როგორი უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება საკუთარი პიროვნების მიმართ
როგორი უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება საკუთარი პიროვნების მიმართ
უცნაურია, მაგრამ თვითუარყოფა, როგორც წესი, ქრისტიანული ეთიკის განუყოფელი ნაწილი ჰგონიათ. როდესაც არისტოტელე ადამიანს საკუთარი პიროვნების სიყვარულს ასწავლის, ჩვენ ვგრძნობთ, რომ მისი ეს წვდომა ქრისტიანულ სიმაღლეებს ვერ უახლოვდება. უფრო რთულადაა საქმე, როდესაც ფრანცისკო სალელი თავისი ნაწარმოების სპეციალურ თავში მკაცრი გრძნობების გამოხატვას საკუთარი პიროვნების მიმართაც კი გვიკრძალავს და გვირჩევს მხოლოდ "მშვიდობიანი და მშვენიერებით აღვსილი სულისკვეთებით" დავკმაყოფილდეთ. იულიანა ნორიჩსკაია მშვიდობას და სიყვარულს არა მხოლოდ სხვისადმი, საკუთარი თავის მიმართაც ქადაგებს. მაგრამ არც ეს თვალსაზრისი წარმოადგენს ქრისტიანულ სულისკვეთებას. დაბოლოს, მივაქციოთ ყურადღება, რას გვასწავლის მაცხოვარი: გვიყვარდეს მოყვასი, როგორც საკუთარი პიროვნება და წარმოვიდგინოთ, რა საშინელება იქნება, თუ ჩვენი თავი არ გვეყვარება. ამასთან, ახალ აღქმაში ვკითხულობთ: "ვისაც თავისი სული უყვარს, დაკარგავს მას; და ვისაც თავისი სული სძულს ამქვეყნად, საუკუნო სიცოცხლისათვის შეინახავს მას" (იოან. 12:25), ანუ ადამიანს თავისი თავი უნდა უყვარდეს, მაგრამ არა ამქვეყნიური დროებითი ცხოვრებისათვის (ლუკ. 14:26).

ჩვენ არ გვსურს მივჩქმალოთ გაჩენილი წინააღმდეგობა და განვმარტავთ: გარკვეულ მომენტამდე საკუთარი თავის სიყვარული კარგია, ხოლო იმის იქით - ცუდი. აქ საქმე სიყვარულის ხარისხით არ არის განპირობებული. შედეგების გათვალისწინებით, არსებობს, ერთი შეხედვით, საკუთარი პიროვნების სიყვარულის უარყოფის სრულიად ურთიერთსაწინააღმდეგო ორი სახე. როდესაც პერსი ბიში შელი ამტკიცებს: "საკუთარი პიროვნების სიძულვილი - მრისხანების წყაროა", ხოლო მეორე, უფრო გვიანდელი პოეტი გმობს იმ ადამიანებს, ვისაც "მოყვასი ისე ეთაკილება, როგორც საკუთარი თავი", ერთიცა და მეორეც არცთუ იშვიათ, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად არაქრისტიანულ გამოვლინებას უპირისპირდება. რადგან თუ ადამიანს ეგოისტური გრძნობები ცხოველს ამსგავსებს, მასში სიძულვილი იმძლავრებს და ბოლოს ეს ბოღმა მას ნამდვილ დემონად გადააქცევს. ან კიდევ, როდესაც პიროვნება, ღმერთის მადლით, თავის უწმინდურობას თვალნათლივ ხედავს და საუბედუროდ არ იჩენს ღვთის მორჩილებას, მას ადამიანებზე და მათ შორის საკუთარ თავზეც "დაბალი აზრი" უყალიბდება, აქედან კი მასში ცინიზმი, სისასტიკე ან ერთდროულად ერთიცა და მეორეც იბადება. ამ საშიშროებისგან ის ქრისტიანებიც კი არ არიან დაზღვეულნი, რომლებიც ადამიანს შესაბამისად ვერ აფასებენ. ასეთები, როგორც სხვათა, ისე საკუთარ ტანჯვას აზვიადებენ.

ადამიანს თავისი პიროვნება შეიძლება იმის გამო უყვარდეს, რომ მან საკუთარ თავში და ზოგადად ადამიანში ღმერთის ქმნილება დაინახა. და თუ თვალსაზრისი ასეთია, რანაირებიც არ უნდა იყვნენ ეს ქმნილებები, მათ მიმართ პიროვნებას სიყვარულის და გულმოწყალების გრძნობა უძლიერდება. სხვა შემთხვევაა, როდესაც ვინმემ შეიძლება საკუთარი თავი სამყაროს ცენტრადაც წარმოიდგინოს და სხვისი სარგებელი თავის სარგებელს ანაცვალოს. არა მხოლოდ უნდა შევიჯავროთ, არამედ საბოლოოდ უნდა ამოვძირკვოთ ეს მეორე - ეგრეთ წოდებული თვითმოყვარეობა. ქრისტიანი ამ გრძნობის წინააღმდეგ დღენიადაგ იბრძვის. ქრისტიანს სამყაროში, როგორც ბიბლიურ ნოეს, ყოველი არსება უყვარს, ყოველ პიროვნულ "მე"-ზე ზრუნავს, ოღონდ ქრისტიანს "მე"-ში ცოდვა არ უყვარს. საკუთარ თავში გაჩენილი ანგარების გრძნობის წინააღმდეგ ბრძოლა ქრისტიანს მოყვასის სიყვარულს ასწავლის. იმედი მაქვს, როდესაც მოყვასს ისევე შევიყვარებთ, როგორც საკუთარ პიროვნებას, ადვილად მივხვდებით, რა არის საკუთარი თავის ჭეშმარიტი სიყვარული და ამის შემდეგ ჩვენში შენიღბულად მოკალათებულ მიკერძოებულობას მოწყალების გრძნობა ჩაანაცვლებს. ამ შეგრძნებების საპირისპიროდ თავმოძულე არაქრისტიანის შესახებ უნდა ითქვას: მას სძულს ყოველი "მე" და ყველაფერ იმას, რასაც ადამიანები ღვთის ქმნილებას უწოდებენ, კატეგორიულად ვერ ეგუება. დადებითად ის მხოლოდ ერთს - საკუთარ "მე"-ს აფასებს და მას შესაბამის პატივსაც მიაგებს. როდესაც რწმუნდება, რომ ეს "ძვირფასი ინდივიდი" სიბინძურით არის აღვსილი, მისი სიამაყეც შელახული რჩება. ამიტომ რისხვას დასაწყისში სწორედ თავის ინდივიდუალურ "მე"-ს დაატეხს, ხოლო შემდეგ, რეალურად თუ თავის გრძნობებში, ყველა დანარჩენს მიწასთან ასწორებს. ბოლოს ამ ბრძოლაში ის მაინც ღრმად თავმოყვარე რჩება, თუმცა მისი თავმოყვარეობა უკვე შიგნიდან გარეთ გამოხეთქავს და მისი არგუმენტიც მარტივია: "თუ მე არა, სხვა რატომ?". ეს იგივეა, რასაც ტაციტუსთან ცენტურიონი ამბობს: "უფრო მკაცრად, რადგან მე ბევრი მაქვს გადატანილი".

დაბოლოს, უნდა ითქვას, რომ უგუნური ასკეტიზმი სულს ამახინჯებს, გონივრული - "მე"-ს გვავიწყებს. ჭეშმარიტება კი ის არის, რომ უსიყვარულობაზე უმჯობესი საკუთარი პიროვნების სიყვარულია; საკუთარი პიროვნების სიყვარული მოყვასის სიყვარულის საწინდარია და ახალნერგის ამონაყარია.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler