"დაბრუნება წიგნთან"
"დაბრუნება წიგნთან"
2012 წლის 21 მარტს გაიმართა ღონისძიება, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ "დაბრუნება წიგნთან" უწოდა. სწორედ ამ დღეს უწმინდესმა აკურთხა წამოწყება საპატრიარქოს ბიბლიოთეკის ახალ შენობაში განთავსებისა.

გადაწყდა, რომ საპატრიარქოს ბიბლიოთეკა იმავე შენობაში განთავსდებოდა, სადაც საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნება" მდებარეობს.

გვესაუბრება ქალბატონი თინათინ ყანდარელი, რომელიც დაარსების დღიდან მუშაობს ბიბლიოთეკაში.

- უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის მზრუნველობით საპატრიარქოს ბიბლიოთეკა საქართველოში ერთ-ერთი უმდიდრესი იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა საკუთარი წიგნადი ფონდის დიდი ნაწილი ამ ბიბლიოთეკას გადასცა. თუ შეიძლება, მოგვიყევით ამ ბიბლიოთეკის დაარსების ისტორია.

- საქართველოს საპატრიარქოს ბიბლიოთეკა დაარსდა 80-იანი წლების დასაწყისში, როდესაც თბილისის მართლმადიდებლური ეკლესიებიდან გაფანტული წიგნების შეგროვება დაიწყო. ამავე დროს ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ საპატრიარქოს რელიგიური თემატიკის ძველი რუსული წიგნები გადმოსცა. ამას მიემატა უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის პირადი ბიბლიოთეკის დიდი ნაწილი.

მაშინ საპატრიარქოს ბიბლიოთეკა, საპატრიარქოს არქივთან ერთად, ორთაჭალის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში იყო. დაიწყო წიგნების ინვენტარიზაცია და კატალოგის შედგენა. ბიბლიოთეკაში სამი თანამშრომელი ვიყავით: მე, თამარ გერმანიშვილი და ნანა კაჩუხაშვილი. Gგვეხმარებოდნენ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკის თანამშრომლები. ფონდით ძირითადად სასულიერო პირები სარგებლობდნენ.

ამის შემდეგ საბიბლიოთეკო ფონდმა რამდენჯერმე შეიცვალა ადგილი. იგი გადმოიტანეს სიონის ეზოში, საპატრიარქოს ძველ რეზიდენციაში, იმხანად ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობდა ბატონი ირაკლი ლომოური.

1998 წლის მაისში კათოლიკოს-პატრიარქმა საპატრიარქოს ახალ რეზიდენციაში გამოყო ფართი და ბიბლიოთეკამ IV სართულზე დაიდი ბინა. კიდევ ერთი თანამშრომელი - კოტე ალიბეგაშვილი მოგვემატა. ჩატარდა ინვენტარიზაცია, გაგრძელდა კატალოგის შედგენა. ბიბლიოთეკას მიეცა სამკითხველო დარბაზის შექმნისა და მკითხველთა მომსახურების საშუალება. ამ დროს ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობდა ბატონი გრიგოლ რუხაძე.

- რამდენად მრავალფეროვანია თემატურად ბიბლიოთეკის საცავში არსებული წიგნები და არის თუ არა მათ შორის ქრისტიანული მწერლობის უძველესი და უიშვიათესი, უნიკალური ეგზემპლარები?

- ბიბლიოთეკის ფონდი შეიცავს წიგნებს 72 ენაზე. ასე რომ, დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია ქართულის გარდა რუსულ, ბერძნულ, სომხურ, აზერბაიჯანულ, ებრაულ, ინგლისურ, გერმანულ, იტალიურ, ფრანგულ და სხვა ენებზე გამოცემულ ლიტერატურას გაეცნოს. ბიბლიოთეკის ფონდი თემატურად მრავალფეროვანია: რელიგია, ფილოსოფია, პოლიტიკა, სოციალური მეცნიერებანი, მედიცინა, მხატვრული ლიტერატურა, ხელოვნება, ენათმეცნიერება, ეთნოგრაფია, ისტორია, ლექსიკოლოგია, ცნობარები... გვაქვს 1217 დასახელების პერიოდული გამოცემა.

საცავში ინახება ძველ ქართულსა და სლავურ ენებზე გამოცემული ქრისტიანული მწერლობის იშვიათი წიგნები, რომლებსაც სხვაგან ვერსად შეხვდებით. მაგალითად, ქართული (ხუცური) "სამღვდელო სამოციქულო" 1709 წლის გამოცემაა, "კურთხევანი" - 1717 წლისა, "ბიბლია" - 1750 წლის გამოცემა.
ბიბლიოთეკაში შექმნილია სამუშაო ანბანური და სისტემატური კატალოგები.

თანამშრომლებს ფუნქციები განაწილებული გვაქვს. ბიბლიოთეკის თანამშრომლები არიან: გამგე სამონაზვნე მართა (ნაჭყებია). კონსულტანტი, დამსახურებული ბიბლიოგრაფი: კლარა რამიშვილი; ბიბლიოგრაფები: მე და კონსტანტინე ალიბეგაშვილი; რესტავრატორი: ლია კლარჯეიშვილი; ფონდის ანუ წიგნების საცავის მცველი: მორჩილი ნათია (ათანელიშვილი); კატალოგისტი თეკლა ალიბეგაშვილი; პერიოდიკის დამხარისხებლები: ნანა კაჩუხაშვილი, თამარ გერმანიშვილი; სამკითხველო დარბაზის მეთვალყურე ინგა ნანიტაშვილი.

გვესაუბრება ქალბატონი ნანა კაჩუხაშვილი:

- 13 წელი ვიმუშავე საჯარო ბიბლიოთეკის განყოფილების გამგედ. გავაკეთე იქ დაცული რელიგიური წიგნების კატალოგი, რომელიც შემდეგ უწმინდესს მივართვი. დღეს ეს კატალოგი ჩვენთან, ბიბლიოთეკაშია დაცული. ამ შენობაში რომ გადმოვედით, წიგნები გავხსენით და შევუდექით ფონდის გაწმენდას. საჭირო იყო დახარისხება, გარკვევა - ხომ არ ჰქონდა წიგნს რაიმე დაავადება. მოვიწვიეთ რესტავრატორები. მოხდა დროთა განმავლობაში გამომშრალი წიგნების ტყავის შერბილება. ერთი სიტყვით, ფონდი მოწესრიგდა და დავიწყეთ კატალოგიზაცია. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკის თანამშრომელთა დახმარებით გაკეთდა სისტემატური, ანბანური, საგნობრივი, კონტროლური კატალოგები.
შედგენილი მაქვს თბილისის თითქმის ყველა დიდ ბიბლიოთეკაში დაცული პერიოდიკის ბიბლიოგრაფიული, თემატურად დალაგებული კატალოგი. აქედან გამოვყავი ბიბლიოგრაფია პატრიარქზე და ვიზრუნე მის გამოცემაზე.

გვესაუბრება კონსტანტინე ალიბეგაშვილი:

- 1998 წელს, სასულიერო სემინარიის დამთავრებისთანავე, საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში სამუშაოდ მომიწვია მაშინდელმა დირექტორმა, ბატონმა გრიგოლ რუხაძემ. პირველად დავიწყე წიგნების თემატურად დალაგება, შემდეგ მათი ტექნიკური და ბიბლიოგრაფიული დამუშავება. დაახლოებით 2002 წლისთვის დავამთავრეთ ბიბლიოთეკის სრული დალაგება. დღესდღეობით წიგნებს ვამუშავებ და მკითხველსაც ვემსახურები. წიგნების თემატურ დალაგებაში ძალიან მეხმარება რელიგიური განათლება. მიყვარს ჩემი საქმე. მკითხველსაც უყვარს ჩვენს ბიბლიოთეკაში მოსვლა. აქ გამეფებული სიმშვიდე და საქმიანი ატმოსფერო ყველაზე კეთილად მოქმედებს. თანამშრომლები ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მკითხველებმა ყველა წიგნით სარგებლობა შეძლონ.

- როგორ და რა შეიცვალა, კონკრეტულად, ახალ კეთილმოწყობილ გარემოში?

- ახალ შენობაში გვაქვს დიდი სამკითხველო დარბაზი, ფონდისთვის იდეალური მოძრავი ჰერმეტული თაროები და საკმაო ფართი. ცალ-ცალკე გვაქვს - ბიბლიოგრაფებისთვის სამუშაო კაბინეტი, სარესტავრაციო, მეცნიერ-მუშაკთათვის განმარტოებითი სამკითხველო, ასევე კომპიუტერებით აღჭურვილი ოთახი. გამიჯნულია წიგნების და პერიოდიკის საცავი...

გვაქვს: ქსეროქსი, სკანერი, პრინტერი, ინტერნეტი.

ახლო მომავალში საპატრიარქოს ბიბლიოთეკას ექნება თავისი საიტი, სადაც განთავსდება ბიბლიოთეკის ელექტრონული კატალოგი და მკითხველს შინიდან გაუსვლელად ექნება საშუალება, მოიძიოს მისთვის სასურველი ლიტერატურა...

ბიბლიოთეკას შეემატა უახლესი სასულიერო და უნიკალური, მაღალპოლიგრაფიული, სხვადასხვა თემატიკის ლიტერატურა... თითქმის ყველა მსოფლიო ენაზე გვაქვს წმიდა წერილი.

ამავე სართულზე (რომელზეც ჩვენი ბიბლიოთეკაა განთავსებული) გახსნილია ლიტერატურული კაფე, სადაც, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტებისთვის სადილი უფასოა.

- ახალ ადგილას განთავსებული საპატრიარქოს ბიბლიოთეკისა და ტელეხედვა "ერთსულოვნების" თანამშრომლებისათვის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი დღე აღმოჩნდა ამა წლის 6 ივლისი, როდესაც მათ სტუმრად ეწვია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. რაზე ისაუბრა მან?

- პატრიარქი აღფრთოვანებული დარჩა კეთილმოწყობილი ბიბლიოთეკით, თანამშრომლები დაასაჩუქრა უკრაინიდან ჩამობრძანებული მთავარანგელოზის ხატით. დაესწრო ლიტერატურული კაფეს გახსნას, ისაუბრა წიგნის მნიშვნელობის შესახებ. უწმინდესი და უნეტარესი ადრინდელ ქადაგებებშიც სტუდენტებს ხშირად შეახსენებდა, რომ ქრისტიანობა, რომელიც მწიგნობრული რელიგიაა, მისი აღმსარებლისგან სერიოზულ განათლებას მოითხოვს, რისთვისაც აუცილებელია წიგნთან ყოველდღიური კავშირი.

იმავე დღეს უწმინდესმა საპატრიარქოს ბიბლიოთეკის თანამშრომლები მიგვიწვია საპატრიარქოს რეზიდენციაში, სადაც განსაკუთრებული მადლობა გადაგვიხადა ბიბლიოთეკის კეთილმოწყობისათვის. გვთხოვა, გვეფიქრა პრობლემაზე, რომელიც მწვავედ დგას თანამედროვე მსოფლიოში: როდესაც წიგნს ინტერნეტი ცვლის, როგორ დავაბრუნოთ ადამიანები წიგნთან?! მოდით, ვიფიქროთ ამაზეო, ასევე პრობლემაა მასიურად ბიბლიოთეკების გაუქმებაო, ნეტავ სად მიდის და რა ემართებათ იმ ბიბლიოთეკების უნიკალურ წიგნებსო?! მან ისაუბრა, აგრეთვე, იმაზეც, რომ ადამიანი ბავშვობიდანვე უნდა მიეჩვიოს წიგნის კითხვას და ყველას მოგვცა ლოცვა-კურთხევა, ყოველდღე გამოვყოთ მცირეოდენი დრო მაინც წიგნის წასაკითხად... სამახსოვროდ გვაჩუქა აღმოსავლური 12-კაციანი ფაიფურის სერვიზი. შუადღისას მიირთვით ჩაი და მომიხსენეთო. გადავიღეთ სამახსოვრო სურათები. ძალიან თბილად მოგვეფერა, დაგვლოცა და საოცარი მადლმოსილებით დაგვემშვიდობა. ეს დღე საპატრიარქოს ბიბლიოთეკის ყოველი თანამშრომლისათვის მადლმოსილებით აღსავსე და დაუვიწყარი შეიქნა.

- ზაფხულშიც მუშაობს ბიბლიოთეკა?


- არა. ამჟამად ბიბლიოთეკა დაკეტილია 14 სექტემბრამდე და მე და დედა მართა (ნაჭყებია) ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვსწავლობთ ელექტრონული კატალოგის პროგრამას. მოგვცემენ სათანადო სერტიფიკატს.

უამრავი სასულიერო შინაარსის წიგნი გამოდის და ჩვენს ბიბლიოთეკაში არ ხვდება. ვთხოვთ გამომცემლებს, ავტორებს, იქნებ როგორმე შემოწირონ ჩვენს ბიბლიოთეკას რამდენიმე ეგზემპლარი, რათა მკითხველმა შეძლოს მათით სარგებლობა.

საპატრიარქოს ბიბლიოთეკის ტელეფონის ნომრებია:
0790325198 ან 0790325199.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler