ცამდე ამოაღწია მათმა უსჯულოებამ
ცამდე ამოაღწია მათმა უსჯულოებამ
ტრაპეზის შემდეგ აბრაამის სტუმრები სოდომ-გომორისკენ გაემართნენ. მათ აბრაამიც გაჰყვა. ორი ანგელოზი სოდომ-გომორში წავიდა, უფალი აბრაამთან დარჩა და განუცხადა, რომ უკეთური და ცოდვილი ცხოვრების გამო სოდომ-გომორის მცხოვრებნი მოისპობოდნენ, მთელი ის მხარე განადგურდებოდა და გაუდაბურდებოდა...

გვესაუბრება არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):

სოდომ-გომორის დასჯა
- უფალი აბრაამს უცხადებს ღვთის უდიდეს საიდუმლოს, რომ სოდომ-გომორი უნდა განადგურებულიყო. ცამდე ამოაღწია მათმა უსჯულოებამო, - ეუბნება აბრაამს უფალი. იმდენად გამრავლდა ცოდვა სოდომ-გომორის მცხოვრებთა შორის, რომ მთელ იმ მხარეში ლოთის გარდა ერთი მართალი ადამიანიც აღარ დარჩა. აბრაამი უფალს ეუბნება: 50 მართალიც რომ აღმოჩნდეს ამ ქვეყანაში, ნუთუ გაანადგურებ ამ მხარესო. უფალმა აღუთქვა, თუ 50 მართალი აღმოჩნდებოდა, არ დასჯიდა მათ. შემდეგ 45-ის, 40-ის... ბოლოს კი 10 მართლის სანაცვლოდაც კი დაჰპირდა, რომ არ დასჯიდა იმ მხარის მცხოვრებთ, მაგრამ ის 10 მართალიც არ აღმოჩნდა მათ შორის.

სოდომში მისულ ანგელოზებს ერთადერთი მართალი კაცი დახვდათ. ეს იყო ლოთი, რომელსაც უბრძანეს, დილით ქალაქიდან გასულიყო თავისი ოჯახით, თან გააფრთხილეს - ქალაქიდან გასვლისას უკან მოხედვა არ გაებედათ. ღმერთმა სოდომსა და გომორს ზეციდან ცეცხლი მოუვლინა და მთელი ის მხარე გაანადგურა. ლოთის ცოლმა არ შეასრულა ანგელოზის გაფრთხილება, უკან მოიხედა და, როგორც ბიბლია გვაუწყებს, მარილის სვეტად იქცა. მიწიერებას - იმ აყვავებულ მხარეს, იმ ყოფას მისტიროდა, რომელიც სოდომ-გომორში იყო და ამიტომაც დაისაჯა.

ცეცხლოვანი წვიმის შემდეგ მთელი ის მხარე, სადაც სოდომ-გომორი და კიდევ რამდენიმე ქალაქი არსებობდა, მთლიანად გაუდაბურდა. როგორც ვიცით, იმ ადგილას გაჩნდა მარილოვანი ზღვა, რომელიც მკვდარი ზღვის სახელწოდებითაა ცნობილი.

სოდომ-გომორის დასჯის შესახებ წინდაწინ მხოლოდ აბრაამს განუცხადა უფალმა. უფალმა კარგად უწყოდა, რასაც სთხოვდა აბრაამი, მაგრამ სწორედ მას დაანახვა, რათა შემდგომ ეჭვი არ შეჰპარვოდა, არ ეფიქრა, რომ ღმერთმა მართალი ადამიანებიც დასაჯა სხვათა ცოდვების გამო.

- როგორც ვიცით, მიუხედავად იმისა, რომ მკვდარ ზღვაში ვერც ერთი სულდგმული ვერ ცოცხლობს, მისი პროდუქცია მაკურნებელი თვისებებით გამოირჩევა...

- მკვდარი ზღვის პროდუქციის მაკურნებელ თვისებებს განაპირობებს ის ნივთიერებები, რომლებსაც მკვდარი ზღვა შეიცავს. ეს ნივთიერებებიც უფალმა შექმნა. ამას შეიძლება შემდეგი მნიშვნელობაც მივცეთ - მიუხედავად იმისა, რომ იქ მყოფი ადამიანები დაისაჯნენ, მიწა არ დასჯილა. უფალმა ეს სასჯელი ადამიანთა ცოდვების გამო ქმნა, მაგრამ ღვთის მრავალმოწყალება ყველაფერში ჩანს და ამ შემთხვევითაც უფალი მიანიშნებს, რომ ამ სასჯელით ადამიანებს სარგებელიც მიეცათ, უპირვლესად იმით, რომ მათი ცოდვა არ იქნა გავრცელებული იმ პერიოდში. თანამედროვე ადამიანებსაც შეახსენებს უფალი - ცოდვის გამო დაისჯებიან, მაგრამ ღვთის წყალობაც არასოდეს აყოვნებს.

ისააკის შობა
- ისააკის შობა გავიხსენოთ. მამრეს მუხნარში ყოვლადწმინდა სამების აბრაამთან სტუმრობისას ღვთის მიერ აბრაამისადმი მიცემული აღთქმა, რომ ერთი წლის შემდეგ თავისი კანონიერი ცოლისგან - სარასგან ეყოლებოდა ძე, ზუსტად ერთი წლის თავზე აღესრულა...

- როდესაც მამრეს მუხასთან სტუმრობისას უფალმა უთხრა აბრაამს, - ერთი წლის შემდეგ როცა მოვალ, ძე გეყოლებაო, - ამით საბოლოო აღთქმა მისცა. თუ უფალი ამ დრომდე დაკონკრეტებით არ აუწყებდა, როდის მოხდებოდა ეს, ამით აბრაამის სარწმუნოებას განამტკიცებდა (როდესაც ისმაილი იშვა, აბრაამს ეგონა, რომ მისგან გამრავლდებოდა რჩეული ერი, მაგრამ ეუწყა, რომ მისი აღთქმული შთამომავლობა გამრავლდებოდა არა ისმაილისგან, არამედ იმ ძისგან, რომელსაც სარა უშობდა). სოდომ-გომორის დასჯის წინ უფალმა უკვე კონკრეტულად უთხრა - ერთი წლის შემდეგ, როდესაც შენთან მოვალ, გეყოლება ძე, რომლისგანაც გამრავლდება შენი შთამომავლობაო. სოდომ-გომორის დაქცევის მომდევნო წელიწადს იშვა აღთქმული ძე, რომელსაც ღვთის ნების თანახმად ისააკი დაარქვეს, რაც ნიშნავს სიცილს. ისააკის შთამომავლობაში იშვა ხორციელად მაცხოვარი, თორემ აბრაამს ისააკის გარდა არა მარტო ისმაილი, სარას შემდგომ მესამე ცოლისგანაც ჰყავდა ექვსი შვილი და ისინიც გამრავლდნენ.

რატომ ითხოვს უფალი აბრაამისგან ისააკის მსხვერპლად შეწირვას?
- როდესაც ისააკი 17 წლის გახდა, აბრაამს ღმერთი გამოეცხადა და უთხრა: "წაიყვანე შენი ძე ისააკი მთაზე, რომელსაც მე გიჩვენებ და შემომწირე მსხვერპლად..." რატომ ითხოვს უფალი აბრაამისგან, რომ მსხვერპლად შესწიროს ისააკი? ვიცით, რომ აბრაამი უსიტყვოდ ემორჩილება ღმერთს, მორჩილად მიჰყავს ისააკი ღვთის ბრძანების აღსასრულებლად...

- უფალი ამით გვიჩვენებს აბრაამის სარწმუნოების სიმტკიცეს. პავლე მოციქული ისააკის მსხვერპლშეწირვაზე საუბარისას ბრძანებს: აბრაამმა იცოდა მკვდრეთით აღდგომის შესახებ, ფიქრობდა, რომ უფალს მსხვერპლშეწირვის შემდეგაც ძალუძდა ისააკის აღდგინება, რადგან მისგან აღუთქვა შთამომავლობის გამრავლება... აბრაამს ისააკი მსხვერპლად უნდა შეეწირა. ღმერთმა აღთქმა შეუცვალა აბრაამს? - არამც და არამც. როგორც მოციქული გვეუბნება, აბრაამს სწამდა, რომ უფალი მსხვერპლშეწირვის შემდეგ ისააკს აღადგენდა - ღმერთი თავის აღთქმას შეასრულებდა.

- ამით აბრაამის სარწმუნოების გამოცდაც ხომ არ მოხდა?

- უფალს არავის სარწმუნოების გამოცდა არ სჭირდება, მათ შორის არც აბრაამის, რადგან მან კარგად უწყის აბრაამის რწმენა. ეს საჭირო იყო მხოლოდ და მხოლოდ ჩვენთვის, რათა დავინახოთ, რაოდენ დიდი სარწმუნოება და მორჩილება ჰქონდა მას.

თავად აბრაამი როგორი მორჩილი იყო და რაოდენ მორჩილი იყო ისააკიც! როდესაც ღვთის ბრძანების აღსასრულებლად უფლისგან მინიშნებული ადგილისკენ გაემართა, მამას ისააკისთვის არ უთქვამს, რატომ მიჰყავდა თან. მესამე დღეს მიუახლოვდნენ მთას, სადაც უფლის მინიშნებისამებრ მსხვერპლის შეწირვა უნდა მომხდარიყო. აბრაამმა მსახურები მთის ძირში დატოვა. ისააკს შეშა აჰკიდა, თვითონ ცეცხლი და დანა დაიჭირა და მთისკენ გაემართნენ. ისააკი გაკვირვებული ეკითხება მამას: "აჰა ცეცხლი და შეშა, სადა არს ცხოვარი ყოვლად დასაწველად?" ღმერთი თვითონ გამოაჩენს თავის მსხვერპლსო, - მიუგებს აბრაამი. ისააკი მორჩილად მიჰყვება. როდესაც აბრაამმა ხელი გაუკოჭა, სამსხვერპლოზე დააწვინა და მახვილი მოიმარჯვა, ისააკს მაშინაც კი არ დასცდენია ღვთისა და მამის საწინააღმდეგო სიტყვა.

როგორც ვიცით, ღმერთმა შეაჩერა აბრაამი, მისი წინასწარმეტყველური სიტყვები - ღმერთი თვითონ გამოაჩენს თავის მსხვერპლსო, ახდა: ანგელოზის უწყებით, ბუჩქებში რქებით გახლართული ვერძი იხილა, რომელიც ისააკის ნაცვლად შესწირა მსხვერპლად.

როგორც წმინდა მამები ბრძანებენ, ისააკის მსხვერპლშეწირვა იყო წინასახე მაცხოვრის მსხვერპლშეწირვისა. სადაც ისააკის მსხვერპლად შეწირვა ხდებოდა, შემდგომში სწორედ აქ მოხდა ჯვარცმა, სწორედ ამ ადგილას მოხდა კაცობრიობისთვის გამომხსნელი მსხვერპლის შეწირვა. წმინდა მამები თავად ისააკშიც ხედავენ მაცხოვრის წინასახეს. "როგორც აბრაამი სწირავს ღვთის სიყვარულისთვის თავის შვილს მსხვერპლად, ისე მამა ღმერთმა "არა ჰრიდა ძესა თვისსა, არამედ მისცა იგი ჩვენ ყოველთათვის". ისააკი გამოვიდა შინიდან და წავიდა მსხვერპლად შესაწირავად დანიშნულ ადგილას; ეგრეთვე იესოც ივნო იერუსალიმის გარეთ - გოლგოთაზე. ისააკი განშორდა მსახურებს და ავიდა მთაზე; იესოც მოციქულთაგან განშორებული აღვიდა გოლგოთაზე ჯვარცმად. ისააკმა თვითონ აიტანა ზურგით შეშა, რომელზეც უნდა დამწვარიყო; იესომაც თვითონ იტვირთა ის ჯვარი, რომელზეც აცვეს..." მსგავსება ჩანს, რადგან, როგორც ვთქვით, ისააკის მსხვერპლშეწირვა არის წინასახე მაცხოვრის მსხვერპლშეწირვისა. ისევე როგორც თავად ძველი აღთქმაა აჩრდილი ახალი აღთქმისა, ასევე ძველაღთქმისეული მოვლენები აჩრდილია, წინასახეა ახალ აღთქმაში მოსახდენი მოვლენებისა. ახალი აღთქმა მაცხოვნებელია, ძველი კი მიმყვანებელი ცხონებასთან. ძველი აღთქმის მართალი ნაწილიც კაცობრიობისა ძველმა აღთქმამ მიიყვანა ცხონებასთან - მაცხოვრის სარწმუნოებამდე, მათი გამოხსნა კი მაცხოვრის ჯვარცმითა და აღდგომით მოხდა.

- ვიცით, რომ ამ მორჩილებისთვის ღმერთმა დალოცა აბრაამი და ხელახლა ფიცით აღუთქვა: "იკურთხებიან შენი შთამომავლობის წყალობით ქვეყანანი", ანუ გაუმეორა აღთქმა, რომ მისი შთამომავლობიდან იშვებოდა ხორციელად მესია, მხსნელი, მაცხოვარი კაცობრიობისა. შეიძლებოდა თუ არა, აბრაამს ადამიანური სისუსტე გამოეჩინა და მორჩილება არ გამოევლინა?

- რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო, მაგრამ მაშინ აბრაამი არ იქნებოდა ღირსი იმისა, რომ მისი შთამომავლობიდან შობილიყო ხორციელად კაცობრიობის მხსნელი. უფალმა რომ უწყოდა აბრაამის ასეთი მორჩილება, ამიტომაც ღირსყო ესოდენ დიდი პატივისა, თორემ ასობით ადამიანი შეიძლებოდა გამორჩეულიყო აბრაამის ნაცვლად, რომლებიც შემდგომ მორჩილებით არ აღასრულებდნენ ღვთის ამ ბრძანებას. უფალმა უწყის ყველა ადამიანის გული.

ნებისმიერ ადამიანს, რომელიც მორჩილებას აღასრულებს, ეშმაკისგან საწინააღმდეგო აზრებიც მოსდის. შესაძლოა, იგივე ხდებოდა აბრაამშიც, მაგრამ მან მტკიცედ უწყოდა, რომ ღვთის ბრძანება ყოველთვის მორჩილებით უნდა აღესრულებინა და აღასრულა კიდეც. მისი საქციელით უფალმა გვაჩვენა, რატომ შეიქმნა იგი ღირსი, ღვთის რჩეული გამხდარიყო.

- საეკლესიო გარდამოცემის თანახმად, მაცხოვრის ცხოველსმყოფელი ჯვრის ისტორიაც აბრაამის ხანიდან იღებს სათავეს...

- ძველი აღთქმიდან ვიცით, რომ ერთხელ წმინდა და მართალი ცხოვრებით მცხოვრები ლოთიც ჩავარდა მძიმე ცოდვაში. სინანულით შეპყრობილმა ღვთის სათნო აბრაამს სთხოვა, მისი სული უფლისთვის შეევედრებინა. აბრაამმა სამი ხმელი ტოტი მისცა და უთხრა: დარგე ეს ტოტები გვერდიგვერდ და ყოველდღე მორწყე, თუ განედლდება და აყვავდება, ესე იგი ღმერთმა შეგინდოო. ლოთი ასეც მოიქცა.

ტოტების მოსარწყავად მიმავალს გზად ყოველდღე ხვდებოდა უცნობი მგზავრი, რომელიც წყალს სთხოვდა. ლოთიც აწვდიდა დოქს, რადგან წინაპართაგან იცოდა, რომ მშიერი უნდა დაეპურებინა და მწყურვალისთვისაც წყალი მიეწოდებინა. უცნობი მგზავრი დოქს ცლიდა და ლოთს ხელში ცარიელი ჭურჭელი რჩებოდა. ბოლოს ლოთმა ცრემლებით მორწყო ხმელი ტოტები, შემდეგ აბრაამთან მივიდა და ყოველივე აუწყა. აბრაამმა ორი ტოტი აიღო, გადააჯვარედინა, დოქის პირზე დაადო, ლოთს გაუწოდა და უთხრა: როდესაც გზად მიმავალს კვლავ შეგხვდება უცნობი მგზავრი, ასე მიაწოდეო. ჯვრის ნიშის ხილვისას უცნობი ყვირილით განეშორა ლოთს, რომელსაც შემდგომ აბრაამმა აუხსნა, რომ მგზავრის სახით დემონი ხვდებოდა და ის ჯვრის გამოსახულების ხილვამ დააფრთხო.

ლოთი სამი წელი რწყავდა ხმელი ხის ტოტებს. ბოლოს ტოტები განედლდა და აყვავდა. სამივე ტოტი ერთ ხედ შეერთდა და ასე გაიზარდა. ამ ხის შესახებ შემდგომ სოლომონ მეფეს უბრძანებია: კურთხეულია ხე, რომლის მეოხებითაც ადამიანები გადარჩებიანო. იერუსალიმის ტაძრის მშენებლობისას გადაწყვიტეს, ეს ხე სამშენებლო მასალად გამოეყენებინათ, იგი მოჭრეს, მაგრამ მშენებლებმა ვერ გამოიყენეს და ტაძრის კედელთან მიაგდეს.

მოგიანებით ხე ტაძრის წინ ჩამავალ ნაკადულზე გადასასვლელ ხიდად გადეს, რომლითაც ასწლეულების მანძილზე სარგებლობდნენ ადამიანები. მაცხოვრის მტრებმა მის უკიდურესად დასამცირებლად სწორედ ამ ხიდად გადებული ხისგან გააკეთეს ჯვარი, რომელზეც მიამსჭვალეს განკაცებული უფალი...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.01.2014
წმინდა წერილი მოგვითხრობს, რომ ძველ ისრაელში, მეფობის დაარსებამდე, მსაჯულთა სისტემა მოქმედებდა.
26.04.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეხუთე
აბელისა და კაენის განსხვავებული მსოფლმხედველობა. ბიბლია აბელისა და კაენის შესახებ ღრმა ზნეობრივი შინაარსის ისტორიას მოგვითხრობს.
12.04.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეოთხე
მშვინვიერი კაცის ამქვეყნიური "მონაგარი"
29.03.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მესამე
სულიერი ადამიანი და მშვინვიერი კაცი
როდესაც აბელისა და კაენის ამბავს ვაკვირდებით
15.03.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეორე
ცოდვის გამო შეწირული მსხვერპლი თუ ღმერთის სიყვარულისა და საქმის ერთგულების გამომხატველი კეთილი ნიჭი და საბოძვარი
01.03.2012
თავი პირველი
უმნიშვნელოვანესი ღვთაებრივი ქმნილება და მადლიერების შინაარსი
ადამიანი, როგორც ღმერთის უმნიშვნელოვანესი ქმნილება
16.02.2012
ადამმა, სამყაროს მამამ, სამოთხეში შეიცნო ღმერთის სიყვარული. ხოლო როდესაც ცოდვებისათვის სამოთხიდან განიდევნა და მოაკლდა ღმერთის სიყვარულს, მისი სული მწარედ იტანჯებოდა ერთი ფიქრით:
12.05.2011
ღვთისგან სამოთხიდან განდევნილი ადამისადმი მიცემული აღთქმის თანახმად, მესია ქალწულისგან უნდა შობილიყო. როდესაც აღთქმული მხსნელის მოვლინების ჟამი მოახლოვდა, მართალი იოაკიმესა და ანასგან იშვა ქალწულიც - წმინდა მარიამი.
12.04.2011
როგორც ვიცით, პალესტინაში რომის იმპერიის გაბატონების შემდეგ, ისრაელის მმართველი გახდა წარმოშობით იდუმელი (არაბი) ანტიპატრე, რომელმაც ცოლად შეირთო ებრაელი ქალი.
31.03.2011
ალექსანდრე მაკედონელის შემდეგ ისრაელი სელეკვიდებმა დაიმორჩილეს, რასაც მოჰყვა ისრაელიანთა მასობრივი აჯანყებები.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat