ამისთანა ქმნილება ჩვენს საქართველოს ზურგზე იშვიათია
ამისთანა ქმნილება ჩვენს საქართველოს ზურგზე იშვიათია
"დროება", 1878 წ.
გზის მარჯვნივ აგერ არის ქვევრი. ქვევრი კედელივით არის აგურით მოშენებული.

- ჩვენი სანახველები ჯერ იქით არიან, მოდით წავიდეთ! - ეტყვის უფროსი თავის ამხანაგებს.

ხუთიოდე მინუთის სავალის შემდეგ დაინახავენ მაღალს და საუცხოვო შენობებს. მიაბამენ ცხენებს ახლო შვინდის ხეებს და თვითონ წავლენ იმ უზარმაზარი შენობისკენ, რომელიც სხვა შენობების შუა ადგილას დგას.

- ფრთხილად იყავი, დ... თორემ ვინ იცის, იქმნება რამე ხიფათი გვეწვიოს. შეიძლება, რომ ამ შენობებში ბუდობს დათვი, მგელი, ლომი ან კიდევ შხამიანი გველი, რომელთაც ჩვენ ვერ დავეხწევით უმსხვერპლოდ, - სთქვა ერთმა.

- მართლაც სიფრთხილეს თავი არ სტკივა, - სთქვა მეორემ.

- მომყევით, თქვე ქალაჩუნებო! ამისთანა მშვენიერ დღეს როგორ შეგვაშინებს ჩვენ დათვი ან გველი? - წამოიძახა მესამემ და ერთი თვალის დახამხამებაში უმალ შევიდა დასავლეთის მხრით ხსენებულ შენობაში. ორი მგზავრიც თან შეჰყვა.

მათ თვალწინ წარმოუდგა საყდარი, რომლის კედლებზე იყო მარიამ დედა და მის ყუჯახში (კალთაში) მჯდომარე ქრისტე: ეს სურათი ისრე ბრწყინავდა, რომ სხვა ეკლესიებში, რომლებშიაც არ არის წირვა-ლოცვა შეწყვეტილი, ყველგან კედლებზე ეტყობოდა, რომ ყოფილა ნახატი სურათებში, მაგრამ კაცის თვალს აღარ შეეძლო მათი ვინაობის გაგება, რადგან მტერს ძრიელ დაემახინჯებინა იგინი.

ეკლესია თაღით მოშენებული ყოფილა. ერთი ნახევარი თაღისა ახლაც არის, მეორე კი ჩამოუნგრევიათ. კარები აქვს სამი, ფანჯრები ვიწრო და ბევრი, კარის გარშემო და თავზე არის დიდი თლილი ლოდები. წარწერილი არსად არ დარჩომილა. თვით ეკლესიაც თლილი თეთრი ქვით არის აშენებული, მაღალი და განიერია.

- ეს ეკლესია, - სთქვა ერთმა, - სწორედ მომაგონებს მე ქუთაისის გორაზე მყოფ უწინდელ ეკლესიასა, რომელიც აღაშენა ბაგრატ მეფემ მეთერთმეტე საუკუნეში. სწორედ იმხელა და იმ სახით არის ესეც აშენებული. შეიძლება ესეც იმ დროს და იმავე მეფისგანაა აშენებული, მაგრამ ვინ იცის, იქნება სხვა სხვამ ააშენა. ეს კია, რომ ამისთანა ქმნილება ჩვენს საქართველოს ზურგზე იშვიათია. ეს ეკლესია უეჭველად დიდი სობორო უნდა ყოფილიყო, რადგან სოფლისათვის ჩვენში პატარა ეკლესიებს აშენებდნენ ხოლმე და არა ამისთანებს. და თუ ეს სობორო ყოფილა, მაშინ იქ უნდა ყოფილიყო დიდი ხალხი, ანუ ქალაქი. ამაში ეჭვი არ არის: ხომ დაინახეთ, ჩვენ როცა მოვდიოდით, გარშემო სოფელ ლექეთში და გორის წვერზე იყო მრავალი შენობების ნაშთი და ტყეში მრავალი ძველი ხილის ხე: ნიგოზი, თხილი, მსხალი, ვაშლი და სხვა. მაგრამ გავიდეთ აქედგან, დავათვალიეროთ ჩვენი გარშემო და მაშინ ცხადად დავინახავთ ყველაფერს.

გავიდნენ თუ არა, მაშინათვე ყურადღება მიაქციეს მეორე ეკლესიას, უფრო მომცროს. ესეც თლილი ქვით იყო აშენებული. აქედგან კიდე დიდი ეკლესიის კედლებს დაუწყეს ცქერა; ეძებდნენ ქვებზე წარწერებს, მაგრამ ამაო იყო მათი შრომა. დასავლეთისავე მხარეს იყო მესამე ეკლესია, რომლის თაღი და კედლები მშვენივრად იყვნენ შენახულნი. საყდრის გარედან თაღზე იპოვეს დამწიფებული შავი ყურძენი, რომელიც უწყლობისა გამო კრიკინას ჰგვანდა.

ძველმა ნიგვზის ხემ, სამარეებმა და ეკლესიებმა ბევრი რამ მოაგონა მგზავრებს ჩვენი ქართველების წარსულის დროინდელი...

- ვინ იცის, ამ ადგილას, ამ ხის ქვეშ რა გვარ გმირებს გაუტარებიათ დრო, რა გვარ კაცებს უმოქმედნიათ ამ ეკლესიების ასაგებად და თავის დასაცველად!

- სწორეთ არავინ იცის, - სთქვა ერთმა მგზავრთაგანმა, - ჩვენი "ქართლის ცხოვრება" ამ ეკლესიებზე სიჩუმით ივლის და ქართველებში, ჩვენს გარდა, არავინ იცის ამ ეკლესიებისა და ადგილის ისტორია. მოხუცებულებისაგან გამიგონია, რომ 250 წელიწადი უნდა იყვეს მას აქეთ, რაც აქ ქართველობა ყოფილა. გადმონაცემს ვინ დაიჯერებს, იქნება მეტ ნაკლებიც იყოს...

გაშინჯეს მეოთხე ეკლესია, რომელიც დასავლეთის მხარეს კაკლის ქვეშ იდგა. ეს ეკლესიაც იგრევე იყო აშენებული, როგორც სხვები. ამასაც ჰქონდა სარდაფი. მტერს ამისთვისცა მიეგნო.

შემდეგ მგზავრებმა ცხენები მომართეს და გაემგზავრნენ შინისაკენ... მშვენიერი დღე, ივლისის დღე. სოფელ კახის მარცხენა მხარეს სუფევს ღრმა სიჩუმე. ხანდახან ღრმა მყუდროებას არღვევს სოფლის ძაღლების ყეფა და არწივის სტვენა.

სამი მგზავრი სცდილობენ, არ დაარღვიონ მყუდროება.

გორის ძირში მათ გასინჯეს ეგრეთწოდებული "ბებრების სამარეები" მაყვლნარ დაცემული. გაუდგნენ ერთ პატარა ბილიკს და რამდენიმე წამის შემდეგ გაჩნდნენ კასრის საყდრის ეზოში. გორა ამ ადგილას სწორდება, რის გამოც საყდრის გარშემო წარმოგვიდგენს სწორე მინდორს, სამი მხრით გარემოცულს ღრმა უფსკრულებით, ხოლო ერთის მხრით აწეული მთით. ეს სწორე მინდორში არის ერთი დიდი ქვევრი, ლექეთის ქვევრივით თაღით მოშენებული და ერთიც ოთხ-კუთხიანი თეთრი და თლილი ქვით აშენებული ეკლესია. ეს ეკლესია კასრის საყდრის ეკლესიად იწოდების საინგილოში.

- და ჩვენს ისტორიებში არაფერი არ არის ამ ეკლესიებზე შენახული? - იკითხა ერთმა მგზავრმა.

- სრულიად არაფერი.

- მაშ, უწინდელი ნაშთი იგრე უნდა დაიკარგოს, რომ მისი არა ვიცოდეთ-რა?

- სწორედ მისი შემაძრწუნებელი, დამახინჯებული სურათი ჩვენ თითქმის გვაუწყებს ამ ეკლესიის ხვედრს და გარდასავალს. ეკლესიის დაღრეჯილი მდგომარეობა ჩვენ ცხადად გვეუბნება, რომ მას როდესღაც სწვევია ხელში წერაქვიანი და გრდემლიანი სტუმარი, რომელსაც ამ იარაღებით მისი გვერდები და ზევითური თარი შეუმტვრევია და ალხან-ჩალხანათ უქცევიათ.

- ეს რცხილა ჩვენ გვატყობინებს, რომ დიდი ხანია ამ ეკლესიის გაოხრება.

- რასაკვირველია, რცხილა ქეც დაბერებულა.

- ამისთანა მაღალ გორაზე რათ აშენებდნენ ნეტავი უწინ ეკლესიებს? როგორ დადიოდნენ მლოცველები ამ სიშორეზე?

- მიტომ, რომ ამ სიმაღლიდგან იგინი მალე დაინახავდნენ ხოლმე მტრის შემოსევას და აქ ამოსვლამდე ქეც შეეძლოთ მიმალულიყვნენ, თუ საჭიროება მოითხოვდა. თვით მოსახლეებიც მაშინ ამ ეკლესიების შორიახლო ცხოვრობდნენ.

- მაშინ ის რაღას ნიშნავს, რომ სწორეზე ჰპოულობენ უწინდელს მიწაში დაფლილ ქვევრებს, უწინდელ ჭურჭელს, ფულებს, იარაღს და სხვას?

- მე იმას კი არ ვამბობდი, რომ სწორე მინდორში ხალხს არ უცხოვრია-თქო, არა. მე იმას ვამბობ, რომ მტერი შამოესეოდა აქაურობას, მაშინ მინდვრის ხალხი გორებზე და მაღალ ადგილებზე ადიოდა, სადაც მტერს თვითონაც ეშინოდა ასულიყო და ტყვილადაც ავიდოდა. მტერი არბევდა მინდორში მცხოვრებ ქართველის სახლ-კარს, სწვავდა ყველაფერს და მიდიოდა. ქართველი კიდე ჩამოდიოდა და აშენებდა ხელმეორედ თავის მამულს, მაგრამ მტერი კიდევ მალე ეწვეოდა ხოლმე.

- გადაიხედეთ ერთი აქედან; შეხედეთ მარჯვნივ, მარცხნივ და აღმოსავლეთისკენ! რა გვარი ჩინებული და დიდებული პანორამა უდგება კაცის თვალს აქედგან! - სთქვა ერთმა, რომელიც აქამდე ღრმად იყო ჩაფიქრებული და გაჩუმებული.

მარცხნივ ხედავენ სოფელ კახისთავს და კახისთავის მინდვრებს, რომლებშიაც გამწკრივებულან ძროხები და სძოვენ. იქავე ხედავენ ერთს პატარა ციხეს, რომელიც რუსებმა ააშენეს მოპირდაპირეთ. ამ მინდორში მიიკლაკნავლა ერთი გზა, რომელიც ილისოსკენ და დაღისტნისკენ მიდიოდა. აღმოსავლეთის მხარეს სოფელ კახის გვერდით მდინარე ქურმუხის იქით დაინახეს მდაბალი მთა, რომლის კეფაზე თეთრად მოსჩანდა სოფელი მალაღი.

ამ მთის ბოლოში დასავლეთის მხარეს იყო წმინდა გიორგის ქურმუხის საყდარი. მარცხენა მხარეს ხედავდნენ მთელს ალაზნის ველს, რომელიც ტყეებით მწვანეთ იყო შეღებილი. ამ ტყეებში შიგადაშიგ მოჩანდა სოფლები. ტყის შუაში მიიკლაკნებოდა მოდუდუნე და ხან ჩუმი ალაზანი, ალაზანს იქით შირაქის მინდვრები მოჩანდა, როგორც ხელის გული.

თვით მომაკვდავიც სწორედ გითხრათ, აღტაცებაში მოვიდოდა იმ სურათის დანახვით და მის შთაბეჭდილების ქვეშ.

- წავიდეთ ახლა ზევითკენ, ჯერ ბევრი სავალი გზა გვიდგა! - ბოლოს წამოიძახა უფროსმა. დაადგნენ იმავე ბილიკს, რომელიც მაღლა გორაზე მიდიოდა და წავიდნენ.

ის მთა არ იყო ეგეთი ტიტველა და გულამაცრუებელი, რაგვარაც მთაწმინდის და შირაქის მთებია, არამედ იგი იყო ხე-ტყით მოსილი. ტყეში იყო ყოველგვარი ხე, მხოლოდ მომეტებული ნაწილი მუხა და რცხილა.

ბილიკმა მალე მიიყვანა იგინი ერთ განადგურებულ და აოხრებულ ეკლესიასთან. ჩვენში ამ ეკლესიას უწოდებენ ჭანდარა საყდარს. მტერს ფესვიანად ამოეგლიჯა იმ ეკლესიის კედლები, რომ ყოველი ნიშანი მისი დაკარგული იყო. მაგრამ მგზავრებმა მაინც იპოვეს იმისთანა ნიმუშები, რომლებიც ცხადად უჩვენებდნენ მათ, რომ ეს ყოფილა ეკლესია.

- ამ ჭანდარა საყდრის გზა საიდგან ყოფილა?

- ახლა ჩვენ პატარა ბილიკზე რომ მივედით კასრის საყდრიდან, იქიდან ეს ბილიკი უწინ, როგორც კასრის საყდრის ბილიკი, ყოფილა დიდი შარაგზა ამ გორაზე გაყვანილი. ხოლო ახლა დაპატარავებულა და ეს ბილიკი დარჩომილა იმ გზის მიგივრათ.

ამ ეკლესიის გარშემო იყო დიდი დაბურული ტყე, შორს სოფლიდგან. კმაროდა ერთი მშიერი მგლის წვევა, რომ ეს სამი უიარაღო მგზავრი მსხვერპლად გამხდარიყო. აქედან მათ ჩქარის სიარულით ჩაიარეს და რამდენიმე მინუთის შემდეგ ჩავიდნენ ერთს დიდ ღელეში, რომელშიაც მოკამკამებდა ანკარა წყარო.

სამივე მგზავრი ფრთხილად ჩავიდნენ ღელეში, დასხდნენ მშრალ ადგილას წყლის პირზე, ზევიდგან მათ ჩრდილავდა დახლართული ტოტები სხვადასხვა ხეებისა ასე, რომ მზის ერთი სხივიც ვერ იხედებოდა ქვევით. მგზავრებმა გაიგრილეს შუბლები, კუჭები.

აქ რომ დაისვენეს, მერე წამოდგნენ და გაჰყვნენ ამ წყალს ქვეითკენ. წყალმა მიიყვანა იგინი იქამდე, სადაც იყო უწინდელი კალოები, ეზოები, ხეხილები (ლეღვის, თუთის ხეების). აქვე მიაგნეს მათ ერთ პირღია ორმოს, რომელშიც საშინლად ბნელოდა.

- ეს პურის ორმო ხომ არ ყოფილა ნეტავი? - სთქვა ერთმა მეგობარმა.

- ვინ იცის, ჩემის აზრით, ეს ორმო პურისა არ უნდა ყოფილიყო, არამედ ქრისტიანი ქართველების სამალავი, ე.ი. როცა მტერი ეცემოდა აქაურობას, აქაური ხალხი ამისთანა უდაბურ ადგილებში იხიზნებოდნენ, ორმოებს სთხრიდნენ და სახლში ცოლ-შვილით იმალებოდნენ. ამ ორმოს შესახებ ეს ნათქვამი ჭკუაზე ახლოა, რადგან ორმო მეტად დიდია; პურს ამისთანა ორმოში არ ინახავენ. გარდა ამისა, ორმოს ძირში არის ნახშირი. შიგ ჰქონიათ ცეცხლი. აგერ წყალიც ახლოს ჩაუდის ორმოს. ძნელი არ იქნებოდა მათთვის აქ ცხოვრება.

ამგვარი ლაპარაკის შემდეგ სამმა მეგობარმა ორმოს პირი ისრევე გააკეთა, როგორც იყო საუკუნოობით უწინდელი ქართველისაგან გაკეთებული და ცმაცუნით გასწიეს ქვევითკენ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler