ, მაგრამ საფიქრებელია, რომ ის სწორედ ისრაელიანთა ღმერთს, ერთადერთ ღმერთს სცემს თაყვანს. ეს იქიდანაც ჩანს, რომ ეხნატონის გარდაცვალების შემდეგ ქრება ატონის ანუ ერთი ღმერთის თაყვანისცემა და ეგვიპტე კვლავ წარმართობას უბრუნდება.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.04.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეხუთე
აბელისა და კაენის განსხვავებული მსოფლმხედველობა. ბიბლია აბელისა და კაენის შესახებ ღრმა ზნეობრივი შინაარსის ისტორიას მოგვითხრობს.
12.04.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეოთხე
მშვინვიერი კაცის ამქვეყნიური "მონაგარი"
29.03.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მესამე
სულიერი ადამიანი და მშვინვიერი კაცი
როდესაც აბელისა და კაენის ამბავს ვაკვირდებით
15.03.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეორე
ცოდვის გამო შეწირული მსხვერპლი თუ ღმერთის სიყვარულისა და საქმის ერთგულების გამომხატველი კეთილი ნიჭი და საბოძვარი
01.03.2012
თავი პირველი
უმნიშვნელოვანესი ღვთაებრივი ქმნილება და მადლიერების შინაარსი
ადამიანი, როგორც ღმერთის უმნიშვნელოვანესი ქმნილება
16.02.2012
ადამმა, სამყაროს მამამ, სამოთხეში შეიცნო ღმერთის სიყვარული. ხოლო როდესაც ცოდვებისათვის სამოთხიდან განიდევნა და მოაკლდა ღმერთის სიყვარულს, მისი სული მწარედ იტანჯებოდა ერთი ფიქრით:
12.05.2011
ღვთისგან სამოთხიდან განდევნილი ადამისადმი მიცემული აღთქმის თანახმად, მესია ქალწულისგან უნდა შობილიყო. როდესაც აღთქმული მხსნელის მოვლინების ჟამი მოახლოვდა, მართალი იოაკიმესა და ანასგან იშვა ქალწულიც - წმინდა მარიამი.
12.04.2011
როგორც ვიცით, პალესტინაში რომის იმპერიის გაბატონების შემდეგ, ისრაელის მმართველი გახდა წარმოშობით იდუმელი (არაბი) ანტიპატრე, რომელმაც ცოლად შეირთო ებრაელი ქალი.
31.03.2011
ალექსანდრე მაკედონელის შემდეგ ისრაელი სელეკვიდებმა დაიმორჩილეს, რასაც მოჰყვა ისრაელიანთა მასობრივი აჯანყებები.
17.03.2011
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სპარსთა მორGილების, ქვეშევრდომობის ქვეშ მყოფ ისრაელიანებს, როგორც ვიცით, ჰქონდათ სარწმუნოებრივი თავისუფლება.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat