საკვირაო სახარება
საკვირაო სახარება
17 ივნისს საკითხავი სახარება (მათე 6,22-33)
"22. (თქუა უფალმან:) სანთელი გვამისაი არს თვალი. უკუეთუ თვალი შენი განმარტებულ იყოს, ყოველი გვამი შენი ნათელ იყოს.

23. უკუეთუ თვალი შენი ბოროტ იყოს, ყოველი გვამი შენი ბნელ იყოს. უკუეთუ ნათელი იგი შენ შორის ბნელ არს, ბნელი იგი რაოდენ-მე?

24. ვერვის ხელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად: ანუ ერთი იგი მოიძულოს და სხვაი იგი შეიყვაროს, ანუ ერთისაი მის თავს იდვას და ერთი იგი შეურაცხ-ყოს. ვერ ხელ-ეწიფების ღმრთისა მონებად და მამონაისა.

25. ამისთვის გეტყვი თქვენ: ნუ ჰზრუნავთ სულისა თქვენისათვის, რაი სჭამოთ და რაი ჰსუათ; ნუცა ხორცთა თქვენთათვის, რაი შეიმოსოთ. ანუ არა სული უფროის არს საზრდელისა და გუამი - სამოსლისა?

26. მიჰხედენით მფრინველთა ცისათა, რამეთუ არა სთესვენ, არცა მკიან, არცა შეიკრებენ საუნჯეთა, და მამაი თქვენი ზეცათაი ზრდის მათ. არა-მე უფროის თქვენ უმჯობეს ხართა მფრინველთა?

27. ანუ ვინ-მე თქვენგანი ზრუნვიდეს და შეუძლოს შეძინებად ჰასაკსა თვისსა წყრთა ერთ?

28. და სამოსლისათვის რაისა ჰზრუნავთ? განიცადენით შროშანნი ველისანი, ვითარ-იგი აღორძნდის! არა შურებინ, არცა სთესვენ.

29. ხოლო გეტყვი თქვენ, რამეთუ არცაღა სოლომონ ყოველსა მას დიდებასა მისსა შეიმოსა, ვითარცა ერთი ამათგანი.

30. უკუეთუ თივაი იგი ველისაი, რომელი დღეს არს და ხვალე თორნესა შთაეგზნის, ღმერთმან ესრეთ შემოსის, არა-მე უფროის თქვენა, მცირედ-მორწმუნენო?

31. ნუ ჰზრუნავთ და იტყვით, რაი ვჭამოთ, ანუ რაი ვსუათ, ანუ რაი შევიმოსოთ?

32. რამეთუ ამას ყოველსა წარმართნი ეძიებენ; რამეთუ იცის მამამან თქვენმან, რაი გიხმს ამათ ყოველთაგანი.

33. ხოლო თქვენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ".


რადგან გონებას ასეთი დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი სულიერ-ზნეობრივი ცხოვრებისათვის, ამიტომ მთელი ძალისხმევით უნდა ვზრუნავდეთ მისი განათლებისთვის. აწინდელ, ქვეყნიურ მდგომარეობაში მონიჭებული გვაქვს გონებრივი განათლების წმინდა და აღუმღვრეველი წყარო - საღმრთო გამოცხადების სიტყვა: საღმრთო წერილი და წმინდა საეკლესიო გადმოცემა; სწორედ მისმიერ მითითებებში, ჭეშმარიტების სულით აღძრულებმა, უნდა ამოვხაპოთ ჩვენი გონების გასანათლებლად ჭეშმარიტად საღი აზროვნების დასაბამნი; მათი მეშვეობით უნდა დავიხვეწოთ გონებრივი მზერა და განვიძლიეროთ გონების თვალნი. ამიტომ ღვთის სიტყვის კითხვა და შესწავლა ჩვენი აუცილებელი მოვალეობაა. მაგრამ, ამასთანავე, გონების განათლებისათვის აუცილებელია მისი გაწმენდა ვნებისმიერ ზრახვათაგან, უჯერო ფიქრთაგან, რადგან სწორედ ვნებები და მანკიერებებია გონების დაბნელების პირველი მიზეზი.

კვალად, მეტად სამოძღვროა ჩვენთვის დღევანდელ სახარებაში უფლის შემდეგი სიტყვებიც: "ვერვის ხელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად... ვერ ხელ-ეწიფების ღმრთისა მონებად და მამონაისა" (მუხლი 24). ამით უფალი გვასწავლის, რომ ქრისტიანის ნებელობა მხოლოდ ერთი ჭეშმარიტი ღმერთის სიყვარულისაკენ უნდა იყოს მიმართული, ერთი მისწრაფებისაკენ - სათნო-ეყოს ღმერთს და მისი სიყვარული დაიმსახუროს, რომელიც არის კიდეც ადამიანური ბედნიერების ერთადერთი წყარო. დაე, სწორედ ღმერთის სიყვარული იყოს სჯულიც და ცხოვრებაც ადამიანის ნებელობისათვის ისევე, როგორც ყოვლადსახიერი საღმრთო ნება ემსახურება ულევი ნეტარების წყაროდ ზეცის მკვიდრთ. ამიტომ, თუკი გვსურს სათნო-ვეყოთ ღმერთს და ამით მოვიპოვოთ ცხოვნება, უნდა უარვყოთ ჩვენი ნებელობის ყველა უჯერო მიდრეკილება და ღმერთის ნების მსახურებას მივეცეთ. ნუ ვიტყვით - ეს საქმე ძნელი არისო! სადაც უძლურებას ვიგრძნობთ ქრისტიანული ღვაწლის სიმაღლეთა წინაშე, იქ ყოველთვის განმზადებულია უფალი შესაწევნად. ვიშრომოთ, ვიღვაწოთ და უფალი ღმერთი არ მიგვატოვებს თავისი მადლმოსილი შეწევნის გარეშე.

დღეს წაკითხული სახარება ჭეშმარიტად ადასტურებს, რომ სამყაროში ყველგან ღმერთის განგებულება მეუფებს, ის ყველაზე კნინ საგნებსაც კი განეფინება. ყოვლადბრძენმა ღმერთმა, შექმნა რა ეს სამყარო, ადამიანი, ცოცხალი არსებანი და მცენარეები, უყურადღებოდ არ დატოვა ისინი. ვითარცა ყოვლისმხილველი, წინასწარ ჭვრეტს საგანთა კავშირს, განაგებს მათ და უნარჩუნებს ძალებს არსებობისა და მოქმედებისათვის; თითოეულ მათგანს დაუდგენს მისი შინაგანი არსობრიობისათვის დამახასიათებელ კანონს, რათა ყოველმა ქმნილებამ მისთვის წილხვედრი არსებობით, თავის გარშემო შექმნილი ვითარებებით სწორედ ღმერთის წმინდა სჯული აღასრულოს და მის ნებას ემსახუროს. ღმერთის სიბრძნე მოითხოვს, რომ ყველა საგანი, მთელი ქმნილება წესრიგით ჰგიებდეს; მისი სიწმინდე მოითხოვს, რომ თავის გონიერ ქმნილებებს სიკეთის ქმნისათვის აღძრავდეს. ამრიგად, ღმერთის განგებულებით, მის ყოვლადწმინდა თვალთა წინაშე ჩაისახება, იშვება, აღორძინდება, აღიზრდება, ვაჟკაცდება, ბერდება - ცხოვრობს და კვდება ყოველი ადამიანი; და უპირატესად, სწორედ საღმრთო განგებულებითაა ასე, რომ ერთი ადამიანი აღმაღლდება, მეორე კი დამდაბლებულია; საკუთარი თავის მოიმედე ეცემა, ხოლო ღმერთის მსასოებელი - აღედგინება.

დაბოლოს, ღირსშესანიშნავია უფლის მიერ ჩვენდა მცნებად დადებული ეს სიტყვებიც: "ხოლო თქვენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ" (მუხლი 33). მაგრამ სად ვეძიოთ ეს სასუფეველი ღმრთისა?

ცათა სასუფევლის შეცნობა ჩვენ მხოლოდ ცათა შინა, მომავალ საუკუნო ცხოვრებაში კი არ ძალგვიძს, არამედ, თუკი მოვინდომებთ, აქაც, ქვეყნიურ ცხოვრებაშიც, რამეთუ უფალი იესო ქრისტე მადლის მიერ შესახლდება თავის რჩეულ ადამიანებში. ის, ვინც ღმერთის სამკვიდრებლად გახდომის ღირსი შექმნილა, სულში მარადის აღუშფოთებელ სიმშვიდეს გრძნობს.

როგორ მოვიპოვოთ ცათა სასუფეველი? რა საშუალებანი გამოვიყენოთ ამისთვის? პასუხი ამაზე მაცხოვრის ზემოთ მოხმობილ სიტყვებშივე დევს, რამეთუ ჩვენ უნდა ვეძიებდეთ არა მხოლოდ სასუფეველსა ღმრთისასა, არამედ სიმართლესაც მისა, ანუ ვისაც სურს ღმერთის სასუფევლის დამკვიდრების ღირსი შეიქნას, მან ღმერთის სიმართლეც უნდა ეძიოს. ეძიოს განმართლება მის წინაშე, რომელიც ჩვენი უფლისა და მაცხოვრის წყალობით მისი მეუფების - მისი ეკლესიის ყველა ჭეშმარიტ წევრს მიემადლება.


24 ივნისს საკითხავი სახარება (მათე 8,5-13)
"5. (მას ჟამსა შინა) შე-რაი-ვიდა იგი (იესუ) კაპერნაუმდ, მოუხდა მას ასისთავი, ევედრებოდა მას

6. და ეტყოდა: უფალო, მონაი ჩემი დაცემულ არს სახლსა შინა ჩემსა განრღვეული და ფრიად იგვემების.

7. ჰრქუა მას იესუ: მე მოვიდე და განვკურნო იგი.

8. მიუგო ასისთავმან და ჰრქუა: უფალო, არა ღირს ვარ მე, რაითამცა სართულსა ჩემსა ქვეშე შემოხუედ, არამედ სიტყვით ხოლო თქუ, და განიკურნოს მონაი იგი ჩემი.

9. რამეთუ მეცა კაცი ვარ ხელმწიფებასა ქვეშე და მქონან ჩემ ქვეშე ერისაგანნი; და ვჰრქვი მას: წარვედ! და წარვიდის; და სხვასა: მოვედ! და მოვიდის; და მონასა ჩემსა: ქმენ ესე! და ქმნის.

10. ესმა რაი ესე იესუს, დაუკვირდა და ჰრქუა ერსა მას, რომელნი მისდევდეს მას: ამენ გეტყვი თქვენ, არცაღა ისრაელსა შორის ესოდენი სარწმუნოებაი ვპოვე.

11. ხოლო გეტყვი თქვენ, რამეთუ მრავალნი მზისა -აღმოსავალით და დასავალით მოვიდოდიან და ინახ-იდგმიდენ აბრაჰამის თანა და ისააკის თანა და იაკობის თანა სასუფეველსა ცათასა.

12. ხოლო ძენი იგი სასუფევლისანი განითხინენ ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაი კბილთაი.

13. და ჰრქუა იესუ ასისთავსა მას: წარვედ, და ვითარცა გრწმენინ, გეყავნ შენ. და განიკურნა მონაი იგი მისი მას ჟამსა შინა".

რომაელი ასისთავის ეს ამბავი გვასწავლის კეთილ მოპყრობას ჩვენი მსახურებისადმი და ჩვენზე დაბლა მდგომთა, ჩვენი ხელქვეითების მიმართ. ასისთავის მონა დასნეულდა. იგიც თვითონ მიდის იესოსთან, რათა სნეულის შეწევნას ევედროს.

კვალად, აწინდელი სახარება, იმავე ასისთავის მეშვეობით, გვასწავლის, რომ ყოველგვარი სნეულების ჟამს მტკიცე იმედს ვამყარებდეთ ღმერთის ძალაზე, მის შეწევნაზე, რომლის გარეშეც არანაირი საკურნებელი საშუალება არ არის (მუხლი 13).

"სიტყვაი ხოლო თქუ, - ეუბნება უფალს რომაელი ასისთავი, - და განიკურნოს მონაი იგი ჩემი". შენი ერთი სიტყვა, მხოლოდ ერთი სიტყვაა ყოვლისშემძლებელი, უფალო, სწორედ ამ ერთმა შენმა საღმრთო სიტყვამ მოანიჭა მთელ სამყაროს სიცოცხლე; და განა მას ჯანმრთელობის დაბრუნება არ შეეძლება სნეულისათვის?..

ერთი და იგივე საკურნებელი საშუალებანი ხშირად ერთსა და იმავე გარემოებებშიც კი არ მოქმედებენ ერთნაირად. იმათთვის, ვინც მათ ლოცვით, ღვთის რწმენითა და მადლიერებით მოიხმარს, მაცხოვნებელნი, საკურნებელნი არიან, ხოლო ვინც ღმერთზე ფიქრის გარეშე მიიღებს ამ საშუალებებს, ისინი არ გამოუვლენენ საკურნებელ მოქმედებას.

რომაელი ასისთავი ჩვენ ჭეშმარიტ თავმდაბლობას გვასწავლის. "უფალო, არა ღირს ვარ მე, რაითამცა სართულსა ჩემსა ქვეშე შემოხუედ" (მუხლი 8).

ამ ღრმა თავმდაბლობასა და მოკრძალებას სავსებით რომ მივხვდეთ, საჭიროა გავიხსენოთ, რომ ის რომაელმა დიდმოხელემ, ასისთავმა წარმოთქვა. სხვას მის ადგილზე, შესაძლოა, ასეც ეფიქრა: ამ გალილეველმა მოძღვარმა პატივად უნდა ჩათვალოს, თუკი მას ჩემს სახლში მივიღებო. მაგრამ ასე როდი ფიქრობს ასისთავი... იესო ქრისტეს პიროვნებაში იგი ხედავს და პატივს მიაგებს ღვთის მოვლინებულს და საკუთარ თავს უღირსად მიიჩნევს, რომ ასეთი ზეღირსეული თავის ჭერქვეშ მიიღოს...

საყურადღებოა რომაელი ასისთავის ეს სიტყვებიც: "მეცა კაცი ვარ ხელმწიფებასა ქვეშე, და მქონან ჩემ ქვეშე ერისაგანნი; და ვჰრქვი ამას: წარვედ! და წარვიდეს; და სხვასა: მოვედ! და მოვიდის; და მონასა ჩემსა: ქმენ ესე! და ქმნის" (მუხლი 9). ეს სიტყვები გვასწავლიან მორჩილებას, გვიჩვენებენ, რომ ყოველმა ადამიანმა თავისი უფროსის ნება უნდა აღასრულოს, დაე, თუნდაც არც ესმოდეს, რისთვის არის ესა თუ ის ქმედება საჭირო; და უნდა აღასრულებდეს ისე, რომ არ კითხულობდეს და არ გამოიძიებდეს. ამგვარადვე უნდა იქცეოდეს ყოველი ჭეშმარიტი ქრისტიანიც, რომელიც ასევე არის კეთილმოღვაწე ანუ მეომარი ქრისტესი (II ტიმ. 2,3). იგი ვალდებულია, უსიტყვოდ ემორჩილებოდეს ქრისტეს და მის წმინდა ეკლესიას. ეკლესია ხომ ასე გვმოძღვრავს: იმარხულეთ! და ჩვენც, ყველამ, მარხვა უნდა შევინახოთ, თუნდაც კარგად არ გვქონდეს შეგნებული, რისთვის არის ეს საჭირო. ეკლესია გვიბრძანებს: იარეთ ღვთის ტაძარში! და ჩვენც, ყოველგვარი საქმე უნდა გადავდოთ და ეკლესიაში წავიდეთ, თუნდაც ეს საქმე ძალზე საჭირო და აუცილებელი იყოს.

დაბოლოს, დღევანდელ სახარებაში ჩვენს ყურადღებას იპყრობს უფლის ღირსშესანიშნავი სიტყვები: "ხოლო გეტყვი თქვენ, რამეთუ მრავალნი მზის აღმოსავალით და დასავალით მოვიდოდიან და ინახ-იდგმიდენ აბრაჰამის თანა და ისააკის თანა და იაკობის თანა სასუფეველსა ცათასა; ხოლო ძენი იგი სასუფევლისანი განითხინენ ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაი კბილთაი" (მუხლები 11-12). ეს სიტყვები იუდეველთა მიმართ ითქვა, მაგრამ ისინი ჩვენც შეიძლება განგვეკუთვნებოდეს, რამეთუ ამჟამად სწორედ ჩვენ ვართ ცათა სასუფევლის ძენი - მართლმადიდებელი ქრისტიანები. ღმერთის სასუფეველში ჩვენ ისრაელიანთა ნაცვლად ვართ მოწოდებულნი ანუ იმ იუდეველთა მაგიერ, რომელთაც არ მიიღეს ჭეშმარიტი მესია - ქრისტე და უარყვეს იგი. ისინი ურწმუნოებით იქნენ განგდებულნი. ამიტომ ჩვენც მარადის მტკიცედ ვადგეთ ჭეშმარიტ სარწმუნოებას.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2015
დიდ ხუთშაბათს საღამოს სახარებებიდან ის 12 ადგილი იკითხება, რომლებიც მაცხოვრის ვნებაზე გვიამბობს.
29.11.2014
ახალი აღთქმის წიგნებში, რიგის მიხედვით, პირველი მათეს სახარებაა.
19.12.2013
სიმდიდრის სწორად გამოყენებაზე და მდიდრების მიერ ღარიბებისადმი დახმარების გაწევაზე თქვა იესომ იგავი მდიდარ კაცსა და ღარიბ ლაზარეზე:
19.12.2013
ამჯერად ორ სახარებისეულ მონაკვეთზე - "ტაძრის ხარკის სასწაულებრივ გადახდასა" და "ცათა სასუფეველში უპირატესობის" შესახებ ვისაუბრებთ.
05.12.2013
ამჯერად სახარების იმ მონაკვეთზე ვისაუბრებთ, სადაც მაცხოვარი მესამედ წინასწარმეტყველებს თავის ჯვარცმასა და აღდგომას.
21.11.2013
განვაგრძობთ "კარიბჭის" წინა ნომერში დაწყებულ საუბარს იოანეს სახარებაში გადმოცემული სწავლების შესახებ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
07.11.2013
ამჯერად იოანეს სახარებაში გადმოცემულ მაცხოვრის სწავლებაზე ვისაუბრებთ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
24.10.2013
ამჯერად უფლის მიერ აღსრულებულ კიდევ ერთ სასწაულზე, მთვარეულის განკურნებაზე ვისაუბრებთ, რომელიც უფალმა ფილიპეს კესარიის მხარეში აღასრულა...
10.10.2013
როგორც ლუკა მახარებელი მოგვითხრობს, მიწიერი მოღვაწეობის და ქადაგების პერიოდში მაცხოვარს ემოწაფებოდნენ
26.09.2013
ამჯერად მაცხოვრის მიერ მიცვალებულის მკვდრეთით აღდგინების ერთ-ერთ სასწაულზე - ქვრივის ვაჟის გაცოცხლებაზე ვისაუბრებთ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat