ძველი აღთქმის მართლები თავიანთი თავისუფალი ნებით სასოებდნენ უფალს
ძველი აღთქმის მართლები თავიანთი თავისუფალი ნებით სასოებდნენ უფალს
რა მდგომარეობაში იყო აბრაამის დროს კაცობრიობის დანარჩენი ნაწილი? რა საქმიანობას მისდევდნენ უმეტესწილად? რას განიცდიდნენ ძველი აღთქმის პერიოდში გარდაცვალების შემდგომ ჯოჯოხეთში დამკვიდრებული მართალთა სულები? რატომ ვერ ხელმწიფებდა ძველი აღთქმის მართლებზე ეშმაკი?

გვესაუბრება არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).

- რა მდგომარეობაში იყო კაცობრიობა აბრაამის დროს? როგორი იყო ყოფა-ცხოვრებისა და კაცობრიობის განვითარების დონე?

- აბრაამი ცხოვრობდა დაახლოებით 20-ე საუკუნეში ქრისტეშობამდე. ეს არის მსოფლიოს უდიდესი ცივილიზაციების ჩამოყალიბებისა და აყვავების პერიოდი. ამ დროს ყვავიან შუამდინარეთისა და ინდის ველის ცივილიზაციები, განსაკუთრებით აღმავლობას განიცდის ეგვიპტის ცივილიზაცია. ამ პერიოდს ეგვიპტური ცივილიზაციის პერიოდიც შეიძლება ვუწოდოთ. როგორც ვთქვით, იმხანად შუამდინარეთის ცივილიზაციაც არსებობდა, მაგრამ ის უფრო შემდგომ პერიოდში ვითარდება, როდესაც სხვა ტერიტორიებსაც იპყრობს. ამ პერიოდისთვის, რომლის შესახებაც ვსაუბრობთ, თანამედროვე ეგვიპტის უდიდეს ნაწილზე ფაქტობრივად უკვე ჩამოყალიბებული იყო ეგვიპტის სამეფო, რასაც ვერ ვიტყვით მაშინდელ შუამდინარეთზე.

ვიცით, რომ აბრაამის დროს სოდომ-გომორის მხარეში რამდენიმე მეფე იჯდა. როდესაც აბრაამი ლოთს დაედევნა, ხუთი მეფის კავშირი გაანადგურა. აქ იყო წვრილ-წვრილი ქალაქ-სახელმწიფოები, ეგვიპტეში კი იმ დროისთვის დასრულდა ქალაქ-სახელმწიფოთა ერთიან სახელმწიფოდ, სამეფოდ გადაქცევა...

ფაქტობრივად მთელ იმდროინდელ მსოფლიოში გავრცელებულია კერპთმსახურება. იმ დროს აბრაამი იყო ერთადერთი კაცი, რომელიც ჭეშმარიტ ღმერთს სცემდა თაყვანს. იყვნენ ღვთის მადიდებელი სხვა ადამიანებიც, თუნდაც მელქისედეკი, მაგრამ კაცობრიობის მართალი ანუ სარწმუნოებრივი თესლი სწორედ აბრაამისგან უნდა გადარჩენილიყო. ამიტომაც მას მოუწოდა უფალმა და დაამკვიდრა აღთქმულ ქვეყანაში.

რაც შეეხება საქმიანობას, ძირითადად გავრცელებული იყო მიწათმოქმედება და მესაქონლეობა. იმ ტერიტორიებზე, სადაც ნაყოფიერი მიწები იყო, - შუამდინარეთში, ინდის ხეობაში, ეგვიპტეში, ნილოსის მიმდებარე ტერიტორიებზე, - სოფლის მეურნეობა ყვაოდა. უმეტესი ნაწილი კაცობრიობისა კი მესაქონლეობითა და მომთაბარე ცხოვრებით ირჩენდა თავს.

ბიბლიას თუ გადავხედავთ, ცივილიზაციები ჩამოყალიბებული იყო იქ, სადაც განვითარებული იყო მიწათმოქმედება, ანუ ცივილიზაციები ერთ ადგილზე დამკვიდრებულმა შრომამ წარმოქმნა და არა მომთაბარე ცხოვრებამ. მაგრამ ღვთისთვის სათნო მომთაბარეობა უფრო იყო, რადგან ამგვარი ცხოვრების წესის დროს ადამიანი უფრო ნაკლებად ფიქრობს მიწიერებაზე და მეტად ფიქრობს ღმერთზე. კლასიკური კერპთმსახურება სწორედ ცივილიზაციებში, ერთ ადგილზე დამკვიდრებულ ადამიანებში წარმოიშვა.

ამ პერიოდისთვის ეგვიპტის არმიის ყველაზე მტკიცე ჯავშანი ტყავის ტანსაცმელი იყო. მშვილდის ისრის წვერი კაჟის, იშვიათად მეტალისგან მზადდებოდა.

ადამიანები ამ პერიოდში გამოირჩეოდნენ საქმის ერთგულებით. ის მშენებლობები, იმ დროს რომ მიმდინარეობდა მსოფლიოში, თანამედროვეობასაც კი განაცვიფრებს. გავიხსენოთ ეგვიპტის უდიდესი პირამიდები, რომლებიც მესამე ათასწლეულში - ძველი წელთაღრიცხვის 23-24-ე საუკუნეებშია აშენებული. ასეთ მეგალითურ მშენებლობას ათიათასობით მუშახელი სჭირდებოდა. იძულებითი შრომაც კი იმ პერიოდში ერთგულებაზე იყო დაფუძნებული. იმხელა ერთგულება ჰქონდათ ბატონისა, რომ პრიმიტიული იარაღებითაც კი შეეძლოთ ასეთი გრანდიოზული მშენებლობების წარმოება.

- ვიცით, რომ ძველი აღთქმის პერიოდში ღვთის წინაშე მართალი ცხოვრებით მცხოვრებნიც ჯოჯოხეთში ხვდებოდნენ, რადგან დახშული იყო სასუფევლის კარი. რას ნიშნავს აბრაამის წიაღი, რომელსაც ძველი აღთქმის მართალთა გარდაცვალებისშემდგომ სამყოფელს უწოდებენ?

- ჯოჯოხეთს ზოგჯერ ნაწილებად ყოფენ. ძველი აღთქმის პერიოდში აბრაამის წიაღი თითქოს იყო ნაწილი, სადაც მართლები მკვიდრობდნენ. ეკლესიის მამების უმეტესობა აბრაამის წიაღს სასუფეველს უწოდებს. მაცხოვრის იგავი მართალ ლაზარეზე, რომელიც აბრაამის წიაღში იმყოფებოდა, ახალაღთქმისეულია და არა ძველაღთქმისეული. ამ იგავში აღწერილია ის, რაც მომავალში შეიძლებოდა მომხდარიყო - როდესაც მართალი კაცი გარდაიცვლება და სასუფეველში დამკვიდრდება, და არა ის, რაც წარსულში ხდებოდა. რაც შეეხება ძველი აღთქმის მართალ ადამიანებს, გარდაცვალების შემდეგ ჯოჯოხეთში იმყოფებოდნენ, რადგან ძველი აღთქმის პერიოდში სასუფევლის კარი ყველასთვის დახშული იყო, იქ არავინ შესულა მაცხოვრის ჯვარცმამდე, ჯვარცმის შემდეგ კი პირველი მართალი, რომელიც აღესრულა, მაცხოვრის გვერდით ჯვარცმული ავაზაკი იყო. იგი პირველი შევიდა სასუფეველში. ძველი აღთქმის მართლებს მესიის, მსხნელის მოსვლის იმედი ჰქონდათ და ამ იმედით, რომ მესია გაათავისუფლებდა მათ ჯოჯოხეთის ტყვეობიდან, არ განიცდიდნენ სატანჯველს.

საზოგადოდ, რა არის სამოთხე და ჯოჯოხეთი უფლის მეორედ მოსვლამდე? - გარდაცვალების შემდეგ კვდება ადამიანის ხორცი, სული კი ან ნეტარებას განიცდის, ან ტანჯვას. ილია მინიატისს კათოლიკეების წინააღმდეგ დაწერილ ნაშრომებში ჩამოყალიბებული აქვს მართლმადიდებელი ეკლესიის შეხედულება ამ საკითხზე: გარდაცვალების შემდეგ ადამიანმა წინდაწინ უწყის, რა მოელის მომავალში. არსებობს გარდაცვლილთა ორი კატეგორია: ერთნი განიცდიან ტანჯვას, მეორენი კი ნეტარებაში იმყოფებიან. ნეტარებას განიცდიან იმ ადამიანთა სულები, რომლებმაც იციან, რომ მეორედ მოსვლის შემდეგ განმართლება ელით, სამარადისო ნეტარებაში იქნებიან უფალთან და სულიც წინდაწინ განცდის ამ სიხარულს. მეორე კატეგორია გარდაცვლილთა იტანჯება. თავის მხრივ ეს კატეგორიაც, როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, ორ ნაწილად იყოფა: ერთნი უიმედოდ იტანჯებიან, რადგან იციან, რომ მათი გამოხსნა შეუძლებელია. ასეთნი არიან მოუნათლავები, თვითმკვლელები, მწვალებლობაში აღსრულებულნი... მეორენი მართლმადიდებლები იყვნენ, ქრისტიანულ წეს-ჩვეულებებს აღასრულებდნენ, მაგრამ არაქრისტიანული საქმეებიც ჰქონდათ. მათი სულები გაურკვევლობის განცდით იტანჯებიან - არ იციან, ცხონდებიან თუ არა. მათთვის აღევლინება სწორედ ეკლესიისა და ახლობლების ლოცვა, ხდება მოწყალების გაცემა... ამით მათ სულებს სასოება და შვება ეძლევა. მათზე ზრუნვითა და ლოცვით ამქვეყნად დარჩენილ ახლობლებს შეუძლიათ, მათ სულებს ღვთის წინაშე განმართლება მიანიჭონ.

რაც შეეხება ძველი აღთქმის პერიოდს, ორი კატეგორიის ადამიანთა სულები მყოფობდა ჯოჯოხეთში: ერთნი უწყოდნენ, რომ აღარაფერი ეშველებოდათ, მეორენი ელოდნენ მხსნელს, მაცხოვარს, რომელიც მათ გადაარჩენდა.

- ძველი აღთქმის პერიოდში მთელ სამყაროზე, კაცობრიობაზე ეშმაკი ხელმწიფებდა. რა განამტკიცებდა ძველი აღთქმის მართლებს? რატომ ვერ ახერხებდა ეშმაკი მათზე ხელმწიფებას?

- უპირველესად, სულიწმინდის მადლი მოქმედებდა მათზე და განამტკიცებდა. ეშმაკს ჰქონდა ადამიანზე ხელმწიფება, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ადამიანისვე თავისუფალი ნებით შეეძლო მასზე ზემოქმედება. რაც შეეხება ძველი აღთქმის მართალთ, ისინი თავიანთი რწმენით იყვნენ გამორჩეულნი. იმის გაფიქრებაც კი არ შეიძლება, რომ უფალმა სარწმუნოება მხოლოდ მათ მისცა, - მაშინ უფალი უსამართლო გამოდის და ამგვარი ფიქრისგანაც კი დაგვიფაროს ღმერთმა! ძველი აღთქმის მართლები თავიანთი თავისუფალი ნებით სასოებდნენ უფალს, ღმერთი კი ამ სასოებას განუმტკიცებდათ და უფრო და უფრო მეტად წარემატებოდნენ სულიერად. იყვნენ მტკიცენი და ამიტომ ეშმაკი ვერ ხელმწიფებდა მათზე.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.04.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეხუთე
აბელისა და კაენის განსხვავებული მსოფლმხედველობა. ბიბლია აბელისა და კაენის შესახებ ღრმა ზნეობრივი შინაარსის ისტორიას მოგვითხრობს.
12.04.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეოთხე
მშვინვიერი კაცის ამქვეყნიური "მონაგარი"
29.03.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მესამე
სულიერი ადამიანი და მშვინვიერი კაცი
როდესაც აბელისა და კაენის ამბავს ვაკვირდებით
15.03.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეორე
ცოდვის გამო შეწირული მსხვერპლი თუ ღმერთის სიყვარულისა და საქმის ერთგულების გამომხატველი კეთილი ნიჭი და საბოძვარი
01.03.2012
თავი პირველი
უმნიშვნელოვანესი ღვთაებრივი ქმნილება და მადლიერების შინაარსი
ადამიანი, როგორც ღმერთის უმნიშვნელოვანესი ქმნილება
16.02.2012
ადამმა, სამყაროს მამამ, სამოთხეში შეიცნო ღმერთის სიყვარული. ხოლო როდესაც ცოდვებისათვის სამოთხიდან განიდევნა და მოაკლდა ღმერთის სიყვარულს, მისი სული მწარედ იტანჯებოდა ერთი ფიქრით:
12.05.2011
ღვთისგან სამოთხიდან განდევნილი ადამისადმი მიცემული აღთქმის თანახმად, მესია ქალწულისგან უნდა შობილიყო. როდესაც აღთქმული მხსნელის მოვლინების ჟამი მოახლოვდა, მართალი იოაკიმესა და ანასგან იშვა ქალწულიც - წმინდა მარიამი.
12.04.2011
როგორც ვიცით, პალესტინაში რომის იმპერიის გაბატონების შემდეგ, ისრაელის მმართველი გახდა წარმოშობით იდუმელი (არაბი) ანტიპატრე, რომელმაც ცოლად შეირთო ებრაელი ქალი.
31.03.2011
ალექსანდრე მაკედონელის შემდეგ ისრაელი სელეკვიდებმა დაიმორჩილეს, რასაც მოჰყვა ისრაელიანთა მასობრივი აჯანყებები.
17.03.2011
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სპარსთა მორGილების, ქვეშევრდომობის ქვეშ მყოფ ისრაელიანებს, როგორც ვიცით, ჰქონდათ სარწმუნოებრივი თავისუფლება.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat