ვისაც უნდა ჩემთან ერთად დამკვიდრება, ჩემი წმინდა სისხლი და ხორცი უნდა მიიღოს
ვისაც უნდა ჩემთან ერთად დამკვიდრება, ჩემი წმინდა სისხლი და ხორცი უნდა მიიღოს
ამჯერად იოანეს სახარებაში გადმოცემულ მაცხოვრის სწავლებაზე ვისაუბრებთ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა". უფალი ადამიანებს ამ სწავლებას აძლევს პურის გაბევრების ორი უდიდესი სასწაულის აღსრულების შემდეგ (იოანე 6,22-72)...

არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).


- მაცხოვარი ამ სწავლებას აძლევს პურის გაბევრების ორი უდიდესი სასწაულისა და ზღვაზე სვლის სასწაულის აღსრულების შემდეგ. სწორედ ხუთი ათასი და ოთხი ათასი კაცის მცირედი პურითა და თევზით დაპურების შემდეგ მიდიან ამ სასწაულის მხილველნი უფალთან. მაცხოვარი ამ დროს იმყოფებოდა გალილეის ზღვის მეორე მხარეს. მიუხედავად პურის გაბევრების ორი უდიდესი სასწაულის ხილვისა, მათი გონება ჯერ კიდევ არ არის ასული ღვთისმეტყველების იმ სიმაღლეებზე, რომ შეიცნონ ქრისტე, ამიტომაც ეუბნება მათ უფალი: "ამინ, ამინ გეტყვით თქვენ: მეძიებთ მე არათუ რამეთუ იხილენით სასწაულნი, არამედ რამეთუ სჭამეთ პურთა მათგან და განსძეღით" - იმის გამო კი არ მოსულხართ, რომ ასეთი უდიდესი სასწაულები იხილეთ, ასე რომ იყოს, ამ შეკითხვას არ დამისვამდით, იმიტომ მოხვედით რომ პური ჭამეთ და განძეხით, ამის გამო მეძიებთ, რომ ეს, მიწიერი, გქონდეთ მუდმივად. შემდეგ ეუბნება: "იქმოდეთ ნუ საზრდელსა წარსაწყმედელსა, რომელი ჰგიეს ცხორებად საუკუნოდ, რომელი ძემან კაცისამან მოგცეს თქუენ; რამეთუ ამას მამამან დაჰბეჭდა ღმერთმან", - წარსაწყმედელ გზას ნუ ეძიებთო. რა თქმა უნდა, საზრდელი წარსაწყმედელი არა არის, თუკი ადამიანი მადლიერებით იღებს მას, შესაბამისად, მაცხოვრის სიტყვებში არ იგულისხმება, რომ საზრდელი სულიერად წარწყმედს ადამიანს, არამედ შემდეგი, - ამქვეყნიურს, წარმავალ საზრდოს ნუ ეძიებთ, სულიერი საზრდო ეძიეთ, ის ეძიეთ, რაც მამამ დაჰბეჭდა, რასაც მე გეუბნებით, რასაც მე და მამა ერთად ვასწავლით, ის, რაც სამყაროს დასაბამამდე იყო. ამით უფალი ამ ადამიანებს განუცხადებს, რომ მე განკაცებული ღმერთი ვარ, რასაც გიქადაგებთ, ღვთის სიტყვაა, სულიერს გეუბნებით და ეს მიიღეთ, ამაზე გაამახვილეთ ყურადღება და არა მიწიერზეო.

მაცხოვრის სიტყვების შემდეგ ამ ადამიანების გონება უკვე რაღაც დონეზე მაღლდება და ეუბნებიან: "რაი ვყოთ, რაითა ვიქმოდით საქმესა ღმერთისასა" - რა ვქნათ, რომ ღვთის სათნო საქმეებით ვიმოქმედოთო. უფალი მიუგებს: "ესე არს საქმე ღმერთისა, რაითა გრწმენეს, რომელ იგი მან მოავლინა" - თუ მართლა გინდათ ღვთის მცნებების აღსრულება, იწამეთ ის, ვინც მან მოავლინა, - მე მიწამეთ, რადგან მე ღვთისგან ვარ, მე ვარ თავად განკაცებული ღმერთი. პასუხად კი ეუბნებიან: "რასა სასწაულსა იქმ, რათა ვიხილოთ და გვრწმენე შენი? რასა იქმ? მამანი ჩვენნი ჭამდენ მანანასა უდაბნოსა ზედა, ვითარცა წერილ არს: პური ზეცით მისცა მათ ჭამად" - ნახეთ საოცრება, რას ეუბნებიან? - რა სასწაულს გვიჩვენებ, შენი ნათქვამი რომ დავიჯეროთო. წინა დღეს ოთხი ათასი კაცის სასწაულებრივად დაპურების, სულ მცირე ხნის წინ კი ხუთი პურით ხუთი ათასი კაცის სასწაულებრივად დაპურების სასწაული იხილეს, და მეორე დღეს ეუბნებიან, რა სასწაულს გვიჩვენებ, რომ შენი დავიჯეროთ. წინა დღის სასწაული უკვე აღარ ახსოვთ, თან რას ეუბნენიან? - ჩვენი მამები ზეციდან გადმოყრილ პურს ჭამდნენ უდაბნოში და შენ რა სასწაულს გვიჩვენებო, ისევ საზრდელზე, ისევ მატერიალურზე აქვთ ყურადღება მიპყრობილი. წინა დღეს უმეტესი სასწაული იხილეს. თუ ეგვიპტიდან გამოსული მათი მამები, მათი წინაპრები უდაბნოში ზეციდან გარდამოსულ მანანას ჭამდნენ, რომელიც წვრილი კაკლები იყო და ეს უნდა აეკრიბათ, თვითონაც უნდა დახარჯულიყვნენ, ეშრომათ მის ასაკრებად, თვითონ უშრომელად განძღნენ პურით და თევზით წინა დღეს, ე.ი. თუ ზეცით გარდამოსული მანანა სასწაული იყო, მათთვის უფრო აღმატებული სასწაული ქმნა იესომ, აქედან ჩანს, თუ როგორი გულმავიწყნი არიან ადამიანები ამ პერიოდში ღვთის სასწაულების მიმართ და ჯერ კიდევ როგორ არის მათი გონება დაკეტილი ჭეშმარიტების მისაღებად, მაგრამ უფალი იმას კი არ ეუბნება მათ, - გუშინ უმეტესი სასწაული გიჩვენეთ, არც იმას ეუბნება რაც უდაბნოში ზეციდან იყრებოდა, ისიც მე მოგეცით და ესეც მე მოგეცითო, არამედ ცდილობს, ნელ-ნელა აღამაღლოს ამ ადამიანების გონება, რათა მიიღონ უფალი და ეუბნება: "ამინ, ამინ, გეტყვი თქვენ, არა მოსე მოგცა თქუენ პური ჭეშმარიტი ზეცით, არამედ მამამან ჩემმან მოგცა თქუენ პური ჭეშმარიტი ზეცით. რამეთუ პური ღმრთისაი არს რომელი გარდამოხდა ზეცით და მოსცა ცხორებაი სოფელსა" - მოსეს არ მოუცია ის სასწაული თქვენი მამებისთვის (ადამიანები ფიქრობდნენ, რომ მოსეს მიერ იყო ეს სასწაული მოცემული), არამედ მამამან ჩემმა მოგცათო, იმას კი არ ეუბნება უფალი, ზეციურმა მამამ მოგცათო, არამედ მამამან ჩემმანო, ანუ თავის თავს განყოფს ამ ადამიანებისგან. ღმერთი ყველა ადამიანის მამაა, მაგრამ როდესაც ზეციურ მამას იესოს მამად უწოდებს, ამით ამ ადამიანებს იდეურად ეუბნება შემდეგს, - ეს მამობა ბუნებითი, განსხვავებული მამობაა და არა ისეთი, როგორიც თქვენდამია ღმერთი მამა. მამას და ძეს შორის ბუნებითი მამობა და ძეობაა, ხოლო ადამიანსა და ღმერთს შორის არსებობს შეძენილი მამობა და ძეობა, ამიტომაც განყოფს უფალი და მიანიშნებს მათ, რომ მასში დაინახონ არა უბრალო კაცი, არამედ ბუნებითი ღმერთი შეიცნონ და იქვე ეუბნება: საღვთო პური ის არის, რომელიც ზეციდან გარდამოხდაო, ანუ თავის განკაცებაზე მიანიშნებს, ეს ხალხი კი მიუგებს: "უფალო, მარადის მოგვეც ჩუენ პური ესე" - მოგვეცი, უფალო, ჩვენ ეს პურიო, უფალი თავის განკაცებაზე ეუბნება, ისინი კვლავ მიწიერ პურს სთხოვენ.

"რქუა მათ იესო, მე ვარ პური ცხორებისაი; რომელი მოვიდეს ჩემდა არა შიოდის და რომელსა ჰრწმენეს ჩემი არასადა სწყუროდის; არამედ გარქუ თქუენ, ვითარმედ: მიხილეთ მე და არა გრწმენეს ყოველი, რომელი მომცა მე მამამან ჩემმან, ჩემდა მოვიდეს და რომელი მოვიდეს ჩემდა, არა განვაძო გარე" - უკვე განცხადებულად ეუბნება მათ, რომ მე ვარ ზეციდან გარდამოსული პური, ვინც ჩემთან მოვიდეს, მას საუკუნოდ არ შიოდეს და არ სწყუროდეს, თან ამხელს, - მე მიხილეთ, ჩემს სასწაულებსაც ხედავთ და ჩემი მაინც არ გწამთ. შემდეგ ეუბნება, "ყოველნი, რომელი მომცა მე მამამან, მოვიდეს ჩემდა", ვინც მამამ მომცა, ჩემთან მოვიდესო. ფატალიზმის, ბედისწერის მომხრე ადამიანებს ხშირად მოჰყავთ ხოლმე სახარებიდან ეს ადგილი და ამბობენ, - მაცხოვარი ხომ ამბობს, ვინც მამამ მომცა, ისინი მოვიდნენ ჩემთანო, ე.ი. გადაწყვეტილი აქვს, წინდაწინ უწესებს ადამიანებს, ვინ უნდა მივიდეს მასთან, ვინ უნდა გახდეს ღვთისმოსავი. არამც და არამც. აქ იგულისხმებიან ის ადამიანები, ვინც საკუთარი ნებით მიდიან ქრისტესთან, ანუ ვინ მისცა ქრისტეს მამამ? ვინაც გული გაუღო უფალს. უფალი განუწყვეტლივ აკაკუნებს ადამიანის გულის კარზე, მაგრამ ვინც გულს უღებს უფალს, ვინც თავის გულში უშვებს ღმერთს, შემდეგ ის მიდის ქრისტესთან და ხდება ქრისტიანი.

მაცხოვარი აგრძელებს ამ ადამიანების დამოძღვრას: "რამეთუ გარდამოხედ ზეცით, არა რაითა ვყო ნებაი ჩემი, არამედ ნებაი მომავლინებელისაი ჩემისა მამისაი, რაითა ყოველი რომელი მომცა მე, არა წარვწყმიდო მისგან, არამედ აღვადგინო იგი უკანასკნელსა მას დღესა; რამეთუ ესე არს ნებაი მომავლინებელისა ჩემისა მამისაი, რაითა ყოველი რომელი მომცა მე, არა წარვწყმიდო მისგან, არამედ აღვადგინო უკანასკნელსა მას დღესა", - მე ვარ ის, რომელიც ზეციდან გარდამოვხდი, მოვედი არა იმისათვის, რომ ჩემი ნება აღვასრულო, არამედ მამის ნება, - ანუ რასაც ხედავთ, რომ კაცი ვარ, მე კაცის ნებას არ ვასრულებ, როგორც კაცი, ისე არ აღვასრულებ ამას, არამედ როგორც ღმერთი. იმისთვის მოვედი, რომ ის, ვინც ჩემთან მოვა, ვინც ქრისტიანი გახდება, საუკუნოდ არ წარწყმდეს, ე.ი. მეორედ მოსვლის ჟამს, აღდგომის შემდეგ საუკუნოდ დაიმკვიდრონ ჩემთან, ღვთის ნეტარებაში. სწორედ ეს არის ჩემი მისია.

"დრტვინვიდეს მისთვის ჰურიანი იგი, რამეთუ თქუა: მე ვარ პური იგი, რომელი ზეცით გარდამოვხედ; და იტყოდეს არა ესე არს იესო ძე იოსებისი, რომლისა მამაი და დედაი ჩუენ ვიცით? ვითარ უკუე იტყვს ესე, ვითარმედ ზეცით გარდამოხვედ?" - ურიები, იუდეველთა სასულიერო ელიტა, - მწიგნობარნი და სჯულის მეცნიერნი, მიხვდნენ, რომ იესო ჩვეულებრივ მიწიერ პურზე არ ამბობდა, მაგრამ, როგორც ყოველთვის, აქაც საწინააღმდეგოს ეძიებენ და ამბობენ, როგორ ამბობს ეს ზეცით გარდამოვხდე, როგორ არის ზეციდან გარდამოსული, როდესაც ჩვენ მისი დედა და მამა ვიცით, მაშინ რატომ ამბობს ასეთ გმობას, რომ ზეცით გარდამოველო.

ქრისტემ კარგად უწყოდა მათი აზრები და მიუგო: "ნუ დრტვინავთ ურთიერთას; ვერვის ხელეწიფების მოსვლად ჩემდა, უკეთუ არა მამამან, მომავლინებელმან ჩემმან, მოიყვანოს იგი ჩემდა, და აღვადგინო იგი უკანასკნელსა მას დღესა" - ნუ ამბობთ ერთმანეთში, ერთმანეთს ნუ გმობთ, ნუ კამათობთ, ჩემთან ვერავინ მოვა, თუ მამამ არ მოიყვანა. ამით იდეურად ეუბნება მათ, რომ თქვენ ვერ მოდიხართ ჩემთან, ანუ მამასთანაც ვერ მიდიხართ, კი ამბობთ, რომ ღვთის მცნებებს აღასრულებთ, მაგრამ ასე არ იქცევით, თქვენ რომ მამასთან იყოთ, ჩემთანაც იქნებითო. იცოდნენ რა იმ პერიოდში იუდეველებმა იგავური ლაპარაკის არსი, ქრისტე იგავურად ეუბნება და ამხელს, თქვენ ჩემთან იმიტომ არ ხართ, რომ მამამ არ მოგიყვანათ, მაგრამ რატომ არ მოგიყვანათ? იმის გამო, რომ თავად თქვენ არ ხართ მამასთან, თქვენი გულია დახშული ღვთისთვის, თქვენ კი ამბობთ, რომ თითქოს ღვთის მცნებებს აღასრულებთ, მაგრამ არ აღასრულებთ, ღვთის მცნებების აღმსრულებლები რომ იყოთ, მაშინ ჩემთანაც იქნებოდით.

"წერილ არს წინასწარმეტყუელთა შინა, ვითარმედ: იყვნენ ყოველნი ღვთივ სასწაულ. ყოველსა რომელსა ესმეს მამისა ჩემისაგან და ისწავოს, მოვიდეს ჩემდა" - წინასწარმეტყველებაში წერია, რომ ყველანი ღვთისგან განსწავლულები არიან და ვინც მამისაგან ისმენს, ის ჩემთან მოვაო. ამით მაცხოვარი ამ ადამიანებს ეუბნება, - ჩემთან რადგან არ მოდიხართ, თქვენ მამისა არ გესმით, სიცრუეს ამბობთ რომ მისი მიმდევრები ხართ, ცრუს ამბობთ, რომ ღვთისმოსავები ხართ.

მაცხოვარი კვლავ აგრძელებს მის ირგვლივ შეკრებილ ადამიანთა დამოძღვრას და მიმართავს მათ: "არა თუ ღმერთი ვის უხილავს, არამედ რომელი იგი არს ღმრთისაგან, მან იხილა მამაი; ამინ, ამინ, გეტყვი თქუენ: რომელსა ჰრწმენეს ჩემი, აქუნდეს ცხორებაი საუკუნო; მე ვარ პური ცხორებისაი; მამათა თქუენთა ჭამეს პური მანანაი უდაბნოსა და მოწყდეს" - არავის უხილავს ღმერთი, მოსესაც არ უხილავს, მაგრამ მე ვიხილე. მე გეტყვით: ვისაც ვრწმენე, ვინც მე მიწამებს, ის საუკუნოდ იცოცხლებს. თქვენმა მამებმა კი ჭამეს მანანა, ზეციური პური უდაბნოში, მაგრამ მოკვდნენ, მაგრამ ვინც იმ პურს ჭამს, რასაც მე ვაძლევ, ის საუკუნოდ არ მოკვდებაო. აქაც, რა თქმა უნდა, უპირველესად, სულიერი სიკვდილი იგულისხმება. ღვთისმოსავი ადამიანები, ის, ვინც ქრისტეს სისხლსა და ხორცს მიიღებს, ღვთის დიდებით საუკუნოდ დაიმკვიდრებს სულიერ ცხოვრებას და მეორედ მოსვლის, საყოველთაო აღდგომის შემდეგ კი საუკუნოდ დაიმკვიდრებს უფალთან.

მაცხოვარი კვლავ აგრძელებს და ამბობს: "მე ვარ პური ცხოველი, რომელი ზეცით გარდამოვხედ; უკუეთუ ვინმე ჭამდეს ამის პურისაგან, არა მოკუდეს, არამედ ცხოვნდეს უკუნისამდე. და პური, რომელი მე მივსცე, ხორცი ჩემი არს, რომელსა მე მივსცემ ცხორებისათვის სოფლისა" - მე ვარ ის პური, რომელიც ზეცით გარდამოხდა, პური ცხოველი, სიცოცხლისა და ვინც ამ პურს ჭამს, საუკუნოდ არ იხილავს სიკვდილს; ხოლო პური, რომელიც მე მივცე ადამიანებს, ჩემი სისხლი და ჩემი ხორცია, ანუ უფალი ამას ამბობს უკვე წმინდა ზიარების შესახებ. ის, ვინც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ჭამს, ეზიარება, საუკუნოდ დაიმკვიდრებს უფალთან. რა თქმა უნდა, იუდამაც მიიღო ზიარება, მაგრამ მან ეს სასჯელად მიიღო, ასე ყველა, ვინც უფალს სიყვარულით და სარწმუნოებით არ მიეახლება, ისევე იღებს წმინდა ზიარებას, როგორც იუდამ მიიღო, - დასასჯელად, ხოლო ვინც უფალს სიყვარულით და სარწმუნოებით მიეახლება, ის საუკუნო სიცოცხლის დასამკვიდრებლად იღებს მაცხოვრის სისხლსა და ხორცს, ზიარებას.

- ვიდრე ამ სწავლების დანარჩენ მუხლებზე ვისაუბრებთ, იქნებ რამდენიმე სიტყით შევაჯამოთ, რა არის იმ მუხლებში გადმოცემული სწავლების არსი, რომლის შესახებაც უკვე ვისაუბრეთ, რა არის გადმოცემული ამ სწავლებაში, რატომ აძლევს მაცხოვარი ადამიანებს ამ სწავლებას?

- როგორც ვიცით, უფალმა ეს ადამიანები წინა დღეს სასწაულებრივად დააპურა მცირედი პურით. უფალმა წინდაწინ უწყოდა, რას მოიმოქმედებენ მეორე დღეს ეს ადამიანები, და უკვე ნელ-ნელა განამზადებს სწავლების მისაცემად და მეორე დღეს უკვე ეუბნება, რომ ის პური, რაც ეგვიპტიდან გამოსვლისას ჭამეს თქვენმა წინაპრებმა, მამამ მოგცათ, ანუ განუცხადებს წმინდა სამების საიდუმლოს შესახებ და ეუბნება თუ მამამ მისცა, მაშინ ძემაც მისცა, ანუ ეს ჩემი მოცემულია, აგერ გუშინ ასეთი სასწაული განახეთ, უმეტესი იმ სასწაულზე, რაც უდაბნოში ნახეთ და მიხვდით, რომ ეს ღვთისგან იყოო. შემდეგ ეუბნება მათ, რომ ის პური მე ვარ, მე ვარ ზეციდან გარდამოსული პური და ვინც ამ პურს შეჭამს, საუკუნოდ დაიმკვიდრებს უფალთან, ანუ აძლევს სწავლებას წმინდა ზიარების შესახებ. სწორედ პურის გაბევრების ორი უდიდესი სასწაულის შემდეგ აძლევს უფალი ადამიანებს სწავლებას წმინდა ზიარების შესახებ და ეუბნება, რომ ვისაც უნდა ჩემთან ერთად დამკვიდრება, ჩემი წმინდა სისხლი და ხორცი უნდა მიიღოს, ანუ უფალმა სახარებაში ადამიანებს პირველად სწორედ აქ განუცხადა წმინდა ზიარების შესახებ და განამზადებს მათ წმინდა ზიარების სწავლების მისაღებად.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2015
დიდ ხუთშაბათს საღამოს სახარებებიდან ის 12 ადგილი იკითხება, რომლებიც მაცხოვრის ვნებაზე გვიამბობს.
29.11.2014
ახალი აღთქმის წიგნებში, რიგის მიხედვით, პირველი მათეს სახარებაა.
19.12.2013
სიმდიდრის სწორად გამოყენებაზე და მდიდრების მიერ ღარიბებისადმი დახმარების გაწევაზე თქვა იესომ იგავი მდიდარ კაცსა და ღარიბ ლაზარეზე:
19.12.2013
ამჯერად ორ სახარებისეულ მონაკვეთზე - "ტაძრის ხარკის სასწაულებრივ გადახდასა" და "ცათა სასუფეველში უპირატესობის" შესახებ ვისაუბრებთ.
05.12.2013
ამჯერად სახარების იმ მონაკვეთზე ვისაუბრებთ, სადაც მაცხოვარი მესამედ წინასწარმეტყველებს თავის ჯვარცმასა და აღდგომას.
21.11.2013
განვაგრძობთ "კარიბჭის" წინა ნომერში დაწყებულ საუბარს იოანეს სახარებაში გადმოცემული სწავლების შესახებ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
24.10.2013
ამჯერად უფლის მიერ აღსრულებულ კიდევ ერთ სასწაულზე, მთვარეულის განკურნებაზე ვისაუბრებთ, რომელიც უფალმა ფილიპეს კესარიის მხარეში აღასრულა...
10.10.2013
როგორც ლუკა მახარებელი მოგვითხრობს, მიწიერი მოღვაწეობის და ქადაგების პერიოდში მაცხოვარს ემოწაფებოდნენ
26.09.2013
ამჯერად მაცხოვრის მიერ მიცვალებულის მკვდრეთით აღდგინების ერთ-ერთ სასწაულზე - ქვრივის ვაჟის გაცოცხლებაზე ვისაუბრებთ
12.09.2013
ამჯერდ მაცხოვრის მიერ გალილეის კანაში აღსრულებულ პირველ სასწაულზე ვისაუბრებთ...
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat