სახარების ქართული ხელნაწერები
სახარების ქართული ხელნაწერები
ყოველ ქრისტიან ერს, რომელსაც თავის ენაზე სასულიერო მწერლობა ჰქონია, ის წმინდა წერილის თარგმნით დაუწყია.

ჩვენამდე მოღწეულ ქართულ ხელნაწერთა უძველესი ფრაგმენტები სწორედ ბიბლიურ ტექსტებს ინახავენ. ასეთია პალიმფსესტები, რომლებიც VI-VII საუკუნეებით თარიღდება. უძველესი ცნობებიც ქართულ მწერლობაზე სწორედ წმინდა წერილის არსებობას მიუთითებენ. "პეტრე იბერიელის ცხოვრების" თანახმად, პეტრემ საქართველოში ყოფნისას, მაშასადამე, 421 წლამდე, ქართულ ენაზე დაისწავლა წმინდა წერილი. "შუშანიკის წამებაც" ადასტურებს, რომ მეხუთე საუკუნის მეორე ნახევარში ქართულად უკვე არსებობდა ევანგელეი ანუ სახარება... ისტორიული წყაროები გვამცნობენ, რომ ვახტანგ გორგასალმა შეამკო მდიდრულად სახარება, რომელიც მეექვსე საუკუნეში ფარსმან მეფემ შიომღვიმის მონასტერს შესწირა. VI საუკუნის დასაწყისში ქართული "სახარება-სამოციქულო" და "დავითნი" უკვე უცხოურ წყაროებშიც იხსენიება: საბაწმიდის მონასტერში მყოფ ქართველ ბერებს თვით საბა განწმედილი თავის ანდერძში ნებას აძლევს, თავიანთ ენაზე წაიკითხონ დასახელებული ბიბლიური წიგნები.

როდის დაიწყო ქართულ ენაზე წმინდა წერილის თარგმნა - ქრისტიანობის მიღებისთანავე IV საუკუნეში თუ V საუკუნეში, რომლის დასაწყისიდანაც ზემოთ მოტანილი ცნობები მოგვეპოვება, ძნელი სათქმელია. ჩვენამდე შენახულა შემდეგი ნუსხები სახარებისა: შატბერდის ანუ ადიშის, ურბნისის, ოპიზის, ჯრუჭის, სინას მთის, წყაროსთავის, ქსნის, პარხლის, ბერთას, ტბეთის...

X საუკუნის დასასრულამდე ქართველები სახარების ორ ძველ რედაქციას - ხანმეტურსა და საბაწმიდურს იცნობდნენ. ყოველ შემთხვევაში, ამ ორ რედაქციას ასახელებს გიორგი მთაწმინდელი "ანდერძში", რომელიც დართული აქვს სახარების მისეულ თარგმანს.

ჩვენი მწერლობის ისტორიის მეორე პერიოდში, X საუკუნის მიწურულიდან XII საუკუნის შუა ხანებამდე, ძველად ნათარგმნი სახარების ტექსტმა ძირითადი ცვლილება განიცადა. ვინაიდან როგორც საბაწმიდური, ისე ხანმეტური რედაქციები სახარებისა, უეჭველია, ბევრ რამეში განსხვავდებოდნენ იმ დროს კონსტანტინოპოლის ეკლესიაში მიღებული რედაქციისგან, ამიტომ საჭიროდ მიუჩნევიათ ამ რედაქციების ბერძნულ ვერსიებთან დაახლოება. ამ გარემოებას პირველად ყურადღება მიაქცია ექვთიმე ათონელმა. მან ბერძნულ ტექსტთან ახლოს მისვლის მიზნით ქართული სახარების ახალი რედაქცია მოგვცა. ექვთიმესეულ სახარებას ძველ ქართულ სახარებათაგან ოპიზის რედაქცია უდევს საფუძვლად. ექვთიმე ათონელის შრომა გაუგრძელებია გიორგი მთაწმინდელს. მან საფუძვლად ექვთიმეს თარგმნილი ტექსტი აიღო და გულმოდგინედ დაუახლოვა ბერძნულ დედანს. გიორგისეულმა სახარების რედაქციამ კანონიკური ღირსება და მნიშვნელობა მოიპოვა.

ქართულ თარიღიან ოთხთავებს შორის უძველესია ადიშის, იგივე შატბერდის, ხელნაწერი. ის შექმნილია 897 წელს წმინდა გრიგოლ ხანძთელის მიერ დაარსებულ შატბერდის მონასტერში. როგორც ხელნაწერის ანდერძი გვაუწყებს, ეს უნიკალური ოთხთავი შეიქმნა შატბერდელი მოღვაწისა და მონასტრის ერთ-ერთი მესვეურის სოფრონის შეკვეთით. წიგნის გადამწერია ვინმე მიქაელი, ყდაში ჩამსმელი - მიქაელ დიაკონი. მხატვარზე კი ანდერძში არაფერია ნათქვამი, თუმცა ხელნაწერს შესანიშნავი მხატვრობაც ამშვენებს.

ეს ძვირფასი ხელნაწერი თითქმის 700 წელიწადს შატბერდის მონასტერში ყოფილა დადებული, შემდეგ კი იქიდან გამოუტანია ჯუმათის ყოფილ მამასახლისს ნიკოლაოსს, რომლის ანდერძიც, ნაწერი XV-XVI საუკუნეთა ნუსხურით, მოთავსებულია გადამწერ მიქაელის ანდერძის ქვემოთ. ანდერძის ბოლო არ იკითხება და ამიტომ არ ვიცით, სად მიუჩინა ბინა ნიკოლაოს ჯუმათელმა მის მიერ შეკრებილ-შეძენილ წიგნებს. საფიქრებელია, რომ ეს წიგნები ნიკოლაოსს უნდა მიეტანა გურიაში, სახელდობრ, ჯუმათის მონასტერში, რომლის წინამძღვარიც ის ერთ დროს ყოფილა. როგორც ჩანს, ეს ოთხთავი გურიაში დიდხანს არ დარჩენილა და უკვე XVI საუკუნეში აუტანიათ სვანეთში. ვინ წაიღო იგი სვანეთში და რატომ, არ არის ცნობილი. ის ინახებოდა სვანეთის სოფელ ჰადიშში, ბოლოს კი მესტიის მხარეთმცოდნეობის მუზეუში დაიდო ბინა.

ადიშის ოთხთავის შექმნიდან ორმოციოდე წლის შემდეგ იმავე შატბერდის მონასტერში გადაუწერიათ და შეუმკიათ მეორე ძვირფასი წიგნი, რომელიც დღეს სამეცნიერო ლიტერატურაში ჯრუჭის ოთხთავის სახელითაა ცნობილი. იგი გადაწერილია 936 წელს გაბრიელ მღვდლის მიერ, მოუხატავს თევდორეს 940 წელს, ტექსტის დაწერიდან ოთხი წლის შემდეგ. მხატვარს თავფურცელი ჯვრით შეუმკია. ხელნაწერი ერთხანს მონასტრის წიგნსაცავში ინახებოდა. გავიდა ხანი და ის მტრების ხელში ჩავარდნილა (რასაც გვაუწყებს პირველ ფურცელზე ჯვარში მოთავსებული წარწერა) და გამოუსყიდია 11 ფლურად ხეცეს იოანე არწაისშვილს ხორასნიდან. საიდან ჩაუვარდა მტრებს ხელნაწერი ხელში და სად მივიდა პირველად, გამოსყიდვის შემდეგ, ამის შესახებ არაფერი ვიცით. ვიცით მხოლოდ ის, რომ უკანასკნელად ის ჯრუჭის მონასტერს ეკუთვნოდა. ალბათ ჯრუჭში შეავსეს ხელნაწერის დაკარგული ერთი ფურცლის ტექსტი, ხელახლა აკინძეს წიგნი და გაუკეთეს ხეზე გადაკრული ტყავის ყდა, შემკული ხუთი უბრალო ლითონის ჯვრით. მათგან გადარჩენილა სამი: შუაში დიდი და ორიც პატარები ზემო კუთხეებში. დიდ ჯვარს შუაში ლალი აქვს ჩასმული, ასეთივე ძვირფასი თვლები უნდა ჰქონოდა პატარა ჯვრებსაც, მაგრამ ისინი არ შემონახულა.

ვანის ოთხთავი XII-XIII საუკუნეების ქართული ხელნაწერია. იგი შესრულებულია ეტრატზე ორ სვეტად, ნუსხურით, სათაურები და საზედაო ასოები კი ასომთავრულით. შედგება 274 ფურცლისგან. გადაწერილია იოანეს მიერ პრომაის (რომანის) ქართველთა მონასტერში, კონსტანტინოპოლში, თამარ მეფის დაკვეთით. ტექსტის რედაქცია ეკუთვნის გიორგი მთაწმინდელს. ხელნაწერი მდიდრულადაა მოხატული, შემკულია კამარებით, მახარებელთა გამოსახულებებით, თავსამკაულებითა და მინიატურებით ახალი აღთქმიდან. ვანის სახარების ხელნაწერი დაცული ყოფილა შორათის მონასტერში (მესხეთში, XIV-XV ს.ს.), ვანში (XVIII ს.), გელათში (XIX ს.). ამჟამად დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

აღსანიშნავია ბერთის ოთხთავის ისტორიაც. ეს ოთხთავი ამერიკელმა მისიონერებმა იყიდეს ყარსში 1830 წელს. ამჟამად დაცულია ქ. ნიუტონში, ბოსტონის მახლობლად. იგი ერთ-ერთი ძველი მოხატული ოთხთავია, რომელიც სტილით დიდ სიახლოვეს ამჟღავნებს ადიშის ოთხთავის მხატვრობასთან.

ბერთის ოთხთავი აღწერილია ცნობილი ამერიკელი ქართველოლოგის რობერტ ბლეიკისა და სირარპი ტერ ნერსესიანის მიერ, რომლებიც მას ათარიღებენ ანდერძში მოხსენიებულ ისტორიულ პირთა მიხედვით და ასკვნიან, რომ ხელნაწერი გადაწერილია 988 წლამდე.

კარგად ცნობილია აგრეთვე ბერთის მეორე ოთხთავი, რომელიც ბერთის ტაძრისთვის შეუწირავს იოანე ოპიზელს. მისი გადაწერის ზუსტი თარიღი და გადამწერის ვინაობა უცნობია, მაგრამ საქვეყნოდ განთქმულია მისი ყდის ოქრომქანდაკებელი ბეშქენ ოპიზარი. ამ სახარების ოქროჭედური ყდა ბეშქენის ერთადერთი ნამუშევარია, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, მაგრამ ეს ერთი ნიმუშიც კმარა ოსტატის უზადო ხელოვნების დასაფასებლად და მისთვის განსაკუთრებული ადგილის მისაჩენად ქართული ხელოვნების ისტორიაში.

დასასრულ, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ერთ-ერთი პირველი ქართული წიგნი, რომელიც ქართულ სტამბაში დაიბეჭდა 1709 წელს, სახარება გახლდათ.
ბეჭდვაელფოსტა
09.04. 2017
tchumburidse@yahoo.de
გამოყნებული ლიტერატურა მიუთითეთ ხოლმე.
სხვა სიახლეები
08.04.2015
დიდ ხუთშაბათს საღამოს სახარებებიდან ის 12 ადგილი იკითხება, რომლებიც მაცხოვრის ვნებაზე გვიამბობს.
29.11.2014
ახალი აღთქმის წიგნებში, რიგის მიხედვით, პირველი მათეს სახარებაა.
19.12.2013
სიმდიდრის სწორად გამოყენებაზე და მდიდრების მიერ ღარიბებისადმი დახმარების გაწევაზე თქვა იესომ იგავი მდიდარ კაცსა და ღარიბ ლაზარეზე:
19.12.2013
ამჯერად ორ სახარებისეულ მონაკვეთზე - "ტაძრის ხარკის სასწაულებრივ გადახდასა" და "ცათა სასუფეველში უპირატესობის" შესახებ ვისაუბრებთ.
05.12.2013
ამჯერად სახარების იმ მონაკვეთზე ვისაუბრებთ, სადაც მაცხოვარი მესამედ წინასწარმეტყველებს თავის ჯვარცმასა და აღდგომას.
21.11.2013
განვაგრძობთ "კარიბჭის" წინა ნომერში დაწყებულ საუბარს იოანეს სახარებაში გადმოცემული სწავლების შესახებ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
07.11.2013
ამჯერად იოანეს სახარებაში გადმოცემულ მაცხოვრის სწავლებაზე ვისაუბრებთ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
24.10.2013
ამჯერად უფლის მიერ აღსრულებულ კიდევ ერთ სასწაულზე, მთვარეულის განკურნებაზე ვისაუბრებთ, რომელიც უფალმა ფილიპეს კესარიის მხარეში აღასრულა...
10.10.2013
როგორც ლუკა მახარებელი მოგვითხრობს, მიწიერი მოღვაწეობის და ქადაგების პერიოდში მაცხოვარს ემოწაფებოდნენ
26.09.2013
ამჯერად მაცხოვრის მიერ მიცვალებულის მკვდრეთით აღდგინების ერთ-ერთ სასწაულზე - ქვრივის ვაჟის გაცოცხლებაზე ვისაუბრებთ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat