"ცისად ცისა გვემული" - მთვარეული?
"ცისად ცისა გვემული" - მთვარეული?
ამჯერად უფლის მიერ აღსრულებულ კიდევ ერთ სასწაულზე, მთვარეულის განკურნებაზე ვისაუბრებთ, რომელიც უფალმა ფილიპეს კესარიის მხარეში აღასრულა...

თაბორის მთიდან ჩამოსვლის შემდეგ უფალი თავის მოწაფეებთან დაბრუნდა, იხილა მათ ირგვლივ შეკრებილი დიდძალი ხალხი და მათთან მოკამათე მწიგნობრები. მაცხოვარს ერთი კაცი მიუახლოვდა და უთხრა: მოძღვარო, გევედრები, შეიწყალე ჩემი ძე, მთვარეულია და საშინლად იტანჯება. შეიპყრობს სული და ყვირილს აწყებინებს, მიწაზე დასცემს, დუჟს ადენს. მივუყვანე შენს მოწაფეებს, შევევედრე, მისგან განედევნათ უკეთური სული, მაგრამ ვერ შესძლეს. იესომ უპასუხა: ო, ურწმუნო და უკეთურო მოდგმავ, როდემდე ვიქნები თქვენთან? როდემდე უნდა გითმინოთ? აქ მომგვარე შენი ძე. ჯერ ყრმა არც კი მიეყვანათ მასთან, რომ ეშმაკმა მიწას დაანარცხა და კრუნჩხვა დააწყებინა. ჰკითხა მამამისს: რამდენი ხანია ასე? მან მიუგო: სიყრმიდანვე. მრავალჯერ ჩაუგდია სულს ცეცხლსა თუ წყალში დასაღუპად. თუ რამე შეგიძლია, შეგვიწყალე და შეგვეწიე. იესომ უთხრა, - თუ შეგიძლია გწამდეს, ყველაფერი შესაძლოა მორწმუნისთვის. ყრმის მამამ მაშინვე ცრემლების ფრქვევით შეჰღაღადა: მწამს, უფალო, შეეწიე ჩემს ურწმუნოებას. მაშინ იესომ შერისხა სული და უთხრა: - ყრუ-მუნჯო სულო! გიბრძანებ, გამოხვიდე მისგან და აღარასოდეს შეხვიდე მასში! სულმა შეჰყვირა, საშინლად შეარყია ყრმა და გამოვიდა. ბავშვი მკვდარს დაემსგავსა, მაგრამ იესომ ხელი მოჰკიდა, წამოაყენა და გადასცა მამას. როდესაც ხალხს გაეცალა, მოწაფეებმა დაიმარტოხელეს იესო და ჰკითხეს, - ჩვენ რატომ ვერ შევძელით მისი განდევნაო. მაცხოვარმა მიუგო, - ეს მოდგმა მხოლოდ ლოცვითა და მარხვით განიდევნებაო (მათე 17, 14-21; მაროზი 9, 14-29; ლუკა 9, 37-43).

არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):

- ეს ხდება თაბორის მთაზე, ფერისცვალების შემდეგ მაცხოვრის უკან დაბრუნების შემდეგ. გასულია რამდენიმე დღე და მოციქულები მარტო, მაცხოვრის გარეშე არიან დარჩენილები. ერთ კაცს მათთან მიჰყავს თავისი ეშმაკეული შვილი განსაკურნებლად და მოციქულები ვერ კურნავენ. რატომ ვერ კურნავენ მოციქულები? როგორც წმინდა მამები გვეუბნებიან, ეშმაკით შეპყრობილის მამას არ ჰქონდა სათანადო სარწმუნოება, თორემ მოციქულებს ღვთისგან მიცემული ძალით ასობით სასწაული ჰქონდათ აღსრულებული - ეშმაკთა განსხმის თუ ხორციელი კურნებების. ყრმის მამის მცირედმორწმუნეობა ნათლად ჩანს, როდესაც შემდეგ მან თავისი ძე მიუყვანა მაცხოვარს და ეუბნება: უფალო შეიწყალე ძეი ჩემი, რომელიც "ცისად ცისა იკვებების" და შენმა მოციქულებმა ვერ შეძლეს მისი განკურნებაო, ანუ თავის ურწმუნოებას მოციქულებს აბრალებს. შემდეგ მიდის და მაცხოვარს ეუბნება, - უკეთუ ძალგიძს, შეგვეწიე და განკურნე ჩემი ძეო, - შენმა მოწაფეებმა ვერ განკურნეს და შენ თუ მაინც შეგიძლია შეგვეწიეო. მართალია მას სურვილი ჰქონდა თავის ძის განკურნების, მაგრამ არ სწამდა, რომ ღმერთს ეს შეეძლო. უფალი რას ეუბნება: უკეთუ ძალმიძს? მორწმუნისთვის ყოველივე შესაძლებელია. ამით ამხელს უფალი მას და მიანიშნებს, რომ მორწმუნე რომ ყოფილიყავი, შენი ძე უკვე განკურნებული იქნებოდაო. ყრმის მამა კი მიუგებს - მწამსო. ოღონდ კურნება მიიღოს და ტყუილსაც ეუბნება, მაგრამ თქვა რა ეს სიტყვა, სინდისმა ამხილა და უკვე გულშემუსვრილი ეუბნება, - უფალო, შეეწიე ურწმუნოებასა ჩემსა. ეს იყო მისი აღსარება, მან ამით აღიარა, რომ ურწმუნო იყო და აღიარებით უკვე ირწმუნა. ამის შემდეგ ღირსი შეიქმნა იმისა, რომ უფალს განეკურნა მისი შვილი.

როგორც მახარებლები გვეუბნებიან, ამ კაცის ყრმა იყო "ცისად ცისად გვემული", რაც ქართულად პირდაპირ, სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც მთვარეული. რატომ ამბობენ მახარებლები ცისად ცისად გვემულს, ანუ მთვარეულს? რატომ იყენებენ ამ სიტყვას? ეს ხომ არასწორია, რადგან მთვარე არაფერ შუაში არ იყო ამ ბავშვის სნეულებასთან, ის შეპყრობილი იყო ეშმაკის მიერ. წმინდა მამები გვეუბნებიან, რომ უკეთურ სულებს უამრავი ხრიკი აქვთ. ერთ-ერთია - როდესაც ადამიანს შეიპყრობენ, მისი სნეულების გაძლიერებას და შემცირებას მთვარის ფაზებს ამთხვევენ, ვთქვათ, სავსემთვარეობის დროს მეტად აღიზიანებენ ადამიანს და სტანჯავენ, სხვა დროს ნაკლებად, რათა ადამიანებმა არა ეშმაკს, არამედ ღვთის ქმნილებებს დააბრალონ ეს და ადამიანების აზრები ღვთის წინააღმდეგ მიემართოს, ისევე როგორც ვარსკვლავთმრიცხველობის შემთხვევაში. ადამიანებს ხშირად ერთმანეთში ერევათ ასტრონომია და ასტროლოგია. ასტრონომია არის მეცნიერება, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს მისტიკასთან, ასტროლოგია კი აბსოლუტურად შორს დგას ყოველგვარი მეცნიერებისგან, ეს არის ღვთის საგმობი აზრები, - თუკი ცუდი რამ ჩაიდინა ადამიანმა და განსაცდელი თავისი ცოდვების გამო მოეწევა, ასტროლოგიური მოსაზრებით, ეს იმის გამო მოხდა, რომ ვარსკვლავების განლაგება იყო ასეთი, ღვთისგან ბოძებულ სიკეთეებსაც ვარსკვლავების განლაგებას მიაწერენ, ანუ ფაქტობრივად, ასტროლოგია ადამიანს აღძრავს ღვთის ქმნილებების წინააღმდეგ. ღვთისგან შექმნილ უსულო ქმნილებებს, როგორიც ამ შემთხვევაში არის ვარსკვლავები, მიაწერენ ისეთ თვისებებს, რაც მათ აბსოლუტურად არა აქვთ და ამით მივდივართ ღვთის გმობამდე, ამგვარი აზროვნებით ღვთის მოწინააღმდეგეები ვხდებით, მაგრამ მაშინ რატომ მოიყვანეს მახარებლებმა ეს სიტყვა "ცისად ცისა გვემული" - მთვარეული? რატომ უწოდეს ამ დაავადებას მთვარეულობა? - რათა უფრო გასაგები ყოფილიყო ადამიანებისათვის. რასაც ადამიანები ამ დაავადებას უწოდებდნენ, მოციქულებმაც ის უწოდეს, თორემ ამ ბავშვის დაავადება არავითარ კავშირში არ იყო მთვარესთან.

უფალმა კიდევ ერთი სასწაული მოახდინა, განკურნა ყრმა, მაგრამ საოცრება ისაა, რომ ჯერ განკურნა ყრმის მამა ურწმუნოებისაგან, ის მორწმუნე გახადა და ყრმის კურნება ამის შემდეგ აღასრულა. სახარებიდაც ჩანს, რომ უმეტეს შემთხვევაში უფალი ადამიანებს აძლევს სულიერ კურნებას და შემდეგ აძლევს ხორციელ კურნებას, ასევე მოხდა ამ შემთხვევაშიც, - ჯერ მამა განკურნა სულიერად, შემდეგ ხორციელად განკურნა მისი ძე.

- როდესაც ეშმაკისგან შეპყრობილი ყრმის მამა მაცხოვარს შვილის განკურნებას სთხოვს და ეუბნება, - შენს მოწაფეებს მივუყვანე, მაგრამ ვერ შესძლეს ბოროტის განდევნაო, უფალი ამბობს: უკეთურო მოდგმავ, როდემდე ვიქნები თქვენთან? როდემდე მოგითმენთ თქვენ? რატომ და ვის მიმართ წარმოთქვამს უფალი ამ სიტყვებს?

- ზოგიერთი თვლის, რომ ეს სიტყვები მიმართულია მოციქულებისკენ. არამც და არამც. ეს მიმართულია ურწმუნო ადამიანებისკენ. უფალი ამ სიტყვებით მიმართავს ყრმის მამას, მისი სახით კი ყველა ურწმუნოს და ეუბნება, - თუ მე ფიზიკურად არ მოვედი, მე არ გითხარით, სარწმუნოება არ გაქვთ, მე კი როდემდე ვიყო თქვენთან, ურწმუნოებთანო. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ თითქოს ისეთი დრო დადგება, როდესაც უფალი ადამიანებთან არ იქნება, ეს არ შეიძლება მოხდეს, რადგან უფალი მთელ სამყაროს აღავსებს და უბრალოდ, ადამიანმა რომც მოინდომოს, ვერსად მოძებნის ისეთ ადგილს, სადაც უფალი არ იქნება, მაგრამ ამ სიტყვებით უფალმა ეს კაცი და მისი რწმენის არმქონენი ამხილა, არა მარტო იმ პერიოდში, არამედ საერთოდ.

- სახარებიდან ჩანს, რომ მაცხოვარი კურნების სასწაულებს მორწმუნეთათვის ხშირად დიდი ხნის ვედრების შემდეგ აღასრულებს, თუნდაც ცოდვილი დედაკაცის მაგალითი გავიხსენოთ, რომელიც ეშმაკისგან შეპყრობილი ქალიშვილის განკურნებას ევედრება...

- როდესაც უფალმა იმ ცოდვილ დედაკაცს არ აღუსრულა თხოვნა გარკვეული პერიოდის მანძილზე, ასწავლა მოთმინება და კაცთა წინაშე გამოაცხადა მისი სარწმუნოება, - დედაკაცისთვის, მით უფრო ღვთისთვის კი არ იყო საჭირო მისი სარწმუნოების გამოცხადება, არამედ ჩვენთვის, მთელი კაცობრიობისთვის, რათა გვენახა, რის გამო ეძლევა ადამიანს ღვთის სასწაული. მცირედმორწმუნეს კი შეიძლება გაცილებით მსწრაფლ მიეცეს სათხოვრის აღსრულება, მეტი წყალობაც მიიღოს ღვთისგან, რათა მოექცეს და მისი სარწმუნოება განმტკიცდეს, მაგრამ სრულ ურწმუნოებაში ადამიანს ღვთის სასწაული არ მიეცემა. მთვარეული ყრმის მამა, რომელზეც ვსაუბრობთ, ურწმუნო იყო მანამ, სანამ არ თქვა, - უფალო, შეეწიე ურწმუნოებასა ჩემსა, როდესაც ეს სიტყვები თქვა, უკვე მორწმუნე გახდა და ამის გამო მიეცა ღვთისგან წყალობა. უფალი არაფერს აკეთებს ერთჯერადად, ჩვენთვის ღვთის ყველა ქმედება მიუწვდომელია. ამიტომაც არის, რომ მაცხოვრის მიერ საუკუნეების მიღმა მომხდარი სასწაულები დღესაც კი შედეგს იძლევა.

- განკაცებული უფლი მიწიერი მოღვაწეობის პერიოდში ყველაზე ხშირად ეშმაკთა გასხმის სასწაულებს აღასრულებდა, ამის მიზეზი ალბათ ის სულიერი მდგომარეობა იყო, რომელშიც იმდროინდელი კაცობრიობა იმყოფებოდა...

- რა თქმა უნდა. მაცხოვრის ჯვარცმის შედეგად ბოროტს უკვე იმდენი ხელმწიფება აღარ აქვს კაცობრიობაზე, ადამიანებზე, როგორიც ძველი აღთქმის პერიოდში ჰქონდა. როდესაც ადამმა შესცოდა, შეგნებულად დაუჯერა ეშმაკს, ადამიანებზე ხელმწიფება მიეცათ დაცემულ ანგელოზებს, ამიტომაც ძველი აღთქმის პერიოდში გაცილებით მეტი იყო ეშმაკით შეპყრობილი, ვიდრე მაცხოვრის მოსვლის და ჯვარცმის შემდეგ, რადგან მაცხოვრის მსხვერპლშეწირვით დაცემულ ანგელოზს ხილულ სამყაროსა და ადამიანებზე ხელმწიფება წაერთვა.

- ჩვენ რატომ ვერ შევძელით დაცემული სულის განდევნაო, ეკითხებიან ეშმაკეული ყრმის განკურნების შემდეგ მოციქულები მაცხოვარს. რატომ ვერ შესძლეს უფლის მოციქულებმა ეშმაკის გადევნა?

- იმ დროს მოციქულებს ისეთი რწმენა რომ ჰქონოდათ, როგორც მაცხოვრის აღდგომისა და სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ შეიძინეს, შეძლებდნენ იმავეს, რაც მაცხოვარმა აღასრულა, - ჯერ ყრმის მამა განკურნა სულიერად და შემდეგ მისი ძე, მაგრამ უფალმა მოციქულებს ის კი არ უთხრა, - თქვენ ჯერ სათანადო სარწმუნოება არ გაქვთო, არამედ ეუბნება, ეს მოდგმა ლოცვითა და მარხვით განიკურნებაო. ამით უფალმა მოციქულებს ასწავლა ლოცვისა და მარხვის აუცილებლობა. იმ პერიოდში მოციქულები არც ლოცულობდნენ და არც მარხულობდნენ. ფარისევლები აყვედრიდნენ კიდეც ქრისტეს ამის გამო და ეუბნებოდნენ: ჩვენც და იოანეს მოწაფეებიც მარხულობენ და ლოცულობენ, შენი კი არაო. უფალი მიუგებს მათ - როგორ შეიძლება მარხვა მოსთხოვო სიძის მეგობრებს, ვიდრე სიძე ქორწილშია, აღარ იქნება სიძე ქორწილში და შემდეგ იმარხულებენო.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2015
დიდ ხუთშაბათს საღამოს სახარებებიდან ის 12 ადგილი იკითხება, რომლებიც მაცხოვრის ვნებაზე გვიამბობს.
29.11.2014
ახალი აღთქმის წიგნებში, რიგის მიხედვით, პირველი მათეს სახარებაა.
19.12.2013
სიმდიდრის სწორად გამოყენებაზე და მდიდრების მიერ ღარიბებისადმი დახმარების გაწევაზე თქვა იესომ იგავი მდიდარ კაცსა და ღარიბ ლაზარეზე:
19.12.2013
ამჯერად ორ სახარებისეულ მონაკვეთზე - "ტაძრის ხარკის სასწაულებრივ გადახდასა" და "ცათა სასუფეველში უპირატესობის" შესახებ ვისაუბრებთ.
05.12.2013
ამჯერად სახარების იმ მონაკვეთზე ვისაუბრებთ, სადაც მაცხოვარი მესამედ წინასწარმეტყველებს თავის ჯვარცმასა და აღდგომას.
21.11.2013
განვაგრძობთ "კარიბჭის" წინა ნომერში დაწყებულ საუბარს იოანეს სახარებაში გადმოცემული სწავლების შესახებ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
07.11.2013
ამჯერად იოანეს სახარებაში გადმოცემულ მაცხოვრის სწავლებაზე ვისაუბრებთ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
10.10.2013
როგორც ლუკა მახარებელი მოგვითხრობს, მიწიერი მოღვაწეობის და ქადაგების პერიოდში მაცხოვარს ემოწაფებოდნენ
26.09.2013
ამჯერად მაცხოვრის მიერ მიცვალებულის მკვდრეთით აღდგინების ერთ-ერთ სასწაულზე - ქვრივის ვაჟის გაცოცხლებაზე ვისაუბრებთ
12.09.2013
ამჯერდ მაცხოვრის მიერ გალილეის კანაში აღსრულებულ პირველ სასწაულზე ვისაუბრებთ...
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat