საკვირაო სახარება
საკვირაო სახარება
25 მარტს საკითხავი სახარება (მარკოზი 10,32-45)
32. (მას ჟამსა შინა) და იყვნეს გზასა ზედა და აღვიდოდეს იერუსალემდ. და იესუ წინა-უძღოდა მათ და დაუკვირდებოდა მოწაფეთა. ხოლო იგინი მისდევდეს მას და ეშინოდა. და წარმოიყვანნა კვალად ათორმეტნი იგი და იწყო თხრობად მათდა მერმისა მისთვის, რომელი შემთხვევად იყო მისა,

33. ვითარმედ: აჰა, ესერა აღვალთ იერუსალემდ, და ძე კაცისაი მიეცეს მღდელთ-მთავართა და მწიგნობართა, და დასაჯონ იგი სიკუდილდ და მისცენ იგი წარმართთა;

34. და ეკიცხევდენ მას და ტანჯონ და ჰნერწყუვიდენ მას და მოკლან იგი, და მესამესა დღესა აღდგეს.

35. და მოვიდეს მისა იაკობ და იოანე, ძენი ზებედესნი, და ჰრქუეს: მოძღუარ, გუნებავს, რაითა რომელი გთხოოთ, მიყო ჩუენ.

36. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: რაი გნებავს ჩემგან, რაითა გიყო თქუენ?

37. ხოლო მათ ჰრქუეს მას: მომეც ჩვენ, რაითა ერთი მარჯვენით და ერთი მარცხენით შენსა დავსხდეთ დიდებასა შენსა.

38. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არა იცით, რასა ითხოვთ. ძალ-გიცა სასუმელსა, რომელსა მე შევსუამ, შესუმად, და ნათლის-ღებასა, რომელსა მე ნათელ-ვიღებ, ნათლის-ღებად?

39. ხოლო მათ ჰრქუეს მას: ძალ-გვიც. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: სასუმელი სამე, რომელსა მე ვსუამ, ჰსუათ, და ნათლის-ღებაი, რომელი მე ნათელ-ვიღო, ნათელ-იღოთ.

40. ხოლო დაჯდომაი მარჯვენით ჩემსა და მარცხენით არა არს ჩემი მიცემად, არამედ ვიეთა განმზადებულ არს.

41. და ესმა რაი ესე ათთა მათ, იწყეს რისხვად იაკობისა და იოანესა.

42. ხოლო იესუ მოუწოდა და ჰრქუა მათ: უწყითა, რამეთუ რომელნი-იგი ჰგონებედ მთავრად წარმართთა, უფლებედ მათ ზედა, და დიდ-დიდნი მათნი ხელმწიფებედ მათ ზედა?

43. ხოლო არა ეგრე იყოს თქუენ შორის, არამედ რომელსა უნდეს დიდ ყოფაი თქუენ შორის, იყოს თქუენდა მსახურ;

44. და რომელსა უნდეს თქუენ შორის პირველ ყოფაი, იყოს ყოველთა მონა.

45. და რამეთუ ძე კაცისაი არა მოვიდა, ვითარმცა იმსახურა, არამედ მსახურებად და მიცემად სული თვისი სახსრად მრავალთა.

იესო ქრისტეს მრავალგზის შეუხსენებია თავისი მოწაფეებისთვის თავისი მომავალი ვნების, სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის შესახებ, რათა შემდგომში ისინი სულმოკლეობასა და სასოწარკვეთას კი არ მისცემოდნენ, არამედ მხნედ გადაეტანათ ყველა განსაცდელი. უფლის ვნება-ტანჯვათა ასეთი ხსოვნა ჩვენც გვჭირდება, რადგან ჩვენც სიკვდილამდე უნდა ვატაროთ ჩვენი ჯვარი და მთელი ამქვეყნიური ცხოვრების განმავლობაში სხვადასხვა განსაცდელს დავითმენდეთ.

იაკობი და იოანე იმაზე კი არ ფიქრობდნენ, რანი და როგორნი უნდა ყოფილიყვნენ, არამედ იმაზე, რაც სურდათ. სურდათ კი მთავარი ადგილი დაეკავებინათ უფლის გვერდით. დანარჩენ მოწაფეებს დაავიწყდათ, რომ მათი სურვილი იმგვარი სნეულება იყო, რომლის განკურნებაც სიყვარულით ხამს და ნაცვლად იმისა, ტკბილი სიტყვით შეეგონებინათ მოყვასი, თავად ეწივნენ მრისხანების საცდურს. ეს ამბავი გვიჩვენებს, რაოდენ სახიფათოა პატივმოყვარეობა. იგი სულიერ თვალს უბრმავებს ადამიანს და საშუალებას არ აძლევს, ჭეშმარიტება დაინახოს. პატივმოყვარეობა მოჩვენებითი სიკეთისკენ წარგვიტაცებს და ფარავს ჩვენს თვალთაგან ჭეშმარიტ სიკეთეს - სიკეთეს ქრისტეს მიმდევრად ყოფნისა, მისი ღვთაებრივი სწავლების გულმოდგინე აღმსრულებლობისა.

მაცხოვარმა მოწაფეებს თხოვნის შესრულებაზე უარი უთხრა - არც კი იცით, რას ითხოვთო. ჩანს, ჩვენი ლოცვა-ვედრება ამაოდ იმიტომ იკარგება, რომ ჩვენი ლოცვის საგანი ღმრთის ნების საწინააღმდეგოა ხოლმე. სარწმუნოება მოითხოვს, მხოლოდ იმაზე ვლოცულობდეთ, რისთვის ლოცვასაც მარადის გვასწავლის ქრისტეს წმინდა ეკლესია; რომ უფალსა და დედა ღვთისას მხოლოდ იმას შევთხოვდეთ, რაც მის ღვთაებრივ ნებას შეესატყვისება და არა იმას, რასაც ჩვენი თავმოყვარეობა და თავმოთნეობა გვთხოვს. ჩვენი ვედრება წმინდა, უზაკველი და ღმრთისთვის სათნო მხოლოდ მაშინ არის, როცა იმას ვითხოვთ, რაც ღმერთს ნებავს და რაც სასიკეთოდ, საცხოვნებლად წაადგება ჩვენს სულს. თუკი სულს დავივიწყებთ და მხოლოდ იმას ვითხოვთ, რაც სხეულს აამებს და ვნებებს ასაზრდოებს, ამით თავს დიდად ვავნებთ.

აი, კიდევ ერთი წესი, რომელიც, თუმცაღა ქრისტემ თავის მოწაფეებს დაუდგინა, თითოეული ჩვენგანისთვისაა განკუთვნილი: "რომელსა უნდეს დიდ ყოფაი თქვენ შორის, იყოს თქვენდა მსახურ; და რომელსა უნდეს თქვენ შორის პირველ ყოფაი, იყოს ყოველთა მონა". რათა სათნო-ვეყოთ ღმერთს და ჭეშმარიტ პატივსა და დიდებას მივაღწიოთ, მართალთა ზეციური სავანე დავიმკვიდროთ, საჭიროა გვახსოვდეს, რანი უნდა ვიყოთ ამქვეყნიურ ცხოვრებაში. იმაზე კი არ უნდა ვიზრუნოთ, რომ სხვები გვაამებდნენ და გვემსახურებოდნენ, არამედ იმაზე, რომ უფლის მცნებისაებრ, სხვათა მსახურებაში თავად გავლიოთ სიცოცხლე და ამით აღვასრულოთ ქრისტეს მცნება მოყვასის სიყვარულის შესახებ.


1 აპრილს საკითხავი სახარება (იოანე 12,1-18)

1. ხოლო იესუ უწინარეს ექვსისა დღისა ვნებისა მის მოვიდა ბეთანიად, სადა-იგი იყო ლაზარე მომკუდარი, რომელი-იგი აღადგინა მკვდრეთით.

2. და მოუმზადეს მას მუნ სერი, და მართა ჰმსახურებდა მას, ხოლო ლაზარე იყო ერთი მეინახეთაგანი მის თანა.

3. ხოლო მარიამ მოიღო ლიტრაი ერთი ნელსაცხებელი ნარდისა სარწმუნოისაი მრავალ-სასყიდლისაი და სცხო ფერხთა იესუისთა და თმითა თვისითა წარჰხოცნა ფერხნი მისნი, და სახლი იგი ყოველი აღივსო სულნელებითა მის ნელსაცხებელისაითა.

4. თქუა ვინმე ერთმან მოწაფეთა მისთაგანმან, იუდა სვიმონისამან, ისკარიოტელმან, რომელსა ეგულებოდა მიცემაი მისი:

5. რაისთვის ნელსაცხებელი ესე არა განიყიდა სამასის დრაჰკნის და მიეცა გლახაკთა?

6. ხოლო ესე თქუა, არა თუ გლახაკთაი რაიმე ზრუნვაი ედვა გულსა მისსა, არამედ რამეთუ მპარავი იყო და გუადრუცი იგი მას აქუნდა და შთასადებელი იგი მას ჰკიდავნ.

7. და ჰრქვა იესუ: უტევე მაგას, დღედ დაფლვისა ჩემისა დამიმარხა ეგე. რამეთუ გლახაკნი მარადის თქვენ თანა არიან, ხოლო მე არა მარადის თქვენ თანა ვარ.

9. აგრძნა უკუე ყოველმან ერმან ჰურიათამან, რამეთუ იესუ მუნ არს; მოვიდეს არა ხოლო თუ იესუისთვის, არამედ რაითა ლაზარეცა იხილონ, რომელი-იგი აღადგინა მკვდრეთით.

10. ხოლო ზრახვა-ყვეს მღდელთ-მთავართა მათ, რაითა ლაზარეცა მოკლან.

11. რამეთუ მრავალნი ჰურიათაგანნი მისთვის მოვიდოდეს და ირწმუნებდეს იესუისსა.

12. ხვალისაგან ერი მრავალი, რომელი-იგი მოსრულ იყვნეს დღესასწაულსა მას, რამეთუ ესმა, ვითარმედ იესუ მოვალს იერუსალემდ,

13. მოიღეს რტოები დანაკის კუდთაგან და განვიდეს მიგებებად მისა, ღაღადებდეს და იტყოდეს: ოსანა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა, მეუფე ისრაელისაი!

14. და პოვა იესუ ვირი და დაჯდა მას ზედა, ვითარცა წერილ არს:

15. ნუ გეშინინ, ასულო სიონისაო! აჰა, ესერა მეუფე შენი მოვალს შენდა და ზე ზის იგი კიცვსა ვირისასა.
]
16. ხოლო ესე არა ეცნა მოწაფეთა მისთა პირველად, არამედ ოდეს იდიდა იესუ, მაშინ მოეხსენა, რამეთუ ესრეთ წერილ იყო მისთვის, და ესე უყვეს მას.

17. და ეწამებოდა მას ერი იგი, რომელი იყო მის თანა, რაჟამს ლაზარეს უწოდა საფლავით და აღადგინა იგი მკვდრეთით.

18. ამისთვისცა მიეგებვოდა მას ერი იგი, რამეთუ ესმინა, ვითარმედ ესე სასწაული ქმნა იესუ.

პირველი, რაც სახარების ამ მონაკვეთში ჩვენს ყურადღებას იქცევს, არის იუდას შენიშვნა მარიამის მოქმედების გამო, რომელმაც ძვირფასი ნელსაცხებელი სცხო უფალს ფეხებზე, და იესოს პასუხი ამ შენიშვნაზე. ჩვენს დროშიც ხშირად იმაღლებენ ხმას ღმერთის მოწინააღმდეგენი მსგავსი მსხვერპლის გამო, რომელსაც კეთილმსახური ადამიანები შესწირავენ ღმერთს. იუდა ისკარიოტელის მსგავსად, ეკლესიისგან გაუცხოებული ჩვენი თანამოძმენიც დრტვინავენ, როცა ხედავენ ეკლესია-ტაძრების შესამკობად თუ ასაშენებლად გაღებულ დიდძალ შეწირულობას: ღმერთს არ სჭირდება სიმდიდრე, ეს ათასები, აჯობებდა, სკოლებს და საქველმოქმედო დაწესებულებებს მოხმარებოდაო. მაგრამ დღევანდელი სახარება ცხადად გვიჩვენებს, რომ უფალს სათნოეყოფა ამგვარი მსხვერპლი, რადგან იგი შემწირველთა სიყვარულსა და გულმოდგინებას გამოხატავს. ხოლო მათი პირით, ვინც ამ მორწმუნეთა გულმოდგინების წინააღმდეგ ამხედრებულა, ხორცი ღაღადებს. ხორცი, რომელსაც აღმერთებს და ემსახურება ჩვენი უღმერთო საუკუნე: მას სწყინს, რომ თავად ვერ სარგებლობს იმ შესაწირავით, რომელსაც ღვთისნიერი ადამიანები ღმერთს მიუძღვნიან.

მღვდელმთავრებმა, როცა შეიტყვეს, ბეთანიაში იესოსა და მკვდრეთით აღმდგარი ლაზარეს სანახავად დიდძალი ერი მიედინებაო, გადაწყვიტეს, მხოლოდ იესო კი არა, მის მიერ აღდგინებული ლაზარეც მოეკლათ. ეს გვიჩვენებს, რაოდენ სახიფათო და დამღუპველია ცრურწმენა, წინასწარ შექმნილი ბოროტი აზრი. მაშ რით შეიძლება აიხსნას მათი ჯიუტი ურწმუნოება ქრისტესადმი, თუ არა მათი გონების დაბნელებით, გულბოროტებითა და ცრურწმენით?! სწორედ ცრურწმენამ, უმართებულო წარმოდგენამ მესიაზე შეუშალა მღვდელმთავართ ხელი, იესო ჭეშმარიტ მესიად, ქრისტედ ეღიარებინათ. ისინი ისეთ მესიას მოელოდნენ, რომელიც ქვეყნიური დიდებით იქნებოდა მოსილი, ძლიერ სამეფოს დააარსებდა, რაც მათ ანგარებასა და პატივმოყვარეობას მოესალბუნებოდა. ამიტომაც არ მიიღეს მშვიდი, მორჩილი მონის ხატით მოსული იესო, რომელიც ამქვეყნად ისეთ სიღარიბეში ცხოვრობდა, რომ თავის მისადრეკი ადგილიც კი არ ჰქონდა. და მათაც უარყვეს იგი.

ღირსშესანიშნავია ის ზეიმურობა, რომლითაც უფლის იერუსალიმში შესვლა აღსრულდა. ეს იყო სამეფო, საზეიმო, სადღესასწაულო მსვლელობა, და იფიქრებდით, რომ იუდეველნი სამარადჟამოდ ირწმუნებდნენ იესო ქრისტეს, ჭეშმარიტ მესიად აღიარებდნენ მას. მაგრამ სულ რამდენიმე დღის შემდეგ ეს სიხარულით აღსავსე, საზეიმო მისალმება შეცვალა გაბოროტებულმა შეძახილმა "ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი ეგე!", ხოლო ის იუდეველები, რომლებიც ასეთი მოწიწებით და სიხარულით ეგებებოდნენ იესოს, როგორც მეუფეს ისრაელისა, რამდენიმე დღის შემდეგ გაჰყვიროდნენ: "არა გვივის ჩვენ მეფე, თვინიერ კეისრისა"... "ჯვარს ეცვინ! სისხლი მაგისი ჩვენ ზედა და შვილთა ჩვენთა ზედა" (მათე 27:23,25).

კიდევ ერთი მაგალითი, რომელსაც შეიცავს დღევანდელი სახარება: იერუსალიმში თავის შესვლას იესო უყურებს როგორც ზაქარიას წინასწარმეტყველების აღსრულებას: "აჰა, მეუფე შენი მოვალს შენდა მართალი და მაცხოვარი, თავადი მშვიდი და მჯდომარე კარაულსა ზედა, და კიცუსა ახალსა". ამრიგად, ძველი აღთქმის წინასწარმეტყველების მიხედვით, იესო ქრისტე მეუფეა. მაგრამ როგორ უნდა გავიგოთ მისი მეუფება? ეს არის არა ამქვეყნიური, პოლიტიკური, არამედ სულიერი მეუფება. თვით მაცხოვარმა უთხრა ოდესღაც პილატეს: მეუფებაი ჩემი არა არს ამა სოფლისაგან.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2015
დიდ ხუთშაბათს საღამოს სახარებებიდან ის 12 ადგილი იკითხება, რომლებიც მაცხოვრის ვნებაზე გვიამბობს.
29.11.2014
ახალი აღთქმის წიგნებში, რიგის მიხედვით, პირველი მათეს სახარებაა.
19.12.2013
სიმდიდრის სწორად გამოყენებაზე და მდიდრების მიერ ღარიბებისადმი დახმარების გაწევაზე თქვა იესომ იგავი მდიდარ კაცსა და ღარიბ ლაზარეზე:
19.12.2013
ამჯერად ორ სახარებისეულ მონაკვეთზე - "ტაძრის ხარკის სასწაულებრივ გადახდასა" და "ცათა სასუფეველში უპირატესობის" შესახებ ვისაუბრებთ.
05.12.2013
ამჯერად სახარების იმ მონაკვეთზე ვისაუბრებთ, სადაც მაცხოვარი მესამედ წინასწარმეტყველებს თავის ჯვარცმასა და აღდგომას.
21.11.2013
განვაგრძობთ "კარიბჭის" წინა ნომერში დაწყებულ საუბარს იოანეს სახარებაში გადმოცემული სწავლების შესახებ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
07.11.2013
ამჯერად იოანეს სახარებაში გადმოცემულ მაცხოვრის სწავლებაზე ვისაუბრებთ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
24.10.2013
ამჯერად უფლის მიერ აღსრულებულ კიდევ ერთ სასწაულზე, მთვარეულის განკურნებაზე ვისაუბრებთ, რომელიც უფალმა ფილიპეს კესარიის მხარეში აღასრულა...
10.10.2013
როგორც ლუკა მახარებელი მოგვითხრობს, მიწიერი მოღვაწეობის და ქადაგების პერიოდში მაცხოვარს ემოწაფებოდნენ
26.09.2013
ამჯერად მაცხოვრის მიერ მიცვალებულის მკვდრეთით აღდგინების ერთ-ერთ სასწაულზე - ქვრივის ვაჟის გაცოცხლებაზე ვისაუბრებთ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat