არსებობს თუ არა კავშირი შობა-ახალი წლის დღესასწაულებს შორის?
არსებობს თუ არა კავშირი შობა-ახალი წლის დღესასწაულებს შორის?
ყველა დღესასწაულს დამახასიათებელი ტრადიციები და ატრიბუტები უკავშირდება, ამ მხრივ ჩვენში განსაკუთრებით ახალი წლის დღესასწაული გამოირჩევა, რომელსაც ახლი სტილით 1 იანვარს ვეგებებით. განსაკუთრებული სამზადისი და სადღესასწაულო განწყობაც ახალი წლის დღესასწაულს ახლავს. მართლმორწმუნე ქრისტიანმა უნდა იცოდეს, რა განწყობით შეხვდეს ახალი წლის დღესასწაულს, რომელი საახალწლო ტრადიცია და ატრიბუტი შეიძლება მიიღოს და შეიწყნაროს და რომელი - არა. საერთოდ, აქვს თუ არა რაიმე კავშირი ახალი წლის დღესასწაულს ეკლესიასთან, სულიერებასთან? რატომ დამკვიდრდა ბოლო პერიოდში ჩვენში გამოთქმა შობა-ახალი წელი? რატომ ვდღესასწაულობთ საქართველოში ჯერ ახალი წლის დღესასწაულს, შემდეგ კი შობას, როდესაც ევროპის ქვეყნებში ჯერ შობას აღნიშნავენ, შემდეგ კი ახალი წლის დადგომას? ან რატომ ვზეიმობთ ქართველები ახალ წელს ორჯერ - ახალი და ძველი სტილით? - შევეცდებით გაგარკვიოთ ამ საკითხებში, რომლებზეც, შესაძლოა, დღემდე მხოლოდ კითხვები გიჩნებდათ...

არსებობს თუ არა კავშირი შობა-ახალი წლის დღესასწაულებს შორის?
ახალი წლის დასაწყისი სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში და სხვადასხვა კულტურის მქონე ერებში, მათ შორის - ქრისტიანულ სამყაროშიც, სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა. გარკვეულ ისტორიულ ხანაში წელიწადის ათვლა იწყებოდა მარტში, შემდეგ - სექტემბერში, მოგვიანებით, მე-9-მე-10 საუკუნეებიდან, დამკვიდრდა ახალი წლის 1-ელ იანვარს აღნიშვნის ტრადიცია. ამავდრულად, ეს დღე არის უფლის წინადაცვეთის დღესასწულისა და ბასილი დიდის ხსენების დღეც და სამმაგი დღესასწაულია. ეს ხდებოდა იულიუსის კალენდრის მიხედვით, ე.წ. ძველი სტილით, სანამ ცივილიზებული სამყარო გრიგორიანულ კალენდარზე გადავიდოდა. გვიან შუა საუკუნეებში, როდესაც დასავლეთის სამყარომ კალენდარი შეცვალა და გადავიდნენ ახალ კალენდარულ სტილზე, გრიგორიანულ კალენდარზე, იულიუსისა და გრიგორიანულ კალენდრებს შორის 13-დღიანი სხვაობა გაჩნდა, დასავლეთის ქვეყნებში ყველა დღესასწაულის აღნიშვნა ორი კვირით ადრე დაიწო. ეს ცვლილება თავისთავად ახალი წლის დღესასწაულსაც შეეხო და ახალი წლის აღნიშვნა დაიწყო ახალი სტილით 1-ელ იანვარს, რომელიც საერო დღესასწაულია და უკვე არავითარი საერთო არ აქვს უფლის წინადაცვეთის დღესთან, დღესასწაულთან. მოგვიანებით ახალ კალენდარულ სისტემაზე, გრიგორიანულ კალენდარზე აღმოსავლეთის ქვეყნებიც, მათ შორის რუსეთი და საქართველოც, გადავიდნენ, თუმცა ეს მოხდა მხოლოდ საერო, მიწიერი მნიშვნელობით. ეკლესია კვლავ ძველი სტილის, იულიუსის კალენდრის ერთგული დარჩა, რადგან იულიუსის კალენდარში დაცულია ციკლურობა, რომლზეც მთლიანადაა აგებული საეკლესიო მსახურებები. ამიტომაც არის, რომ ჩვენს ქვეყანაში შობის დღესასწაულს კვლავ ძველი სტილით 25 დეკემბერს (7 იანვარი ახ. სტ.) ვეგებებით, ახალ წელს კი ორჯერ ვდღესასწაულობთ, ახალი სტილითაც და ძველი სტილითაც.

შობისა და ახალი წლის დღესასწაულების დაკავშირება მოხდა მას შემდეგ, რაც თავად ახალი წელი დაუკავშირდა უფლის წინადაცვეთის დღესასწაულს და შობას. თავად გამოთქმაც "შობა-ახალი წელი" მართებულად არის დამკვიდრებული, რადგან ჯერ იშვა მაცხოვარი და შემდეგ მოხდა უფლის წინადაცვეთა და დაიწყო ახალი წელიწადი, ახალი წელთაღრიცხვა.

მართალია, ახალი სტილით, ახლით ახალ წელს საერთო არაფერი აქვს ეკლესიასა და სულიერებასთან, მაგრამ ეკლესია არ კრძალავს ამ დღესასწაულში მონაწილეობას. ეს არის ჩვეულებრივი საერო დღესასწაული და მისი აღნიშვნა არავითარ გავლენას არ ახდენს ადამიანის სარწმუნოებაზე, თუ, რა თქმა უნდა, ადამიანი მას აღნიშნავს იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ქრისტიანს შეეფერება სადღესასწაულო დღეების მიწიერად ზეიმი, ზოგადად, და მით უფრო მარხვის პერიოდში.

თუ დაუკვირდებით, დასავლეთის ქვეყნებში, სადაც შობის და ახალი წლის დღესასწაულებს ახალი სტილით აღნიშნავენ, სადღესასწაულო პერიოდი იწყება შობის დღესასწაულით - ახალი სტილით 25 დეკემბერს და შემდეგ გადადის საახალწლო ზეიმში. სადღესასწაულო ატრიბუტები და ტრადიციებიც უფრო შობის დღესასწულთანაა დაკავშირებული, ვიდრე ახალ წელთან. მეფის რუსეთშიც და ქრისტიანულ აღმოსავლეთშიც გვიან შუა საუკუნეებამდე ჯერ შობას აღნიშნავდნენ, შემდეგ - ახალ წელს, ცხადია, ძველი სტილით, იულიუსის კალენდრის მიხედვით, მაგრამ შემდეგ, სოციალისტური წყობის ქვეყნებში, განსაკუთრებით კი საბჭოთა კავშირში, ახალმა წელმა იმის გამო გადაფარა მიწიერად (თუმცა არა ჭეშმარიტი მორწმუნეებისთვის) შობის დღესასწაული, რომ კომუნისტებმა იულიუსის კალენდრის გრიგორიანული კალენდრით შეცვლის პარალელურად დაიწყეს ეკლესიის დევნაც და არა მარტო შობის, არამედ საერთოდ საეკლესიო დღესასწაულების აღნიშვნა გაფერმკრთალდა საზოგადოებაში, საეკლესიო დღესასწაულებს აღნიშნავდა მხოლოდ საზოგადოების მორწმუნე ნაწილი და არა მთლიანად საზოგადოება; რადგან საბჭოთა კავშირი ათეისტური სახელმწიფო იყო, გრიგორიანული კალენდარული სიტემის, ახალი სტილის მიღების შემდეგ საბჭოთა ქვეყნებში შობის დღესასწაული საერთოდ გამოირიცხა და დასავლური შობა-ახალი წლის დღესასწაული საბჭოთა სივრცეში მხოლოდ ახალი წლის დღესასწაულის სახით დამკვიდრდა. შობისადმი მიძღვნილი მიწიერად გამოხატული ტრადიციები და ატრიბუტებიც მხოლოდ ახალი წლის დღესასწაულმა შეითვისა. ახლით ახალი წლის დღესასწაულს ჩვენში ასეთი ზეიმურობით სწორედ საბჭოთა ტრადიციიდან გამომდინარე აღნიშნავენ. საუბარი არ არის მორწმუნე ადამიანებზე, რომლებმაც მშვენივრად იციან, რომ შობის დღესასწაული გაცილებით დიდი დღესასწაულია, შედარებაც კი არ შეიძლება ახალ წელთან, მით უფრო - საერო ახალი წლისა და შობის დღესასწულისა. შობის დღესასწულის იმ ფორმით აღნიშვნა, რა ფორმითაც ეკლესია გვასწავლის და წმინდა მამები გვიქადაგებენ, კიდევ უფრო განაბრძნობს ადამიანის სულს და მიაახლოებს უფალთან. ხოლო საერო დღესასწაულის აღნიშვნა-არაღნიშვნას არავითარი კავშირი არ აქვს ადამიანის სულიერ მდგომარეობასთან. მხოლოდ ერთადერთი კავშირი შეიძლება ჰქონდეს - თუ ისე არ აღვნიშნავთ, როგორც ქრისტიანს შეეფერება, ზიანს მოუტანს ადამიანის სულს.

საახალწლო ატრიბუტები და ტრადიციები
ნაძვის ხე და ჩიჩილაკი
ახალი წლის დღესასწაულისთვის ყველა ოჯახში დგამენ ნაძვის ხეს, თუმცა ნაძვის ხე უფრო საშობაო ატრიბუტია. დასავლეთის ეკლესიიდან - იმ დროიდან, ვიდრე რომის ეკლესია მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში იმყოფებოდა, მომდინარეობს ასეთი გადმოცემა: როდესაც მაცხოვარი იშვა, მას მთელმა სამყარომ სცა თაყვანი - ანგელოზები უგალობდნენ, მწყემსებმა თაყვანი სცეს, მოგვებმა ძვირფასი ძღვენი მიართვეს. მართალ იოსებსაც სურდა გამოეხატა თაყვანისცემა ახალშობილი ქრისტეს მიმართ. რადგან ღარიბი დურგალი იყო და ბევრის საშუალება არ ჰქონდა, პატარა ნაძვი მოჭრა და ახალშობილ იესოს მიართვა. ნაძვის ხე ზეციდან გარდამოსული ვარსკვლავებით მოირთო, თავზე კი ერთი დიდი ვარსკვლავი დაადგა. სწორედ ამ გადმოცემას უკავშირდება საშობაოდ ნაძვის ხის დადგმის და მორთვის ტრადიცია. თანაც ნაძვი მარადმწვანე მცენარეა. მწვანე ფერიც მარიულობისა და სიცოცხლის სიმბოლოდაა მიჩნეული და ამიტომაც მოხდა მისი დაკავშირება მაცხოვრის შობის დღესასწაულთან, მაცხოვრის შობით, დედამიწაზე მოსვლით ხომ მარადიული სიცოცხლე მოგვენიჭა. ეკლესიას ნაძვის ხის საწინააღმდეგო არაფერი აქვს.

ბოლო რამდენიმე წელია დასავლური ნაძვის ხის გვერდით თავი დაიმკვიდრა ქართულმა ჩიჩილაკმაც, რომელიც ერთხანს მივიწყებული იყო. ჩიჩილაკი ძველით ახალი წლიდან - უფრო გურული კალანდობიდან მომდინარე ატრიბუტია, მაგრამ რადგან ახალი წლის დღესასწაულთან ასოცირდება, ახლით ახალი წლის დღესასწაულის სიმბოლოდაც იქცა.

ჩიჩილაკი რიტუალური ნივთია. ძველად საქართველოში მას ყველა ოჯახში დგამდნენ - განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში. თხილის ხისგან დამზადებული ჩიჩილაკი მარადიულობისა და ნაყოფიერების ხედ მიიჩნეოდა. მას ხილით, ფოჩიანი კანფეტებით, ფერადი ძაფებით და სხვა ატრიბუტებით რთავდნენ, თითოეულ მათგანს თავისი სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა და ამა თუ იმ ცრურწმენას უკავშირებდნენ. ჩიჩილაკს ნათლისღების დღესასწაულამდე ინახავდნენ. ნათლისღების დღესასწაულის წინა დღეს კი წვავდნენ იმ იმედით, რომ გასული წლის უსიამოვნებებს მისი ფერფლი წაიღებდა. ჩიჩილაკს გურიაში "ბასილის წვერებსაც" უწოდებდნენ. ჩვენი წინაპრები ახალ წელს, კალანდობას ძველი სტილით 1-ელ იანვარს ეგებებოდნენ. ამ დღეს იხსენიება წმინდა ბასილი დიდიც, რომელიც საქართველოში ყოველთვის უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა. როგორც ჩანს, გაუცნობიერებლად ხალხმა ამიტომაც უწოდა სადღესასწაულოდ დამზადებულ ჩიჩილაკს "ბასილის წვერები" (წმინდა ბასილი დიდი წვერს ატარებდა). თუმცა ეკლესიისთვის წმინდანის ამგვარი მოხსენიება მიუღებელია. ეს არის დაკნინება წმინდანისა და დაუშვებელია, ადამიანებმა ამგვარი ფორმით გამოხატონ წმინდანებთან დამოკიდებულება. ჩიჩილაკი შეიძლება მივიღოთ მხოლოდ როგორც სადღესასწაულო ნივთი, ყოველგვარი რიტუალური დატვირთვის გარეშე.

სანტა-კლაუსი და თოვლის ბაბუა
შობა-ახალი წლის განსაკუთრებული სიმბოლოა სანტა-კლაუსი, რომელიც ჯერ დასავლეთის ქვეყნებში გამოჩნდა, შემდეგ კი მთელ ცივილიზებულ მსოფლიოში იქცა შობა-ახალი წლის სიმბოლოდ. სანტა-კლაუსი ყველასთვის კარგად ცნობილი წმინდა ნიკოლოზია. ვიცით, რომ წმინდა ნიკოლოზი გამორჩეული იყო საკვირველმოქმედებითა და მოწყალების საქმეებით. სწორედ მის მიერ აღსრულებული საკვირველი საქმეები, განსაკუთრებით მისი ცხოვრების ერთი ეპიზოდი დაედო საფუძვლად წმინდა ნიკოლოზის სანტა-კლაუსად დამკვიდრებას: როდესაც წმინდა ნიკოლოზი ქალაქ პატრაში მღვდლად მსახურობდა, შეიტყო, რომ ერთმა გაღატაკებულმა კაცმა, რომელსაც ქალიშვილების რჩენა არ შეეძლო, მათი საროსკიპოში გაგზავნა გადაწყვიტა. წმინდა ნიკოლოზი ღამით ჩუმად შეიპარა მათ სახლში და წინდებში გამოკრული ოქრო დაუტოვა. ასე განმეორდა სამგზის. წმინდანის მიტანილი ოქროს წყალობით მამამ ქალიშვილების გამზითვება შეძლო. ამგვარად იხსნა წმინდა ნიკოლოზმა ისინი; აქედან მომდინარეობს დასავლეთში გავრცელებული ტრადიციაც - შობის ღამეს წინდებს გამოფენენ, ან ბუხრის პირას დებენ, იმ იმედით, რომ ღამით უჩუმრად შემოიპარება სანტა-კლაუსი და საჩუქრებს ჩაუდებთ. იციან საჩუქრების წინდებში ჩადება და ისე დალაგებაც. წმინდა ნიკოლოზის დღესასწაული შობის წინა პერიოდში - 19 დეკემბერს აღინიშნება, რადგან წმინდა ნიკოლოზს უდიდეს პატივს მიაგებდნენ ადამიანები და მისგან ელოდნენ სასწაულებრივად თავიანთი პრობლემების მოგვარებას, ამის გავლენით ნელ-ნელა მოხდა მისი სანტა-კლაუსად სახეცვლილება და შობა-ახალი წლის სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირება. საქართველოში რაც მოხდა ჩიჩილაკთან დაკავშირებით, იგივე მოხდა დასავლეთში სანტა-კლაუსთან დაკავშირებით.

სანტა-კლაუსი კი აღნიშნავს წმინდა ნიკოლოზს, მაგრამ დღესდღეობით ის უკვე სულ სხვა პერსონაჟია ადამიანების წარმოდგენაში და არა წმინდა ნიკოლოზი. ეს არის კაცი, რომელიც ჩრდილოეთის ყინულებში ცხოვრობს და ყოველწლიურად მოდის შობა-ახალი წლის დღესასწაულებზე, რათა ადამიანებს სურვილები აუსრულოს. არავითარი კავშირი, გარდა სახელისა, სანტა-კლაუსს წმინდა ნიკოლოზთან აღარ აქვს, თუ არ ჩავთვლით საჩუქრების წინდებში ჩაწყობის და შობა-ახალი წლის დღესასწაულებზე წინდების ბუხრის წინ დაწყობის ტრადიციას, რომელიც რაღაცით უკავშირდება წმინდა ნიკოლოზის ცხოვრებას. ცხადია, ეკლესიისთვის მიუღებელია წმინდა ნიკოლოზის სანტა-კლაუსის სახით დამკვიდრება, მით უმეტეს გაშარჟება, რაც სანტა-კლაუსის ქცევებსა და ქმედებებში ვლინდება. საერთოდაც დაუშვებელია გაშარჟება წმინდანებისა და წმინდა დღესასწაულებისა, თუ არ გავაშარჟებთ, არავითარი პრობლემა არ არის, რომ ადამიანებმა დღესასწაულები მიწიერად გამოხატული ქმედებებითაც აღნიშნონ, იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც მათ სულიერ მდგომარეობას არ დააზიანებს.

რაც შეეხება თოვლის ბაბუას, წმინდა წყლის ქართული პერსონაჟია და გვიან შუა საუკუნეებიდან იკიდებს ფეხს. ძველად საქართველოში ახალი წლის დადგომისას ოჯახის მეკვლეობას ოჯახის უფროსი თაობდა. როდესაც ახალი წელი ახლოვდებოდა და ბავშვები ჩიჩილაკს რთავდნენ, ოჯახის უხუცესი მამაკაცი განსაკუთრებულად გამოეწყობოდა, გარეთ გადიოდა და ახალი წლის დადგომისთანავე შემოაბიჯებდა სახლში საჩუქრებითა და ტკბილეულით, ოჯახს მიულოცავდა, საჩუქრებს ჩამოარიგებდა და ბავშვებთან მხიარულებასა და თამაშს მოჰყვებოდა. როგორც ჩანს, სწორედ აქედან დაედო სათავე თოვლის ბაბუის ტრადიციას, რომლის საწინააღმდეგოც ეკლესიას არაფერი აქვს, თუმცა ბავშვებს ხელი არ უნდა შევუწყოთ იმაში, რომ თოვლის ბაბუა სასწაულმოქმედ პერსონაჟად წარმოიდგინონ. ყოველგვარი სიხარულისა და სიკეთის ერთადერთი წყარო არის უფალი და ბავშვებს უპირველესად ეს უნდა ჩავაგონოთ.

რა დამოკიდებულება აქვს ეკლესიას ჰოროსკოპების რწმენის მიმართ?
ჰოროსკოპის მიხედვით, ყველა წელიწადი რომელიმე ცხოველის ან ფრინველის წლად მიიჩნევა. ეს არის აღმოსავლური რელიგიებიდან მომდინარე ტრადიცია, რომელთაც არავითარი კავშირი არ აქვს ქრისტიანობასთან, მეტიც, ჰოროსკოპების რწმენა ფაქრობრივად არის წარმართობის მიღება და ღალატია უფლისა. ყველა ახალი წელიწადი ღვთისგან ადამიანებისათვის ბოძებული წყალობაა. დაუშვებელია, რომ რომელიმე წელიწადი ჩვენ მივუძღვნათ ცხოველებს და ფრინველებს. ყოველი წელიწადი და თავისი ცხოვრების ყოველი დღე ადამიანმა უნდა მიუძღვნას უფალს და როდესაც ყურადღება გადაგვაქვს ჰოროსკოპებზე, აღმოსავლური რელიგიების რწმენაზე და ამა თუ იმ წელიწადს რომელიმე ცხოველის ან ფრინველის წლად ვაღიარებთ, ეს მიანიშნებს, რაოდენ დაცილებულია ჩვენი გონება უფალთან, რაც უფრო მეტად გვჯერა და აქცენტირებას ვაკეთებს ამ საკითხებზე, მით უფრო მეტად ვართ მოცილებული უფალს. ეკლესია სასტიკად კრძალავს ჰოროსკოპების რწმენას, შესაბამისად ამა თუ იმ წელიწადის სხვადასხვა ცხოველის ან ფრინველის წლად მიჩნევას. ეს არის ერთგვარი კერპთმსახურება და აღმოსავლურ რელიგიებთან თანაზიაშრება.

არქიმანდრიტ მაკარ აბესაძის ქადაგებების მიხედვით
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler