თავდაჯერებული ადამიანი ყოველთვის ამპარტავანია
თავდაჯერებული ადამიანი ყოველთვის ამპარტავანია
ამჯერად ორ სახარებისეულ მონაკვეთზე - "ქანაანელი ასულის განკურნებასა" და "დროისა და ნიშნის გამოცნობაზე" ვისაუბრებთ...

არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)


ქანაანელი ასულის განკურნება
მაცხოვარი თავის მოწაფეებთან ერთად ტვიროსისა და სიდონის მხარეში მივიდა. გამოვიდა ერთი ქანაანელი დედაკაცი და შეჰღაღადა მაცხოვარს: "შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისა, ჩემი ქალიშვილი ეშმაკეულია". მაცხოვარმა ხმა არ გასცა. მასთან მოწაფეები მივიდნენ და სთხოვეს: გაუშვი იგი, ჩვენ რომ მოგვყვირისო. იესომ მოწაფეებს მიუგო: "მე მოვლინებული ვარ მხოლოდ ისრაელის ხალხის წარწყმედულ ცხვრებთან". დედაკაცი მიუახლოვდა მას, თაყვანი სცა და უთხრა: მიშველე, უფალო! მან მიუგო; მოითმინე, ჯერ შვილები დანაყრდენ, თორემ არ არის კარგი, შვილებს წაართვა პური და ძაღლებს გადაუგდო. დედაკაცმა კი უთხრა: დიახ, უფალო, მაგრამ ძაღლებიც ხომ ჭამენ ნამცეცებს მათი ბატონების სუფრიდან რომ ცვივაო. მაშინ იესო მიუბრუნდა დედაკაცს და მიმართა: ჰოი, დედაკაცო! დიდია შენი რწმენა, მოგეცეს, როგორც გსურს. და იმავ საათში განიკურნა მისი ქალიშვილი. დედაკაცს კი უთხრა: წადი ეშმაკი გასულია შენი ასულიდან. როდესაც ქანაანელი დედაკაცი შინ მივიდა, ნახა რომ ბავშვი საწოლზე იწვა, ეშმაკი კი გასული იყო (მათე 16,21-28; მარკოზი 7,24-30)

- ტვიროსი და სიდონი იყო ქალაქები ფინიკიის ზღვის სანაპიროზე, სადაც ფინიკიელები ცხოვრობდნენ. ისინი გამოირჩეოდნენ უსჯულოებით და იუდეველები ყველანაირად ერიდებოდნენ აქაურებთან ურთიერთობას. სწორედ ამის გამო გამოყოფენ მახარებლები ფინიკიელი დედაკაცის საქციელს, რათა შემდეგ მისი სარწმუნოება გამოგვიჩინონ და დაგვანახონ, თუ როგორ შეუძლია ასეთი წინაპრების შთამომავალს, თავისი სარწმუნოებით მაინც მიიღოს ღვთის წყალობა. ქანაანელი დედაკაცის მაგალითით უფალი ასევე გვასწავლის, რომ წინაპრების კეთილმსახურება არავითარ სარგებლობას არ მოუტანს შთამომავლობას, თუ ის უსჯულოა და წინაპრების უსჯულოება არ დააზიანებს შთამომავლობას, თუ ის ღვთის მცნებებს აღასრულებს.

ეს დედაკაცი ტვიროსელი გახლდათ. სანამ უფალი ამ ქალაქში შევიდოდა, დედაკაცი მიეგება მას და ევედრებოდა თავისი ეშმაკეული ასულის განკურნებას. უფალმა მისი ვედრება ყურად არ იღო, თუმცა დედაკაცი არ დაცხრა - მისდევდა მაცხოვარს გზაში და დაუცხრომლად ევედრებოდა თხოვნის აღსრულებას. მაშინ მოციქულებმა მიმართეს იესოს: "უფალო, განუტევე დედაკაცი ესე", - აღუსრულე თხოვნა და გაუშვიო, ანუ მოციქულებიც შეეწივნენ დედაკაცს მის სათხოვარში. ამის საპასუხოდ უფალი მოციქულებს ეუბნება, - მე ისრაელიანთა წარწყმედულ ცხოვართათვის ვარ მოვლენილიო და მოციქულებიც გაჩერდნენ. უსიტყვოდ მიიღეს, რაც უფალმა უთხრა. მიუხედავად ამისა, დედაკაცი მაინც არ დადუმდა. როდესაც უფალი უკვე სახლში შევიდა, მასთან ისევ მივიდა ეს დედაკაცი, თაყვანს სცემდა მას და კვლავ ევედრებოდა შვილის განკურნებას. მაცხოვარმა უთხრა: "არა კეთილ არს მოღებად პური შვილთაგან და დაგდებად ძაღლთა", ფაქტობრივად, უფალმა დედაკაცს უთხრა, რომ ისრაელიანები უფლის შვილები არიან, ხოლო თქვენ, კერპთმსახურნი, ძაღლები და ამის გამო პურს, ანუ იმ წყალობას, რასაც ისრაელიანებს ვაძლევ, შენ არ მოგცემო, მაგრამ გავიხსენოთ როგორ იქცევა და რას პასუხობს მას დედაკაცი? უფალმა მას ყურადღება არ მიაქცია, მოციქულებიც ევედრნენ უფალს და მათაც უარი უთხრა. ყველაფრის მიუხედავად დედაკაცი არ ცხრება თხოვნისგან, თან, არა თუ შეურაცხყოფილად გრძნობს თავს ეს დედაკაცი, არამედ უფალს ეუბნება; "ჰე, უფალო, რამეთუ ძაღლნიცა ჭამებ ნაბიჭევისაგან, რომელ გარდამოცვივიან ტაბლისაგან უფალთა მათთაისა", ე.ი. კი, უფალო, ძაღლი ვარ, მაგრამ მათაც ხომ ეძლევათ ნარჩენები, მცირედი თავიანთი ბატონებისგანო. ამით მან ქრისტე არა მხოლოდ იუდეველების მეუფედ, არამედ თავის მეუფედაც აღიარა. სწორედ აქ ეუბნება უფალი დედაკაცს: "ჰოი, დედაკაცო! დიდ არს სარწმუნოებაი ეგე შენი; გეყავნ შენ, ვითარცა გნებავს" და იმავ წამს განიკურნა მისი ასული. შემდეგ მაცხოვარი ხალხს ეუბნება: ესევითარი სარწმუნოება ისრაელთა შორისაც კი არ მინახავსო. რატომ ინება უფალმა, რომ ამდენ ხანს არ აღესრულებინა ქანაანელი დედაკაცის სათხოვარი? - ჯერ ერთი იმის გამო, რომ იუდეველებს კიდევ ერთი საბაბი არ ჰქონოდათ მაცხოვრის განკითხვისთვის, რომ ის ქანანელებს, იმ ადამიანებსაც შეეწეოდა, რომლებიც ყველაზე მეტად გამოირჩეოდნენ კერპთმსახურებით, უსჯულოებით. მეორე მხრივ, იუდველებს, თავის მოწაფეებს და თითოეულ ჩვენგანსაც უჩვენა ამ დედაკაცის სარწმუნოება, თუ რამხელა ძალა აქვს ადამიანის მოთმინებას და როგორ არ უნდა დავცხრეთ ლოცვით, როდესაც გვინდა, რომ უფალმა აგვისრულოს ესა თუ ის სათხოვარი, მაგრამ ზოგჯერ უფალი კატეგორიულად არ გვისრულებს სათხოვარს, ეს ისეთი სათხოვარია, რომელსაც შეუძლია ზიანი მიაყენოს სხვებს ან ჩვენ და ჩვენს სულიერ მდგომარეობას. შესაძლოა სათხოვარი კარგი იყო ადამიანის სხეულისათვის, ვთქვათ, ჯანმრთელობა, მაგრამ უფალმა ეს თხოვნა არ აგვისრულოს, რადგან სულისთვის იყოს საზიანო, ხოლო თუ ჩვენი თხოვნის აღსრულება სასარგებლოა სხეულისთვისაც და სულისთვისაც, უფალი აუცილებლად აგვისრულებს. ზოგჯერ კი უფალი სწორედ ამ დედაკაცისამებრ მსწრაფლ არ აგვისრულებს ჩვენს სათხოვარს იმის გამო, რომ ჩვენი სარწმუნოება გამოაწრთოს, სულიერად განვმტკიცდეთ და უფრო მეტად გავხდეთ ღვთის მორწმუნენი.

- რატომ ამბობს უფალი, მე ისრაელიანთა წარწყმედულ ცხოვართათვის ვარ მოვლინებულიო. როგორ უნდა გავიგოთ უფლის მიერ წარმოთქმული ეს სიტყვები?

- უპირველესად, უფალმა ეს ბრძანა იმის გამო, რომ იუდეველებისთვის კიდევ ერთი განკითხვის საბაბი არ მიეცა. უფალს ამით არ უთქვამს, რომ მე ამ დედაკაცისთვის არ მოვსულვარო. ყველა ადამიანი, ვინც უფალს განადიდებს, ვინც ჭეშმარიტად თაყვანისცემს უფალს, არის სწორედ ისრაელიანი და არა ის, ვინც შთამომავლობითად ისრაელიანია. სწორედ ეს დედაკაცი იყო ისრაელიანთაგან წარწყმედული ცხოვარი, - ის წარწყმედული იყო თავისი მანამდელი ცხოვრებით, სანამ უფალთან მივიდოდა, რადგან ის იყო კერპთმსახური, მაგრამ ის იყო ადამიანი რომელიც უფალს შეუდგებოდა და უფალმა ეს მშვენივრად უწყოდა, ამიტომაც უკვე ეს დედაკაცი და ყველა ის ადამიანი, რომელიც უფალს შეუდგება, არის ჭეშმარიტი ისრაელიანი, ანუ ქრისტეს მიმდევარი, ქრისტეს მიმღები. ამ დედაკაცს ჰქონდა სარწმუნოება ისრაელისა, - აბრაამის, იაკობის... სარწმუნოება, ის დაუცხრომელად განადიდებდა და შეუდგებოდა უფალს, ხოლო შთამომავლობითად ისრაელიანი უამრავი წარწყმდა სწორედ იმის გამო, რომ მათ არ მიიღეს მხსნელი ქმედება, რაც უფალმა აღასრულა და თავისთავად საღვთო მადლის გარეშე დარჩნენ. ამდენად, აქ უფალმა არა შთამომავლობითად ისრაელიანები, არამედ სარწმუნოებითად ისრაელიანები იგულისხმა.

დროისა და ნიშნის გამოცნობა:
იესოსთან ფარისეველნი და სადუკეველნი მივიდნენ და გამოსაცდელად სთხოვეს, ეჩვენებინა მათთვის ციდან ნიშანი. პასუხად მაცხოვარმა მიუგო: "საღამოხანს ამბობთ ხვალ მოწმენდილი იქნება, რადგან ცა წითელიაო და ახდება; დილით კი: დღეს გაიავდრებს, ვინაიდან ცა მოქუფრულიაო. ცის პირის გამოცნობა შეგიძლიათ, დროის ნიშანთა კი - არა.Bბოროტი და მრუში მოდგმა ეძიებს სასწაულს, მაგრამ ნიშანი არ მიეცემა მას, გარდა იონას ნიშნისა". ამის შემდეგ მიატოვა ისინი და წავიდა" (მათე 16,1-4; მარკოზი 8,11-13). ფარისევლობა და სადუკეველობა იყო ორი სხვადასხვა მიმდინარეობა ძველი აღთქმის პერიოდში. თუ ფარისევლები ცდილობდნენ ზედმიწევნით დაეცვათ მოსეს სჯული და ასევე ზედმიწევნით იცავდნენ ტრადიციებს, სადუკეველთა მიმდინარეობა ფაქტობრივად სექტანტური იყო, არ აღიარებდა ანგელოზთა არსებობას, სულის არსებობას... გარეგნულად თითქოს ცდილობდნენ მოსეს სჯულის აღსრულებას, თუმცა შინაგანად მათი სწავლება მთლიანად უპირისპირდებოდა საღვთო სწავლებას. ფარისეველნი და სადუკეველნი ერთად შეიკრიბებოდნენ ხოლმე მაცხოვრის წინააღმდეგ, ცდილობდნენ რაიმეში ბრალი დაედოთ, - სიტყვაში, ან სჯულის საწინააღმდეგო ქმედებაში დაეჭირათ. ისინი ამ შემთხვევაშიც ერთად მივიდნენ მაცხოვართან, მაგრამ ამჯერად ზეციურ ნიშანს, სასწაულს სთხოვენ. ამიტომაც ეუბნება მათ უფალი, - ცის პირის გამოცნობა შეგიძლიათ, ცის პირის მიხედვით არჩევთ, როგორი ამინდი იქნება და იმის გარჩევა კი არ შეგიძლიათ, დღეს რა დროა, რა ჟამია დამდგარი, რადგან უფალს ხართ დაცილებულნი. თქვენ სასწაულს ვერ მიიღებთ, რადგან ურწმუნონი ხართო. რა თქმა უნდა ეკლესიური სწავლებით სასწაული ურწმუნოთათვის აღესრულება, ისეთი ურწმუნოთათვის, რომლებსაც ამ სასწაულის ხილვის შემდეგ მოქცევა შეუძლიათ, მორწმუნეს სასწაული არ სჭირდება, მაგრამ ვინც ითხოვს სასაწაულს, ის არასოდეს ითხოვს ამას იმისათვის, რომ მოექცეს, როგორც სადუკეველნი და ფარისეველნი, - ისინი უფლისგან სასწაულს ითხოვენ მის გამოსაცდელად, რათა გამოიჭირონ და დაამტკიცონ, რომ მას სასწაულების აღსრულება არ შეუძლია. მათ იცოდნენ, რომ უფალმა უამრავი სასწაული ქმნა და უნდოდათ, თავად სასწაულის ვერაღსრულებაშიც კი დაეჭირათ, მაგრამ უფალმა არა ის ასწავლა მათ და არა იმაზე გასცა პასუხი, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ითხოვდნენ, არამედ უფრო ზეაღმატებული სწავლება მისცათ. რა თქმა უნდა, ეს სწავლება არ მიიღეს, თუმცა უფალი მაინც განუცხადებს მათ ჭეშმარიტ სწავლებას, ეუბნება: ბოროტი და მემრუშე მოდგმა ითხოვს სასწაულს, მაგრამ იონა წინასწარმეტყველის სასწაულის გარდა, ეს მოდგმა სასწაულისა სასწაულს ვერ იხილავსო. ცხადია, მათ უამრავი სასწაული იხილეს, - სნეულთა განკურნება, მიცვალებულთა აღდგინება... მაგრამ სასწაული, რომელმაც მთელი სამყარო შეცვალა, იყო სწორედ იონა წინასწარმეტყველის სასწაული - ვითარცა იონა იყო სამ დღე და სამ ღამე ვეშაპის მუცელში, ასევე იმყოფებოდა ძე კაცისა სამ დღე და სამ ღამე მიწის გულში, - ამით უფალმა იწინასწარმეტყველა თავისი ჯვარცმა, სიკვდილი, ჯოჯოხეში შთასვლა და აღდგომა და სწორედ ამ სასწაულის შესახებ ეუბნება იუდეველებს, რადგან როდესაც უფალი ჯვარს ეცმებოდა, სამ დღე საფლავად დაიდებოდა და მკვდრეთით აღდგებოდა, ამის შემდეგ ზოგიერთებს მაინც გახსენებოდა ეს წინასწარმეტყველება, მოსაქცეველად შექმნოდათ ის და უფალს შედგომოდნენ. მართლაც ასე მოხდა - მაცხოვრის ჯვარცმისა და აღდგომის შემდეგ უამრავი იუდეველი მოიქცა. საქმე მოციქულთას თანახმად, როდესაც სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ საქადაგებლად გასული პავლე მოციქული იერუსალიმში ჩადის, იაკობი ეუბნება, - ნახე, ძმაო, რამდენი არიან ურიათაგან მოქცეული ძმები? უამრავი ფარისეველი და იუდეველი შეუდგა ქრისტეს და არაერთმა თავისი სისხლითაც დაამოწმა ქრისტიანობა. ასევე მრავლად დარჩნენ ისეთებიც, რომლებმაც უფალი საერთოდ არ მიიღეს.

- ასეთი შემთხვევა ადრეც მოხდა, იუდეველებმა ადრეც მოსთხოვეს უფალს სასწაულის აღსრულება, მაგრამ მაცხოვარმა არც მაშინ აღუსრულა თხოვნა. მაშ, რატომღა ითხოვენ მისგან ამას?

- უფალი სასწაულებს უამრავს იქმოდა, მაგრამ მათ უნდოდათ სასწაული არადანიშნულებისამებრ, - სასწაულს ითხოვდნენ სასწაულისთვის, იმისათვის, რომ რაღაც არაბუნებრივი, უჩვეულო ენახათ. ასეთ სასწაულს უფალი არასოდეს იქმს, - თუ სასწაულს შედეგი არ მოჰყვება, სასწაულის შემდეგ არ ხდება ადამიანთა მოქცევა ღვთის მცნებებზე, უფალი სასწაულს არ აღასრულებს. ჩვენ არასოდეს უნდა ვითხოვოთ სასწაული, არ უნდა ვიყოთ სასწაულთა მაძიებლები. სასწაულის თხოვნა და ძიება არის პირველი გამოხატულება ურწმუნოებისა. ერთ-ერთ წმინდა მამას მორჩილმა უთხრა, - მამაო, ანგელოზები ვიხილეო, მოძღვარმა მიუგო: შვილო, უმჯობესი იქნებოდა, შენი ცოდვები გეხილა, დაგენახაო. ანგელოზებისა თუ სხვა სასწაულების ხილვა ადამიანს ვერ აცხოვნებს. უამრავმა იუდეველმა იხილა და საკუთარ თავზეც განიცადა სასწაული, მაგრამ წარწყმდა. ის ადამიანი კი, ვინც თავის ცოდვებს ხედავს და სინანულს განიცდის ამის გამო, არ წარწყმდება.

- რა ამოძრავებდათ ფარისევლებს, იუდეველთა სჯულისმეცნიერთ და სადუკეველთ, რატომ ცდილობდნენ, რომ სიტყვით და საქმით მახე დაეგოთ მაცხოვრისთვის და დაეკნინებინათ?

- თავიანთი ამპარტავნების გამო. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ თავიანთ სიმართლეში. იმდენად მართლებად მიაჩნდათ თავი, რომ თავად განკაცებული უფალი არ მიიღეს. მანამდე უამრავი წინასწარმეტყველი არ მიიღეს. ყველა დევნეს, შეურაცხყვეს და მოაკვდინეს. შემდეგ ასე მოექცნენ თავად განკაცებულ ღმერთსაც. ანუ თავდაჯერებულობა იყო მათი ხასიათი. თავდაჯერებული ადამიანი ყოველთვის ამპარტავანია და ამის გამოა თავდაჯერებული, - მას მიაჩნია, რომ მისი აზრი, მისი სწავლებაა ჭეშმარიტი. მათ სწორედ ამპარტავნებისა და თავდაჯერებულობის გამო ვერ მიიღეს უფალი და ამიტომაც ცდილობდნენ, რომ სიტყვით, საქმით, მახე დაეგოთ მისთვის, რათა დაემტკიცებინათ, რომ სწორედ თვითონ იყვნენ მართლები, თუმცა თავიანთ დაგებულ მახეში ყოველთვის თავადვე ებმებოდნენ. თავიანთ სიმართლეს ვერასოდეს ამტკიცებდნენ, მაგრამ, ამის მიუხედავად, ვერ ამჩნევდნენ, რომ თვითონ იყვნენ ღვთისგან განდგომილნი. ამის გამო აღმოჩნდნენ შემდგომ ღვთის მკვლელები და დაისაჯნენ კიდეც.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2015
დიდ ხუთშაბათს საღამოს სახარებებიდან ის 12 ადგილი იკითხება, რომლებიც მაცხოვრის ვნებაზე გვიამბობს.
29.11.2014
ახალი აღთქმის წიგნებში, რიგის მიხედვით, პირველი მათეს სახარებაა.
19.12.2013
სიმდიდრის სწორად გამოყენებაზე და მდიდრების მიერ ღარიბებისადმი დახმარების გაწევაზე თქვა იესომ იგავი მდიდარ კაცსა და ღარიბ ლაზარეზე:
19.12.2013
ამჯერად ორ სახარებისეულ მონაკვეთზე - "ტაძრის ხარკის სასწაულებრივ გადახდასა" და "ცათა სასუფეველში უპირატესობის" შესახებ ვისაუბრებთ.
05.12.2013
ამჯერად სახარების იმ მონაკვეთზე ვისაუბრებთ, სადაც მაცხოვარი მესამედ წინასწარმეტყველებს თავის ჯვარცმასა და აღდგომას.
21.11.2013
განვაგრძობთ "კარიბჭის" წინა ნომერში დაწყებულ საუბარს იოანეს სახარებაში გადმოცემული სწავლების შესახებ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
07.11.2013
ამჯერად იოანეს სახარებაში გადმოცემულ მაცხოვრის სწავლებაზე ვისაუბრებთ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
24.10.2013
ამჯერად უფლის მიერ აღსრულებულ კიდევ ერთ სასწაულზე, მთვარეულის განკურნებაზე ვისაუბრებთ, რომელიც უფალმა ფილიპეს კესარიის მხარეში აღასრულა...
10.10.2013
როგორც ლუკა მახარებელი მოგვითხრობს, მიწიერი მოღვაწეობის და ქადაგების პერიოდში მაცხოვარს ემოწაფებოდნენ
26.09.2013
ამჯერად მაცხოვრის მიერ მიცვალებულის მკვდრეთით აღდგინების ერთ-ერთ სასწაულზე - ქვრივის ვაჟის გაცოცხლებაზე ვისაუბრებთ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat