საკვირაო სახარება
საკვირაო სახარება
13 იანვარს საკითხავი სახარება (მათე 2,13-23)
"13. და ვითარცა განეშორნეს მოგუნი იგი, აჰა ანგელოზი უფლისაი გამოუჩნდა ჩვენებით იოსებს და ჰრქუა: აღდეგ და წარიყვანე ყრმაი ეგე და დედაი მაგისი და ივლტოდე ეგვიპტედ და იყავ მუნ, ვიდრემდე გრქუა შენ; რამეთუ ეგულების ჰეროდეს მოძიებად ყრმაი ეგე და წარწყმედად ეგე.

14. ხოლო იგი აღდგა და წარიყვანა ყრმაი იგი და დედაი მისი ღამე და წარვიდა ეგვიპტედ და იყო მუნ ვიდრე აღსრულებადმდე ჰეროდესა.

15. რაითა აღესრულოს სიტყუაი იგი უფლისაი, თქმული წინაისწარმეტყველისა მიერ: ეგვიპტით უწოდი ძესა ჩემსა.

16. მაშინ ვითარცა იხილა ჰეროდე, რამეთუ მოიკიცხა მოგუთა მათგან, განრისხნა ფრიად და წარავლინნა და მოსწყვიტა ყოველი ყრმანი, რომელნი იყვნეს ბეთლემს და ყოველთა საზღვართა მისთა ორით წლითგანი და უდარესი, მსგავსად მის ჟამისა, ვითარცა გამოიკითხა მოგუთა მათგან.

17. მაშინ აღესრულა თქმული იგი იერემია წინასწარმეტყველისაი, რომელი იტყვის:

18. ხმაი ჰრამაით ისმა გოდებისაი და ტირილისაი და ტყებისაი მრავალი; რაქელ სტიროდა შვილთა თვისთა და არა უნდა ნუგეშინის-ცემის, რამეთუ არა არიან.

19. ხოლო რაჟამს აღესრულა ჰეროდე, აჰა ანგელოზი უფლისაი გამოეცხადა ჩვენებით იოსებს ეგვიპტეს.

20. და ჰრქუა: აღდეგ და წარიყვანე ყრმაი ეგე და დედაი მაგისი და წარვედ ქვეყანად ისრაელისა, რამეთუ მოწყდეს, რომელნი ეძიებდეს სულსა მაგის ყრმისასა.

21. ხოლო იგი აღდგა და წარმოიყვანა ყრმაი იგი და დედაი მისი და მოვიდა ქვეყანად ისრაელისა.

22. და ვითარცა ესმა, რამეთუ არქელაოს მეფობს ჰურიასტანს ჰეროდეს წილ, მამისა თვისისა, შეეშინა მისლვად მუნ და ბრძანებაი მოიღო ჩვენებით და წარვიდა კერძოთა გალილეაისათა.

23. და მივიდა და დაეშენა ქალაქსა შინა, რომელსა ჰქვიან ნაზარეთ, რაითა აღესრულოს თქმული იგი წინაისწარმეტყველისა მიერ, ვითარმედ ნაზარეველ ეწოდოს.

ჰეროდეს მაგალითი, რომელსაც უნდოდა, უსათუოდ დაეღუპა იუდეის ახალშობილი მეუფე და ბრძანება გასცა, ბეთლემელი ყრმები ამოეწყვიტათ, გვასწავლის, რომ ბოროტ ვნებებს შეუძლიათ დააბრმავონ ადამიანი და საშინელება ჩაადენინონ. დამღუპველი ვნებები სრულიად ახშობენ სინდისს, აბნელებენ გონებას და მათი ზეგავლენით ადამიანი ბედავს ღვთის წინააღმდეგობას, ყველანაირი ბოროტების და დანაშაულის ჩადენას.

კვალად, დღევანდელი სახარებიდან ვხედავთ, რომ ღვთაებრივი ყრმა თავს არიდებს ჰეროდე მეფის განძვინებას და მშობლებთან ერთად ეგვიპტეში ილტვის; იქიდან კი, გარკვეული ხნის შემდეგ, ზეგარდმო შთაგონებით, ისრაელის მიწა-წყალს უბრუნდება, მაგრამ აქაც ვერ პოულობს სიმშვიდეს, ამჯერად ერიდება ჰეროდეს ძის, არქელაოსის დევნას და ქალაქ ნაზარეთში სახლდება (მუხლები 14-22). ამგვარად, ძლივს მოინახა უხიფათო ადგილი ამქვეყნად თვით ღმერთის ძისთვის, რომელიც ქვეყნად მწირობს. ვინც შექმნა ცანი და ქვეყანა და ყოველივე, რაც კი არის მათში და მასზე, ქვეყნიდან ქვეყანაში ილტვის თავშესაფრისთვის და ბოლოს ერთ პატარა და ყველასგან მოძაგებულ ქალაქში - ნაზარეთში დამკვიდრდება. ამგვარადვე იესო ქრისტეს მიმდევრებიც ამა ქვეყანას მწირებად და მხსნელებად ევლინებიან, არა აქვთ სამყოფელი ქალაქი და მარადის მომავალ, ზეციურ ქალაქს, თავიანთ მარადიულ სამკვიდრებელს ეძიებენ.

ჰეროდეს ტახტის დაკარგვისა ეშინოდა და ამის გამო უსაშინლესი და უსაზარლესი სისხლისღვრის ჩადენის წინაშეც არ დაიხია უკან; მაგრამ არათუ მეფობა, სიცოცხლეც კი დაკარგა. ასე რომ, სიკვდილი დაუდებს ბოლოს ყოველივეს ამქვეყნად და ყველას თანასწორად შექმნის. ბოროტმოქმედთ და მკვლელთ, სულთა წარმწყმედთ უსათუოდ ეწევათ ხოლმე ღვთის სასჯელი.

უფლის ანგელოზის გამოცხადება მართალი იოსებისადმი ძილში იმ ჭეშმარიტებას გვიმტკიცებს, რომ სიზმრისეულ ჩვენებებში ადამიანმა შეიძლება ზეგარდმო მითითებანი მიიღოს ღმერთისგან თავისი ცხოვრების სხვადასხვა გარემოებათა გამო (მუხლები 13 და 19). ის, რომ ამგვარი სიზმრისეული ჩვენებანი ნამდვილად ხდება, გარდა ამ მაგალითისა, საღმრთო წერილში მოხმობილი მრავალი სხვა მაგალითითაც მტკიცდება, მაგრამ ყველა შემთხვევაში ასე არ არის.

თუკი სიზმარი ცოდვისკენ უბიძგებს კაცს, ეს ჩვენი წახდენილი, მოშლილი წარმოსახვის შედეგია, ჩვენი ფანტაზიის ნაყოფი, ანდა იგი იმისაგან მომდინარეობს, ვისგანაც ღმერთიმც დაგვიცავს და გვიხსნის თავისი მადლით, ანუ ეშმაკისგან არის ჩვენდა ჩაგონებული.

დღევანდელი სახარება იმასაც გვასწავლის, რომ შვილები უნდა აფასებდნენ დედების ცრემლებს და მშობლების სიყვარულს. ყრმათა უმანკო სისხლი ნაკადულებად იღვრება ბეთლემში და მათ დედათა უნუგეშო მწარე ცრემლი უერთდება. "ხმაი ჰრამაით ისმა გოდებისაი და ტირილისაი და ტყებისაი მრავალი, რაქელ სტიროდა შვილთა თვისთა და არა უნდა ნუგეშინის-ცემის, რამეთუ არა არიან" (მათე 2,18). ხოლო ყველაზე მეტად ის დედები ტირიან, რომელთაც შვილები დაუხოცეს!

კვალად, დღევანდელი სახარების თხრობის უკანასკნელ გარემოებასაც მივაპყროთ ყურადღება: სად განეჩინა დავითის დიდ შთამომავალს, იუდეის მომავალ მეუფეს, ყრმობის, სიჭაბუკისა და ზრდასრულობის წლები გაეტარებინა, სანამ თავის საზოგადო მსახურებას შეუდგებოდა კაცთა მოდგმის სახსნელად? - ნაზარეთში, პატარა, უცნობ ქალაქში უბირთა შორის, დურგლის სახლში. აი, რა დამდაბლებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა უფალი ჩვენი ამქვეყნად! აი, როგორ დაიმდაბლა მან თავი! ამის შემდეგ განა შეიძლება ჩვენ, ქრისტეს მიმდევარნი, ქედმაღალნი და ამპარტავანნი ვიყოთ? განა პირიქით, მარადის თავს არ უნდა ვიმდაბლებდეთ და მორჩილნი არ უნდა ვიყოთ? რა თქმა უნდა, ასე უნდა ვქმნათ!


20 იანვარს საკითხავი სახარება (მათე 4, 1-11)
1. მაშინ იესუ აღმოიყვანა უდაბნოდ სულისაგან გამოცდად ეშმაკისაგან.

2. და იმარხა ორმეოცი დღე და ორმეოცი ღამე და მერმე შეემშია.

3. მოუხდა მას გამომცდელი იგი და ჰრქუა: უკუეთუ შენ ხარ ძე ღმრთისაი, თქუ, რაითა ქვანი ესე პურ იქმნენ.

4. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა: წერილ არს, რამეთუ: არა პურითა ხოლო ცხონდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყვითა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა.

5. მაშინ წარიყვანა იგი ეშმაკმან მან წმიდასა ქალაქსა და დაადგინა იგი სართულსა მას ზედა ტაძრისასა.

6. და ჰრქუა მას: უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაი, გარდაიგდე თავი შენი ამიერ ქუეყანად, რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთვის, და ხელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერხი შენი.

7. ჰრქუა მას იესუ, ვითარმედ: წერილ არს: არა განსცადო უფალი ღმერთი შენი.

8. კუალად წარიყვანა იგი ეშმაკმან მთასა ფრიად მაღალსა და უჩუენნა მას ყოველნი სუფევანი სოფლისანი და დიდებაი მათი.

9. და ჰრქუა მას: ესე ყოველი მიგცე შენ, უკუეთუ დაჰვარდე და თაყუანის-მცე მე.

10. მაშინ ჰრქუა მას იესუ: წარვედ ჩემგან მართლუკუნ, სატანა, რამეთუ წერილ არს: უფალსა ღმერთსა შენსა თაყუანის-სცე და მას მხოლოსა ჰმსახურებდე.

11. მაშინ დაუტევა იგი ეშმაკმან მან, და ანგელოზნი მოვიდეს და ჰმსახურებდეს მას.

ცოდვის სამგვარი სურვილით გამოიცადა სატანისგან ჩვენი შორეული წინაპარი სამოთხეში: ხორციელი სურვილით: "ხე კარგია საკვებად"; თვალის სურვილით: "ის სასიამოვნოა თვალისთვის" და ქვეყნიური სიამაყით: "იქნებით, როგორც ღმერთები" (შექ. 3,5-6). ამგვარადვე გამოსცადა მან მაცხოვარიც.

უნდოდა ეშმაკს ემხილებინა იესო ქრისტე ღვთის განგებულების ურწმუნოებაში, მაგრამ მაცხოვარმა მთლიანად მიანდო იმედი თავის ზეციურ მამას და არ ისურვა თავისი სხეულის სასწაულით დაკმაყოფილება. სხეულიდან განსაცდელს მან თავშეკავებით სძლია. მაგრამ ეშმაკმა კარგად იცის, რომ როცა ადამიანის დამარცხება ვერ ხერხდება ღორმუცელობით, ადვილად შეიძლება მისი მოხიბვლა სიამაყით, ფუჭი დიდებითა და პატივმოყვარეობით. პატივმოყვარეცა და ანგარებისმოყვარეც ხშირად ივიწყებენ საჭმელს, რადგან თავიანთი პატივისა და სიმდიდრის საქმეებით არიან დაკავებულნი, მან კი, რომელმაც სძლია ხორციელ მოთხოვნებს და თავი წარმოიდგინა უსაფრთხოდ, ადვილად შეიძლება დაივიწყოს და ვერ შეამჩნიოს, თუ როგორ ეპარება მას სხვა მხრიდან მტერი.

და აი, სატანა შეეცადა გამოეცადა ქრისტე სულიერი სიამაყით. მაშინ წარიყუანა იგი ეშმაკმა, იძულებით კი არ შეეცადა, მისი ნების საპირისპიროდ, არამედ შესთავაზა, გაჰყოლოდა, თან ახლდა მას წმიდასა ქალაქსა იერუსალიმს და დაადგინა იგი სართულსა მას ზედა ტაძრისასა.

ასე ეშმაკურად აბამდა თავის ქსელს მტერი. მან დაინახა, რომ წმინდა წერილი, ღვთის სიტყვა იყო კანონი ქრისტე მაცხოვრის ცხოვრებისთვის, ამიტომ ისიც შეეცადა, დაყრდნობოდა წმინდა წერილს, ოღონდ თავისებურად, თავისი ბოროტი მიზნების შესაფერისად განემარტა იგი. მაგრამ ამ ბოროტ შეგონებებსაც უფალმა საღვთო წერილიდან უპასუხა სიმშვიდითა და უბრალოებით: მართალია, წერილში არის ასეთი გამონათქვამი, მაგრამ წერილის ამ სიტყვებით კაცმა განზრახ არ უნდა ჩაიგდოს საფრთხეში თავი, განგებ არ უნდა შეამთხვიოს თავს განსაცდელი. წერილ არს: "არა განჰსცადო უფალი ღმერთი შენი" აუცილებლობის გარეშეო.

ასე რომ, ეშმაკმა დაეჭვებითაც ვერ შეძლო უფლის დამარცხება. მაგრამ მას ჯერ კიდევ არ დაეკარგა რწმენა მისი დიდებისმოყვარებითა და ანგარებით დამარცხებისა.

მთიდან ეშმაკმა უჩუენა მას - იესო ქრისტეს - ყოველნი სუფევანი სოფლისანი და დიდება მათი - ყველაფერი, რაც კი არსებობს დედამიწაზე მშვენიერი, საუკეთესო, უმდიდრესი... ყველაფერი ეს სატანამ აჩვენა თვალის გადავლებით, ოცნებით ანდა მოჩვენებით, მისცა თვალთახედვა განსაკუთრებული, რადგან ადამიანი უფრო ადვილად ბრკოლდება იმით, რასაც ხედავს, ვიდრე მოსმენილით.

"ესე ყოველი მიგცე შენ, უკეთუ დაჰვარდე და თაყვანისმცე მე"...

აი, როგორ უტიფრობამდე მივიდა სატანა: იგი საკუთარ თავს მიაწერს ხილულ ქვეყანაზე უფლებას, იმას, რაც მხოლოდ ღვთის კუთვნილებაა და ითხოვს, ქრისტემ მას, როგორც ღმერთს, თაყვანი სცეს...

"მაშინ ჰრქუა მას იესო" - უთხრა ისევე მშვიდად, მაგრამ ამავე დროს, თავისი ღვთიური და მბრძანებლური სიტყვით: წარვედ ჩემგან, გამშორდი, სატანავ! და თავისი ღვთაებრივი მოქმედება საღვთო წერილის სიტყვებით დაამოწმა: "რამეთუ წერილ არს: უფალსა ღმერთსა შენსა თაყუანის-ჰსცე, და მას მხოლოსა ჰმსახურებდე".

ხედავთ, სადამდე გაგრძელდა ეს ბრძოლა? - შენიშნავს წმინდა იოანე ოქროპირი, - ქრისტემ არ დაუშვა ანგელოზთა გამოჩენა, რათა ამას არ გაექცია ის, ვისი დაჭერაც სწადდა, მაგრამ როცა დაამარცხა და აიძულა, რომ გაქცეულიყო მისგან, მაშინ გამოჩნდნენ ანგელოზები. როგორ ემსახურებოდნენ უდაბნოში ანგელოზები უფალს, - ამაზე არაფერია სახარებაში ნათქვამი: შეიძლება მათ მოართვეს უფალს საზრდო, რომელიც მას სჭირდებოდა და ამ გზით, სასწაულებრივად, თავისი ნების გარეშე, მოუკლეს შიმშილი.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2015
დიდ ხუთშაბათს საღამოს სახარებებიდან ის 12 ადგილი იკითხება, რომლებიც მაცხოვრის ვნებაზე გვიამბობს.
29.11.2014
ახალი აღთქმის წიგნებში, რიგის მიხედვით, პირველი მათეს სახარებაა.
19.12.2013
სიმდიდრის სწორად გამოყენებაზე და მდიდრების მიერ ღარიბებისადმი დახმარების გაწევაზე თქვა იესომ იგავი მდიდარ კაცსა და ღარიბ ლაზარეზე:
19.12.2013
ამჯერად ორ სახარებისეულ მონაკვეთზე - "ტაძრის ხარკის სასწაულებრივ გადახდასა" და "ცათა სასუფეველში უპირატესობის" შესახებ ვისაუბრებთ.
05.12.2013
ამჯერად სახარების იმ მონაკვეთზე ვისაუბრებთ, სადაც მაცხოვარი მესამედ წინასწარმეტყველებს თავის ჯვარცმასა და აღდგომას.
21.11.2013
განვაგრძობთ "კარიბჭის" წინა ნომერში დაწყებულ საუბარს იოანეს სახარებაში გადმოცემული სწავლების შესახებ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
07.11.2013
ამჯერად იოანეს სახარებაში გადმოცემულ მაცხოვრის სწავლებაზე ვისაუბრებთ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
24.10.2013
ამჯერად უფლის მიერ აღსრულებულ კიდევ ერთ სასწაულზე, მთვარეულის განკურნებაზე ვისაუბრებთ, რომელიც უფალმა ფილიპეს კესარიის მხარეში აღასრულა...
10.10.2013
როგორც ლუკა მახარებელი მოგვითხრობს, მიწიერი მოღვაწეობის და ქადაგების პერიოდში მაცხოვარს ემოწაფებოდნენ
26.09.2013
ამჯერად მაცხოვრის მიერ მიცვალებულის მკვდრეთით აღდგინების ერთ-ერთ სასწაულზე - ქვრივის ვაჟის გაცოცხლებაზე ვისაუბრებთ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat