მამრეს მუხა 27-28 საუკუნეს ითვლის
მამრეს მუხა 27-28 საუკუნეს ითვლის
ყველა ღვთის ჭეშმარიტი მადიდებელი ვალდებულია, შესაწირი გაიღოს თავისი შემოსავლიდან
მსხვერპლის შეწირვის შემდეგ აბრამი დასახლდა ახალ სამშობლოში, რომელიც იმ დროს ქანაანის ქვეყნად იწოდებოდა. ქვეყანაში ჩამოვარდნილი შიმშილობის გამო დროებით ეგვიპტეში მოუხდა წასვლა სარასთან ერთად, თუმცა ეგვიპტიდან მალევე დაბრუნდა და ბეთილის მახლობლად დაბინავდა. აბრამი და მისი ძმისწული ლოთი ცალ-ცალკე დასახლდნენ. აბრამი - ქებრონში, მამრეს მუხნარში, სადაც გამოეცხადა ყოვლადწმინდა სამება სამი მგზავრის სახით... გვესაუბრება არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).

- მსხვერპლის შეწირვით აბრამმა გამოხატა მადლიერება ღვთისადმი. რა დანიშნულება ჰქონდა ძველაღთქმისეულ მსხვერპლშეწირვას? ვიცით, რომ მსხვერპლს წარმართებიც სწირავდნენ...

- ღმერთს მსხვერპლს, ჩვეულებისამებრ, ჭეშმარიტი ღვთის მადიდებლები სწირავდნენ. წარმართთა მსხვერპლშეწირვა გარეგნულადაც განსხვავდებოდა მათგან - წარმართნი ამას აკეთებდნენ როკვით და სხვა მსგავსი ქმედებებით, რაც ადამიანური თვალითაც არ იყო სათნო. ეს კერპთაყვანისმცემლები მსხვერპლს სწირავდნენ ეშმაკს და არა ღმერთს.

ნოემ და აბრაამმა მსხვერპლი შესწირეს ღმერთს. ეს მსხვერპლი თავად ღმერთს არ სჭირდებოდა: ჩემი არს ქვეყანა და სავსება მისი, - გვაუწყებს უფალი დავით წინასწარმეტყველის პირით. ისედაც ყველაფერი უფლისაა, ამ საქციელით მისგან მოცემულს ვიღებთ და მასვე ვწირავთ, მაგრამ ამით გამოვხატავთ მადლიერებას და მორჩილებას უფლის მიმართ. სისხლიანი მსხვერპლშეწირვა რომ საჭირო და ადამიანის სულისთვის სასარგებლო ყოფილიყო, ქრისტეს მოსვლის შემდგომაც გაგრძელდებოდა, მაგრამ მაცხოვარმა უსისხლო მსხვერპლი დააწესა, რომელიც საჭირო და აუცილებელია. ძველაღთქმისეული მსხვერპლშეწირვა ემსახურებოდა არა ადამიანის სულის ცხონებას, არამედ ჭეშმარიტი სარწმუნოების შენარჩუნებას კაცობრიობაში. ძველ აღთქმაში რომ ღმერთს მსხვერპლშეწირვა აეკრძალა, ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლები და რჩეული ერი უფრო ადვილად მოექცეოდნენ წარმართების ზეგავლენის ქვეშ, რადგან ადამიანებს ძალიან მოსწონთ რიტუალების შესრულება. ღვთისადმი მსხვერპლის შეწირვით მადლიერების გამოხატვა თავად ადამისგან მომდინარეობს. ეს საჭირო იყო, რომ განმტკიცებულიყო ადამიანის კავშირი უფალთან და ადამიანის უფლისადმი მორჩილება ამგვარად გამოხატულიყო.

- რატომ ეწოდებოდა ქვეყანას, სადაც უფალმა აბრამი მიიყვანა, ქანაანის ქვეყანა?

- იმ მიწაზე, სადაც უფალმა აბრამი მიიყვანა, ნოეს ვაჟის - ქამის შთამომავლები ცხოვრობდნენ, მათ ქანანელები ეწოდებოდათ, ქვეყანას კი, სადაც მკვიდრობდნენ - ქანაანის ქვეყანა. ქანაანის ქვეყანა გამორჩეული იყო სილამაზითა და ნაყოფიერებით. ქანანელები განათლებულნი და მდიდარნი იყვნენ, ამ ტერიტორიებზე განვითარებული იყო ვაჭრობა. ფაქტობრივად, ტვიროსი და სიდონი იმდროინდელი მსოფლიოს სავაჭრო ცენტრები იყო. შემდგომში მათ თავიანთი კოლონიები დააარსეს აფრიკის ჩრდილოეთით, დღევანდელი ალჟირის ტერიტორიაზე, თუმცა ყველაზე მეტი უკეთურებანიც ქანანელთა შორის იყო გავრცელებული - ერთადერთი ხალხი, რომლებიც საკუთარ შვილებს სწირავდნენ მსხვერპლად, ქანანელები იყვნენ. ამიტომაც, როდესაც ისრაელიანთა ერი შევიდა აღთქმულ ქვეყანაში, უფალმა ინება ქანანელთა მთლიანად განადგურება.

აბრამისა და ლოთის გაყრა
- აღთქმის ქვეყნისკენ მიმავალმა აბრამმა მსახურნი და დიდძალი პირუტყვი წაიყვანა თან. ქანაანში ცხოვრების დროს ის და მისი ძმისწული ლოთი კიდევ უფრო გამდიდრდნენ, მოუმრავლდათ საქონელი, რომელიც გარშემო იალაღებზე ვეღარ ეტეოდა. საძოვრების გამო აბრამისა და ლოთის მწყემსებს შორის ხშირად იყო უთანხმოება. აბრამმა ძმისწულთან უთანხოებისა და სიძულვილის თავიდან ასაცილებლად ლოთს შესთავაზა, ცალ-ცალკე ეცხოვრათ - აირჩიე ადგილი, რომელიც მოგეწონება და იქ დასახლდიო. ლოთმა სოდომ-გომორთან მდებარე ნაყოფიერი ველი აირჩია, რომელიც მდინარე იორდანეთი იწყებოდა. იქ ამჟამად მკვდარი ზღვაა. აბრამი კი ქალაქ ქებრონში, მამრეს მუხნარში დასახლდა. მამრეს მუხნარი ეკუთვნოდა ხეთ კაცს - მამრეს.

- აბრამის ქებრონში დასახლება ღვთის განგებულებითაც ხომ არ მომხდარა?

- ეს ტერიტორიები მთლიანად აღთქმული ჰქონდა აბრამს, მისი სახით კი მისგან წარმომდგარ რჩეულ ერს. სადაც აბრამი დასახლდა, შემდგომში სწორედ ეს ადგილები - ბეთლემი, ქებრონი იყო იუდას ტომის წილხვედრი, დავითის სამეფოს შტოს სახლი. შემდგომში აქ ცხოვრობდა დავით მეფე - მაცხოვრის მიწიერი წინაპრები სწორედ ამ ადგილიდან გამოვიდნენ. აქედან ჩაეყარა საფუძველი კაცობრიობის ხსნას.

ლოთის გატაცება და მელქისედეკთან შეხვედრა
- სოდომ-გომორელნი ემორჩილებოდნენ ელამის მეფეს, მაგრამ შემდეგ განუდგნენ. ელამის მეფე მოკავშირეებთან ერთად თავს დაესხა სოდომ-გომორს. დაარბიეს და უამრავი ტყვე წაიყვანეს. ტყვეებს შორის იყო ლოთი და მისი ოჯახიც. ეს რომ აბრამმა შეიტყო, შეკრიბა მსახურნი. ჩანს, მას მამრე და მისი ძმებიც დაეხმარნენ და 318 კაცით დაედევნა ელამის მეფეს. იმავე საღამოს დააბრუნა ტყვეები, ნაალაფარიც უკან წამოიღო. სოდომისა და გომორის მეფეებმა აბრამს შესთავაზეს, - მხოლოდ ხალხი დაგვიბრუნე, დანარჩენი დაიტოვეო. აბრამმა უარი უთხრა, - შემდეგ არ თქვათ, ჩვენ გავამდიდრეთ აბრამიო. ყველაფერი უკან დაუბრუნა, მხოლოდ ის წამოიღო, რაც ომში თვითონ მოიპოვა. როდესაც სოდომ-გომორიდან ქებრონში ბრუნდებოდა, მას მიეგება მელქისედეკი - მეფე სალიმისა, მეფე მშვიდობისა, მეფე სიმართლისა. ვარაუდობენ, რომ სალიმი იყო დღევანდელი იერუსალიმი. სწორედ იქ მეფობდა მღვდელმთავარი მელქისედეკი. მელქისედეკმა აბრამს მიართვა პური და ღვინო, რაც წინასახეა წმინდა ზიარებისა. მელქისედეკი კი, როგორც პავლე მოციქული ბრძანებს, მაცხოვრის წინასახეა. ჩვენ არ ვიცით, ვინ იყვნენ მელქისედეკის მშობლები, ჰყავდა თუ არა შთამომავლობა. მხოლოდ ამ ერთხელ ჩნდება "ბიბლიაში". აბრამმა ნაალაფარის მეათედი შესწირა მელქისედეკს - მართალი მამამთავარი აბრამი, რომელიც უფალს სათნო ეყო, ღვთის ყველა მცნებას უმწიკვლოდ ასრულებდა, მსხვერპლს სწირავს მელქისედეკს. ეს ნიშნავს, რომ მელქისედეკი გაცილებით მაღლა დგას ღვთისმსახურებასა და ღვთის თაყვანისცემაში. წმინდა მამები გვეუბნებიან, შესაწირს არასოდეს სწირავს ზემდგომი ქვემდგომს, არამედ ქვემდგომი - ზემდგომს. წინასწარმეტყველების შესახებ, "და დაადგინა წესსა მას ზედა ახალი მღვდელმთავარიო", სადაც საუბარია მაცხოვრის შესახებ, პავლე მოციქული ბრძანებს, - რატომ არ არის ნათქვამი, ვთქვათ, აარონის წესზეო, რადგან მელქისედეკის მღვდლობა გაცილებით დიდი იყო, ვიდრე აარონისა და აარონიანთა შთამომავლობისა. ამიტომაც გვეუბნება წინასწარმეტყველი "წესსა მელქისედეკისასა" იქნება დადგენილი ახალი მღვდელმთავარი - საუკუნო მღვდელმთავარი იესო ქრისტე, რომელმაც თავისი თავი შესწირა მსხვერპლად კაცობრიობის გამოხსნისთვის.

აქიდან ისიც ჩანს, რომ ყველა ღვთის ჭეშმარიტი მადიდებელი ვალდებულია, შესაწირი გაიღოს თავისი შემოსავლიდან.

აღთქმული შვილი და მამრეს მუხასთან გამოცხადებული ყოვლადწმინდა სამება
- მეფეთა ძლევისა და მელქისედეკთან შეხვედრის შემდეგ აბრამმა მოისურვა ისმაილის მემკვიდრედ აღიარება, რომელიც 85 წლის ასაკში შეეძინა სარას ეგვიპტელი მხევლის, აგარისგან. ეგონა, მასზე აღესრულებოდა აღთქმა, მაგრამ აბრამს უფალი გამოეცხადა, აუწყა, რომ აღთქმა აღესრულებოდა იმ შვილზე, რომელსაც მისი კანონიერი ცოლი - სარა უშობდა. და ღმერთმა გაუმეორა აღთქმა აბრამს, რომ გახდებოდა მამა დიდი შთამომავლობისა: მისი ცოლი, სარა შობდა შვილს, რომლისგანაც წარმოდგებოდა ღმერთის რჩეული ხალხი - ებრაელები. ამ აღთქმის ნიშნად უფალმა აბრამს, რაც ნიშნავდა "მამა დიდი", უწოდა აბრაამი - "მამა მრავალთა".

ამის შემდეგ ყოვლადწმინდა სამება სამი მგზავრის სახით ეცხადება აბრაამს მამრეს მუხასთან, სადაც მისი კარავი იდგა. აბრაამმა ისინი თავიდან ჩვეულებრივ სტუმრებად მიიღო. ჩვეულებისამებრ სტუმართმოყვრულად გაუმასპინძლდა. სტუმრებს პატივისცემის ნიშნად ფეხზე მდგომი ემსახურებოდა. ერთ-ერთმა სტუმარმა სარრა (უფალმა სარასაც, რაც ნიშნავს "უფალი ჩემი", უწოდა სარრა - "უფალი მრავალთა") მოიკითხა. "კარავშია", - მიუგო აბრაამმა. სტუმარმა აუწყა, სარას ძე ეყოლებაო. სარას ჩაეცინა, რადგან იმ დროს აბრაამი 99 წლის იყო და თვითონაც მოხუცი გახლდათ. სტუმარი კვლავ მიუგებს აბრაამს - განა შეუძლებელია უფლისთვის, რასაც ჩვენ ვამბობთ? აბრაამი მიხვდა, რომ მისი სტუმრები უბრალო მგზავრები არ იყვნენ... წლისთავზე მართლაც დაიბადა აღთქმული ძე, ისაკი, რაც ნიშნავს სიცილს. ასე იმის გამოც დაარქვეს, რომ მისი დაბადებით მშობლებმა მოხუცებულობის ჟამს გაიხარეს. შემდგომში სწორედ ისაკისგან გამრავლდა შთამომავლობა. აღთქმული შვილი იყო ისაკი, თორემ აბრაამს ისმაილის გარდაც ჰყავდა შვილები. მას სარას გარდაცვალების შემდეგაც ჰყავდა ცოლი, რომელმაც ექვსი შვილი უშვა.

- საინტერესოა, რატომ არ იყო განცხადებული ძველი აღთქმის პერიოდში კაცობრიობის წინაშე ყოვლადწმინდა სამების საიდუმლო.

- ძველ აღთქმაში არის მინიშნებები ყოვლადწმინდა სამების არსებობის შესახებ, რომ ღმერთი ერთია, მაგრამ სამგვამოვანი, სამპიროვანი. მაგალითად, "და ვქმნეთ კაცი ხატად და მსგავსად ჩვენდა". "ჩვენდა" - აქ სწორედ ყოვლადწმინდა სამება იგულისხმება. თუმცა ზოგიერთი მწვალებელი ამტიცებს, ღმერთი ასე ანგელოზებს მიმართავსო. ანგელოზებს სამყაროს შექმნაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ამასთან, ვიცით, რომ ანგელოზი ხატია ღვთისა, ანუ მას თავისუფალი ნება აქვს, მაგრამ არ არის მსგავსი მისი. მსგავსებაში უპირველესად შემოქმედების უნარი იგულისხმება. უფლის დარად, შემოქმედების უნარი ადამიანსაც აქვს. ამდენად, როდესაც უფალი ბრძანებს: "ვქმნეთ კაცი ხატად და მსგავსად ჩვენდაო", ანგელოზები კი არა, ყოვლადწმინდა სამება იგულისხმება. ბჭობა ყოვლადწმინდა სამების პირებს შორისაა. მინიშნებაა თუნდაც ის ადგილიც, როდესაც სამი მგზავრის სახით გამოეცხადა აბრაამს უფალი. ამით ღმერთმა განამზადა კაცობრიობა, რომ მაცხოვრის მოსვლის შემდეგ ადამიანებისთვის მოულოდნელი არ ყოფილიყო სამპიროვანი ღმერთის შესახებ სწავლება, ყოვლადწმინდა სამების საიდუმლო.

რატომ არ განეცხადა ძველი აღთქმის პერიოდში უფალი ადამიანებს სამპიროვანი სახით, რატომ იყო დაფარული სამების საიდუმლო? - ძველი აღთქმის პერიოდში ადამიანები იყვნენ მრავალღმერთიანობაში - ისრაელი იყო ერთადერთი ერი, რომელიც ერთ ღმერთს აღიარებდა, სხვანი კი მრავალ ღმერთს სცემდნენ თაყვანს. ადამიანებს ყოვლადწმინდა სამება, წმინდა სამების ჰიპოსტასები, პირები მრავალ ღმერთში რომ არ არეოდათ და თვით ებრაელებიც ცდომილებაში არ ჩავარდნილიყვნენ, უფალმა გარკვეულ დრომდე დაფარა, ადამიანებს სრულყოფილად არ განუცხადა სამების საიდუმლო. ძველი აღთქმის დროს ადამიანები მზად არ იყვნენ ამ საიდუმლოს მისაღებად. ამიტომ განეცხადათ იმ დოზით, რა დოზითაც შეეძლოთ მისი მიღება და დატევნა.

- მამრეს მუხა დღესაც არსებობს...

- მამრეს მუხა პალესტინის ავტონომიის ტერიტორიაზე, ბეთლემის მახლობლად მდებარე ქალაქ ჰებრონის გარეუბანში დგას. აბრაამის დროიდან თუ ავითვლით, მამრეს მუხა 27-28 საუკუნეს ითვლის, თუმცა, სავარაუდოდ, ეს მუხნარი უფრო ადრეც არსებობდა, წარღვნის შემდგომ უნდა იყოს აღმოცენებული. ეს ტერიტორია ამჟამად რუსეთის საპატრიარქოს ეკუთვნის (XIX საუკუნეში შეიძინეს).

მამრეს მუხა გამხმარი და გამოფიტულია, რომ არ დაიფშვნას, ღვედებითაა შეკრული, მაგრამ მის მახლობლად სამი ახალი ნერგია ამოსული...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.01.2014
წმინდა წერილი მოგვითხრობს, რომ ძველ ისრაელში, მეფობის დაარსებამდე, მსაჯულთა სისტემა მოქმედებდა.
26.04.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეხუთე
აბელისა და კაენის განსხვავებული მსოფლმხედველობა. ბიბლია აბელისა და კაენის შესახებ ღრმა ზნეობრივი შინაარსის ისტორიას მოგვითხრობს.
12.04.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეოთხე
მშვინვიერი კაცის ამქვეყნიური "მონაგარი"
29.03.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მესამე
სულიერი ადამიანი და მშვინვიერი კაცი
როდესაც აბელისა და კაენის ამბავს ვაკვირდებით
15.03.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეორე
ცოდვის გამო შეწირული მსხვერპლი თუ ღმერთის სიყვარულისა და საქმის ერთგულების გამომხატველი კეთილი ნიჭი და საბოძვარი
01.03.2012
თავი პირველი
უმნიშვნელოვანესი ღვთაებრივი ქმნილება და მადლიერების შინაარსი
ადამიანი, როგორც ღმერთის უმნიშვნელოვანესი ქმნილება
16.02.2012
ადამმა, სამყაროს მამამ, სამოთხეში შეიცნო ღმერთის სიყვარული. ხოლო როდესაც ცოდვებისათვის სამოთხიდან განიდევნა და მოაკლდა ღმერთის სიყვარულს, მისი სული მწარედ იტანჯებოდა ერთი ფიქრით:
12.05.2011
ღვთისგან სამოთხიდან განდევნილი ადამისადმი მიცემული აღთქმის თანახმად, მესია ქალწულისგან უნდა შობილიყო. როდესაც აღთქმული მხსნელის მოვლინების ჟამი მოახლოვდა, მართალი იოაკიმესა და ანასგან იშვა ქალწულიც - წმინდა მარიამი.
12.04.2011
როგორც ვიცით, პალესტინაში რომის იმპერიის გაბატონების შემდეგ, ისრაელის მმართველი გახდა წარმოშობით იდუმელი (არაბი) ანტიპატრე, რომელმაც ცოლად შეირთო ებრაელი ქალი.
31.03.2011
ალექსანდრე მაკედონელის შემდეგ ისრაელი სელეკვიდებმა დაიმორჩილეს, რასაც მოჰყვა ისრაელიანთა მასობრივი აჯანყებები.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat