მათ წინაშე არა თუ წინასწარმეტყველი, არამედ თავად განკაცებული ღმერთი იყო
მათ წინაშე არა თუ წინასწარმეტყველი, არამედ თავად განკაცებული ღმერთი იყო
ამჯერად მაცხოვრის მიერ მიცვალებულის მკვდრეთით აღდგინების ერთ-ერთ სასწაულზე - ქვრივის ვაჟის გაცოცხლებაზე ვისაუბრებთ , რომელსაც ლუკა მახარებელი მოგვითხრობს:

"მოხდა ისე, რომ იესო წავიდა ქალაქში, რომელსაც ნაინი ჰქვია. თან ახლდნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი. როცა ქალაქის ბჭეს მიუახლოვდა, აჰა, გამოასვენეს მკვდარი, დედისერთა ჭაბუკი, ხოლო დედამისი ქვრივი იყო: და დიდძალი ხალხი მიაცილებდა ქალაქიდან. ქალი რომ დაინახა, უფალს შეებრალა იგი და უთხრა: ნუ სტირი. მივიდა და შეეხო კუბოს. ხოლო ისინი, ვისაც კუბო მიჰქონდა, შედგნენ. და თქვა: ჭაბუკო, შენ გეუბნები, აღდეგ! მკვდარი წამოდგა და დაიწყო საუბარი: და მისცა იგი დედამისს. ყველანი შიშმა მოიცვა, ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: დიდი წინასწარმეტყველი წარმოსდგა ჩვენს შორის, და მოიხილა ღმერთმა თავისი ხალხი" (ლუკა 7,11-16).

არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):

- სახარებაში მაცხოვრის მიერ აღსრულებული მკვდრეთით აღდგინების სამი შემთხვევაა მოთხრობილი, - იაიროსის ქალიშვილის, ნაინელი ქვრივის ვაჟისა და ლაზარესი. როდესაც უფალმა იაიროსის ქალიშვილი აღადგინა, ის ძალიან მცირე ხნის გარდაცვლილი იყო, რაც შეეხება ნაინელი ქვრივის ვაჟს, მას უკვე დასაკრძალად მიასვენებდნენ, ხოლო ლაზარე ოთხი დღის დაფლული იყო, მის სხეულს გახრწნაც კი ჰქონდა დაწყებული.

უფალს თავისი მოღვაწეობის, ქადაგების დაწყებისთანავე არ დაუწყია ისეთი დიდი სასწაულების ქმნა, რასაც მიცვალებულის აღდგინება ჰქვია, რათა ადამიანებისთვის ეს არ ყოფილიყო მოულოდნელი, გაურკვეველი მოვლენა. თუ ადამიანები მცირედით მაინც ვერ ჩასწვდებოდნენ სასწაულის არსს, მაშინ ეს სასწაული არავითარ შედეგს არ გამოიღებდა და მათთვის სასწაულიც არ იყო საჭირო, როგორც ფარისეველთა და სადუკეველთა შემთხვევაში. როდესაც ფარისეველნი და სადუკეველნი უფალს სასწაულს სთხოვენ, უფალი მათთვის სასწაულს არ აღასრულებს, იმის გამო, რომ ისინი სასწაულს ითხოვდნენ სასწაულისთვის, უფალი კი სასწაულებს აღასრულებდა არა უბრალოდ სასწაულისთვის, არამედ იმისათვის, რომ სასწაულს შედეგი გამოეღო. როდესაც სხვა ადამიანები ითხოვდნენ მაცხოვრისგან სასწაულებს, ვთქვათ კურნებას, ისინი ამას არა სასწაულისთვის, სასწაულის სახილველად, არამედ კურნებისთვის ითხოვდნენ, მათ აწუხებდათ თავიანთი მდგომარეობა, - კეთროვანება, დავრდომილობა, სიბრმავე... განკურნება საჭირო იყო თავად ამ ადამიანებისთვისაც და სასწაულებრივი კურნების მხილველთათვისაც, ამიტომაც როდესაც უფალი სასწაულებს აღასრულებდა, ამას იქმოდა არა მხოლოდ კონკრეტულად მათთვის, ვისაც უშუალოდ სჭირდებოდა და ვისზეც აღესრულა, არამედ ყველასთვის, რათა უფლის სახელი განდიდებულიყო და ადამიანებს სარწმუნოება შეეძინათ, უფრო მეტ ადამიანს შეეცნო ჭეშმარიტება და შესდგომოდა უფალს.

როდესაც მაცხოვარმა მიწიერი მოღვაწეობა დაიწყო და ქადაგებდა, ერთ დღესაც შევიდა ქალაქ ნაინში. ამ დროს დასაკრძალად მიასვენებდნენ ამ ქალაქში მცხოვრები დედაკაცის ვაჟს. იმდენად დიდი იყო დედაკაცის მწუხარება, მთელი ქალაქი თანაუგრძნობდა და მიჰყვებოდა მის ძეს დასაკრძალად, რადგან ის იყო ქვრივი და ერთადერთი ძე გარდაცვლოდა. სწორედ ამ პროცესიას შეესწრნენ მაცხოვარი და მისი მოწაფეები. მაცხოვარი მიუახლოვდა პროცესიას. როგორც სახარება გვეუბნება, ცხედრის მტვირთველები შედგნენ და უფალი მიმართავს დედაკაცს, - დედაკაცო, ნუ სტირ, ანუ უპირველესად ნუგეშს აძლევს. როდესაც უფალი რაიმეს ეუბნებოდა ადამიანებს, მათზე პირდაპირ სრულდებოდა მისი სიტყვა, დედაკაცსაც უთხრა თუ არა "ნუ სტირო", ისიც მაშინვე დამშვიდდა. ამის შემდეგ მიუბრუნდა მიცვალებულს და მკვდრეთით აღადგინა.

როგორც ვთქვით,Uუფალი სასწაულებს აღასრულებდა არა უბრალოდ სასწაულებისათვის, არამედ იმისათვის, რომ ამ სასწაულს შედეგი გამოეღო, უწინარესად მათთვის, ვისაც უშუალოდ ეს სასწაული სჭირდებოდა. ამ მომენტში ეს სასწაული საჭირო იყო იმ დედაკაცისთვის, რა თქმა უნდა, მიცვალებულისთვის და ასევე მათთვის, ვინც ეს იხილა, რათა უფრო მეტად ერწმუნათ მაცხოვრისა.

- სახარებაში მკვდრეთით აღდგინების მხოლოდ სამი შემთხვევაა მოთხრობილი, ეს მიანიშნებს, რომ უფალი მკვდრეთით აღდგინების სასწაულებს მასობრივად არ აღასრულებდა, კურნებისა და ეშმაკთა განსხმის სასწაულებს კი საკმაოდ ხშირად იქმოდა. რატომ, რა იყო ამის მიზეზი?

- კიდევ გავიმეორებ, რომ უფალი სასწაულებს არ აღასრულებდა სასწაულებისთვის, არამედ საჭიროებისდა გამო. განსაკუთრებით ესოდენ დიდი სასწაული, რასაც მიცვალებულის აღდგინება ჰქვია, უფალმა ნაკლებად აღასრულა. მაცხოვარი იქმოდა იმ სასწაულებს და იმ რაოდენობით, რაც ადამიანთა სულებისთვის, მათ სულიერად გასაძლიერებლად და მოქცევისთვის იყო საჭირო, და არა იმას, რომ ადამიანები განკვირვებას შეეპყრო. ამიტომაც არ აღასრულა უფალმა უფრო მეტი ან ნაკლები სასწაული. რატომ არ აღასრულა უფალმა უფრო მეტით ან ნაკლებით მიცვალებულთა მკვდრეთით აღდგინების სასწაულიც, სრულად ეს მხოლოდ უფალმა უწყის, ჩვენ ღვთის განგებულებას ბოლომდე ვერ ჩავწვდებით, ამის შესახებ მხოლოდ მსჯელობა შეგვიძლია, თანაც უფალს რომ მასობრივად აღედგინა გარდაცვლილი ადამიანები, ეს პირიქით ადამიანების გაუხეშებას, მათი გულების გასასტიკებას გამოიწვევდა, რადგან სიკვდილის შიში აღარ ექნებოდათ. იმ პერიოდში, როდესაც ადამიანებმა ჯერ კიდევ არ იცოდნენ ქრისტიანობა, მათ შორის ურთიერთობა ღვთის შიშზე იყო აგებული და არა ღვთის სიყვარულზე და თუკი ადამიანები იმას იფიქრებდნენ, რომ დედამიწაზე მოსული იყო ვიღაცა, რომელსაც შეუძლია მათი გარდაცვალების შემდეგ აღდგინება, სიკვდილის შიშიც არ ექნებოდათ.

- ამ უდიდესი სასწაულის მხილველი ხალხი განადიდებდა ღმერთს და ამბობდა, - დიდი წინასწარმეტყველი წარმოსდგა ჩვენს შორის, მოიხილა ღმერთმა თავისი ხალხიო. აქედან ჩანს, რომ ეს ადამიანები წყალობას ხედავენ იესოში, თუმცა მას მხოლოდ წინასწარმეტყველად მიიჩნევენ...

- ისრაელის ერი გრძნობდა, რომ რაღაც წესრიგში არ იყო, უფალმა დაივიწყა თავისი ხალხი, რადგან ამ დრომდე, მთელი ოთხასი წლის მანძილზე წინასწარმეტყველი არ ჰყოლიათ მივლინებული. პირველი იმედი იმისა, რომ უფალმა მოხედა ისრაელს, იყო იოანე ნათლისმცემლის გამოჩენა, რომელიც ხალხმა იცნო როგორც წინასწარმეტყველი, შემდეგი იყო იესო, რომელმაც უკვე იმდენი სასწაული ქმნა, რაც ყველა წინასწარმეტყველს არ აღუსრულებია ერთად, სწორედ ამიტომ ისრაელის ერი იმედით იყო ანთებული, რომ უფალმა მოხედა მათ და მოუვლინა წინასწარმეტყველი. რა თქმა უნდა, ეს არ იყო ჭეშმარიტების აღთქმა, რადგან ისინი ქრისტეზე ფიქრობდნენ, რომ ის იყო წინასწარმეტყველი, მაგრამ უკვე ნელ-ნელა ადამიანთა აზრი უნდა მისულიყო იმ მდგომარეობამდე, შეეცნოთ, რომ მათ წინაშე არა თუ წინასწარმეტყველი, არამედ თავად განკაცებული ღმერთი იყო.

- არსებობის მანძილზე ისრაელის ერი მოელოდა მესიას, მხსნელს, თუმცა როდესაც მაცხოვარი ხორციელად გამოჩნდა, მასში მხსნელი ვერ შეიცნეს, რატომ ვერ ხედავდნენ იუდეველები იესოში მხსნელს, რატომ აღიქვამდნენ უფრო წინასწარმეტყველად?

- რადგან მათ მხსნელი სხვანაირად ჰყავდათ წარმოდგენილი. მათი წარმოდგენით მხსნელი იქნებოდა მიწიერი მეფე, რომელიც ისრაელს გაათავისუფლებდა რომაელთა ბატონობისგან და თავად გააბატონებდა მთელ მსოფლიოში. ქრისტე ასეთი არ იყო, ამის გამო უკვე ის ადამიანები, რომლებიც მაცხოვრის სასწაულებს და საქმეებს ხედავდნენ, მაგრამ ამავე დროს იცოდნენ იუდეველთა უხუცესების მიერ დამახინჯებული სწავლება მესიის შესახებ, რომლებიც არ ეთანადებოდნენ ერთმანეთს, თვლიდნენ, რომ ქრისტე იყო წინასწარმეტყველი. მაგრამ შემდგომში თავისი ქადაგებით უფალმა ჯერ მოციქულები, შემდეგ კი სხვა ადამიანები მიიყვანა იმ დონეზე, ქრისტეში შეიცნეს ჭეშმარიტი მესია, რომელიც არა თუ ისრაელის ერს გამოიხსნიდა რომაელთა ბატონობისგან, არამედ ადამიანებს გამოიხსნიდა ეშმაკის ცოდვის მონობისაგან და დააბრუნებდა სასუფეველში, - არა თუ მიწიერ სამეფოს შეუქმნიდა მათ, არამედ ზეციურ სამეფოში დაამკვიდრებდა ადამიანთა სულებს. ეს არის უკვე ქრისტიანული სწავლება, იუდეველთა სწავლება კი დარჩა ისევ იმ მდგომარეობაში. ისინი დღემდე მოელიან მიწიერ მეუფეს, მიწიერ მხსნელს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2015
დიდ ხუთშაბათს საღამოს სახარებებიდან ის 12 ადგილი იკითხება, რომლებიც მაცხოვრის ვნებაზე გვიამბობს.
29.11.2014
ახალი აღთქმის წიგნებში, რიგის მიხედვით, პირველი მათეს სახარებაა.
19.12.2013
სიმდიდრის სწორად გამოყენებაზე და მდიდრების მიერ ღარიბებისადმი დახმარების გაწევაზე თქვა იესომ იგავი მდიდარ კაცსა და ღარიბ ლაზარეზე:
19.12.2013
ამჯერად ორ სახარებისეულ მონაკვეთზე - "ტაძრის ხარკის სასწაულებრივ გადახდასა" და "ცათა სასუფეველში უპირატესობის" შესახებ ვისაუბრებთ.
05.12.2013
ამჯერად სახარების იმ მონაკვეთზე ვისაუბრებთ, სადაც მაცხოვარი მესამედ წინასწარმეტყველებს თავის ჯვარცმასა და აღდგომას.
21.11.2013
განვაგრძობთ "კარიბჭის" წინა ნომერში დაწყებულ საუბარს იოანეს სახარებაში გადმოცემული სწავლების შესახებ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
07.11.2013
ამჯერად იოანეს სახარებაში გადმოცემულ მაცხოვრის სწავლებაზე ვისაუბრებთ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
24.10.2013
ამჯერად უფლის მიერ აღსრულებულ კიდევ ერთ სასწაულზე, მთვარეულის განკურნებაზე ვისაუბრებთ, რომელიც უფალმა ფილიპეს კესარიის მხარეში აღასრულა...
10.10.2013
როგორც ლუკა მახარებელი მოგვითხრობს, მიწიერი მოღვაწეობის და ქადაგების პერიოდში მაცხოვარს ემოწაფებოდნენ
12.09.2013
ამჯერდ მაცხოვრის მიერ გალილეის კანაში აღსრულებულ პირველ სასწაულზე ვისაუბრებთ...
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat