უპირატესია ის, ვისაც ცხოველი სარწმუნოება აქვს
უპირატესია ის, ვისაც ცხოველი სარწმუნოება აქვს
ღვთისმშობლის მშობიარობის ჟამი მოახლოვდა. იმპერატორ ავგუსტუს ოქტავიუსის ბრძანებით, მთელ რომის იმპერიაში საყოველთაო აღწერა უნდა ჩატარებულიყო. იმპერიის შემადგენლობაში ერთ-ერთ პროვინციად პალესტინაც შედიოდა. აღწერისთვის ყოველი კაცი წინაპართა ქალაქსა თუ სოფელში უნდა წასულიყო. მართალი იოსები და ყოვლადწმინდა ქალწული ნაზარეთში ცხოვრობდნენ, მაგრამ წარმოშობით დავით მეფის შტოდან იყვნენ და ამიტომაც "დავითის ქალაქში" - ბეთლემში წავიდნენ. ზამთრის სუსხიან თვეში დაადგნენ ბეთლემის გზას...

ქალაქში ღამის გასათევი ვერ იშოვეს, არავინ მიიღო ისინი, ამიტომ თავი შეაფარეს ქალაქგარეთ ერთ გამოქვაბულს, რომელსაც ავდრისას მწყემსები პირუტყვის სადგომად იყენებდნენ. სწორედ ამ გამოქვაბულში მოაწია წმინდა ქალწულის მშობიარობის ჟამმა და "შვა ძე იგი მისი პირმშოი და შეხვია იგი სახუეველთა და მიაწვინა იგი ბაგასა".

არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):

- ღვთის მიერ კაცობრიობისადმი მიცემული აღთქმის განცხადებულად აღსრულება ქრისტეს შობით დაიწყო, რომელიც ჯერ კიდევ სამოთხიდან გამოდევნისას მისცა უფალმა ადამს, მისი სახით კი მთელ კაცობრიობას...

- არაერთხელ გვითქვამს, რომ როდესაც ადამმა შესცოდა და განიდევნა სამოთხიდან, უფალმა არ დაუტევა ადამიანი, მაშინვე მისცა აღთქმა ადამს, მისი სახით კი მთელ კაცობრიობას, რომ მისი თესლიდან - ადამიანიდან გამოიხსნიდა მას, ადამში შემცოდე კაცობრიობას, მაგრამ ჩვეულებრივ ადამიანს არ შეეძლო კაცობირიობა გამოეხსნა. ეს ადამიანი იყო განკაცებული ღმერთი - სრულყოფილი ღმერთი და სრულყოფილი კაცი, მხსნელი კაცობრიობისა, რომელიც ადამის სამოთხიდან განდევნიდან, სამყაროს შექმნიდან 55 საუკუნის შემდეგ იშვა. მაცხოვრის შობით უკვე განცხადებულად, თვალხილულად დაიწყო კაცობრიობის გამოხსნა და გადარჩენა. მაცხოვრის შობიდან სულ რაღაც 33 წლის შემდეგ მაცხოვრის ჯვარცმითა და მკვდრეთით აღდგომით მოხდა კაცობრიობის გამოხსნა დაცემისა და ცოდვისაგან.

- ღვთის განკაცება და ხორციელად შობა არის უდიდესი საიდუმლო ღვთისა. რა შეიძლება უწყოდეს ადამიანმა ამ საიდუმლოს შესახებ?

- მხოლოდ ის, რაც ამ უდიდესი საიდუმლოების შესახებ თავად უფალმა გვაუწყა - რისი დამტევიც კაცობრიობა, ადამიანის გონებაა, თორემ ღვთის განკაცებისა და ხორცშესხმის საიდუმლოს სრულყოფილად გააზრებისა და ჩაწვდომის უნარი არათუ ადამიანს, თავად უზესთაეს ანგელოზებსაც არ შესწევთ. რაოდენ აღმატებული გონებაც და ცოდნაც არ უნდა ჰქონდეს ადამიანსა თუ ანგელოზს, მას არ შეუძლია საღვთო ცოდნა სრულად შეიმეცნოს, რადგან ღმერთი არის დაუსრულებელი, ამოუწურავი. მის ცოდნას საზღვარი არ აქვს. ადამიანისა და ანგელოზის ცოდნასა და შესაძლებლობებს კი საზღვარი აქვს. რაც შეიძლება ვიცოდეთ ღვთის ამ უდიდესი საიდუმლოს შესახებ, არის ის, რომ განკაცნა ყოვლადწმინდა სამების ერთ-ერთი პირი, ჰიპოსტასი - ძე ღვთისა, ხორცი შეისხა სულისაგან წმიდისა და ქალწული მარიამისგან და მოვიდა ადამიანთა ხსნისთვის.

მაცხოვარი იშვა ყოვალდწმინდა ქალწული მარიამისგან, ეს მოხდა არაბუნებრივი გზით - მამაკაცის გარეშე - სულიწმინდის მიერ იმის გამო, რომ მასზე არ ყოფილიყო ადამის ცოდვა. განკაცებით, რაც არის ადამიანური ბუნების მიღება, ღმერთი თავად განკაცნა. იესო ქრისტე არის სრულყოფილი ღმერთი და სრულყოფილი კაცი.

საერთოდ, ღვთის მიერ აღსრულებული ნებისმიერი ქმედება - შობა იქნება ეს, ჯვარცმა, აღდგომა თუ სხვა, შეუძლებელია, რომ ადამიანებმა სრულად აღიქვან, მაგრამ რა დონეზეც შეუძლიათ ადამიანებს ამ საიდუმლოთა აღქმა, უფალმა განგვიცხადა. მომავალ საუკუნეში, მეორედ მოსვლის შემდეგ - ზეციურ იერუსალიმში ადამიანის ცოდნა კიდევ უფრო გაიზრდება, ადამიანს გაცილებით მეტი სულიერი შესაძლებლობები ექნება, მაგრამ მარადისობაშიც კი შეუძლებელი იქნება ადამიანისთვის, სრულად ჩასწვდეს ღვთის საიდუმლოებებს.

რატომ ინება უფალმა შობა სიღატაკეში
უდიდეს საიდუმლოს და სიყვარულით გამსჭვალულ სასწაულს ღმერთი უდიდესი თავმდაბლობით იქმს: იშვა არა იმდროინდელი სამყაროს ცივილიზაციის ცენტრში - რომში, არამედ ერთ-ერთ პროვინციაში - იუდეაში, და იქაც - ყველაზე პატარა ქალაქ ბეთლემში, ქალაქგარეთ, გამოქვაბულში, თანაც ყველაზე ღარიბ ფენებში, როგორც უბრალო ადამიანი..

ერთი მხრივ, მაცხოვარი იუდეაში მოვიდა იმის გამო, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოება შემორჩენილი იყო მხოლოდ იუდეველებში, კერძოდ, ღარიბ ფენებში. შემდგომმა მოვლენებმა და ფაქტებმა ცხადყო, რომ იუდეველთა შეძლებული ნაწილი, ელიტა - მღველმთავრები, ფარისევლები, მწიგნობრები - არ ელოდა ისეთ მხსნელს, როგორიც მოვიდა; ისინი ელოდნენ ხორციელ მეფეს, მხსნელს, რომელიც ებრაელებს რომაელთა ბატონობიდან იხსნიდა და მთელ მსოფლიოზე გააბატონებდა. მაცხოვარი თავისთავად ვერ მოვიდოდა იქ, სადაც მას არ ელოდნენ ისეთს, როგორიც უნდა მოსულიყო. სწორედ იუდეველთა ელიტამ - მწიგნობრებმა და სჯულისმცოდნეებმა - აცვა უფალი ჯვარს. მათში არ იყო ცხოველი სარწმუნოება, ამიტომ მოვიდა იუდეველთა ყველაზე დაბალ და ღარიბ ფენებში, რომელთა შორისაც მისი მოწაფეებიც იყვნენ...

ცხადია, უფალს შეეძლო იმპერატორის სასახლეშიც შობილიყო და იმპერატორის სახითაც მივლენოდა კაცობრიობას, მაგრამ ეს რომ მომხდარიყო, ნებაყოფლობით არ იქნებოდა იმ სარწმუნოების აღიარება, რომელსაც მაცხოვარი ქადაგებდა. ამ შემთხვევაში ადამიანები მიმბაძველობით, პატივის მიღებისთვის და იძულებით მიიღებდნენ ქრისტეს სჯულს. როდესაც იშვა უბრალო ადამიანებს შორის, მისი მოწაფეები და მიმდევრები ჭეშმარიტად აღიარებდნენ მას, ამაში არავითარი იძულება არ იყო.

განკაცება და ხორცშესხმა უფლისა, თავისთავად, უკვე უდიდესი თავმდაბლობა იყო. მაცხოვარი იმპერატორის სასახლეშიც რომ შობილიყო და იმპერატორის სახითაც მოსულიყო, ესეც უდიდესი თავმდაბლობა იქნებოდა, რადგან ღმერთი კაც იქმნა, ჩვენი ხსნისთვის ხატი მონისა შეიმოსა - ადამიანის სახე მიიღო, მაგრამ კაცთა შორისაც კი ყველაზე დაბალ საფეხურზე მყოფ, ღარიბ ადამიანებს შორის, უკიდურეს სიღატაკეში იშვა. აქედან ჩანს სწორედ ჭეშმარიტება მაცხოვრისა. დაბალი ფენებიდან დაწყებული ხსნა, ბაგაში შობილი მაცხოვრის ნაქადაგები სარწმუნოება, რომელიც შემდეგ მოციქულებმა გააგრძელეს, სამი საუკუნის შემდეგ ავიდა მიწიერების უმაღლეს ეშელონებში - იმპერატორებამდე, მეფეებამდე. ქვეყნიურ მეფეთა გაქრისტიანებას - ქრისტიანული სარწმუნოების მაღალ ფენებში დამკვიდრებას სამი საუკუნე დასჭირდა.

ახალშობილი მაცხოვრის პირველმხილველი მწყემსები
როგორც სახარება გვაუწყებს, მაცხოვრის შობის შესახებ მწყემსებს ეუწყათ უფლის ანგელოზისგან, რომლებიც ბეთლემის ველზე, მაცხოვრის შობის ქვაბულიდან დაახლოებით ნახევარი საათის სავალზე ცხვრის ფარას მწყემსავდნენ: "ნუ გეშინინ, რამეთუ აჰა ესერა გახარებ თქვენ სიხარულსა დიდსა, რომელი იყოს ყოვლისა ერისა, რამეთუ იშვა დღეს თქვენდა მაცხოვარი, რომელ არს ქრისტე უფალი ქალაქსა დავითისასა და ესე იყოს თქუენდა სასწაულად: ჰპოვოთ იგი შეხუეული და მწოლარე ბაგასა", - ეუწყათ მათ ანგელოზისაგან. ზეციური მაცნის ხარების შემდეგ კი გამოჩნდა ანგელოზთა უთვალავი მხედრობა, რომელიც აქებდა და ადიდებდა უფალს: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება".

იქ ამჟამად ელენე დედოფლის მიერ ღვთისმშობლის კრების სახელზე აგებული მიწისქვეშა ტაძარია, რომელშიც სამ საფლავს იხილავთ. არსებობს გადმოცემა, რომ მწყემსების ანდერძისა და სურვილის თანახმად, ისინი სწორედ იმ ადგილას დაკრძალეს, სადაც ანგელოზთა ხარება ესმათ მაცხოვრის შობის შესახებ.

ანგელოზთა გალობა
- "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება". რას აუწყებდა კაცობრიობას ანგელოზთა გალობა?

- ადამიანმა დაკარგა სასუფეველი და მოწყვეტილი იყო ღმერთს, მაცხოვრის შობით მოხდა კაცის შერიგება ღმერთთან და ქვეყანაზე მშვიდობა დამყარდა, არა მიწიერი, არამედ სულიერი მშვიდობა ადამიანთა, ქრისტეს მადიდებელთა გულებში. სწორედ ამის მაუწყებელი იყო ანგელოზთა გალობა.

- პირველი მხილველნიც ახალშობილი მაცხოვრისა იყვნენ სწორედ ეს უბრალო, ღარიბი მწყემსები და არა დიდებულნი, "ძლიერნი ამა ქვეყნისანი". რატომ ინება უფალმა, პირველად სწორედ უბრალო და ღარიბი მწყემსებისგან მიეღო თაყვანსცემა?

- ერთი მხრივ, შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ მაცხოვარი არის მწყემსი ყველა ადამიანისა. იგია შემოქმედი ყველასი და ყოველისა, თავად არის მწყემსი კეთილი და დამმწყემსავი ყოველივესი, მეორე მხრივ, აქ ჩანს უფლის დამოკიდებულება ადამიანების მიმართ - რომ მისთვის ყველა ადამიანი ერთია. მწყემსები იყვნენ ყველაზე ღარიბი ფენის წარმომადგენლები, მათ ხშირ შემთხვევაში საკუთარი ფარა, თავიანთი საკუთრებაც არ გააჩნდათ და სხვის ქონებას მწყემსავდნენ. აი, ასეთი ადამიანებისგან მიიღო უფალმა პირველი თაყვანისცემა და არა აღმოსავლელი მოგვებისგან. უფალს შეეძლო, ისე განეგო, რომ პირველად სწორედ მოგვებს ეცათ თაყვანი. ამით მიანიშნებს, რომ ღვთისთვის ერთია ღარიბიც და მდიდარიც, უბრალო მწყემსი იქნება ის, თუ სამეფოს წარჩინებული წარმომადგენელი, მაგრამ უპირატესია ის, ვისაც ცხოველი სარწმუნოება აქვს...

- რატომ დასჭირდა ათასწლეულები აღთქმული მესიის მოსვლას?

- მაცხოვარი მოვიდა ზუსტად იმ დროს, როდესაც კაცობრიობა, ადამიანთა გულები ყველაზე მეტად იყო მზად მის მისაღებად. უფალს შეეძლო ამ დრომდეც ან შემდეგ მოსულიყო, მაგრამ მან ხომ უწყოდა, ყველაზე მეტად როდის მიიღებდა კაცობრიობა, ამიტომ სწორედ იმ დროს მოვიდა, როდესაც ყველაზე მეტი ადამიანი მიიღებდა და მოექცეოდა ქრისტიანობაზე. დავუშვათ, მესია მოსულიყო წარღვნის წინა პერიოდში. ვიცით, რომ იმ პერიოდში ერთადერთი ნოეს ოჯახი იყო, რომელიც ჭეშმარიტ ღმერთს მსახურებდა და სცემდა თაყვანს. უფალი რომ იმ დროს მოსულიყო, 12 მოციქულის შეკრებასაც ვერ შეძლებდა.

- თუმცა ვიცით, რომ ისრაელის ერის არსებობის მანძილზე იყო პერიოდები, როდესაც ისრაელიანები უფრო ღვთის მადიდებლობით ცხოვრობდნენ, გაცილებით უკეთეს სულიერ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, ვიდრე მაცხოვრის მოსვლის დროს...

- მართალია, იყო პერიოდები, როდესაც ისრაელის ერი გაცილებით მეტად იყო ღვთის მადიდებელი, მაგრამ წარმართები არ იყვნენ მიმღებნი მაცხოვრისა. მოსეს დროს ან დავითის მეფობის პერიოდში გაცილებით მეტი ადამიანი მიიღებდა მხსნელს, მაგრამ მიიღებდნენ მხოლოდ იუდეველები და არა წარმართები. იმ პერიოდში, როდესაც მაცხოვარი მოვიდა და მოციქულთა ქადაგება დაიწყო წარმართთა შორის, თავად წარმართობას უკვე ამოწურული ჰქონდა მიწიერი შესაძლებლობები, რომლითაც თითქოს ადამიანები სულიერ მისწრაფებებს იკმაყოფილებდნენ - წარმართული რელიგიები. თავად წარმართული ეპოქის უდიდესი მოაზროვნენიც კი აღიარებდნენ, რომ წარმართობაში არ იყო ჭეშმარიტება, აღიარებდნენ, რომ სამყარო არ შეიძლება ყოფილიყო მრავალღმერთიანი. რა თქმა უნდა, მათ ჭეშმარიტება ვერ მოიძიეს, რადგან ამისთვის ვიღაცამ ჭეშმარიტება უნდა გაუწყოს; მათ შორის კი არ იყო პირობები, რომ მათთვის ვინმეს ჭეშმარიტება ეუწყებინა, მაგრამ როდესაც წარმართთა შორის ამის პირობები გაჩნდა, ქრისტეს მოწაფეთა საშუალებით ჭეშმარიტება ეუწყათ ადამიანებს, უამრავი წარმართი მოექცა ქრისტიანობაზე.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2015
დიდ ხუთშაბათს საღამოს სახარებებიდან ის 12 ადგილი იკითხება, რომლებიც მაცხოვრის ვნებაზე გვიამბობს.
29.11.2014
ახალი აღთქმის წიგნებში, რიგის მიხედვით, პირველი მათეს სახარებაა.
19.12.2013
სიმდიდრის სწორად გამოყენებაზე და მდიდრების მიერ ღარიბებისადმი დახმარების გაწევაზე თქვა იესომ იგავი მდიდარ კაცსა და ღარიბ ლაზარეზე:
19.12.2013
ამჯერად ორ სახარებისეულ მონაკვეთზე - "ტაძრის ხარკის სასწაულებრივ გადახდასა" და "ცათა სასუფეველში უპირატესობის" შესახებ ვისაუბრებთ.
05.12.2013
ამჯერად სახარების იმ მონაკვეთზე ვისაუბრებთ, სადაც მაცხოვარი მესამედ წინასწარმეტყველებს თავის ჯვარცმასა და აღდგომას.
21.11.2013
განვაგრძობთ "კარიბჭის" წინა ნომერში დაწყებულ საუბარს იოანეს სახარებაში გადმოცემული სწავლების შესახებ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
07.11.2013
ამჯერად იოანეს სახარებაში გადმოცემულ მაცხოვრის სწავლებაზე ვისაუბრებთ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
24.10.2013
ამჯერად უფლის მიერ აღსრულებულ კიდევ ერთ სასწაულზე, მთვარეულის განკურნებაზე ვისაუბრებთ, რომელიც უფალმა ფილიპეს კესარიის მხარეში აღასრულა...
10.10.2013
როგორც ლუკა მახარებელი მოგვითხრობს, მიწიერი მოღვაწეობის და ქადაგების პერიოდში მაცხოვარს ემოწაფებოდნენ
26.09.2013
ამჯერად მაცხოვრის მიერ მიცვალებულის მკვდრეთით აღდგინების ერთ-ერთ სასწაულზე - ქვრივის ვაჟის გაცოცხლებაზე ვისაუბრებთ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat