ხელნაწერთა სავანე
ხელნაწერთა სავანე
"მხოლოდ წარსულის ცოდნით დაუცავს ყოველ ერს თავისი ეროვნება, თავისი არსებობა, თავისი ვინაობა..."
ილია ჭავჭავაძე
ხელნაწერთა ინსტიტუტში დავანებულა ჩვენი უძვირფასესი სულიერი საგანძური - ბრძენ ძველ ქართველთა ხელნაწერები. განსაკუთრებულ სიახლოვეს წარსულთან სწორედ ამ დრო-ჟამით გაყვითლებული ფოლიანტებისა თუ ეტრატების ნახვის, წაკითხვის და თუნდ გადაფურცვლის დროს იგრძნობ.

ინსტიტუტი 1959 წელს დააარსა ბატონმა ილია აბულაძემ. პირველი დირექტორიც თავად გახლდათ. შემდეგ ქალბატონი ელენე მეტრეველი ხელმძღვანელობდა ამ დაწესებულებას, ამჟამად კი მისი დირექტორია აკადემიკოსი ზაზა ალექსიძე. ბატონი ზაზას დამსახურებაა, გასული საუკუნის 90-იან წლებში სინას მთაზე ექსპედიციის მოწყობა, სადაც სხვა საინტერესო მასალებთან ერთად მან მიაკვლია ალბანურ ანბანს და გაშიფრა კიდეც - წაიკითხა ქართულ-ალბანური პალიმფსესტი. დირექტორის მოადგილე გახლავთ ისტორიკოსი მზია სურგულაძე. "კარიბჭესთან" საუბარი სწორედ ქალბატონ მზიას ვთხოვეთ.

- ჩვენს ინსტიტუტში თავმოყრილია მთელი ის სულიერი მემკვიდრეობა, რომელიც შემორჩენილია V-XVIII საუკუნეებიდან.

ცხადია, ქრისტიანობის შემოსვლამ ჩვენში წიგნის კულტურა განავითარა. შეიქმნა დიდძალი ლიტერატურა. უპირველეს ყოვლისა, ითარგმნა წმინდა წერილი, სასულიერო თხზულებები, დაიწერა ბრწყინვალე ორიგინალური ნაწარმოებები.

მთარგმნელობითი საქმიანობის პარალელურად ვითარდებოდა ხელნაწერი წიგნის შექმნის ხელოვნება. ეკლესია-მონასტრებთან არსებობდა სკრიპტორიუმები, სადაც გადამწერი ბერები მოღვაწეობდნენ. ეს თავისი დროის ყველაზე განათლებული ადამიანები გადაწერის ოსტატებიც იყვნენ. ინსტიტუტში თავმოყრილია ბერძნულიდან, არაბულიდან, სომხურიდან თარგმნილი ქრისტიან ავტორთა თხზულებები. ზოგიერთ ხელნაწერში შემონახულია ისეთი ტექსტი, რომელიც დედანში დაკარგულად ითვლება. ეს განსაკუთრებით ბიზანტიურ მწერლობას ეხება, რაც კიდევ უფრო ზრდის ქართული ხელნაწერების მნიშვნელობას.

- ქალბატონო მზია, რომელი ხელნაწერია ყველაზე ადრინდელი?

- პალიმფსესტური ფრაგმენტების სახით გვაქვს შემორჩენილი V-VII საუკუნეების ფურცლები ეგრეთ წოდებული ხანმეტი ტექსტებით. ყველაზე ადრინდელი თარიღიანი ხელნაწერი IX საუკუნეს მიეკუთვნება (ინახება სინას მთაზე). X საუკუნიდან უკვე ბევრია მოღწეული. ჩვენთან მათი მხოლოდ ფოტოასლებია.

ქართული ხელნაწერების საკმაოდ მოზრდილი კოლექცია ინახება საბერძნეთში, ათონის მთაზე, ივერთა მონასტერში; ეგვიპტეში, სინას მთაზე, წმინდა ეკატერინეს მონასტერში. გარდა ამისა, საკმაოდ ბევრი ძვირფასი ხელნაწერია დაცული სანკტ-პეტერბურგის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში. ცოტ-ცოტა ხელნაწერი არის ჩვენშიც, ადგილობრივ მხარეთმცოდნეობის ინსტიტუტში, ქუთაისში, მესტიაში.

- ძირითადად რა მასალაზეა შესრულებული ხელნაწერები?

- ხელნაწერები შესრულებულია ეტრატზე ანუ ტყავზე და ქაღალდზე. ჭილზე შესრულებული ფრაგმენტებიც გვაქვს, რომელიც ეტრატზე ადრინდელია. ჭილის თითო-ოროლა ფურცელი, სხვა მასალასთან ერთად ჩაკერებული, გვხვდება, მაგალითად, ერთ საგალობელთა კრებულში, ჭილ-ეტრატის იადგარში. მას ასეც უწოდებენ. XI საუკუნის ჩათვლით გაბატონებული მდგომარეობა უკავია ეტრატის ანუ ტყავის ხელნაწერს. შემდეგ ჩნდება ქაღალდის ხელნაწერები. ქაღალდმა, როგორც შედარებით იაფმა საწერმა მასალამ, XIV საუკუნიდან თითქმის გამოდევნა ეტრატი. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ეტრატს საერთოდ აღარ იყენებდნენ; მას განსაკუთრებული, უფრო საზეიმო დანიშნულება ჰქონდა. სახარების უმეტესობა ეტრატზეა დაწერილი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბევრი ხელნაწერი ჩასმულია ტყავის ყდაში, ზოგიც ვერცხლით მოჭედილ ყდაშია. მათგან გამორჩეულია ბექა ოპიზარის ნამუშევარი.

- საწერ მასალად რას იყენებდნენ?

- ჩვენში, როგორც ჩანს, უფრო ხშირად ლერწმის, იშვიათად ფრინველის ფრთას და ლითონის კალმებსაც ხმარობდნენ. ლერწმის კალმის წვერს სხვადასხვანაირად თლიდნენ იმის მიხედვით, თუ რომელი დაწერილობით უნდა შეესრულებინათ ტექსტი - ნუსხურით თუ მხედრულით. ყველა დამწერლობას თავისი სტილი აქვს. გარკვეულ საუკუნეებში ეს დეტალი იცვლება. იცვლება მოხატულობა, ხაზის სისქე. ტექსტის შესამკობად უხვად იყენებდნენ მინერალურ საღებავებს. ხელნაწერები გაფორმებულია უნატიფესი მინიატურული მხატვრობით. მეცნიერები ამ მხატვრობის ანალიზის საფუძველზე ადგენენ სამხატვრო სკოლებს და ტრადიციებს მთელი მახლობელი აღმოსავლეთის მასშტაბით.

- როგორ არის დაცული დღეს ასეთი შეუფასებელი წარსულის ფურცლები?

- ხელნაწერთა ინსტიტუტის შენობაში მოთავსებულია სამი დიდი საცავი, სადაც ყოველდღიურად მოწმდება ტემპერატურის რეჟიმი. საცავების ტექნიკური მომსახურებისათვის გვყავს სათანადო პერსონალი. განსაკუთრებული ყურადღება ეტრატს სჭირდება, რომელიც ზედმეტად არც უნდა გამოშრეს და არც დანესტიანდეს. გვაქვს აგრეთვე ხელნაწერთა კონსერვაციის ლაბორატორია, სადაც ხდება ძალიან დაზიანებული ხელნაწერების ბიოლოგიური შესწავლა და ქიმიური დამუშავება. ყოფილა შემთხვევა, როცა ქვასავით გამაგრებული ხელნაწერები, რომლებიც არც კი იფურცლებოდა, ჩვენს ლაბორატორიაში დამუშავების შემდეგ ჩვეულებრივ, ნორმალურ ხელნაწერებად ქცეულან. ხელნაწერები ძალიან ფაქიზია, მათ სპეციფიკური წესებით ესაჭიროება დაცვა, შენახვა. მხოლოდ შემდეგ ხდება მათი შესწავლა.

- სხვა ქვეყნებშიც თუ არის მსგავსი ტიპის დაწესებულება?

- ძველი ხელნაწერები ყველა კულტურულ სახელმწიფოშია, ოღონდ სხვადასხვა ტიპის დაწესებულებაშია დაცული.

ზემოთ უკვე ვახსენეთ სინას მთის სამონასტრო კომპლექსი - იქ ქართველი ბერები IX საუკუნიდან ჩანან. ჩვენთვის დიდი ხანია ცნობილია სინას მთის ქართულ ნელნაწერთა კოლექცია, მაგრამ ბოლო ხანებში "ახალ" კოლექციას ვუწოდებთ. ჩვენს პატრიარქს ნანახი აქვს ეს ხელნაწერები და სწორედ მან დაუდასტურა თავის დროზე სინას მთის წინამძღვარს, რომ ეს ახლად მიკვლეული ხელნაწერები ქართული იყო. შემდეგ ჩვენი ინსტიტუტის ექსპედიციის წევრებმა ადგილზე შეისწავლეს აღნიშნული კოლექცია და მრავალი შესანიშნავი გამოკვლევაც მიუძღვნეს იქ გამოვლენილ მასალას.

ხელნაწერთა კვლევის სამეცნიერო ცენტრებია პარიზში (ტექსტების ინსტიტუტი), რომში, ბელგიაში (ლუვენის უნივერსიტეტი), ათენში, ოქსფორდში, ვაშინგტონში, სანკტ-პეტერბურგში, ერევანში... ჩვენს სპეციალისტებს მუდმივი სამეცნიერო კონტაქტები აქვთ უცხოურ სამეცნიერო ცენტრებთან, ხშირად მათთან ერთად საერთო პროექტებზე ვმუშაობთ.

ამ ბოლო დროს ხალხის ინტერესი გაიზარდა ხელნაწერთა ინსტიტუტის მიმართ. მნახველიც მომრავლდა. სასიამოვნოა, რომ ახალგაზრდები მოდიან. ჩანს, აინტერესებთ საკუთარი წარსული. ცხადია, ყურადღება ხელისუფლების მხრიდანაც არის, სიტყვიერ დონეზე არსებობს გარკვეული დაპირება ინსტიტუტის სამუშაო პირობების გაუმჯობესების შესახებ.

მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ გაიგოს ხელნაწერთა ინსტიტუტის დანიშნულება და იგრძნოს, რომ მათ დაცვაზე თვითონ არის პასუხისმგებელი.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ეს იუდას მიერ იესო ქრისტეს გაცემის დღეა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler