როგორ შეიძლებოდა ადამიანი ჯვარზე ცმულიყო, მომკვდარიყო და მესამე დღეს აღმდგარიყო
როგორ შეიძლებოდა ადამიანი ჯვარზე ცმულიყო, მომკვდარიყო და მესამე დღეს აღმდგარიყო
ამჯერად სახარების იმ მონაკვეთზე ვისაუბრებთ, სადაც მაცხოვარი მესამედ წინასწარმეტყველებს თავის ჯვარცმასა და აღდგომას. ეს მაცხოვრის ფერისცვალებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ ხდება...

არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):


მესამე წინასწარმეტყველება ვნებისა და აღდგომის შესახებ
"წამოვიდა იქიდან იესო, გალილეა გაიარა და არ უნდოდა ვინმეს გაეგო, რა მოიმოქმედა; ვინაიდან ასწავლიდა თავის მოწაფეებს და უთხრა მათ: ყურად იღეთ ეს სიტყვები: ძე კაცისა მიეცემა კაცთა ხელში, მოკლავენ მას და მესამე დღეს აღდგება მკვდრეთით, მაგრამ მათ ვერ გაიგეს ეს სიტყვა და დაფარული დარჩა მათთვის; ასე რომ, ვერაფერს მიხვდნენ; იმისა კი შეეშინდათ, რომ ეკითხათ, თუ რას ნიშნავდა ეს" (მათე 17, 22-23; მარკოზი 9, 30-32; ლუკა 9, 43-45)

ეს ხდება მაცხოვრის ფერისცვალების შემდგომ. ფერისცვალების შემდეგ უფალი მთელ გალილეაში ქადაგებდა, სწორედ ამ პერიოდში ეუბნება მოწაფეებს, რომ იუდეველები გასცემენ მას, ჯვარს აცვამენ და მესამე დღეს აღდგება. იმის შესახებ, რომ მესამე დღეს აღდგებოდა, ფერიცვალებისასაც უთხრა უფალმა თაბორის მთაზე მასთან ერთად მყოფ სამ მოციქულს, თან გააფრთხილა, რაც იხილეთ, არავის უთხრათ, ვიდრე ძე კაცისაი აღდგესო. ამ დროს კი ყველა მოციქულს ეუბნება, - ძე კაცისაი იუდეველთაგან გაეცემა, ჯვარს ეცმება და მესამე დღეს აღდგება, ანუ უკვე კონკრეტულად ეუბნება, როგორ მოხდება ეს ყველაფერი, მიუხედავად ამისა, არა მარტო ხალხი, მოციქულებიც კი "უმეცარ იყვნენ სიტყვისა ამის" - ვერ იგებდნენ, როგორ უნდა მომხდარიყო ეს ყველაფერი, როგორ შეიძლებოდა ადამიანი ჯვარზე ცმულიყო, მომკვდარიყო და მესამე დღეს აღმდგარიყო. ძველ აღთქმაში ხდებოდა წინასწარმეტყველთაგან მკვდრეთით აღდგინების სასწაულები, მაგრამ უფალი აქ არ ამბობს, რომ მე ვინმე აღმადგენსო, არამედ ამბობს, - "აღდგეს", ანუ თავად აღვდგებიო, სწორედ ამ საიდუმლოს ვერ სწვდებოდნენ მოციქულები, თუ მოკვდებოდა თავის თავს როგორღა აღადგენდა. როგორი სიწმინდეც უნდა ჰქონდეს ადამიანს, რა თქმა უნდა, არამც და არამც არ შეუძლია სიკვდილის შემდეგ თვითონ აღადგინოს თავი. უფალი აქ სწორედ იმას ასწავლის მოციქულებს, თავიდან რა თქმა უნდა, დაფარულად, რომ მათი მოძღვარი არ არის უბრალო კაცი, არამედ განკაცებული ღმერთი, სწორედ ღმრთაება აღადგენს ხორცს, თორემ თავად ადამიანს არ შეუძლია სიკვდილის შემდეგ საკუთარი თავი აღადგინოს. კიდევ ვიმეორებ, - მაცხოვარი აქ დაფარულად განუცხადებს თავის მოციქულებს, რომ ის არის სრულყოფილი ღმერთი და სრულყოფილი კაცი და ამის გამო ძალუძს, რომ თავადვე აღიდგინოს თავი.

- თუკი მოციქულები ამ პერიოდში ვერ სწვდებოდნენ მაცხოვრის ნათქვამს, რატომღა იყო საჭირო მათთვის ამ ყველაფრის სწავლება, ამ საიდუმლოს განცხადება?

- მოციქულები ამ პერიოდში ვერ მიიღებდნენ, რადგან მათი გონება არ იყო ღვთისმეტყველების სიმაღლეებზე ასული, მაგრამ მაინც ეუბნებოდა იმიტომ, რომ ამ ყველაფრის აღსრულების მერე მათ აზრებში დარჩენილი სწავლებები, ქადაგებები, ის სასწაულები, რაც მაცხოვარმა იქადაგა და აღასრულა, უკვე ამოტივტივებულიყო მათ გონებაში, რათა უფრო ადვილად მიეღოთ ქრისტეს სწავლება და უფრო გულმოდგინედ შესდგომოდნენ ღვთის სიტყვის ქადაგებას. თუ უფალი მანამდე არ ეტყოდა ამას მოციქულებს, რა თქმა უნდა, შემდეგ თავად აღდგომილი მაცხოვარიც რომ ენახათ, იფიქრებდნენ, მოჩვენება ვიხილეთო. მართალია, იმ დროს მოციქულები ვერ იგებდნენ, ვერც წარმოედგინათ, ეს როგორ შეიძლება მომხდარიყო, მაგრამ რა ნახეს აღდგომილი მაცხოვარი, მიხვდნენ, რომ ეს ყველაფერი ჭეშმარიტებაა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2015
დიდ ხუთშაბათს საღამოს სახარებებიდან ის 12 ადგილი იკითხება, რომლებიც მაცხოვრის ვნებაზე გვიამბობს.
29.11.2014
ახალი აღთქმის წიგნებში, რიგის მიხედვით, პირველი მათეს სახარებაა.
19.12.2013
სიმდიდრის სწორად გამოყენებაზე და მდიდრების მიერ ღარიბებისადმი დახმარების გაწევაზე თქვა იესომ იგავი მდიდარ კაცსა და ღარიბ ლაზარეზე:
19.12.2013
ამჯერად ორ სახარებისეულ მონაკვეთზე - "ტაძრის ხარკის სასწაულებრივ გადახდასა" და "ცათა სასუფეველში უპირატესობის" შესახებ ვისაუბრებთ.
21.11.2013
განვაგრძობთ "კარიბჭის" წინა ნომერში დაწყებულ საუბარს იოანეს სახარებაში გადმოცემული სწავლების შესახებ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
07.11.2013
ამჯერად იოანეს სახარებაში გადმოცემულ მაცხოვრის სწავლებაზე ვისაუბრებთ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
24.10.2013
ამჯერად უფლის მიერ აღსრულებულ კიდევ ერთ სასწაულზე, მთვარეულის განკურნებაზე ვისაუბრებთ, რომელიც უფალმა ფილიპეს კესარიის მხარეში აღასრულა...
10.10.2013
როგორც ლუკა მახარებელი მოგვითხრობს, მიწიერი მოღვაწეობის და ქადაგების პერიოდში მაცხოვარს ემოწაფებოდნენ
26.09.2013
ამჯერად მაცხოვრის მიერ მიცვალებულის მკვდრეთით აღდგინების ერთ-ერთ სასწაულზე - ქვრივის ვაჟის გაცოცხლებაზე ვისაუბრებთ
12.09.2013
ამჯერდ მაცხოვრის მიერ გალილეის კანაში აღსრულებულ პირველ სასწაულზე ვისაუბრებთ...
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat