საკვირაო სახარება
საკვირაო სახარება
15 ივლისს საკითხავი სახარება (მათე 9,27-35)
27. და (მას ჟამსა შინა) წარმო-რაი-ვიდოდა მიერ იესუ, მოსდევდეს მას ორნი ბრმანი, ღაღადებდეს და იტყოდეს: შემიწყალენ ჩვენ, იესუ, ძეო დავითისაო!

28. და ვითარცა შევიდა იესუ სახლსა, მოუხდეს მას ბრმანი იგი, და ჰრქუა მათ იესუ: გრწამსა, ვითარმედ ძალ-მიც ესე ყოფად? ჰრქუეს მას: ჰე, უფალო.

29. მაშინ შეახო თვალთა მათთა და ჰრქუა მათ: სარწმუნოებისა თქვენისაებრ გეყავნ თქვენ!

30. და მეყსეულად აღეხუნეს თვალნი მათნი. და შეჰრისხნა მათ იესუ და ჰრქუა: იხილეთ, ნუმცა ვინ უწყის.

31. ხოლო იგინი გამოვიდეს და მიმოდადვეს იგი ყოველსა მას ქვეყანასა.

32. და ვითარცა-იგი გამო-ოდენ-ვიდეს, მოჰგუარეს მას კაცი ყრუი და ეშმაკეული.

33. და ვითარცა განხადა ეშმაკი იგი, იტყოდა ყრუი იგი და დაუკვირდებოდა ერსა მას და იტყოდეს: არასადა ისრაელსა შორის ესრეთ გამოჩნდა.

34. ხოლო ფარისეველნი იტყოდეს: მთავრითა ეშმაკთაითა განასხამს ეშმაკთა.

35. და მოჰვლიდა იესუ ქალაქებსა ყოველსა და დაბნებსა და ასწავებდა შესაკრებელთა შორის მათთა და ქადაგებდა სახარებასა სასუფეველისასა და განჰკურნებდა ყოველთა სენთა და ყოველთა უძლურებათა ერსა შორის.

ბრმებისადმი გამოჩენილი თანალმობითა და მათი განკურნებით მაცხოვარი მაგალითს გვაძლევს, რათა შევიბრალოთ უბედურნი და შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ კიდეც მათ.

ძალზე საცოდავნი არიან კოჭლებიც, ხეიბრებიც, ყრუ-მუნჯებიც... მაგრამ უსინათლონი, შესაძლოა, ყველა მათგანზე უბედურნი იყვნენ. ბრმა ვერ ხედავს დღის სინათლეს - ღვთის უდიდეს საბოძვარს, წარმოდგენაც კი არ შეუძლია იმ მშვენიერებისა, რითაც აღსავსეა ხილული სამყარო.

ღრმად სამოძღვრებოა ჩვენთვის უფლის მიერ ბრმებისთვის ნათქვამი: "სარწმუნოებისა თქვენისაებრ გეყავნ თქვენ!" ამ სიტყვებით ჩვენი ცხოვრებისთვის უმნიშვნელოვანესი ჭეშმარიტება განგვეცხადება - ყოველ კეთილმოქმედებასა და სრულყოფილ ნიჭს უფალი მოგვმადლებს და ჩვენც ჩვენი რწმენისაებრ ვიღებთ მათ. თავისი მადლის ყოვლადუხვობის გამო ღმერთს, ცხადია, ყოველთვის სურს, თავისი ნიჭნი გადმოგვიღვაროს, რამეთუ იგი სიყვარულია; ოღონდ სიყვარულია ყოვლადბრძენი და თავისი სიბრძნის ძალით თავის ნიჭთ უდროოდ და განურჩევლად როდი გადმოგვიღვრის, რათა არ გავფლანგოთ ისინი და მის წინაშე უფრო მეტად დამნაშავენი არ შევიქნათ.

არანაკლებ სამოძღვრებოა ჩვენთვის უფლის ბრძანება განკურნებული ბრმებისადმი, რომ აღსრულებული სასწაულის შესახებ არავის უთხრან. ამით მაცხოვარი გვასწავლის, გავურბოდეთ კაცობრივ პატივ-დიდებას. მაგრამ რატომ უნდა ვიქმოდეთ ამას? უპირველესად იმიტომ, რომ ადამიანისთვის ძალზე ძნელია, ქვეყნიური დიდება სულისთვის უვნებლად გადაიტანოს. ამრიგად, უარვყოთ გარეგანი და ამაო დიდება და შინაგანი, სულიერი დიდების მოპოვებისთვის ვიზრუნოთ.

ყურადღება მივაპყროთ ყრუ ეშმაკეულის მდგომარეობასაც, რამეთუ მსგავსი რამ ჩვენც ხშირად გვემართება. თითქოსდა შეუძლებლად გვეჩვენება, მაგრამ ასეა. ხომ ხდება ხოლმე - მძიმედ სნეული ვერ გრძნობს თავის სახიფათო სენს და ეჭვადაც არა აქვს, რომ მის სიცოცხლეს რაიმე ემუქრება. მეტიც - არც კი სჯერა, როცა აფრთხილებენ სხვებისთვის ესოდენ საცნაური მძიმე სენის შესახებ. ასეა სულიერ ცხოვრებაშიც. თუკი ქრისტიანის სული ყრუმუნჯობის სულს დაემორჩილა, ნებისმიერი ქრისტიანული საქმის აღსრულებაში უუნარო ხდება: ეს არაწმინდა და ბოროტი სული თრგუნავს მასში კეთილ საქმეთა ყველა ჩანასახს, კეთილ აზრებსა და სურვილებს. დიდად ევნება და იტანჯება უბედური სული არაწმინდა, ბოროტი სულის მიმძლავრების ქვეშ, რომელიც მდაბალი ვნებებით შემოსავს მას და ცხოვრებისეული ამაო ფუსფუსით დააბნელებს. და საწყალობელი სულიც ისე იტანჯება, რომ არც თავის ტანჯვას გამოთქვამს და არც განკურნებას ეძიებს.

კიდევ ერთი გაკვეთილი მივიღოთ ამ საკითხავიდან - იმაზე, თუ როგორი ულმობელია ცილისწამება და რა მძიმედ სცოდავს ცოდვილი ცილისმწამებელი უფლის წინაშე. ფარისევლებმა ბოროტი სიცრუით ისიც კი შესწამეს მაცხოვარს, სასწაულებს ეშმაკთა მთავრის ძალით აღასრულებსო. უფალი ჩვენი იესო ქრისტე გაბოროტებულ გულზე - ცილისწამების წყაროზე მიუთითებს და ამ უკანასკნელს ყველაზე მძიმე ბოროტმოქმედებებს ადარებს - მკვლელობას, პარვას, კაცობრივ ვნებათა ისეთ ბიწიერ გამოვლინებებსაც კი, როგორიცაა სიძვა და მრუშობა.


22 ივლისს საკითხავი სახარება (მათე 14,14-22)
14. და (მას ჟამსა შინა) გამოვიდა იესუ და იხილა ერი მრავალი და შეეწყალნეს იგინი და განკურნა სნეულნი მათნი.

15. და ვითარცა შემწუხრდა, მოუხდეს მოწაფენი მისნი და ჰრქუეს მას: უდაბნო არს ადგილი ესე, და ჟამი გარდასულ არს; განუტევე ერი ესე, რაითა წარვიდენ გარემო დაბნებსა და იყიდონ თავისა თვისისა საზრდელი.

16. ხოლო იესუ ჰქუა მათ: არა უხმს მათ წარსლვაი; თქვენ ეცით მაგათ ჭამადი.

17. ხოლო მათ ჰრქუეს მას: არა გვაქუს აქა, გარნა ხუთი პური და ორი თევზი.

18. ჰრქუა მათ იესუ: მომართვით მე იგი აქა!

19. და უბრძანა ერსა მას დასხდომაი თივასა ზედა და მოიღო ხუთი იგი პური და ორი თევზი, აღიხილნა ზეცად და აკურთხა და განტეხა და მისცნა პურნი იგი მოწაფეთა თვისთა, და მოწაფეთა მათ მისცეს ერსა მას.

20. და ჭამეს ყოველთა და განძღეს; და აღიღეს ნეშტი ნამუსრევი ათორმეტი გოდორი სავსე.

21. ხოლო იყუნეს, რომელთა იგი ჭამეს, მამანი ხოლო ხუთ ათას, თვინიერ ყრმებისა და დედებისა.

22. და მეყსეულად აიძულა მოწაფეთა შესლვად ნავსა და წინაწარძღუანვად მისა წიაღ-კერძო, ვიდრემდე განუტეოს ერი იგი.


როდის შესთავაზა უფალმა შეკრებილ ერს ნივთიერი ტრაპეზი? - მაშინ, როდესაც ხალხმა უკვე საკმაოდ ისაზრდოვა სულიერი საზრდოთი - ღვთის სიტყვის მოსმენით უფალ იესოს ბაგეთაგან (მარკოზი 6,14; ლუკა 9,11). გულისხმაყავით, რომ ჩვენს ცხოვრებაშიც უპირველეს ადგილზე სწორედ სულიერი საზრდოს მიღება უნდა იდგეს.

დღის რომელ მონაკვეთში შესთავაზა უფალმა ხალხს ნივთიერი ტრაპეზობა? - გვიან საღამოს, მიმწუხრისას. გამოდის, მთელი დღე უმარხულიათ, საღამომდე საზრდოდ არაფერი მიუღიათ. რა მძიმე ღვაწლია! მაგრამ რა სასიამოვნო და მაცხოვნებელიც!

ვისთვის და რისთვის იმარხულა ამ ხალხმა? - უფლისთვის და უფლის სიყვარულისთვის. და რა საამოა ღვთისთვის ყოველივე, რაც მისი სიყვარულით კეთდება!

მაგრამ ნახეთ, როგორ შეუდგა ეს უდიდესი სიმრავლე ერისა ტრაპეზობას: დასხდომამდე მათაც ილოცეს, როგორც ეს საკვირველმოქმედმა უფალმა აღასრულა. განა ჩვენც მარადჟამ იმავეს არ უნდა ვიქმოდეთ?! ან კი როგორ არ ვილოცოთ საზრდოს მიღების წინ, როცა ვიცით, რომ იგი ღვთისგან მიღებული საბოძვარია?

საღმრთო კურთხევის ძალით ხუთი პურითა და ორი თევზით ხუთი ათასზე მეტი ადამიანი დანაყრდა. და ეს ერთადერთი შემთხვევა როდია ქრისტეს ეკლესიაში. მაშ, რატომ ვერ ვხედავთ ხშირად საღმრთო კურთხევის დიადი ძალის კვალს? - იმიტომ, რომ თავადვე გვსურს საკუთარი თავის უზრუნველყოფა ყოველივე იმით, რაც ქვეყნიური ცხოვრებისთვის გვჭირდება, უფალს კი მისი საკვირველმოქმედებითურთ არც კი ვუტოვებთ ადგილს! ღვთის კურთხევითა და ლოცვით რომ ვიქმოდეთ, ყველა საქმე კეთილად წარგვემართებოდა, უფლის შეწევნითა და ჩვენი პატიოსანი შრომით მონაგარი კი მტკიცე საფუძველზე იქნებოდა დამყარებული და მემკვიდრეობადაც გადაეცემოდა ჩვენს შვილებს. ასე რომ, ღმერთის კურთხევის გარეშე ნურც ერთ საქმეს ნურც დაიწყებთ და ნურც დაასრულებთ!

დღევანდელი სახარება იმასაც გვასწავლის, რომ საკვების მიღებისას თავშეკავება და ზომიერებაა აუცილებელი. უდაბნოდ ყოფნის ჟამს მოციქულთა მთელ საზრდოს ხუთად ხუთი პური და ორი თევზი შეადგენდა. თანაც ეს პურები, აღმოსავლური ჩვეულებისამებრ, საკმაოდ მომცრო უნდა ყოფილიყო; ვერც თევზები იქნებოდა დიდი ზომისა, რადგან გენესარეთის ტბაში დიდრონი თევზები არ ბინადრობენ. და ამ მარაგს უფლის მოწაფენი მთელი თავიანთი დასისთვის სავსებით სამყოფად მიიჩნევდნენ. ეს მწირი მარაგი ცამეტ კაცზე უნდა განაწილებულიყო. რამდენი შეხვდებოდა თითოეულს? - თითო ნატეხი პური და სულ მცირეოდენი თევზი. და სად არის აქ ნაირ-ნაირი ნუგბარი კერძი, ჩვენი სუფრის აუცილებელ კუთვნილებად რომ ქცეულა?
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2015
დიდ ხუთშაბათს საღამოს სახარებებიდან ის 12 ადგილი იკითხება, რომლებიც მაცხოვრის ვნებაზე გვიამბობს.
29.11.2014
ახალი აღთქმის წიგნებში, რიგის მიხედვით, პირველი მათეს სახარებაა.
19.12.2013
სიმდიდრის სწორად გამოყენებაზე და მდიდრების მიერ ღარიბებისადმი დახმარების გაწევაზე თქვა იესომ იგავი მდიდარ კაცსა და ღარიბ ლაზარეზე:
19.12.2013
ამჯერად ორ სახარებისეულ მონაკვეთზე - "ტაძრის ხარკის სასწაულებრივ გადახდასა" და "ცათა სასუფეველში უპირატესობის" შესახებ ვისაუბრებთ.
05.12.2013
ამჯერად სახარების იმ მონაკვეთზე ვისაუბრებთ, სადაც მაცხოვარი მესამედ წინასწარმეტყველებს თავის ჯვარცმასა და აღდგომას.
21.11.2013
განვაგრძობთ "კარიბჭის" წინა ნომერში დაწყებულ საუბარს იოანეს სახარებაში გადმოცემული სწავლების შესახებ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
07.11.2013
ამჯერად იოანეს სახარებაში გადმოცემულ მაცხოვრის სწავლებაზე ვისაუბრებთ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
24.10.2013
ამჯერად უფლის მიერ აღსრულებულ კიდევ ერთ სასწაულზე, მთვარეულის განკურნებაზე ვისაუბრებთ, რომელიც უფალმა ფილიპეს კესარიის მხარეში აღასრულა...
10.10.2013
როგორც ლუკა მახარებელი მოგვითხრობს, მიწიერი მოღვაწეობის და ქადაგების პერიოდში მაცხოვარს ემოწაფებოდნენ
26.09.2013
ამჯერად მაცხოვრის მიერ მიცვალებულის მკვდრეთით აღდგინების ერთ-ერთ სასწაულზე - ქვრივის ვაჟის გაცოცხლებაზე ვისაუბრებთ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat