ადამიანს აცხოვნებს არა სასწაულები, არამედ ღვთის მცნებების აღსრულება
ადამიანს აცხოვნებს არა სასწაულები, არამედ ღვთის მცნებების აღსრულება
განვაგრძობთ საუბარს მოციქულთა გამორGევისა და საქადაგებლად წარგზავნის შესახებ.

არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):

- საქადაგებლად წარგზავნის წინ მაცხოვარი მოციქულებს ეუბნება: რომელ ქალაქში ან სოფელშიც არ უნდა შეხვიდეთ, გამოიკითხეთ, ვინ არის იქ ღირსეული, და იქ დარჩით, ვიდრე გამოხვიდოდეთ, სახლში შესვლისას მიესალმეთ მას და უთხარით: მშვიდობა ამ სახლს. თუ სახლი ღირსი იქნება, თქვენი მშვიდობა მიუვა მას; ხოლო თუ არ იქნება ღირსი, თქვენი მშვიდობა თქვენვე დაგიბრუნდებათ; ხოლო სადაც არ მიგიღებენ და არც მოისმენენ თქვენს სიტყვებს, მაშინ იმ სახლიდან ან ქალაქიდან გამოსვლისას დაიბერტყეთ მტვერი თქვენს ფერხთაგანო...

ისრაელში ასეთი წესი არსებობდა - თუ ადამიანები არ იყვნენ ჭეშმარიტი ღვთის მადიდებლები, მათ გიხაროდენს, გამარჯობასაც არ ეუბნებოდნენ, მშვიდობასაც არ უსურვებდნენ. უფალი ამით უკვე თავის მოციქულებს აღამაღლებს იუდეურ ჩვეულებაზე. მათ რომ ეჭვი არ შეჰპარვოდათ და არ ეფიქრათ, ჩვენ კი ვუსურვეთ მშვიდობა, მაგრამ ისინი თუ არ არიან ჭეშმარიტი ღვთის მდიდებლები, ასეთებს რატომ ვუსურვოთო. უფალი მოძღვრავს, თქვენ უსურვეთ და თუ არის ძე მშვიდობისა მათთან, ეს მშვიდობა მათზე დაიმკვიდრებს, თუ არადა,Aთქვენვე დაგიბრუნდებათო. ამით მოციქულებს ეუბნება, თქვენ ნუ დაიზარებთ, თქვით და მათ თუ არ შეეწევა თქვენი სიტყვები, თქვენ შეგეწევათ, თქვენვე დაგიბრუნდებათო.

სადაც მიგიღებენ, დასხედით, ჭამეთ, სვით და აუწყეთ, რომ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა, სადაც არ მიგიღებენ და შეგიწყნარებენ, მათაც აუწყეთ მოახლოებული ცათა სასუფევლის შესახებ, მაგრამ მათგან თქვენც არაფერი გინდოდეთ, თქვენც ნურაფერს მიიღებთ, მტვერიც კი დაიბერტყეთ ფეხთაგან მათი ქალაქიდან გამოსვლისას და უთხარით: "თქვენი ქალაქის მტვერს, რომელიც ჩვენს ფეხს მიეკრო, ვიბერტყავთ; ოღონდ ისიც იცოდეთ, რომ გიახლოვდებათ ცათა სასუფეველი". შეგიწყანერებენ თუ არა, ამის შესახებ მაინც აუწყეთო. ამით უფალი მოციქულებს ასწავლის, იმისდა მიხედვით კი არ გასცენ საღვთო მადლი, ვინ როგორ მიიღებს მათ მიწიერად, ვინ როგორ მოეპყრობათ, არამედ იმის გამო, რომ ეს საჭიროა ადამიანებისთვის, რათა რაც შეიძლება მეტი მოიქცეს და ღვთის სიტყვა მიიღოს.

- უფალი იქვე იმასაც ბრძანებს - სოდომის და გომორის მიწას უფრო გაუადვილდება განკითხვის დღეს, ვიდრე იმ ქალაქს, სადაც არ მიგიღებენ, სადაც თქვენ მიერ ნაქადაგებ სიტყავს არ მოუსმენენ, თქვენსას არ ირწმუნებენო...

- გავიხსენოთ ის სასწაულები, რომლებიც უფალმა ძველი აღთქმის პერიოდში ქმნა, სოდომისა და გომორის სასწაული, როდესაც მთელი იმ მხარის ქალაქები თავიანთი უსჯულოების გამო განადგურდა, ასევე ეგვიპტელების განადგურება იმის გამო, რომ მათ ღვთის ერი შეურაცხყვეს და დააკნინეს. ეს ყველაფერი ისრაელიანებმა მშვენივრად იცოდნენ და ამას ყოველთვის მოუთხრობდნენ თავიანთ შვილებსა და შთამომავლებს. სწორედ ამას ახსენებს მაცხოვარი მოციქულების პირით ისრაელიანებს. დასჯილთა გადარჩენაც რომ ყოფილიყო შესაძლებელი, უფალი მათაც მიუვლენდა ვინმეს, მაგრამ ისრაელიანებს ეუბნება - თქვენ ისეთ საშინელებას მოიმოქმედებთ, ისინიც კი, რომელთა გადარჩენაც შეუძლებელი იყო, თქვენზე აღმატებულნი იქნებიანო. როდესაც სოდომელები სცოდავდნენ, ისენი თავიანთი თავის წინაშე სცოდავდნენ. როდესაც ისრაელიანებმა სცოდეს, მათ უფალი შეურაცხყვეს, განკაცებული ღმერთი აცვეს ჯვარს. გაცილებით ზეაღმატებული ცოდვა ჩაიდენეს, ვიდრე სოდომელებმა, ან თუნდაც ეგვიპტელებმა, ნებისმიერმა წარმართმა ერმა.

- რის შესახებ აუწყებს მაცხოვარი მოციქულებად გამორჩეულ ადამიანებს, როდესაც წარგზავნის წინ ეუბნება: "აჰა, მიგავლენთ ვითარცა ცხვრებს მგელთა შორის. იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკო, ვითარცა ტრედნი"?

- ამით უფალი გვიჩვენებს, რაოდენ უძლურნი არიან მოციქულები ღვთის მფარველობის გარეშე. ასევე მოციქულებსაც და ჩვენც გვაუწყებს, როგორი განწყობა იყო იმ ადამიანებში, რომელთა შორისაც მათ ღვთის სიტყვა უნდა ექადაგათ - როგორი განწყობაც მგელს აქვს ცხვრის მიმართ, ისეთივე განწყობა ჰქონდა ადამიანთა უმეტესობას მოციქულების მიმართ, მაგრამ ღვთის მფარველობითა და ღვთისგან მინიჭებული ძალით არათუ ადამიანთა დამორჩილება, ბოროტი ძალების დამორჩილებაც კი შეეძლოთ. როდესაც მოციქულები უკან დაბრუნდნენ, სიხარულით ეუბნებიან მაცხოვარს: ბოროტი სულებიც კი გვემორჩილებიანო. უფალი კი მიუგებთ: ნუ გიხარიათ, რომ ბოროტი სულები გემორჩილებიან, არამედ გიხაროდენ, რამეთუ თქვენი სახელები დაიწერა ცათა შინაო. ამით უფალი იმის შესახებაც გვაუწყებს, რომ ქრისტიანისთვის აუცილებელი ის კი არ არის, სასწაულები ქმნას, ვთქვათ, კურნება მიანიჭოს ადამიანებს, ბოროტი სულები განდევნოს, არამედ უპირველესად უნდა იზრუნოს იმისათვის, რომ ცათა სასუფეველი, უფლის სიყვარული და უფალთან სამარადისოდ ყოფნა მოიპოვოს; ის კი არ არის უპირატესი, ვინც სასწაულებს იქმს, არამედ ის, ვისი სახელიც დაიწერება ცათა შინა, თორემ სასწაულებს იუდაც იქმოდა. ყველა იმ სასწაულს, რაც სხვა მოციქულებმა აღასრულეს, უკლებლივ აღასრულებდა იუდაც, მაგრამ უფალთან, სასუფეველში ვერ დაემკვიდრა. არათუ სასუფევლის გარეშე დარჩა, არამედ ყველა ადამიანზე მეტადაც კი დაისაჯა. ადამიანს აცხოვნებს არა სასწაულები, არამედ ღვთის მცნებების აღსრულება.

"იყავით უმანკონი, ვითარცა მტრედნი, და მეცნიერნი, ბრძენნი, ვითარცა გველნი", - უფალი ამ სიტყვებს იგავურად ეუბნება მოციქულებს. მტრედი ყველაზე უმანკო ფრინველად იყო მიჩნეული, ხოლო ცხოველთა შორის გველი ითვლებოდა ყველაზე ბრძენად. წმინდა წერილის თანახმად, ცხოველთა შორის გველი იყო პირველი, რომელმაც ადამიანთან საუბარი გააბა, ადამს დაელაპარაკა. ამის გამო ადამიანები მიიჩნევდნენ, რომ გველი იყო ბრძენი. ამასთანავე გველის ყველა ადამიანს ეშინია, დაპყრობასთან, დამარცხებასთან არის გაიგივებული. მაცხოვარი ამ სიტყვების წარმოთქმით თავის მოციქულებს ეუბნება, სიბრძნე გქონდეთ, თქვენი ნაქადაგები ღვთის სიტყვით დაიპყარით ადამიანთა გულები, მაგრამ ეს სიბრძნე უმანკოებით, სიწმინდით გამოიყენეთო. ზოგჯერ ადამიანები თვლიან, რომ მეცნიერება, სიბრძნე, ცოდნა ხელს უშლის ადამიანის სულიერ განვითარებას. არამც და არამც. ადამიანის სულიერ განვითარებას ხელს უშლის ცოდნის, სიბრძნის არადანიშნულებისამებრ გამოყენება. უდიდეს წმინდა მამებს, როგორებიც იყვნენ იოანე ოქროპირი, გრიგოლ ღვთისმეტყველი და მრავალი სხვა, თავისი დროის უმაღლესი საერო განათლება ჰქონდათ მიღებული, მაგრამ მათ დაამტკიცეს, როგორ შეიძლება გამოიყენოს ადამიანმა საერო განათლება ღვთის სადიდებლად. ღვთის მოციქულების მიმართ იგავურად ნათქვამი სიტყვები გულისხმობს სწორედ იმას, რომ ადამიანმა ყოველგვარი საშუალება უნდა გამიყენოს იმისათვის, რომ უფალი განადიდოს. ამას კი ადამიანი იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ის უმანკოა და მისი გული უფალზეა მინდობილი, მისი ყველანაირი აზრი, ყველანაირი ქმედება მიმართულია იმისაკენ, თუ როგორ განადიდოს უფალი. როდესაც ადამიანი ასე ცხოვრობს, მის გარშემო უკვე ასობით და ათასობით ადამიანი იწყებს ღვთის განდიდებას და ჭეშმარიტ ცხოვრებას.

- წარგზავნის წინ მაცხოვარი იმის შესახებაც აუწყებს და აფრთხილებს მოციქულებს, რომ უამრავი განსაცდელის დათმენა მოუხდებოდათ და მოძულებულნი იქნებოდნენ ადამიანებისგან მისი სახელის გამო: "მოერიდეთ ადამიანებს, ვინაიდან ისინი გადაგცემენ სამსჯავროებში და თავიანთ სინაგოგებში გაგშოლტავენ თქვენ. წაგიყვანენ გამგებლებთან და მეფეებთან ჩემ გამო, მათთვის და წარმართთათვის დასამოწმებლად... ყველგან მოძულებული იქნებით ჩემი სახელის გამო; ბოლომდე მომთმენი კი გადარჩება" (მათე 10,17-22)...

- აქ მაცხოვარი მოციქულების წინაშე წინასწარმეტყელებს იმის შესახებ, რაც მათ უფლის ჯვარცმისა და აღდგომის შემდგომ ქადაგების დროს ელოდათ - უამრავ განსაცდელს დაითმენდნენ და მოძულებულნი იქნებოდნენ იმ ადამიანებისგან, რომლებმაც ღვთის სიტყვა არ მიიღეს, რომელთაც უფალი არ ირწმუნეს. რა თქმა უნდა, თუ მოძღვარი მოიძულეს ადამიანებმა, მისი მოციქულებიც მოძულებულნი იქნებოდნენ. უფალი ბრძანებს: არა არს მოწაფე უფროის მოძღვრისაო. იმის გამო არ უარყოფდნენ მოციქულების სიტყვას ადამიანები, რომ თავად მოციქულების ბრალი იყო ეს, არამედ ვის სიტყვასაც მოციქულები ქადაგებდნენ, მას არ ღებულობდნენ, თავად ამ ადამიანებს ჰქონდათ დახშული გული ღვთის სიტყვის მისაღებად. ასევე, ჩვენი, ქრისტიანების მოვალეობაა ღვთის სიტყვა გავავრცელოთ, ვიქადაგოთ. თუ არ მიიღებენ ადამიანები, არავითარი ბრალეულობა ჩვენი ამაში არ არის. თუ მიიღებენ, არც ეს არის ჩვენი დამსახურება. თუ მიიღებენ, ეს მოწმობს, რომ თავად ამ ადამიანების გულები არის მზად ღვთის სიტყვის მისაღებად, ხოლო თუ არ მიიღებენ, თავად ამ ადამიანების გულებია დახშული ღვთის სიტყვის მისაღებად. პავლე მოციქული ამბობს, თუ ამას ჩემი ნებით ვაკეთებ, ღვთის სიტყვას ჩემი ნებით ვავრცელებ, მადლს მოვიპოვებ, ხოლო თუ ჩემი ნებით არ გავაკეთებ, არამედ იძულებით მომიხდება ამის გაკეთება, მადლი აღარ მექნება, თუმცა ღვთის სიტყვა მაინც აღესრულება. რადგან მოციქული ვარ, თუ ჩემი ნებით არ გავაკეთებ, იძულებით მაინც გამაკეთებინებს უფალიო. ამიტომ იმაში, რომ ადამიანები ჩვენ მიერ ნაქადაგებ ღვთის სიტყვას მიიღებენ, ჩვენი დამსახურება არაფერია.

- როგორ ყოფაში უხდებოდათ მოციქულებს ქადაგება, თავიანთი მისიის აღსრულება, როდესაც პირველად წარგზავნა უფალმა ისრაელიანთა შორის საქადაგებლად?

- იმ პერიოდში მოციქულები იყვნენ აბსოლუტურად დაცულნი. როდესაც მაცხოვრის ჯვარცმის, აღდგომისა და სულიწმინდის გარდამოსვლის შემდგომ მოციქულებმა სულიერი სიმტკიცე მიიღეს, ამის შემდეგ უმარავი მიწიერი განსაცდელი გადაიტანეს, თუმცა მათთვის ეს განსაცდელები და შეჭირვება არ გამხდარა მწუხარების საბაბი, არამედ სულიერი სიხარულის მიზეზად იქცეოდა ხოლმე.

- წარგზავნის წინ მაცხოვარი ასევე ეუბნება მოციქულებს: "როცა ერთ ქალაქში დევნას დაგიწყებენ, მეორისკენ გადაინაცვლეთ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვერ მოასწრებთ ისრაელის ქალაქების შემოვლას, რომ კაცის ძეც მოვა"...

- აქ საუბარია უშუალოდ იმ პერიოდზე, როდესაც მოციქულები პირველად მიდიოდნენ საქადაგებლად. მაცხოვარი აფრთხილებს მათ, უფლის ჯვარცმამდე და აღდგომამდე ისრელის ქალაქების შემოვლაც არ გექნებათ დასრულებული, ამიტომ ნუ ეცდებით მხოლოდ ერთი ან რამდენიმე ქალაქი მოაქციოთ, ერთ ქალაქში დიდხანს ნუ დაყოვნდებით, თუ რომელიმე ქალაქში არ მიგიღებენ, გადადით და სხვას უქადაგეთ, თუ იქაც არ მიგიღებენ, კიდევ სხვას... მაგრამ სიტყვა, ის თესლი საღვთო სიტყვისა დატოვეთ ამ ქალაქებში, რათა შემდეგ აღორძინდეს და გამრავლდესო.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2015
დიდ ხუთშაბათს საღამოს სახარებებიდან ის 12 ადგილი იკითხება, რომლებიც მაცხოვრის ვნებაზე გვიამბობს.
29.11.2014
ახალი აღთქმის წიგნებში, რიგის მიხედვით, პირველი მათეს სახარებაა.
19.12.2013
სიმდიდრის სწორად გამოყენებაზე და მდიდრების მიერ ღარიბებისადმი დახმარების გაწევაზე თქვა იესომ იგავი მდიდარ კაცსა და ღარიბ ლაზარეზე:
19.12.2013
ამჯერად ორ სახარებისეულ მონაკვეთზე - "ტაძრის ხარკის სასწაულებრივ გადახდასა" და "ცათა სასუფეველში უპირატესობის" შესახებ ვისაუბრებთ.
05.12.2013
ამჯერად სახარების იმ მონაკვეთზე ვისაუბრებთ, სადაც მაცხოვარი მესამედ წინასწარმეტყველებს თავის ჯვარცმასა და აღდგომას.
21.11.2013
განვაგრძობთ "კარიბჭის" წინა ნომერში დაწყებულ საუბარს იოანეს სახარებაში გადმოცემული სწავლების შესახებ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
07.11.2013
ამჯერად იოანეს სახარებაში გადმოცემულ მაცხოვრის სწავლებაზე ვისაუბრებთ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
24.10.2013
ამჯერად უფლის მიერ აღსრულებულ კიდევ ერთ სასწაულზე, მთვარეულის განკურნებაზე ვისაუბრებთ, რომელიც უფალმა ფილიპეს კესარიის მხარეში აღასრულა...
10.10.2013
როგორც ლუკა მახარებელი მოგვითხრობს, მიწიერი მოღვაწეობის და ქადაგების პერიოდში მაცხოვარს ემოწაფებოდნენ
26.09.2013
ამჯერად მაცხოვრის მიერ მიცვალებულის მკვდრეთით აღდგინების ერთ-ერთ სასწაულზე - ქვრივის ვაჟის გაცოცხლებაზე ვისაუბრებთ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat