თითოეულმა ქრისტიანმა უნდა იზრუნოს იმისათვის, რომ გადაირჩინოს საკუთარი თავიც და გადაარჩინოს სხვებიც
თითოეულმა ქრისტიანმა უნდა იზრუნოს იმისათვის, რომ გადაირჩინოს საკუთარი თავიც და გადაარჩინოს სხვებიც
ათეს სახარების მეშვიდე თავში გადმოცემულია უფლის სწავლება ცრუ წინასწარმეტ-ყველთა შესახებ. ამჯერად სწორედ ამ სწავლებაზე შევჩერდებით...

გვესაუბრება არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).


ცრუ წინასწარმეტყველი ნაყოფით იცნობა (მათე 7,15-20)

- როდესაც მაცხოვარი ცრუ წინასწარმეტყველთა შესახებ აძლევს სწავლებას, ამბობს - ნუ ენდობით ცრუ წინასწარმეტყველებს. მათი ცნობა კი მათი ნაყოფითაა შესაძლებელიო. რას გვეუბნება, რის შესახებ გვაუწყებს უფალი ამ სწავლების მოცემით?

- ბიბლიაში, ძველი აღთქმის საღმრთო წერილში არის ადგილები, სადაც ცრუ და ჭეშმარიტი წინასწარმეტყველნი ერთმანეთს არიან შედარებულნი. ყოველთვის შესამჩნევია, რომ ცრუ წინასწარმეტყველები თავიანთი წინასწარმეტყველებით სათნოეყოფოდნენ მიწიერ ხელისუფლებას - ქვეყნის მმართველ ელიტას უწინასწარმეტყველებდნენ ომებში გამარჯვებას, ხალხის მორჩილებას, მტერთა ზედა ძლევას, ხოლო ჭეშმარიტი წინასწარმეტყველნი ყოველთვის საწინააღმდეგოს იქმოდნენ, რადგან წინასწარმეტყველთ მაშინ მოუვლენდა უფალი ისრაელს, როდესაც ერი გზას ასცდებოდა და ისინი ხალხს ყოველთვის უწინასწარმეტყველებდნენ მტერთაგან დარბევას, დაპყრობას, სასჯელს... რა თქმა უნდა, ყველა ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი უპირველესად წინასწარმეტყველებდა მაცხოვრის მოსვლის, საუკუნო გადარჩენისა და კაცთა ხსნის შესახებ, მაგრამ ამასთან ერთად თავიანთ თანამედროვე საზოგადოებას ამხილებდნენ ცხოვრების წესის გამო, ცრუ წინასწარმეტყველნი კი ამას არასოდეს აკეთებდნენ, ისინი ყოველთვის ცდილობდნენ, მიწიერი პატივი და დიდება მოეხვეჭათ, რასაც სწორედ საუკეთესო მომავლის წინასწარმეტყველებით აღწევდნენ. ჭეშმარიტი წინასწარმეტყველნი კი არასოდეს ეძიებდნენ მიწიერ დიდებასა და პატივს, პირიქით, სულ დევნილებასა და ტანჯვაში იყვნენ, ყველა მათგანმა მოწამებრივად აღასრულა თავისი მიწიერი ცხოვრება, მაგრამ რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო განდიდდებოდნენ. ცრუ წინასწარმეტყველები მიწიერ დიდებაში იყვნენ, მაგრამ წლების შემდეგ დავიწყებას მიეცემოდნენ, იმის გამო, რომ ისინი მიწიერი პატივის მისაღებად აკეთებდნენ ამას.

- ამავე სწავლებაში უფალი ამბობს - ყოველი კარგი ხე ნაყოფსაც კარგს იძლევა, ცუდი კი - ცუდს. არ შეუძლია კარგ ხეს ცუდი ნაყოფის გამოღება; და არც ცუდ ხეს - კარგი ნაყოფის გამოღება. ყოველ ხეს, რომელსაც კარგი ნაყოფი არ მოაქვს, ჭრიან და ცეცხლში აგდებენ. როგორ უნდა გვესმოდეს მაცხოვრის ეს იგავური თქმა?

- ცრუ წინასწარმეტყველები ავიღოთ. არ შეიძლება ცრუ წინასწარმეტყველმა კეთილი ნაყოფი გამოიღოს, რადგან იგი ხალხს არ ამხელს მისი დანაშაულის გამო, ამიტომაც ხალხი ისევე აგრძელებს ცხოვრებას, როგორც ცხოვრობდა და მიდის დაღუპვისკენ. ხოლო ჭეშმარიტი წინასწარმეტყველნი ამხილებდნენ ხალხს ცოდვების გამო. ამის გამო, შესაძლოა, ხალხმა შერისხოს და მოაკვდინოს კიდეც ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი, მაგრამ მათ შორის არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ითვალისწინებენ ჭეშმარიტი წინასწარმეტყველის ნათქვამს და გამსწორდებიან - მათი სიტყვა სულიერ ნაყოფს გამოიღებს და აცხოვნებს ადამიანს.

- კაცობრიობის ისტორიას თუ გადავხედავთ, ძველი თუ ახალი აღთქმის პერიოდს, უმეტესობას მაინც ცრუ წინასწარმეტყველების უფრო სწამს და სჯერა, ვიდრე ღვთის ჭეშმარიტი მადიდებელი წმინდა ადამიანებისა. ბევრი იმასაც კითხულობს, რატომ არ უნდა ვირწმუნო და ვენდო მათ, ისინი ხომ სიმართლეს ამბობენ და ღვთის სახელითაც მოქმედებენო...

- ადამიანმა უპირველესად უნდა განსაზღვროს, ვინ არის წინასწარმეტყველი. წინასწარმეტყველები იყვნენ ადამიანები, რომლებიც წინასწარმეტყველებდნენ არა კონკრეტულად რაიმე მოვლენებს პიროვნებებთან დაკავშირებით, არამედ მაცხოვრის მოსვლას და ადამიანთა გამოხსნას საუკუნო სატანჯველისგან. ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა გარდა წინასწარმეტყველი არავის ეწოდება. ბოლო წინასწარმეტყველი იყო იოანე ნათლისმცემელი, რომელმაც უკანასკნელად იწინასწარმეტყველა მაცხოვრის მოსვლა. ამის შემდეგ ერთადერთი წინასწარმეტყველება, რომელიც ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობისაა, ანუ ზოგადად კაცობრიობის მომავალს შეეხება, არის იოანე ღვთისმეტყველის აპოკალიფსი. ამას გარდა არიან წმინდა ადამიანები, ანუ ღვთისგან განბრძნობილი ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ მოვლენას განჭვრეტდნენ წინდაწინ ღვთის უწყებით. მათი ყველა წინასწარმეტყველება ნათქვამი იყო ადამიანთა გასაძლიერებლად და ყველა მათგანი იყო აბსოლიტურად მორჩილი ღვთის მცნებებისა და ეკლესიისა. ის ადამიანიები კი, რომლებიც თავიანთ თავს უწოდებენ წინასწარმეტყველებს და ნათელმხილველებს, მოწინააღმდეგენი არიან ღვთის მცნებებისა და აბსოლუტურად არ აღიარებენ ეკლესიის ავტორიტეტს. ისინი არიან ცრუნი და მათი ნათქვამი აბოლუტური სიცრუეა. თუკი რაღაც მოვლენებთან დაკავშირებით მათი ნათქვამი აღესრულება, ეს ხდება დაცემული ანგელოზის ჩარევით, იმისათვის, რომ კიდევ მეტად დაღუპოს იმ ადამიანთა სულები, რომელთა სულიც ისედაც დაღუპულია იმის გამო, რომ მათთან მივიდა. ესენი არიან ჩვეულებრივი მჩხიბავები, ჩვეულებრივი მკითხავები, რომლებთან მისვლაც ქრისტიანული კანონით ისჯებოდა და ისჯება ძალიან მკაცრად. ის, რომ მათ თანამედროვე პერიოდში სახელი შეიცვალეს, თავიანთ თავს უწოდებენ ნათელმხილველებსა და წინასწარმეტყველებს, არაფრით არ ცვლის მათ შინაგან მდგომარეობას. ისინი არიან ჩვეულებრივი მჩხიბავები, რომლებიც ეკლესიის კანონით ისჯებიან როგორც კაცის მკვლელნი, ის ადამინები კი, ვინც მათ მიმართავს, არიან კაცის კვლის ცოდვის თანაზიარნი. უმეტესწილად ამ ადამიანებს შინ ხატებიც უდევთ, ჯვარიც და სხვა საეკლესიო სიწმინდეებიც, მათთან მისულ ადამიანებს ეუბნებიან, ეკლესიაში მიდი, სანთელი აანთე და ილოცეო, შესაძლოა ისიც უთხრან, აღსარება თქვი და ეზიარეო, მაგრამ ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ეს ადამიანი კიდევ მეტად დაიღუპოს სულიერად.

მართლაც საკითხავია - რატომ უჯერებდნენ ძველი აღთქმის პერიოდში ადამიანები უფრო მეტად ცრუ წინასწარმეტყველებს, ვიდრე ღვთისგან მივლინებულთ, და დღესაც რატომ უჯერებენ მათ, ვინც ჭეშმარიტების გზას ასცდა, ვიდრე მათ, ვინც ჭეშმარიტ გზაზე დადგომისკენ მოუწოდებთ? ის მდგომარეობა, ძველ აღთქმაში წინასწარმეტყველებს რომ ჰქონდათ, თანამედროვე პერიოდში ეკლესიის მოღვაწე მამათა მდგომარეობაა. ძველ აღთქმაში ჭეშმარიტი წინასწარმეტყველები ხალხს მათი ცოდვების გამო ამხილებდნენ. ამის უკვე სინდისი ამხილებდათ და წუხდნენ, მაგრამ ძალიან ცოტა თუ იწყებდა გამოსწორებას, უმეტესობა ცდილობდა, მამხილებელი მოეცილებინა. ამ ადამიანებს უნდოდათ, სინდისს აღარ შეეწუხებინა და ამას ცოდვების გამოსწორებით, ცოდვების წინააღმდეგ ბრძოლით კი არ აკეთებდნენ, არამედ მათი მოშორებით, ვინც ცოდვებს ახსენებდა, ამის გამო იყვნენ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველნი დევნილნი, ხოლო ცრუ წინასწარმეტყველებს ხალხში იმის გამო ჰქონდათ პატივი, რომ არათუ ამხილებდნენ ადამიანებს, პირიქით, უწინასწარმეტყველებდნენ მტერთაგან თავის დახსნას, მიწიერ სიმდიდრეს, პატივს, ბედნიერ მომავალს... ადამიანებსაც სწორედ ეს უნდოდათ და ამის გამო აღიარებდნენ მათ, პატიოსან ხალხად მიიჩნევდნენ და უდიდეს პატივს მიაგებდნენ. ასევეა ახალი აღთქმის პერიოდშიც: ჭეშმარიტი მამები და ეკლესია ადამიანებს ყოველთვის მოუწოდებენ ცოდვების არქმნისაკენ, არასდროს აქებენ, არ უწინასწარმეტყველებენ კონკრეტულ პიროვნებებს მიწიერ დიდებასა და სიმდიდრეს... ეკლესიის ყველა მამის წერილები მიმართულია ადამიანთა მანკიერი თვისებების სამხილებლად (რა თქმა უნდა, წმინდა მამათა უამრავი წერილი არსებობს, რომლებიც ღვთისმეტყველებას შეეხება). როდესაც ადამიანი ისმენს ამას ჭეშმარიტი მოძღვრებისგან, მწუხარებას განიცდის და ძველი აღთქმის ადამიანების მსგავსად, უმეტესწილად იმის სურვილი კი არ უჩნდებათ, თვითონ გამოსწორდნენ და თავიანთ ცოდვებს ებრძოლონ, არამედ ის მოიშორონ, ვინც მათ სინდისს ამხილებს და აწუხებს. ადამიანსაც ის ურჩევნია, ვინც არ ამხელს, პირიქით, ამბობს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მომავალი უკეთესი იქნება, ცოდვებს არ ახსენებს, არ ეუბნება, რომ აღსარება, ზიარება და მოღვაწეობაა საჭირო და ადამიანებისგანაც უფრო პატივდებულნი არიან ამის გამო... სინამდვილეში ეს ადამიანები იმ ცრუ წინასწარმეტყველების შთამომავლები არიან, რომელთა შესახებაც ვისაუბრეთ. თუ ადამიანს ცოდვას არ ახსენებ, პირიქით, ეუბნები, ცოდვა არ გაქვს და ყველაფერი კარგად არისო, ვერც იმას ასწავლი, როგორ უნდა განიკურნოს ცოდვისგან და იხსნას თავი. ყველა ჭეშმარიტი მოძღვრის მოვალეობაა, ქრისტეს სამწყსოს აუწყოს არა იმის შესახებ, სხვა რას სცოდავს, ხელისუფლება, სხვა ადამიანები რას აფუჭებენ, არამედ თვითონ რას აფუჭებს და ასწავლოს, როგორ გამოვიდეს მდგომარეობიდან, როგორ სძლიოს ცოდვებს, რა აკეთოს, როგორ იცხოვროს. თუკი მრევლი ან სასულიერო პირი სხვის ქმედებას უყურებს და მასზე საუბრობს, თავისი კი ავიწყდება, წარწყმედის გზაზე დგას. თუ ასე გააგრძელებს, სასუფეველს დააკლდება. რა მნიშვნელობა აქვს, ადამიანი ამ ცოდვის გამო დააკლდება სასუფეველს თუ, დავუშვათ, ეკუმენისტური აზროვნებისა და ეკუმენისტურ მოძრაობში მონაწილეობის, ღვინის სმის, ან სხვა ნებისმიერი ცოდვის გამო? მართალია, ჯოჯოხეთშიც კი განსხვავებულია მწუხარებისა და ტანჯვის ხარისხები, მაგრამ სასუფეველს დაკლებული ადამიანისათვის მნიშვნელობა არ აქვს, რა ტანჯვის ხარისხში იმყოფება, ამიტომ არა მარტო სასულიერო პირმა, თითოეულმა ქრისტიანმა უნდა იზრუნოს, რომ გადაირჩინოს საკუთარი თავიც და გადაარჩინოს ისინიც, ვინც მასზეა დამოკიდებული. ზოგადსაკაცობრიო პრობლემების მოგვარებას თუ ცდილობს ადამიანი, თვითონ სრულყოფილებას მიახლოებული მაინც უნდა იყოს. ყველა წმინდა მამა, რომელიც ამხილებდა კაცობრიობის ჩადენილ ცოდვებს, ყველანი სრულყოფილებას იყვნენ მიღწეულნი. ჩვენ კი სრულყოფილებისკენ ნაბიჯიც არ გადაგვიდგამს...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2015
დიდ ხუთშაბათს საღამოს სახარებებიდან ის 12 ადგილი იკითხება, რომლებიც მაცხოვრის ვნებაზე გვიამბობს.
29.11.2014
ახალი აღთქმის წიგნებში, რიგის მიხედვით, პირველი მათეს სახარებაა.
19.12.2013
სიმდიდრის სწორად გამოყენებაზე და მდიდრების მიერ ღარიბებისადმი დახმარების გაწევაზე თქვა იესომ იგავი მდიდარ კაცსა და ღარიბ ლაზარეზე:
19.12.2013
ამჯერად ორ სახარებისეულ მონაკვეთზე - "ტაძრის ხარკის სასწაულებრივ გადახდასა" და "ცათა სასუფეველში უპირატესობის" შესახებ ვისაუბრებთ.
05.12.2013
ამჯერად სახარების იმ მონაკვეთზე ვისაუბრებთ, სადაც მაცხოვარი მესამედ წინასწარმეტყველებს თავის ჯვარცმასა და აღდგომას.
21.11.2013
განვაგრძობთ "კარიბჭის" წინა ნომერში დაწყებულ საუბარს იოანეს სახარებაში გადმოცემული სწავლების შესახებ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
07.11.2013
ამჯერად იოანეს სახარებაში გადმოცემულ მაცხოვრის სწავლებაზე ვისაუბრებთ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
24.10.2013
ამჯერად უფლის მიერ აღსრულებულ კიდევ ერთ სასწაულზე, მთვარეულის განკურნებაზე ვისაუბრებთ, რომელიც უფალმა ფილიპეს კესარიის მხარეში აღასრულა...
10.10.2013
როგორც ლუკა მახარებელი მოგვითხრობს, მიწიერი მოღვაწეობის და ქადაგების პერიოდში მაცხოვარს ემოწაფებოდნენ
26.09.2013
ამჯერად მაცხოვრის მიერ მიცვალებულის მკვდრეთით აღდგინების ერთ-ერთ სასწაულზე - ქვრივის ვაჟის გაცოცხლებაზე ვისაუბრებთ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat