მწუხარების ჟამს დედათა ბუნება უფრო მტკიცეა
მწუხარების ჟამს დედათა ბუნება უფრო მტკიცეა
როგორც ლუკა მახარებელი მოგვითხრობს, მიწიერი მოღვაწეობის და ქადაგების პერიოდში მაცხოვარს ემოწაფებოდნენ და თან დაჰყვებოდნენ დედებიც, რომლებიც თავიანთი სიმდაბლით და შრომით მსახურებდნენ მას. მათ ეკლესია მენელსაცხებლე დედებადაც იხსენიებს. ამჯერად სწორედ მენელსაცხებლე დედებზე ვისაუბრებთ...

არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):

"მაცხოვარი დადიოდა ქალაქებსა და სოფლებში, ქადაგებდა და ახარებდა ღმერთის სასუფეველს, და იყვნენ მასთან თორმეტნი და რამდენიმე ქალი, რომლებიც უკეთურ სულთა და სალმობათაგან განეკურნა: მარიამი, მაგდალელად წოდებული, ვისგანაც გამოსულიყო შვიდი ეშმაკი; იოანა, ჰეროდეს ეზოსმოძღვრის, ქუზას ცოლი, სუსანა და სხვა მრავალნიც, რომლებიც თავიანთი სიმდაბლით ემსახურებოდნენ მას" (ლუკა 8, 1-3)

- მაცხოვარს უამრავი მოწაფე ჰყავდა, რომელთა წინაშეც უფალმა სასწაულები აღასრულა, ამის შემდეგ ისინი განუწყვეტლივ დაჰყვებოდნენ მაცხოვარს, მათ შორის იყვენენ დედებიც, რომლებიც როგორც სახარება მოგვითხრობს, თავიანთი სიმდაბლით და შრომით ემსახურებოდნენ უფალს, მათ შორის იყო მარიამ მაგდალინელი. ამ ადამიანების უმეტესობამ საკუთარ თავზე განიცადა უფლის მიერ აღსრულებული სასწაული. ის მენელსაცხებლე დედები, რომლებიც შემდეგ მაცხოვრის საფლავზე მივიდნენ, რათა მისი გვამი ნელსაცხებლით შეემურათ, უკვე არა თავად ჯვარცმის პერიოდში შეიკრიბნენ ქრისტეს გარშემო, არამედ მანამდე, ქრისტეს მოღვაწეობის პერიოდში უმეტესი ხანი მაცხოვართან იყვნენ განუშორებელად, მაცხოვრის სასწაულების უმეტესობა თავიანთი თვალით ჰქონდათ ნანახი და მაცხოვრის სწავლებები თავად მაცხოვრისაგან ჰქონდათ მოსმენილი.

- მაცხოვრის ჯვარცმის მომენტში უფლის მოწაფე დედებში გაცილებით მტკიცე სარწმუნოება ჩანს, ვიდრე მოციქულებში. რა იყო ამის მიზეზი?

- დედაკაცის ბუნება სხვაა და მამაკაცის ბუნება სხვა. როდესაც ჯვარცმისა და მკვდრეთით აღდგომის შემდეგ უფალი მოციქულებს ეცხადება, მიმართავს მათ: "მშვიდობა თქვენ თანა". წმინდა მამები სახარების ამ ადგილზე საუბრისას ბრძანებენ, - უფალი ასე დაჟინებით იმის გამო ეუბნება მოციქულებს "მშვიდობა თქვენ თანა", რადგან იყვნენ რა მოციქულები მამაკაცები, მათი გული შურისძიების სურვილით იყო აღვსილი თავიანთი მასწავლებლისა და მოძღვრის ჯვარცმით დასჯის გამო, ამიტომაც მშვიდობას აძლევს, მოუწოდებს რათა დაშვიდდნენ და აკეთონ ის, რაც მათ მაცხოვარმა დაავალა, თავიანთი ერთგულება გამოამჟღავნონ იმით, რომ მაცხოვრის სწავლება გაავრცელონ და არა იმით, რომ შური იძიონ მისი სიკვდილისთვის. დედები კი იდგნენ მაცხოვრის ჯვართან სწორედ თავიანთი, დედაკაცის ბუნებიდან გამომდინარე, ისინი ამ დროს იმას კი არ ფიქრობდნენ, რომ შური ეძიათ მაცხოვრის ჯვარცმის გამო, რასაც როგორც წმინდა მამები გვეუბნებიან, შესაძლებელია მოციქულები ფიქრობდნენ იმ დროს, მათ უფლის ჯვარცმის დროს შიშიც მეტი ჰქონდათ, თავად იყვნენ უკვე შეთქმულნი, თავად ფიქრობდნენ, რომ შეთქმულიყვნენ იუდეველების წინააღმდეგ და შური ეძიათ, მაგრამ დედები მსგავსს არაფერს ფიქრობდნენ, მათი აზრი იყო მხოლოდ და მხოლოდ მაცხოვარი, მაცხოვრის ჯვარცმა და ამიტომ უფრო თამამად და მტიცედ იდგნენ მაცხოვრის ჯვართან. რა თქმა უნდა, მოციქულების აზრიც მაცხოვარზე იყო კონცენტრირებული, მაგრამ ისინი სხვანაირად ფიქრობდნენ, - მისი სიკვდილის გამო შური ეძიათ, ამ დროს მათი გონება შურისძიების ფიქრითაც იყო მოცული და შეშინებულ-დაბნეულები იყვნენ თავისი აზრების გამო. თანაც ვიცით, რომ განსაცდელის, მწუხარების ჟამს დედათა ბუნება უფრო მტკიცეა, ამასთან მენელსაცხებლე დედები ახლდნენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, ისინი წმინდა ქალწულის მოწაფეებიც იყვნენ, რომელმაც თავად უწყოდა, რა არაბუნებრივი წესით დაიბადა მისი ძე და მისგან აღსრულებული აურაცხელი სასწაულებიც ეხილა, სწორედ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გააერთიანა მენელსაცხებლე დედები უფლის ჯვართან.

- სახარებიდანაც ჩანს, რომ უფლის აღდგომის შემდეგ ქრისტეს 120 მოწაფეს შორის მენელსაცხებლე დედებიც არიან და მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლისას ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ისინიც ქადაგებენ ღვთის სიტყვას, მაგრამ მათ ჰქონდათ მხოლოდ მოციქულებრივი, ანუ მოციქულთა სწორი ღვაწლი...

- უფლის მოციქულები იყვნენ ხელდასხმულნი, მინიჭებული ჰქონდათ მღვდელმთავრებზე ზეაღმატებული უფლება, შეეძლოთ ქორეპისკოპოსთა ერთპიროვნულად ხელდასხმა, მაშინ, როდესაც ეკლესიის სწავლებით ეპისკოპოსად ხელდასხმისთვის აუცილებელია ორი ეპისკოპოსი მაინც. მოციქულები აღასრულებდნენ ხელდასხმას, ნათლობებს, წირვებს და სხვა მსახურებებს, სწორედ იმიტომ არ იწოდება დედათა მოღვაწეობა მოციქულთა მოღვაწეობად, რომ მოციქულობა, ქადაგების გარდა, იყო ხელდასხმულობა ღვთისმსახურებაში, დედები, რა თქმა უნდა, ღვთის სიტყვას ავრცელებდნენ, მაგრამ მათ არ ჰქონდათ სამღვდელო უფლება. თავად ეკლესიაც მოციქულებს უწოდებს არა მარტო მათ, ვინც ღვთის სიტყვის გამავრცელებელია, არამედ მოციქულები არიან ისინი, რომელთაც ღვთის სიტყვის გავრცელებასთან ერთად, აქვს სამღვდელო ხარისხიც.

- უფალს მენელსაცხებლე დედების გარდა სხვა დედაკაცებიც ემსახურებოდნენ ღვთის სიტყვის გავრცელებით თუ სხვა სახის ღვაწლით, თუმცა დედაკაცს არ აქვს ღვთისმსახურებისა და ამბიონიდან ქადაგების უფლება. რატომ?

- დედაკაცს მღვდელმსახურების უფლება არც ძველი აღთქმის პერიოდში ჰქონდა დაAარც ახალი აღთქმის პერიოდში აქვს. ბიბლიის თანახმად, უფალმა ადამი შექმნა სრულყოფილებაში, ანუ ადამი იყო სრულყოფილი ადამიანი, მაგრამ შემდეგ, როგორც ბიბლია გვეუბნება, ადამმა მოიწყინა, უფალმა მისგან გამოიღო ნაწილი და შექმნა დედაკაცი, ამდენად უფალს დედაკაცი არ შეუქმნია სრულყოფილებაში, სრულყოფილი იყო ადამი. ბუნებით მამაკაციც და დედაკაციც არის სრულყოფილი, მაგრამ დედაკაცი არის მამაკაცის ნაწილი, მამაკაცის ნაწილისგან შეიქმნა, ამიტომ თავისთავად უპირატესობა დარჩა ადამს, რადგან ევა შეიქმნა ადამისთვის და არა ევასთვის ადამი. ამის გამო მამაკაცი არის წარმმართველი იმ დროიდან, როდესაც უფალმა მცნება მისცა ადამიანებს, - მცნება მისცა არა ადამს და ევას, არამედ ადამს, ხოლო მცნების დარღვევის, ცოდვით დაცემის შემდეგ, უფალი არა ერთად ეკითხება ადამს და ევას, - რა ქენით, იმ ხის ნაყოფი ხომ არ გიჭამიათო, არამედ მხოლოდ ადამს, ადამს სთხოვს პასუხს. აქედან გამომდინარე ღვთისგან სწორედ ადამს ჰქონდა მიცემული ღვთის მსახურების უფლება. მამამაკაცი და დედაკაცი ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდება ღვთის წინაშე, სულიერად როდესაც ადამიანები ამქვეყნიდან გადასახლდებიან ზეციურ სამყოფელში, უკვე მამაკაცს და დედაკაცს შორის არავითარი სხვაობა არ იქნება, ხოლო დედამიწაზე დედაკაცსა და მამაკაცს შორის უპირველესი სხვაობა არის სწორედ ის, რომ მამაკაცს შეუძლია მღვდელმსახურება, დედაკაცს კი არა, რადგან უფალმა მამაკაცი შექმნა სრულყოფილებაში, წარმმართველ ძალად. დედაკაცი შექმნა მამაკაცის შემწედ, დამხმარედ. ის, დედაკაცი, ვინც უფლის მიერ შეიქმნა ადამისთვის, არ შეიძლება იყოს მეკავშირე ადამიანსა და ღმერთს შორის.

- რატომ ეწოდათ მაცხოვრის მოწაფე დედებს მენელსაცხებლე დედები?

- ჯერ ერთი: როდესაც ნიკოდიმოსმა გარდამოხსნა მაცხოვარი, ისინი იქ იყვნენ და მონაწილეობა მიიღეს მაცხოვრის შემურვაში, ასევე იმის გამო, რომ მაცხოვრის დაფვლის შემდეგ მათ იყიდეს ნელსაცხებელი, რათა თავიანთი მოძღვრის სხეულისთვის ეცხოთ - მაცხოვარი ჯვარს აცვეს პარასკევს. რადგან უკვე პარასკევი საღამო იყო, შაბათი დგებოდა, უქმობა იწყებოდა, იუდეველებმა ნაჩქარევად დადეს საფლავად მაცხოვარი, რადგან მეორე დღე იყო შაბათი, უქმე დღე. უფლის მოწაფე დედებმა არაფერი არ გააკეთეს, ხოლო მესამე დღეს, განთიადისას, როდესაც კვირა დღე დადგა და ძველი სჯულის მიხედვით შრომა შეეძლოთ, დედებმა ნელსაცხებელი იყიდეს და მაცხოვრის საფლავისკენ გაემართნენ, რათა მისი სხეულისთვის ნელსაცხებელი ეცხოთ, თუმცა ვიცით, რომ მათ მაცხოვარი უკვე მკვდრეთით აღმდგარი დახვდათ...

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2015
დიდ ხუთშაბათს საღამოს სახარებებიდან ის 12 ადგილი იკითხება, რომლებიც მაცხოვრის ვნებაზე გვიამბობს.
29.11.2014
ახალი აღთქმის წიგნებში, რიგის მიხედვით, პირველი მათეს სახარებაა.
19.12.2013
სიმდიდრის სწორად გამოყენებაზე და მდიდრების მიერ ღარიბებისადმი დახმარების გაწევაზე თქვა იესომ იგავი მდიდარ კაცსა და ღარიბ ლაზარეზე:
19.12.2013
ამჯერად ორ სახარებისეულ მონაკვეთზე - "ტაძრის ხარკის სასწაულებრივ გადახდასა" და "ცათა სასუფეველში უპირატესობის" შესახებ ვისაუბრებთ.
05.12.2013
ამჯერად სახარების იმ მონაკვეთზე ვისაუბრებთ, სადაც მაცხოვარი მესამედ წინასწარმეტყველებს თავის ჯვარცმასა და აღდგომას.
21.11.2013
განვაგრძობთ "კარიბჭის" წინა ნომერში დაწყებულ საუბარს იოანეს სახარებაში გადმოცემული სწავლების შესახებ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
07.11.2013
ამჯერად იოანეს სახარებაში გადმოცემულ მაცხოვრის სწავლებაზე ვისაუბრებთ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
24.10.2013
ამჯერად უფლის მიერ აღსრულებულ კიდევ ერთ სასწაულზე, მთვარეულის განკურნებაზე ვისაუბრებთ, რომელიც უფალმა ფილიპეს კესარიის მხარეში აღასრულა...
26.09.2013
ამჯერად მაცხოვრის მიერ მიცვალებულის მკვდრეთით აღდგინების ერთ-ერთ სასწაულზე - ქვრივის ვაჟის გაცოცხლებაზე ვისაუბრებთ
12.09.2013
ამჯერდ მაცხოვრის მიერ გალილეის კანაში აღსრულებულ პირველ სასწაულზე ვისაუბრებთ...
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat