ქიზიყის განგრძობა საინგილოა
ქიზიყის განგრძობა საინგილოა
დასასრული
მივიდნენ ერთ საუცხოო წყლამდე ("ცივ-წყარო" ინგილოურად ჰქვია), რომელიც დიდის კლდიდგან გადმოჟუჟუნებდა. აქ დაისვენეს იმათ, წყალი დალიეს და გასწიეს. ეს წყალი ზაფხულში ისრე ცივია, როგორც ზამთრის წყალი, ზამთარში კი თბილი.

იარეს და მივიდნენ ერთ უწინდელ დანგრეულ ეკლესიასთან, სახელად "თეთრი საყდარი". ეს საყდარი დანგრეული და გაოხრებული დახვდათ, ეკლესიის კედლებში იყო პატარა ჭურები ჩადგმული.

- ეს ჭურები რისთვის ყოფილან ნეტავი საჭირონი, რომ კედლებში ჩაუდგამთ უწინდელ ქართველებს?

- ამ ჭურებში მტრის დაცემის დროს ეკლესიის მოძღვარნი ჰმალავდნენ ეკლესიის სიმდიდრეს. ე.ი. ფულს და ძვირფასს ნივთებს. სხვა ეკლესიებს აქვთ ხოლმე სამალავი ოთახები, როგორც მცხეთის სვეტიცხოვლის ეკლესიას. აი, ამ სამალავი ოთახის მაგივრათ აქ ყოფილან ეს ჭურები. მტერს ეს საიდუმლოც გაუგია და ამოულაგებია ამ ეკლესიიდგან ყოველი სიმდიდრე. რასაკვირველია, რომ ყოველ ეკლესიის გარშემო არის სასაფლაო. ახლანდელი ეკლესიები კი განშორებულია სასაფლაოებს.

- ამ შიშიანობის დროს ხუცესნი, აბა, სად გაასვენებდნენ მკვდარს, თუ არა თავის საყდრის ადგილებში.

კარგა ხანს დაკვირვებით რომ გასინჯეს ეს თეთრ-საყდარი (თეთრი თლილი ქვით აშენებული), რომელიც გორის ძირში კახის მიწა "კეჭენში" იმყოფება, გამოვიდნენ აქედან, დაადგნენ ურმის გზას და მცირე რომ წავიდნენ, დაინახეს ერთი ახლად გამოჩენილი უწინდელი სამარე.

აქ გაჩერდნენ. ერთი-ორ მინუტის განმავლობის შემდეგ მათ წინ ეწყოთ ძვლები უწინდელ ქართველისა და დიდის ბეჯითობით შინჯავდნენ მათ.

- ეს მკლავის ძვალი უნდა იყოს, მაგრამ რა სქელი და გრძელი ძვალია; ეტყობა, დიდი ხნის ძვლებია, რადგან ამრიგად დამპალან (ხელში რომ გაგესრისა, ნაცრად იქცეოდა).

ეს სამარე რომ გაშინჯეს, კარგა დაღალულები და მშიერები იყვნენ. დილით გამოსულებს პირში ლუკმა არ ჩაედოთ, თუმცა სადილობის დრო გადასულიყო. დაღალულმა მგზავრებმა ბოლოს მიაქციეს თავისი დაღალული ყურადღება მეორე ეკლესიასაც, რომელიც იქავე ახლოს იყო. ესეც თეთრი საყდარია (ჩვენებურად). ამ ეკლესიის ხვედრიც იგეთია, როგორიც სხვებისა. ამასაც აქვს თვისი ჭურები კედლებში.

ორიოდე ვერსი სავალი გზა ჰქონდათ შინამდინ. ძლივს-ძლივს დაღალულებმა მიაღწიეს სახლში და ნოყიერი საჭმლით და ტკბილი ალერსით დედ-მამისა ღონე მოიბრუნეს. ყველა ნანახი კი ღრმად გულში ჩაურჩათ.

"ისევ საინგილოს შესახებ", "ივერია" 1919 #32
საინგილო მუდამ საქართველოს ნაწილი ყოფილა, მისი განუყოფელი და განუყრელი შემადგენლობა. წმინდა ნინომ IV საუკუნეში აქეთკენაც გამოიარა, როგორც ქართველი ერის ერთ სამრევლოში. VII საუკუნეში არჩილ მეფემ კახს, ჭარს, ბელაქანს და ლაგოდეხს იღვაწა ხალხის ზნეობრივ ასამაღლებლად და ააგო ციხეები, ქალაქები და საყდრები. X საუკუნეში აქვე იღვწოდა დინარ დედოფალი, მერე დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, გიორგი ბრწყინვალე, თეიმურაზ (XVI საუკ.). მართალია, შაჰ-აბაზის ძალმომრეობით ეს ადგილი დაიჩემეს ლეკებმა და დააარსეს იქ მცირე რესპუბლიკა (ჭარ-ბელაქნისა) და იმავე ყაენის დახმარებით ქართველ მეფეს განუდგა კახ-ელისოს ერისთავი ვახვახიშვილი და გასულთანდა ჭარ-ბელაქნის მომიჯნავედ, მის აღმოსავლეთის მხრივ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ადგილობრივი ხალხი, მეტადრე იქაური ქართველობა, არ სწყვეტდა თავის უწინდელ კავშირს დანაშთენ ქართველობასთან და არც ქართველი მეფეები უარყოფდნენ თავის უფლებას ამ ქვეყანაზე. სხვას რომ თავი დავანებოთ, იმას მაინც აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ბოლონდელი მეფე ერეკლე მეორე თავის ტიტულში იწოდებოდა აგრეთვე მთავრად საინგილოსი და რუსებთან ხელშეკრულების დროს 1783 წელს იხსენიებდა თავის თავს მეფედ ქართლ-კახეთისა, მთავრად სამცხე-საათაბაგოსი, კახის (საინგილოსი) და სხვა.

ასეთია ისტორიული სამართალი. საინგილო არასოდეს ყოფილა ნაწილი ადირბეიჯანისა, პირიქით, ეს ქვეყანა მუდამ იყო საქართველოს მისადევარი არათუ ისტორიულად, არამედ ეკონომიურადაც. ქიზიყის განგრძობა საინგილოა, ხოლო საინგილოსი - ქიზიყი: იქიდან მოდის ბრინჯი, ხორბალი, ხილი, თაფლი, აქედგან - მანუფაქტურა და ცხოვრებისათვის ათასი უსაჭიროესი საგანი. ადირბეჯანსა და საინგილოს შორის თვით ბუნებას დაუდია აუცილებელი საზღვარი: ეს ვიწრო ყელი კავკასიონის და ალაზანს შორის კოშკა-ჩაის (ყანუყობის) ღელის გაყოლება. მას იქეთ ატეხილი ჭალებია, ვით დანარჩენ კახეთში, ქვეყანა სავსეა ქართველი ერის შექმნილ და აწ მუსრად ქცეულ ნაშთებით, ყანუყობის იქით კი გაჰყვება გატუცული და გარუჯული მთა-გორაკები, როგორღაც დანაშენ ნუხის მაზრასა და მის გაყოლება ადგილებში.

ვერ წარმოგვიდგენია, რა უფლებით უკავია ჩვენი ქვეყანა ადირბეჟანს, ამას ვერ ამართლებს ვერც ისტორიული გადმოცემა, ვერც ეთნოგრაფიული მონათესაობა და ვერც სარწმუნოებრივი ერთობა. საინგილოში ქართველების გარდა ცხოვრობენ ლეკები და მცირედ თათრები, მაგრამ ესენი სუნის მიმდევარნი არიან და არა შიისა, როგორც ადერბეჟანის დანაშთენი მოსახლენი. თუ იტყვიან, იგინიც და ესენიც მაჰმადიანები არიანო და ამიტომ ჩვენი უნდა იყვნენო, გამოვა ერთგვარი ულოღიკობა, ვინაიდან ეგრე შეიძლება ჩვენ დავიჩემოთ სომხები, ბერძნები, აისორები და სხვა. რადგან ესენიც ქრისტეს მიმდევარნი არიან!..

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler