საკვირაო სახარება
საკვირაო სახარება
6 მაისს საკითხავი სახარება (იოანე 4,5-42)
5. (მას ჟამსა შინა) და მივიდა (იესუ) ქალაქსა სამარიტელთასა, რომელსა ჰრქვიან სუქარ, მახლობელად დაბასა, რომელი მისცა იაკობ იოსებს, ძესა თვისსა.

6. და იყო მუნ წყარო იაკობისი. ხოლო იესუ, მაშურალი გზისა სლვისაგან, ჯდა წყაროსა მას ზედა. ჟამი იყო ვითარ მეექვსე.

7. მოვიდა დედაკაცი სამარიაით ვსებად წყლისა. ჰრქუა მას იესუ: მასუ მე წყალი.

8. რამეთუ მოწაფენი მისნი წასრულ იყვნეს ქალაქად, რაითა საზრდელი იყიდონ.

9. ჰრქუა მას დედაკაცმან მან სამარიტელმან: ვითარ, შენ ჰურიაი ხარ და ჩემგან წყალსა ითხოვ, სამარიტელისა დედაკაცისაგან? რამეთუ არა შეეხნიან ჰურიანი სამარიტელთა.

10. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: უკუეთუმცა იცოდე შენ ნიჭი ღმრთისაი და ვინ არს, რომელი გეტყვის შენ: "მეც მე წყალი, რაითა ვსუა", შენმცა სთხოვე მას, და გცამცა წყალი ცხოველი.

11. ჰრქუა მას დედაკაცმან მან: უფალო, არცა სავსებელი გაქვს, და ჯურღმული ესე ღრმა არს. ვინაი გაქუს შენ წყალი ცხოველი?

12. ნუუკუე შენ უფროის ხარა მამისა ჩვენისა იაკობისა, რომელმან ესე ჯურღმული მომცა ჩვენ? და იგი თავადი ამისგან სუმიდა და ძენი მისნი და საცხოვარი მისი.

13. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ყოველი, რომელი სუმიდეს წყლისა ამისგან, სწყუროდის კვალადცა.

14. ხოლო რომელმან სუას წყლისა მისგან, რომელი მე მივსცე მას, არღარა სწყუროდის უკუნისამდე, არამედ წყალი, რომელი მე მივსცე მას, იქმნეს მის შორის წყარო წყლის, რომელი ვიდოდის ცხორებად საუკუნოდ.

15. ჰრქუა დედაკაცმან მან: უფალო, მეც მე წყალი ესე, რაითა არა მწყუროდის, არცღა მოვიდე აქა ვსებად.

16. ჰრქუა მას იესუ: წარვედ და მოჰხადე ქმარსა შენსა და მოვედ აქა.

17. მიუგო დედაკაცმან მან და ჰრქუა: არა მივის ქმარი. ჰრქუა მას იესუ: კეთილად სთქუ ვითარმედ: არა მივის ქმარი.

18. რამეთუ ხუთ ქმარ გესხნეს, და აწ რომელი გივის, არა არს ქმარი შენი; ესე ჭეშმარიტი სთქუ;

19. ჰრქუა მას დედაკაცმან მან: უფალო, ვხედავ, რამეთუ წინასწარმეტყველი ხარ შენ.

20. მამანი ჩვენნი მთასა ამას თაყვანის-სცემდეს, და თქვენ იტყვით, ვითარმედ: იერუსალემს არს ადგილი, სადა ჯერ-არს თაყვანის-ცემაი.

21. ჰრქუა მას იესუ: დედაკაცო, გრწმენინ ჩემი, რამეთუ მოვალს ჟამი, ოდეს არცა ამას მთასა, არცა იერუსალემს თაყვანის-სცემდეთ მამასა.

22. თქვენ თაყვანისსცემთ, რომელი არა იცით, ხოლო ჩვენ თაყუანის-ვსცემთ, რომელი ვიცით, რამეთუ ცხოვრებაი ჰურიათაგან არს.

23. არამედ მოვალს ჟამი და აწვე არს, ოდეს ჭეშმარიტნი თაყუანის-მცემელნი თაყუანის-სცემდენ მამასა სულითა და ჭეშმარიტებითა, რამეთუ მამაიცა ეგევითართა ეძიებს თაყვანის-მცემელთა მისთა.

24. სულ არს ღმერთი, და თაყვანის-მცემელთა მისთა სულითა და ჭეშმარიტებითა თანა-აც თაყუანის-ცემაი.

25. ჰრქუა მას დედაკაცმან მან: ვიცი, რამეთუ მესია მოვალს, რომელსა ჰრქვიან ქრისტე. ოდეს მოვიდეს იგი, მითხრას ჩვენ ყოველი.

26. ჰრქუა მას იესუ: მე ვარ, რომელი გეტყვი შენ.

27. და ამას ოდენ სიტყვასა ზედა მოვიდეს მოწაფენი მისნი და უკვირდა, რამეთუ დედაკაცისა თანა იტყოდა და არავინ ჰრქუა მას: რასა ეძიებ, ანუ რასა იტყვი მის თანა?

28. დაუტევა უკუე სარწყული იგი მისი დედაკაცმან მან და წარვიდა ქალაქად და უთხრა კაცთა მათ:

29. მოვედით და იხილეთ კაცი, რომელმან მითხრა მე ყოველი, რაიცა ვქმენ. ნუუკუე იგი არს ქრისტე?

30. გამოვიდეს ქალაქით და მოვიდოდეს მისა.

31. და ვიდრე-იგი მოვიდოდეს, ამას ოდენ სიტყვასა ეტყოდეს მას მოწაფენი და ჰრქუეს: რაბი, ჭამე!

32. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ. მე ჭამადი მაქუს ჭამად, რომელი თქვენ არა იცით.

33. იტყოდეს მოწაფენი ურთიერთას: ნუუკუე მო-ვინმე-ართუა მას ჭამადი?

34. ჰრქუა მათ იესუ: ჩემი ჭამადი არს, რაითა ვყო ნებაი მომავლინებელისა ჩემისაი და აღვასრულო საქმე მისი.

35. არა თქვენ იტყვითა, ვითარმედ: ოთხღა თთუე არიან, და მოვალს მკაი? აჰა, ესერა მე გეტყვი თქვენ: აღიხილენით თვალნი თქვენნი და იხილეთ ყანები, რამეთუ სპეტაკ არიან სამკალად აწვე.

36. და მომკალმან სასყიდელი თვისი მოიღოს და შეკრიბოს ნაყოფი ცხორებად საუკუნოდ, რაითა მთესვარსა და მომკალსა ერთბამად უხაროდის მის თანა.

37. რამეთუ ამით არს ჭეშმარიტ სიტყუაი იგი, ვითარმედ სხუაი არს მთესვარი და სხუაი არს მომკალი.

38. მე წარგავლინებ თქუენ მკად, რომელსა თქუენ არა დაჰშუერით, სხუანი დამაშურალ არიან, და თქუენ შრომილსა მათსა შემოხუედით.

39. ხოლო ქალაქისა მისგანთა მრავალთა ჰრწმენა მისა მიმართ სამარიტელთა მათ სიტყუითა მის დედაკაცისაითა, რამეთუ მრავალთა წამებდა, ვითარმედ: ყოველივე მითხრა მე, რაოდენი ვქმენ.

40. და ვითარცა მოვიდეს მისა სამარიტელნი იგი, ევედრებოდეს მას, რაითა დაადგრეს მათ თანა. და დაადგრა მუნ ორ დღე.

41. და უფროისსა სიმრავლესა ჰრწმენა სიტყვათა მისთაი.

42. და ეტყოდეს დედაკაცსა მას, ვითარმედ: არღარა სიტყვითა შენითა გურწამს, რამეთუ ჩვენ თვით გუესმა მისგან და უწყით, რამეთუ ესე არს ჭეშმარიტად მაცხოვარი სოფლისაი, ქრისტე.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ამ სახარებაში?

პირველ ყოვლისა, იმას, რომ მაცხოვარმა უგულებელყო ძველთაძველი მტრობა იუდეველებსა და სამარიტელებს შორის და თვითონ მივიდა სამარიტელებთან, რათა ესწავლებინა მათთვის ცხოვნების ჭეშმარიტი გზა. ამით მაცხოვარი გვასწავლის, რომ ჩვენი სიყვარული არ უნდა შემოვფარგლოთ მხოლოდ ნათესავებით, ახლობელ-მეგობრებით, თანამოქალაქეებითა და ერთმორწმუნეებით, არამედ ჩვენს მტრებსაც კი ვუწილადოთ იგი. პატივს უნდა ვცემდეთ ჩვენს მტრებს, როგორც შექმნილებს ხატად და მსგავსად ღმრთისა, როგორც ჩვენს დებსა და ძმებს, როგორც შეერთებულთ იესო ქრისტეს მიერ, როგორც იმ ადამიანებს, ვისაც უფალი ღმრთისაგან ერთი საუკუნო ნეტარება აქვს დადგინებული ჩვენთან ერთად; პატივს უნდა ვცემდეთ მათ და ძმური კეთილგანწყობით ვიყოთ განმსჭვალულნი მათ მიმართ.

დღევანდელ საკითხავში კვალად ჩვენს ყურადღებას იპყრობს სამარიტელი დედაკაცის კეთილი თვისებები და პირველ ყოვლისა, მისი წმინდა ცნობისწადილი, სიყვარული სარწმუნოებრივ საკითხებზე მსჯელობისა. თავიდან მაცხოვრის სიტყვათა მნიშვნელობა ნაკლებად ესმის, ქალის სულიერი გულისხმისყოფა ჯერ იმდენად მწირია, რომ ჩვეულებრივი, ბუნებრივი წყლისაგან ვერ ამაღლდება სულიერ, ცხოველმყოფელ წყლამდე, მაგრამ როგორც კი უფალმა ამხილა მისი არაწმინდა ცხოვრება, მიხვდა, რომ დიდი წინასწარმეტყველი ესაუბრებოდა. სამარიტელი დედაკაცი თვითონვე გადადის სარწმუნოებრივ საკითხზე და თავისი ხალხისთვის ყველაზე საჭირბოროტო კითხვას უსვამს: როგორ ჯერ არს და რომელ ადგილას ღმერთის თაყვანისცემა?

სამარიტელი დედაკაცის მეორე ღირსშესანიშნავი თვისება მისი სიყვარულია მოყვასისადმი. უაღმატებულესი ბედნიერების ღირსი შეიქმნა იგი, თვით აღთქმული მესია უფალი იესო ქრისტე ესაუბრა მას. და როგორ მოიქცა იგი? მხოლოდ თვითონ დატკბა ყოველივე იმით, რაც დაინახა და მოისმინა? არა. სამარიტელი დედაკაცი მხოლოდ საკუთარ თავზე როდი ფიქრობდა!

რა გაკვეთილი შეიძლება მოგვცეს სამარიტელმა დედაკაცმა?

ხუთი ქმარი ჰყავდა გამოცვლილი ამ უწესო დედაკაცს და ახლაც უსჯულო კავშირი ჰქონდა სხვა მამაკაცთან, რომელიც ვერ იწოდებოდა მის ქმრად.

მაშ, როგორღა შეეძლო, ოდესმე უმაღლეს სულიერ ცნებათა გაგებამდე ამაღლებულიყო? საღმრთო განგებულებამ მოიყვანა ეს ცოდვილი ქალი, თითქოსდა შემთხვევით, სულიერ ნიჭთა მომცემელთან სასაუბროდ. აი, ამგვარად ძალუძთ ცოდვათა უფსკრულიდან აღდგომა ყველაზე მძიმე ცოდვილთაც კი, როცა საღმრთო მადლი მათ გულს ეხება და როცა ისინიც არ დაიხშობენ გულის სასმენელთ მისი მოწოდების წინაშე!

კვალად, ჩვენთვის ღრმად სამოძღვრებოა უფლის ის სიტყვები, როცა ასწავლის სამარიტელ დედაკაცს, თუ რაში უნდა მდგომარეობდეს ღმერთის ჭეშმარიტი თაყვანისცემა ანუ მსახურება: "სულ არს ღმერთი, და თაყვანის-მცემელთა მისთა სულითა და ჭეშმარიტებითა თანა-აც თაყვანის-ცემაი", - ეუბნება იგი ქალს. ამრიგად, მხოლოდ გარეგანი მსახურება ღმერთისადმი, სულისა და გულის თანამონაწილეობის გარეშე, არაფერს ნიშნავს. ამიტომ, გასაგებია, რომ ის ადამიანები, რომლებიც ღმერთის თაყვანისცემაში მხოლოდ სჯულის დადგინებათა ზედმიწევნით გარეგანი შესრულებით შემოიფარგლებიან და ღვთისმსახურების მხოლოდ წეს-ჩვეულებით მხარეს იცავენ, ვერ აღწევენ სრულყოფილებას რწმენაში; რამეთუ, როგორც მაცხოვარი ამბობს, მსგავსი ადამიანები მხოლოდ ბაგეებით ეთაყვანებიან ღმერთს, მათი გული კი დიდად განშორებია შემოქმედ ღმერთს.

დაბოლოს, დღევანდელ საკითხავში აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სამარიტელი დედაკაცის თანამოქალაქენი მაცხოვრის ორდღიანი ყოფნის შემდგომ მათთან, ეუბნებოდნენ ქალს: "არღარა სიტყვითა შენითა გურწამს, რამეთუ ჩვენ თვით გვესმა მისგან და უწყით, რამეთუ ესე არს ჭეშმარიტად მაცხოვარი სოფლისაი - ქრისტე".


13 მაისს საკითხავი სახარება (იოანე 9,1-38)
1. და ვითარცა წარვიდოდა იესუ, იხილა კაცი ბრმაი შობითგან.

2. ჰკითხვიდეს მოწაფენი მისნი და ეტყოდეს: რაბი, ვინ ცოდა: ამან, ანუ მშობელთა ამისთა, რამეთუ ბრმაი იშვა?

3. ჰრქუა მათ იესუ: არცა ამან ცოდა, არცა მშობელთა ამისთა, არამედ რაითა გამოცხადნეს საქმე ღმრთისაი მაგას ზედა.

4. და ჩემდა ჯერ არს საქმედ საქმესა მომავლინებელისა ჩემისასა, ვიდრე დღე არსღა; მოვალს ღამე, ოდეს ვერვის ხელ-ეწიფოს საქმედ.

5. ვიდრემდე ვარ სოფელსა შინა, ნათელი ვარ სოფლისაი.

6. და ესე ვითარცა თქუა, ჰნერწყუა ქვეყანასა და შექმნა თიხაი ნერწყვისაგან და სცხო თიხაი იგი თუალთა მის ბრმისათა.

7. და ჰრქუა მას: წარვედ და დაიბანე საბანელსა მას სილოამისასა, რომელი ითარგმნების მოვლინებულად. წარვიდა კაცი იგი და დაიბანა, მოვიდა და ჰხედვიდა.

8. ხოლო მოძმენი და რომელთა ეხილვა იგი პირველად, რამეთუ მთხოველი იყო, იტყოდეს: არა ესე არსა, რომელი ზინ და ითხოვნ?

9. სხვანი იტყოდეს: ესე არს; ხოლო რომელნიმე იტყოდეს: არა, არამედ მსგავსი მისი არს; ხოლო იგი იტყოდა: მე ვარ.

10. ჰკითხვიდეს მას: ვითარ აღგეხილნეს თვალნი შენნი?

11. მან მიუგო და ჰრქუა მათ: კაცმან, რომელსა ჰრქვიან იესუ, თიხაი შექმნა და მცხო თვალთა ჩემთა და მრქუა მე: წარვედ საბანელსა მას სილოამისასა და დაიბანე. მოვედ და დავიბანე და აღვიხილენ.

12. ჰრქუეს მას: სადა არს იგი? ხოლო მან ჰრქუა მათ: არა უწყი.

13. იყო შაბათი, ოდეს-იგი თიხაი შექმნა იესუ და აღუხილნა თვალნი მისნი.

14. მოიყვანეს იგი წინაშე ფარისეველთა, რომელი-იგი პირველად ბრმაი იყო.

15. კვალად ჰკითხვიდეს მას ფარისეველნიცა იგი: ვითარ აღიხილენ? ხოლო მან ჰრქუა მათ: თიხაი დამდვა თვალთა ჩემთა, და დავიბანე და აწ ვხედავ.

16. იტყოდეს ვინმე ფარისეველთაგანნი: ესე კაცი არა არს ღმრთისაგან, რამეთუ შაბათსა არა იმარხავს. სხუანი იტყოდეს: ვითარ ხელ-ეწიფების კაცსა ცოდვილსა ესევითარისა სასწაულისა საქმედ? და ცილობაი იყო მათ შორის.

17. ჰრქუეს მას, რომელი-იგი პირველ ბრმაი იყო: შენ რასა იტყვი მისთვის, რამეთუ აღგიხილნა თვალნი შენნი? ხოლო მან ჰრქუა მათ: წინასწარმეტყველი არს.

18. არა ჰრწმენა ჰურიათა მისთვის, ვითარმედ ბრმაი იყო და აღიხილნა თვალნი, ვიდრემდე მოუწოდეს მამა-დედათა მისთა, რომელმან-იგი აღიხილნა.

19. ჰკითხვიდეს მათ და ჰრქუეს: ესე არსა ძეი იგი თქუენი, რომლისაი თქუენ სთქუთ, ვითარმედ: ბრმაი იშვა? აწ უკუე ვითარ ჰხედავს?

20. მიუგეს მამა-დედათა მისთა და ჰრქუეს: უწყით, რამეთუ ესე არს ძეი ჩუენი და რამეთუ ბრმაი იშვა.

21. ხოლო აწ ვითარ ჰხედავს, ჩუენ არა ვიცით, ანუ ვინ აღუხილნა მაგას თვალნი, ჩუენ არა უწყით. მაგას ჰკითხეთ, ჰასაკი აქუს, ეგე თავისა თვისისათვის იტყოდენ.

22. ამისთვის ესე თქუეს მშობელთა მისთა, რამეთუ ეშინოდა ჰურიათაგან, რამეთუ შეთქმულ იყვნეს ჰურიანი, რაითა აღ-თუ-ვინმე-იაროს იგი ქრისტედ, კრებულისაგან განხადონ იგი.

23. ამისთვის თქუეს მამა-დედათა მისთა, ვითარმედ: ჰასაკი აქუს, მაგას ჰკითხეთ.

24. მოუწოდეს კაცსა მას მეორედ, რომელი-იგი პირველ ბრმაი იყო, და ჰრქუეს მას: მიეც დიდებაი ღმერთსა; ჩუენ უწყით, რამეთუ კაცი ესე ცოდვილ არს.

25. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: ცოდვილი თუ არს, მე არა უწყი; ხოლო ერთი ესე უწყი, რამეთუ ბრმაი ვიყავ და აწ ვხედავ.

26. მერმე ჰრქუეს მას: რაი გიყო შენ? ვითარ აღგიხილნა თვალნი შენნი?

27. მიუგო და ჰრქუა მათ: გარქუ თქუენ პირველვე და არა გესმა; რაისაღა გნებავს კუალად სმენად? ანუ თქუენცა გნებავს მოწაფე ყოფად მისა?

28. ხოლო იგინი აგინებდეს მას და ჰრქუეს: შენ ხარ მოწაფე მისი, ხოლო ჩუენ მოწაფენი მოსესნი ვართ.

29. უწყით, რამეთუ მოსეს ეტყოდა ღმერთი, ხოლო ესე, არა ვიცით, ვინაი არს.

30. მიუგო კაცმან მან და ჰრქუა მათ: საკუირველი ესე არს, რამეთუ თქუენ არა იცით, ვინაი არს და მე აღმიხილნა თვალნი.

31. ესე უწყით, რამეთუ ცოდვილისაი არა ისმინის ღმერთმან, არამედ უკუეთუ ვინმე არნ ღმრთის მსახურ და ნებასა ღმრთისასა ჰყოფნ, ამისი ისმინის ღმერთმან.

32. საუკუნითგან არასადა ისმა, ვითარმცა აღ-ვინმე-უხილნა თვალნი შობითგან ბრმისანი.

33. უკუეთუმცა არა იყო ესე ღმრთისაგან, ვერმცა რას შემძლებელ იყო საქმედ.

34. მიუგეს და ჰრქუეს მას: ცოდვათა შინა შობილ ხარ შენ ყოვლად და შენ გუასწავებ ჩუენ? და განხადეს იგი გარე.

35. ესმა იესუს, რამეთუ განაძეს იგი გარე, პოვა იგი და ჰრქუა მას: შენ გრწამსა ძე ღმრთისაი?

36. მან მიუგო და ჰრქუა: ვინ არს იგი, უფალო, რაითა მრწმენეს იგი?

37. ჰრქუა მას იესუ: იხილე იგი, და რომელი იტყუის შენ თანა, იგი არს.

38. ხოლო მან ჰრქუა მას: მრწამს, უფალო, და თაყვანის-სცა მას.

პირველ ყოვლისა, ყურადღება მივაპყროთ ბრმადშობილის სნეულებას - სიბრმავეს. იგი უნებლიეთ აღიყვანს ჩვენს ფიქრს სხვა სახის სიბრმავეებთან, გაცილებით უფრო მძიმესთან და იმდენადვე უფრო მნიშვნელოვანთან, რამდენადაც სულია სხეულზე მნიშვნელოვანი - სულიერ სიბრმავესთან. ცოდვა გვიბრმავებს გონებას, სინდისს, გულს, იმ ზომამდე გვიბნელებს მათ, რომ ადამიანი ხედავს და ვერც ხედავს, ესმის და ვერ გულისხმა-ჰყოფს.

ღრმა ყურადღების ღირსია მაცხოვრის პასუხი მოციქულთა შეკითხვაზე, რომელიც მათ ბრმადშობილის დანახვისას დაუსვეს მისი ამ მდგომარეობის მიზეზის შესახებ - "ვინ შესცოდა, ამ ბრმამ თუ მისმა მშობლებმა, რაკი ეს კაცი ბრმა დაიბადაო". და ამ ამაოებით აღსავსე გამოცდაზე უფალი პასუხობს: "არცა ამან ცოდა, არცა მშობელთა ამისთა, არამედ რაითა გამოცხადნეს საქმე ღმრთისაი მაგას ზედა". აი, გაკვეთილი ჩვენთვის, ყველასთვის, ვისაც სხვათა ზნეობის განსჯა მათი გარეგანი მდგომარეობით გვჩვევია. შეიძლება ადვილად შევცდეთ, თუკი ჩვენი მსჯავრი მხოლოდ გარეგან ნიშან-თვისებებზე იქნება დაფუძნებული, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში არ შეესატყვისება ადამიანის შინაგან თვისებებს.

კვალად, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მაგალითმა ჩვენც უნდა აღგვძრას კეთილ საქმეთათვის.

მოყვასისთვის სიკეთის ქმნა დამახასიათებელია ადამიანის ბუნებისთვის. აბა, დაუკვირდით მცირეწლოვან ყრმებს, ჯერეთ წაუხდენელთ, თუ როგორი მგრძნობიარენი, გულისხმიერნი და თანამლმობნი არიან ნებისმიერი უბედურებისადმი მათ გვერდით მყოფი ადამიანებისა! ასეთივეა ბუნებით ყველა ადამიანი. და ეს იმიტომაა ასე, რომ ჩვენ შექმნილი ვართ იმის ხატად და მსგავსად, ვინც თავადვე არის უზენაესი სიკეთე და უსრულყოფილესი სიყვარული. ხოლო თუკი ვხვდებით ცხოვრებაში გულსასტიკ, ცივ და ჩლუნგ ადამიანებს, გულგრილთ მოყვასის ტანჯვისადმი, უნდა ვიცოდეთ, რომ ისინი ზნეობრივად სნეულნი არიან, ისეთნი, ვისაც დაუმახინჯებია თავისი ღმერთის მსგავსი ბუნება ცოდვიანი ვნებებითა და გულისთქმებით.

მიბაძვის ღირს მაგალითს ვხედავთ ბრმადშობილი კაცის სახეშიც, კერძოდ კი მის საქციელში როგორც საკვირველი განკურნების დროს, ასევე განკურნების შემდეგაც. მან მორჩილებისა და რწმენის მაგალითი მოგვცა, ღირსი მიბაძვისა. როცა უფალი იესო ქრისტე მას მიუახლოვდა და სიტყვის უთქმელად წასცხო თვალებზე ნერწყვით აზელილი თიხა ისე, რომ ამის მიზეზიც არ გაუმხელია მისთვის, ბრმადშობილმა არაფერი ჰკითხა, არაფრის გამოძიებას არ შეუდგა, ცნობისწადილი არ გამოამჟღავნა, არ შეედავა, არ შეეწინააღმდეგა. შემდეგ, როცა უფალმა სილოამის საბანელთან მისვლა და თვალების ჩამობანა უბრძანა, - ესეც მოთმინებით და მორჩილად აღასრულა. ჯილდოდ თვალის საკვირველი აღხილვა მიიღო. ამგვარადვე უნდა მოვიქცეთ ჩვენც. როცა სხვადასხვა მწუხარება და განსაცდელი მოგვევლინება და ვერ ვხედავთ ვერც მათ დასაბამს, თუ საიდან და რატომ გვეწვია, და ვერც ბოლოს, თუ რა მიზნით დაგვატყდა ეს ყოველივე თავს, მაშინ ჩვენ არ უნდა შევასუსტოთ მოთმინება და მტკიცე რწმენით აღვივსოთ ჩვენი ზეციური მამის საღმრთო განგებულებისადმი, რომელიც ყოველივეს კეთილად და უმჯობესად განაგებს ჩვენთვის.

მაგრამ ყველაზე მეტად ბრმადშობილის საქციელი ჩვენთვის მისაბაძია თვალის აღხილვის შემდეგ, რამეთუ მან მაგალითი გვიჩვენა თავისი კეთილისმყოფელის - უფალ იესო ქრისტესადმი მადლიერებისა. და მისი მადლიერება მით უფრო ამაღლებული და სრულყოფილი მოჩანს ჩვენს თვალში, რომ მას ჯერ არ შეუცვნია ქრისტე, ძე ღმრთისა და ჭეშმარიტი ღმერთი და მხოლოდ წინასწარმეტყველად მიიჩნევს მას. აქედან ცხადი ხდება, რომ ჩვენც მოვალენი ვართ მადლობას მივუძღვნიდეთ ხოლმე არა მხოლოდ შემოქმედ ღმერთს, არამედ ჩვენს კეთილისმყოფელ ადამიანებსაც. თუკი ყოველი სიკეთე - ღმერთისგანაა, მაშინ კეთილისმოქმედი ადამიანიც ღმერთის საქმეთ აღასრულებს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2015
დიდ ხუთშაბათს საღამოს სახარებებიდან ის 12 ადგილი იკითხება, რომლებიც მაცხოვრის ვნებაზე გვიამბობს.
29.11.2014
ახალი აღთქმის წიგნებში, რიგის მიხედვით, პირველი მათეს სახარებაა.
19.12.2013
სიმდიდრის სწორად გამოყენებაზე და მდიდრების მიერ ღარიბებისადმი დახმარების გაწევაზე თქვა იესომ იგავი მდიდარ კაცსა და ღარიბ ლაზარეზე:
19.12.2013
ამჯერად ორ სახარებისეულ მონაკვეთზე - "ტაძრის ხარკის სასწაულებრივ გადახდასა" და "ცათა სასუფეველში უპირატესობის" შესახებ ვისაუბრებთ.
05.12.2013
ამჯერად სახარების იმ მონაკვეთზე ვისაუბრებთ, სადაც მაცხოვარი მესამედ წინასწარმეტყველებს თავის ჯვარცმასა და აღდგომას.
21.11.2013
განვაგრძობთ "კარიბჭის" წინა ნომერში დაწყებულ საუბარს იოანეს სახარებაში გადმოცემული სწავლების შესახებ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
07.11.2013
ამჯერად იოანეს სახარებაში გადმოცემულ მაცხოვრის სწავლებაზე ვისაუბრებთ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
24.10.2013
ამჯერად უფლის მიერ აღსრულებულ კიდევ ერთ სასწაულზე, მთვარეულის განკურნებაზე ვისაუბრებთ, რომელიც უფალმა ფილიპეს კესარიის მხარეში აღასრულა...
10.10.2013
როგორც ლუკა მახარებელი მოგვითხრობს, მიწიერი მოღვაწეობის და ქადაგების პერიოდში მაცხოვარს ემოწაფებოდნენ
26.09.2013
ამჯერად მაცხოვრის მიერ მიცვალებულის მკვდრეთით აღდგინების ერთ-ერთ სასწაულზე - ქვრივის ვაჟის გაცოცხლებაზე ვისაუბრებთ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat