უფალი ყველას გულის კარზე აკაკუნებს, მაგრამ ადამიანმა უნდა მიიღოს გულში უფალი
უფალი ყველას გულის კარზე აკაკუნებს, მაგრამ ადამიანმა უნდა მიიღოს გულში უფალი
განვაგრძობთ "კარიბჭის" წინა ნომერში დაწყებულ საუბარს იოანეს სახარებაში გადმოცემული სწავლების შესახებ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა". ეს სწავლება მაცხოვარმა იუდეველებს მისცა ხუთი ათასი და ოთხი ათასი კაცის მცირედი პურითა და თევზით სასწაულებრივად დაპურების შემდეგ...

არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):


როდესაც იუდეველებმა მაცხოვრის სიტყვები, მაცხოვრის სწავლება მოისმინეს ზიარებასთან დაკავშირებით, როგორც იოანე მახარებელი გადმოგვცემს: " ილავიდენ ურთიერთას ჰურიანი იგი და იტყოდეს: ვითარმე ესე ხელ-ეწიფების ამას მოცემად ჩუენდა ხორცი თვისი ჭამად?" - უფალმა იუდეველებს მისცა სულიერი სწავლება ზიარებასთან დაკავშირებით, აუხსნა, რა იყო ზიარება, რას გულისხმობდა ქრისტეს ხორცი ჭამა, მიუხედავად ამისა, აქ ნათლად ჩანს, რომ როგორ მიწიერად აზროვნებენ ებრაელები და ვერ იგებდენ მაცხოვრის ნათქვამს. ამიტომაც იტყოდნენ ერთმანეთში, როგორ შეუძლია ამას თავისი ხორცი მოგვცეს საჭმელადო.

იესო კი მათ საპასუხოდ წარმოთქვამს: "ამინ ამინ გეტვი თქუენ: უკეთუ არა სჭამოთ ხორცი ძისა კაცისაი და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხორებაი თავსა შორის თვისსა" - მაცხოვარი კიდევ ერთხელ ეუბნება მათ იმას, რაც მანამდე უთხრა, თან წარმოთქვამს "ამინ ამინ", - ერთსა და იმავე სიტყვას აქ ორჯერ ამბობს, რათა უფრო მეტად ჩასწვდეს მათ გულებს ღვთის სიტყვა, შემდეგ აგრძელებს: თუ ძე კაცისას ხორცს არ შეჭამთ და სისხლს არ მიიღებთ, სასუფეველში ვერ დაიმკვიდრებთ საუკუნო სიცოცხლეს ვერ მოიპოვებთო. მართლაც, ვიცით, რომ თუ ადამიანი არ იღებს ქრისტეს პატიოსან ხორცს და სისხლს, ცათა სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, - ქრისტიანობის გარეშე, ქრისტიანული ნათლისღების გარეშე, ქრისტიანული აღსარების, ქრისტიანული ზიარების - ქრისტეს წმინდა სისხლისა და ხორცის მიღების გარეშე არავის ძალუძს სასუფევლის დამკვიდრება.

"ხოლო რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხორებაი საუკუნოი, და მე აღვადგინო იგი უკანასკნელსა მას დღესა", მაცხოვარი კვლავ ბრძანებს: - ვინც ჩემს სისხლსა და ხორცს მიიღებს, მათ დაიმკვიდრონ ცათა სასუფეველი, ხოლო მე აღვადგინო ისინი "უკანასკნელსა მას დღესა", - მეორედ მოსვლის ჟამს. რა თქმა უნდა, უფლის მეორედ მოსვლის ჟამს ყველა ადამიანი აღდგება, მაგრამ ერთნი აღდგებიან საუკუნო ნეტარებისთვის, მეორენი - საუკუნო სატანჯველისთვის. უფალი აქ ბრძანებს: - საუკუნო ნეტარებისთვის აღვადგინოო, მაგრამ არ იგულისხმება, რომ სხვები არ აღდგებიან.

"რამეთუ ხორცი ჩემი ჭეშმარიტი საჭმელი არს, და სისხლი ჩემი ჭეშმარიტი სასუმელი არს" - რა თქმა უნდა, ღვთის ხორცი და სისხლი არის ჭეშმარიტი სასმელი და საჭმელი. თუ ჩვენ მიწიერად საზრდელს და სასმელს ვიღებთ ჩვენი ფიზიკური სხეულის გასაძლიერებლად, ქრისტეს ჭეშმარიტი სისხლი და ხორცი განაძლიერებს ადამიანის სულს, ეს არის სულის საზრდელი. ჭეშმარიტი საზრდელი და სასმელი არის ის, რაც სულისთვის არის საჭირო და არა ის, რაც ხორცისთვის.

"და რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემ თანა დადგომილ არს, და მე მის თანა" - უფალი ბრძანებს, - ვინც ჩემს სისხლს და ხორცს ჭამს, ის ჩემთანაა სამარადისოდ და მე მასთანო.

"ვითარცა მომავლინა მე ცხოველმან მამამან, და მეცა ცხოველ ვარ მამისა თანა; და რომელი ჭამდეს ჩემგან, იგიცა ცხონდეს ჩემ მიერ; რამეთუ ესე არს პური, რომელი ზეცით გარდამოხდა. არა ეგრეთ, ვითარ იგი ჭამეს მამათა თქუენთა მანანაი და მოწყდეს. ხოლო რომელი ჭამდეს ამას პურსა, ცხონდეს უკუნისამდე" - კიდევ ერთხელ ეუბნება მაცხოვარი იუდეველებს, - მე ვარ ძე, თუ თქვენ მამა იცით, მაშინ მეც უნდა მიცნობდეთ, თუ მამაჩემი არის ცხოველი, ცოცხალი ღმერთი, მეც მისგან მოვლენილი ვარ, ე.ი. მეც ღმერთი ვარ და თუ თქვენ არ იღებთ ჩემგან მოცემულ სწავლებას, მე არ მღებულობთ, მაშინ თქვენ არა მარტო მე, არამედ მამასაც განუდგებით. თქვენ რომ ამბობთ, მამას ვცემთ თაყვანსო, ეს სიცრუეა, თორემ მეც მიმიღებდით, რადგან მამამ მომავლინა - მამა ჭეშმარიტია, რადგან მან მომავლინა, მეც ჭეშმარიტი ვარ და ის, ვინც ჩემს სისხლს და ხორცს მიიღებს, ცხონდნენ და სამარადისოდ იყონ ჩემთანა, თუ ჩემთან იქნებიან, მამასთანაც იქნებიან. ჩემი სისხლი და ხორცი არ არის ისეთი საჭმელი, როგორიც მოსემ მოგცათ უდაბნოში, - მანანა, რომელსაც ებრაელები უდაბნოში ჭამდნენ, ხორცისთვის იყო მიცემული, ამიტომაც ბრძანებს უფალი, - თქვენი მამანი, რომლებიც მანანას ჭამდნენ, ყველანი მოწყდნენ, მათ შორის არავინ დარჩენილა სამარადისოდ ცოცხალი, მაგრამ ის, ვინც ჩემს სისხლსა და ხორცს მიიღებს, სამარადისო სიცოცხლეს მოიპოვებსო.

"ესე თქუა შესაკრებელსა შორის და ასწავლიდა კაპერნაუმს" - ამას იუდეველთა შესაკრებელში, სინაგოგაში უქადაგებდა მაცხოვარი.

"მრავალთა უკუე მოწაფეთა მისთაგანსა ესმა ესე სიტყვაი და იტყოდეს: ფიცხელ არს სიტყვაი ესე; ვის ხელეწიფების სმენად მისა?" - არა მარტო იუდეველებმა ვერ გაიგეს მაცხოვრის სიტყვები, ვინც თავიანთ თავს ქრისტეს მოწაფეებად თვლიდნენ, მათ შორისაც კი ბევრმა თქვა - ფიცხელი, შეუძლებელია ამ სწავლების მიღება, შეუძლებელია იმის ქმნა, რასაც ქრისტე გვეუბნებაო, რადგან ისინიც, ისევე როგორც იუდეველები, მიწიერები იყვნენ და ვერ ჩასწვდნენ ამ სწავლების ჭეშმარიტ არსს.

"იცოდა იესო თავით თვისით, რამეთუ დრტვინვენ მოწაფენი მისნი ამისათვის, და რქუა მათ: ესე დაგაბრკოლებსა თქუენ? უკუეთუ იხილოთ ძე კაცისა აღმავალი, სადაცა იყო პირველ?" - მიუხედავად იმისა, რომ ქრისტეს მოწაფეები ხმამაღლა არ გამოხატავდნენ თავიანთ აზრებს, მაცხოვარმა, რა თქმა უნდა, უწყოდა მათი ფიქრები, რადგან ის იყო ჭეშმარიტი ღმერთი, რომელმაც თითოეული კაცის ფიქრი და აზრი უწყის და ეუბნება მათ: ეს გაბრკოლებთ, რასაც მე გეუბნებით და მაშინ რას იზამთ, ძე კაცისას ზეცად აღმავალს რომ იხილავთო. აქ იგულისხმება: მაცხოვარს, ძე ღვთისას, ჯვარზე გაკრულს, ხორციელად ჯვარცმულს და ხორციელად მკვდარს რომ იხილავთ, მაშინ რას იზამთ? თუ ახლა არ გაძლიერდით, თუ ეს სიტყვები დაგაბრკოლებთ, მაშინ უფრო მეტად დაბრკოლდებითო. ვიცით, რომ უფალს უამრავი ადამიანი უსმენდა და უამრავმა ადამიანმა მიიღო თითქოს მისი სწავლება, მაგრამ უფლის ჯვარცმის დროს, გარდა იოანე ღვთისმეტყველის, ყოვლადწმინდა ქალწულისა და მენელსაცხებლე დედებისა, უფლის მოწაფეებიც კი არ იმყოფებოდნენ კვარცხლბეკთან, მაცხოვრის გვერდით. ჯვარცმიდან ორმოცდამეათე დღეს, როცა სულიწმიდა გარდამოვიდა ქრისტეს მოციქულებზე, მხოლოდ 120 კაცი იყო იქ შეკრებილი, სულ 120 კაცი იყო ქრისტეს მიმდევარი, ამის შემდეგ დაიწყო გამრავლება ქრისტიანობამ.

საიდუმლო სერობა

"სული არს განმაცხოველებელ, ხოლო ხორცი არად სარგებელ არიან, სიტყუათა რომელთა გეტყვი თქუენ, სულ არიან და ცხორება" - უფალი უკვე პირდაპირ ეუბნება მოწაფეებს, რომ ხორცი არავითარი სარგებლის მომტანი არ არის, მთავარი სულია და რასაც მე გეუბნებით, "სულ არიან და ცხოვრება", ანუ მე სულიერ ცხოვრებას გაძლევთ, პირდაპირ, მიწიერად ნუ ფიქრობთ, აღამაღლეთ თქვენი გონება მიწიერზე და მაშინ გაიგებთ ჩემს სწავლებასო.

"არამედ არიან ვინმე თქვენგანნი რომელთა არა ჰრწამს, რამეთუ იცოდა იესო პირველითგან, თუ ვინ არიან იგინი, რომელთა არა ჰრწამს, ანუ ვინ არის მიმცემელი მისი" - მაგრამ თქვენს შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც არ სწამთო, ეუბნება მაცხოვარი მოწაფეებს, მოციქული კი დაამატებს და გვეუბნება, - მაცხოვარმა თავიდანვე იცოდა, ვინ იყო მიმცემელი, მისი გამცემიო. მიუხედავად იმისა, რომ უფალმა იუდა მიიღო თავის მოწაფეებში, თორმეტ რჩეულ მოციქულთა შორისაც კი გამოარჩია, წინდაწინ უწყოდა, რომ სწორედ იუდა იყო ის, ვინც მას გასცემდა.

"და ეტყოდა: ამისთვის გარქუ თქუენ: ვერვის ხელეწიფების მოსლვად ჩემდა, უკუეთუ არა არს მოცემულ მისა მოცემულ მისა მამასაგან ჩემისა" - უფალი კვლავ ეუბნება მოწაფეებს, - ჩემთან რადგან მოხვედით ნუ გგონათ, რომ ჩემთთან ხართ, თუ ადამიანისთვის ღვთისგან არ არის მიცემული, რომ ჩემთან იყოს, ის ჩემთან ვერ იქნება. ღვთისგან მიცემა რას ნიშნავს? - თუ ადამიანს გული არ აქვს გახსნილი ღვთისთვის, უფალი არ არის ადამიანის გულში შესული, ღვთის მცნებებით ვერ იცხოვრებს, ეს არ ნიშნავს უფალი თითქოს ვიღაცებს გამოარჩევს ცხონებისთვის და ვიღაცებს არა, უფალი ყველას გულის კარზე აკაკუნებს, მაგრამ თვითონ ადამიანმა უნდა გაუღოს გულისკარი და მიიღოს თავის გულში უფალი.

"ამის გამო მრავალნი მოწაფეთა მისთაგანი უკუნიქცენ და არღარა ვიდოდენ მის თანა" - ამის შემდეგ მრავალმა დაუტევა ქრისტე და წავიდა, აღარ დადიოდა მასთან.

"თქვა იესო ათორმეტთა მათ: ნუუკუე თქუენცა გნებავს წარსვლის? მოუგო სიმონ-პეტრე და ჰრქუა: უფალო ვისა მივიდეთ ჩუენ? რამეთუ სიტყუანი ცხორებისა საუკუნოისანი გქონან შენ" - რადგან ბევრმა დაუტევა ქრისტე, ამის შემდეგ უფალი ეუბნება რჩეულ მოციქულებს, თქვენც ხომ არ გინდათ წასვლაო, პეტრე კი მიუგებს: უფალო, საუკუნო ცხოვრების სიტყვები შენთანაა და სად უნდა წავიდეთო, ნახეთ უკვე, როგორ არიან აღმაღლებული მოციქულები სხვა ადამიანებთან შედარებით, რა თქმა უნდა, ისინი ჯერ კიდევ ვერ იგებენ მთელი სრულყოფილებით ღვთის სიტყვას, მაგრამ მათი გონება უკვე აღმაღლებულია მიწიერზე, რომ ეუბნებიან, - შენი სიტყვები საუკუნო ცხოვნებააო, ანუ მოციქულები მაცხოვრის სიტყვას უკვე სულიერად იგებენ და არა მიწიერად.

"და ჩვენ გურწმენა და გვიცნობიეს, რამეთუ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაი" - შემდეგ პეტრე ეუბნება მაცხოვარს, - ჩვენ გვწამს და ვიცით, რომ შენ ხარ ის, ვინც უნდა მოვიდეს ადამიანთა მხსნელად, ვინც ადამიანთა გულებს გამოიხსნისო, ე.ი. უკვე მოციქულების აზრი ამაღლებულია იქამდე, რომ მესიას, ქრისტეს, მხსნელს უყურებენ სულიერად და არა ისე, როგორც იუდეველები ფიქრობდნენ, რომ მოვიდოდა მესია, რომელიც გახდებოდა მათი მეფე და ისრაელის ერს გაათავისუფლებდა ხორციელი მტრებისაგან. ისინი ხვდებოდნენ, რომ ქრისტე, მესია არის ის, ვინც არა ხორციელად გამოიხსნის ადამიანებს მონობისგან, არამედ სულიერად გამოიხსნის კაცთა სულებს.

"მიუგო იესო და ჰრქუა მათ: არა-მე ათორმეტნი გამოგირჩიენა? და ერთი თქუენთაგანი ეშმაკი არს; ხოლო იტყოდა იუდას სვიმონისსა, ისკარიოტელსა, რომელი იყო ერთი ათორმეტთთაგანი, რამეთუ ამას ეგულებოდა მიცემაი მისი" - უფალი არასოდეს დაცხრება იმისათვის, რომ ადამიანი აცხოვნოს, იუდას მიმართაც აქაც და ყოველთვის ცდილობს მისი სულის გადარჩენას, მის სულს შეეწიოს და გამოიხსნას, ამიტომაც ყოველთვის ამხილებს ხან ტკბილად, ხანაც პირდაპირ. განა თორმეტივე მე არ გამოგირჩიეთ? მაგრამ ერთი თქვენგანი გამცემთ მე, - ეუბნება უფალი მოციქულებს, იოანე მოციქული ამბობს, ამას - წინდაწინ იტყოდა იუდასთვისო. შემდგომში, როდესაც იუდამ გასცა მაცხოვარი, ყველა მიხვდა, რომ მასზე იყო ნათქვამი, თუმცა უფალი ამ სიტყვებს ამბობს არა მხოლოდ იუდასთვის, რათა მას შეეწიოს, დააფიქროს და იხსნას, არამედ იმისთვისაც, რომ შემდეგ მოციქულებს და ქრისტეს მიმდევრებს არ ეფიქრათ, როგორ მიიღო თორმეტ მოციქულთა შორის ის, ვინც მისი გამცემი იყო, ნუთუ მან არ იცოდა, რომ იუდა მისი გამცემი იქნებოდა? ამიტომაც უფალი თავიდანვე ამბობს, - ერთი თქვენგანი გამცემს მეო, უფალმა იცოდა, რომ იუდა გასცემდა მას, მიუხედავად ამისა, ზრუნვას არ აკლებდა, რომ გამოეხსნა იმ საშინელი ცოდვისგან, რასაც ქრისტეს გაცემა და უარყოფა ჰქვია.

- უფალმა იმ პერიოდში უამრავი ადამიანის მიმართ წარმოთქვა ეს სწავლება, იქ შეკრებილი ადამიანებიც უფლის სასწაულის ხილვის შემდეგ მივიდენ მის მოსასმენად, მაგრამ შემდგომში აღმოჩნდება, რომ ძალიან ცოტას გულებამდე მიაღწია მაცხოვრის სწავლებამ, ბევრმა არ მიიღო მაცხოვარი, საინტერესოა, რატომ იყო საჭირო მათთვის ამ სწავლების განცხადება...

- აქ არის მეორე მომენტი, ეს ყველაფერი საჭირო იყო მათი სულების მოსამზადებლად. შემდგომში, როდესაც სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ მოციქულებმა დაიწყეს ქადაგება, უამრავი იუდეველი გაქრისტიანდა, ვიცით, რომ მარტო პირველ დღეს, პეტრე მოციქულის ქადაგებით, 5000 კაცი მოექცა, ამ ადამიანთა უმეტესობას ქრისტეს სასწაულები საკუთარი თვალით ჰქონდა ნანახი და ქრისტეს სწავლება, ქრისტეს სიტყვები, ქრისტეს ქადაგებები ჰქონდა მოსმენილი. როდესაც მაცხოვარი ჯვარს ეცვა, აღდგა და მოციქულებმა ქადაგება დაიწყეს, ადამიანებს ახსენდებოდათ ყველაფერი, რასაც მაცხოვარი ამბობდა, ქადაგებდა, რა სასწაულებსაც იქმოდა, რაც საკუთარ თავზე იწინასწარმეტყველა და უკვე უფრო ადვილად იღებდნენ ღვთის სიტყვას და ექცეოდნენ ღვთისკენ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2015
დიდ ხუთშაბათს საღამოს სახარებებიდან ის 12 ადგილი იკითხება, რომლებიც მაცხოვრის ვნებაზე გვიამბობს.
29.11.2014
ახალი აღთქმის წიგნებში, რიგის მიხედვით, პირველი მათეს სახარებაა.
19.12.2013
სიმდიდრის სწორად გამოყენებაზე და მდიდრების მიერ ღარიბებისადმი დახმარების გაწევაზე თქვა იესომ იგავი მდიდარ კაცსა და ღარიბ ლაზარეზე:
19.12.2013
ამჯერად ორ სახარებისეულ მონაკვეთზე - "ტაძრის ხარკის სასწაულებრივ გადახდასა" და "ცათა სასუფეველში უპირატესობის" შესახებ ვისაუბრებთ.
05.12.2013
ამჯერად სახარების იმ მონაკვეთზე ვისაუბრებთ, სადაც მაცხოვარი მესამედ წინასწარმეტყველებს თავის ჯვარცმასა და აღდგომას.
07.11.2013
ამჯერად იოანეს სახარებაში გადმოცემულ მაცხოვრის სწავლებაზე ვისაუბრებთ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
24.10.2013
ამჯერად უფლის მიერ აღსრულებულ კიდევ ერთ სასწაულზე, მთვარეულის განკურნებაზე ვისაუბრებთ, რომელიც უფალმა ფილიპეს კესარიის მხარეში აღასრულა...
10.10.2013
როგორც ლუკა მახარებელი მოგვითხრობს, მიწიერი მოღვაწეობის და ქადაგების პერიოდში მაცხოვარს ემოწაფებოდნენ
26.09.2013
ამჯერად მაცხოვრის მიერ მიცვალებულის მკვდრეთით აღდგინების ერთ-ერთ სასწაულზე - ქვრივის ვაჟის გაცოცხლებაზე ვისაუბრებთ
12.09.2013
ამჯერდ მაცხოვრის მიერ გალილეის კანაში აღსრულებულ პირველ სასწაულზე ვისაუბრებთ...
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat