ლაზარემ სულიერი სიგლახაკით მოიპოვა ღვთის დიდი წყალობა
ლაზარემ სულიერი სიგლახაკით მოიპოვა ღვთის დიდი წყალობა
სიმდიდრის სწორად გამოყენებაზე და მდიდრების მიერ ღარიბებისადმი დახმარების გაწევაზე თქვა იესომ იგავი მდიდარ კაცსა და ღარიბ ლაზარეზე:

იყო ერთი მდიდარი კაცი, რომელიც ძოწეულით და ბისონით იმოსებოდა და დღეებს ლხინში ატარებდა უდარდელად. გლახაკი ლაზარე ამ მდიდრის ჭიშკართან იწვა. ძაღლები ულოკავდნენ წყლულებს. ნატრობდა მდიდრის ნასუფრალით დანაყრებას. გარდაიცვალა და ანგელოზებმა აბრაამის წიაღში (სამოთხეში) მიიყვანეს.

მოკვდა მდიდარიც. იგი ჯოჯოხეთში მოხვდა და ტანჯვა-წამებაში მყოფმა აახილა თვალები და დაინახა შორიდან აბრაამი და ლაზარე მის წიაღში. მდიდარმა შორიდან დაუძახა: - მამაო აბრაამ, შემიწყალე და მომივლინე აქ ლაზარე, რათა თითის წვერი წყალში დაისველოს და ენა გამიგრილოს, რადგან ვიტანჯები ამ ალმურშიო. აბრაამმა - შვილო, გაიხსენე, რომ შენ უკვე მიღებული გაქვს სიცოცხლეში სიკეთენი და ლაზარეს კი - სიავენი. ახლა ის ნუგეშცემულია, შენ კი იტანჯები. ასეც რომ არ იყოს, ჩვენსა და თქვენ შორის დიდი უფსკრული ძევს, რათა გადმოსვლის მსურველები ვერც აქედან გადმოვიდნენ თქვენკენ და ვერც თქვენგან - ჩვენკენო. მაშინ სთხოვა მდიდარმა მამა აბრაამს: ,,რაკი ასეა, გთხოვ, მამაო, მიავლინე ეგ მამაჩემის სახლში, ჩემი ხუთი ძმა გააფრთხილოს, რომ არ მოხვდნენ ამ სატანჯველ ადგილასო. აბრაამმა უთხრა: - მათ ჰყავთ მოსე და წინასწარმეტყველები, იმათ უსმინონო. მდიდარმა კი მიუგო: - არა, მამაო აბრაამ, არ მოუსმენენ, მარტო მაშინ მოინანიებენ, მკვდრეთით აღმდგარი თუ მივა ვინმე მათთანო. აბრაამმა უპასუხა: თუკი მოსეს და წინასწარმეტყველებს არ მოუსმენენ, მკვდრეთითაც რომ აღდგეს ვინმე, არც მას ერწმუნებიანო.

უფალმა ორი იგავური სურათი დაგვიხატა: ერთია ამქვეყნიური და მეორე - იმქვეყნიური. მდიდარი დღიდან დღემდე განცხრომაში, სიტკბოებასა და მხიარულებაში ატარებს დროს, მას ღმერთი არ ახსოვს და გაჭირვებული არ ებრალება. არც ჭამა-სმას იკლებს და არც ჩაცმა-დახურვას. არ შეიძლება, არ გაოცდე მდიდრის უზრუნველობითა და უდარდელობით. გლახაკი ლაზარე გებრალება, მაგრამ, უფრო საცოდავი და შესაბრალისი ეს მდიდარი კაცია. იმიტომ, რომ მას ჯოჯოხეთი ერგო, გლახაკი კი აბრაამის წიაღში, ანუ სამოთხეში დამკვიდრდა. მდიდარი თავისი სიმდიდრის გამო არ დასჯილა. სიმდიდრე ცოდვა არ არის. ეს კაცი უსამართლოდ იყენებდა ღვთის მოცემულს, მაგრამ მისი ყველაზე დიდი ცოდვა ის არის, რომ მშიერ-მწყურვალი და სნეული გლახაკი არ შეიწყალა. როდის ან როგორ ხდება ადამიანი უმოწყალო? მაშინ, როცა მარტო საკუთარი თავი ახსოვს, ღმერთის არ ეშინია ან, სულაც, ურწმუნოა. ამიტომაც მოხვდა უკეთური მდიდარი ჯოჯოხეთში. რა გააკეთა ლაზარემ ისეთი, რომ სამოთხე ერგო? უფალი სულით გლახაკებს ჰპირდება ნეტარებას და ამბობს: "ნეტარ არიან გლახაკნი სულითა". სულიერი სიგლახაკე არის სულიერი სიწმინდე, როცა სული თავისუფალია ცოდვისაგან. ლაზარემ სწორედ თავისი სულიერი სიგლახაკით მოიპოვა ღვთის დიდი წყალობა. ის უსიტყვოდ ითმენდა თავის ყოველდღიურ გაუსაძლის ტანჯვასა და ტკივილებს.

ამ იგავში უფალი გვიხატავს უხილავ, იმქვეყნიურ სამყაროს, სადაც ერთ მხარეს ჯოჯოხეთის მარადიული ცეცხლის ალში იტანჯებიან ცოდვილები, მეორე მხარეს კი მართლები ნეტარებენ საუკუნო სიხარულით. მდიდარი ჯოჯოხეთიდან შორს დაინახავს აბრაამსა და ლაზარეს, აბრაამი კი უხსნის, რომ მათ შორის დიდი უფსკრულია. სანამ კაცი ცოცხალია, მას შეუძლია, ცოდვები მოინანიოს, სიკეთე გაამრავლოს, სულიერი სიგლახაკე მოიპოვოს და აუცილებლად მოხვდება იმ მხარეს, სადაც ლაზარეა. სიკვდილის შემდეგ კი გვიან იქნება. მდიდარ კაცსაც ეს დაემართა. იგი თავისი ძმების გადარჩენას ცდილობს და მამა აბრაამს ევედრება, მკვდრეთით აღმდგარი ლაზარე გაგზავნოს მათთან - იქნებ, სასწაულმა იმოქმედოს, დაფიქრდნენ და ამ სატანჯველს გადაურჩნენო. მაგრამ უფალი გვაფრთხილებს, რომ სასწაულებით სულს ვერავინ გადაირჩენს.

ჩვენ, ქრისტიანებმა, ქრისტეს რჯული და მცნებები უნდა დავიცვათ, თუკი გვინდა, რომ გლახაკ ლაზარესავით სასოებითა და მადლიერებით მივიღოთ უფლის ყოველდღიური წყალობა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2015
დიდ ხუთშაბათს საღამოს სახარებებიდან ის 12 ადგილი იკითხება, რომლებიც მაცხოვრის ვნებაზე გვიამბობს.
29.11.2014
ახალი აღთქმის წიგნებში, რიგის მიხედვით, პირველი მათეს სახარებაა.
19.12.2013
ამჯერად ორ სახარებისეულ მონაკვეთზე - "ტაძრის ხარკის სასწაულებრივ გადახდასა" და "ცათა სასუფეველში უპირატესობის" შესახებ ვისაუბრებთ.
05.12.2013
ამჯერად სახარების იმ მონაკვეთზე ვისაუბრებთ, სადაც მაცხოვარი მესამედ წინასწარმეტყველებს თავის ჯვარცმასა და აღდგომას.
21.11.2013
განვაგრძობთ "კარიბჭის" წინა ნომერში დაწყებულ საუბარს იოანეს სახარებაში გადმოცემული სწავლების შესახებ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
07.11.2013
ამჯერად იოანეს სახარებაში გადმოცემულ მაცხოვრის სწავლებაზე ვისაუბრებთ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
24.10.2013
ამჯერად უფლის მიერ აღსრულებულ კიდევ ერთ სასწაულზე, მთვარეულის განკურნებაზე ვისაუბრებთ, რომელიც უფალმა ფილიპეს კესარიის მხარეში აღასრულა...
10.10.2013
როგორც ლუკა მახარებელი მოგვითხრობს, მიწიერი მოღვაწეობის და ქადაგების პერიოდში მაცხოვარს ემოწაფებოდნენ
26.09.2013
ამჯერად მაცხოვრის მიერ მიცვალებულის მკვდრეთით აღდგინების ერთ-ერთ სასწაულზე - ქვრივის ვაჟის გაცოცხლებაზე ვისაუბრებთ
12.09.2013
ამჯერდ მაცხოვრის მიერ გალილეის კანაში აღსრულებულ პირველ სასწაულზე ვისაუბრებთ...
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat