კალენდრის ერთი დღე
კალენდრის ერთი დღე
15(28) დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია მოიხსენიებს ღირს პავლე ლატრიელს.

ღირსი პავლე ქალაქ ელვაში დაიბადა, კეთილშობილ ოჯახში. მამა პატარაობაში გარდაეცვალა და ფრიგიაში, წმინდა სტეფანეს სავანეში აღიზრდებოდა. მალევე დედაც მოუკვდა და მან, ჯერ კიდევ ყრმამ, თავი უფალს მიუძღვნა - ლატრიის მთაზე, მონასტერში დაბინავდა. წმინდა მოსაგრე არასოდეს წვებოდა ლოგინზე, ხეს ან ქვას დაყრდნობილი ჩათვლემდა მცირე ხნით. ძილის დასაძლევად ხან ორ ქვას მოიკიდებდა და მონასტრის გარშემო დადიოდა ცისკრის ლოცვაზე, ანდა წყაროსთან, ხის ქვეშ ცრემლიან ლოცვას და ღმერთზე ფიქრს მიეცემოდა. ამ ღვაწლმა არ დააკმაყოფილა, ერთ მაღალ მთაზე ავიდა და მღვიმეში დასახლდა. იქ ერთი მწყემსი გადაეყარა, რომელიც შემდგომში საზრდელს უზიდავდა. ღირსმა პავლემ ღვთისგან უხილავი სამყაროს ხილვისა და სასწაულთმოქმედების მადლი მოიპოვა. მისმა სახელმა მრავალი მოსაგრე მიიზიდა, რომლებმაც მთის ძირას მონასტერი მოაწყვეს. იმპერატორი კონსტანტინე (912-959) ხშირად წერილით ლოცვასა და რჩევას სთხოვდა. ბულგართა მეფე პეტრე და რომის პაპი აღაპიტე II დიდ პატივს მიაგებდნენ ღვთივსათნო ცხოვრებისთვის. ღირსი პავლე წუხდა, რომ მყუდროებას მრავალრიცხოვანი მნახველი ურღვევდა. ამიტომაც ორჯერ გადასახლდა კუნძულ სამოსზე, სადაც ლავრა დააარსა და სარკინოზთა მიერ გადამწვარი სამი მონასტერი აღადგინა. როცა მეორედ დაბრუნდა ლატერიაზე, თავისი სიკვდილი იწინასწარმეტყველა. შემდეგ ჩამოვიდა მთიდან, ძმები აკურთხა და სული თვისი ჩააბარა უფალს. ღირსი პავლე 955 წლის დეკემბერს გარდაიცვალა.

15(28) დეკემბერს მოიხსენიება წმინდა ელეფთერ კუვიკულიარი (მეფის საწოლის მცველი), რომელიც IV საუკუნეში, მაქსიმიანეს დროს ეწამა ქრისტესთვის. წმინდა ელეფთერი ბიზანტიელი იყო. აღიზარდა სამეფო კარზე, სადაც მალევე მიაღწია საპატიო მდგომარეობას, ყველას აღემატებოდა სიმდიდრითა და სახელით. თუმცაღა ვერ წარიტაცა მიწიერმა სიმდიდრემ. მოიხსენიებდა უხრწნელსა და საუკუნო საგანძურს - ღმერთს, რომელსაც ყოველდღიურად საგალობლებს აღუვლენდა. ვერ დაითმინა ეს კაცთა მოდგმის მტერმა ეშმაკმა და მის ერთ-ერთ მონას შთააგონა, თავისი ბატონისთვის ცილი დაეწამებინა მეფის წინაშე.

მონა მივიდა მეფესთან და უთხრა: - ჩემი ბატონი მოინათლა, ეკლესია ააგო და ჯვარცმულისა სწამს, ბევრი ხატი შეიძინა და ქრისტიანთა ღმერთს ემსახურება. მარხვით, ცრემლთა დენით და მუხლთა დრეკით მოიუძლურა სხეულიო.

მეფე განრისხდა, თუმცა გარეგნულად არ შეიმჩნია, ელეფთერი იხმო და ალერსიანად ჰკითხა: - რატომ განგვიდექი, ელეფთერ, და არც ჩემს და არც სამეფო კარის დიდებულთა სიყვარულს არ გაიზიარებო. წმინდანმა ავადმყოფობა მოიმიზეზა. საღამოს, თავის ოთახში ლოცვის შემდეგ, დაღლილს მიეძინა. სიზმრად ნახა ჯურღმული. ჩავიდა შიგ და იქ დიდებული ეკლესია იხილა. დილით ისევ მეფესთან წავიდა. მეფემ ჯერ ალერსით სცადა მისი ცდუნება, მერე კი ბრძანა, ელეფთერისთვის მახვილით თავი მოეკვეთათ, სხეული კი საჯიჯგნად ფრინველებისა და ძაღლებისთვის მიეგდოთ. მისი ნაწამები და უპატიოდ დაგდებული სხეული ერთმა მღვდელმა აიღო, განბანა, ზეთი სცხო, საკმეველი უკმია და საგანგებოდ გამზადებულ საფლავში დაკრძალა.

ღირსი პარდე განდეგილი, რომელიც ამავე დღეს მოიხსენიება, რომაელი ეტლის ოსტატი იყო. ერთხელ ის თავისი აქლემებით იერიქონში გაემგზავრა. ერთ დღეს პარდეს აქლემმა ბავშვი გადათელა. დაამწუხრა პარდე, მონაზვნად აღიკვეცა და არიონის მთაზე განმარტოვდა, მუდმივად ტიროდა და იძახდა: "მე მოვკალი ყრმა და უნდა დავისაჯო, როგორც მკვლელიო". პარდეს სამყოფის სიახლოვეს ლომი ბინადრობდა. წმინდანი მიდიოდა მის ბუნაგში და ნადირს კუდზე ეჭიდებოდა, რათა გამძვინვარებულ მხეცს დაეგლიჯა. მაგრამ ლომი არ ვნებდა. ერთხელ ლომის გასავლელ ბილიკზე დაწვა. ახლა ნამდვილად დამფლეთსო. მაგრამ ნადირი ბერს გადაახტა და გზა განაგრძო. მიხვდა წმინდანი, რომ ღმერთმა შეუნდო ცოდვები, დაბრუნდა თავის კელიაში და დარჩენილი ცხოვრება სამაგალითოდ გაატარა.

15(28) დეკემბერს იხსენიება წმინდა სტეფანე აღმსარებელი, სუროჟის მთავარეპისკოპოსი. წმინდა სტეფანე კაპადოკიაში დაიბადა. შვიდი წლისა მშობლებმა მასწავლებელს მიაბარეს. მალევე კარგად შეისწავლა საღვთო წერილი. 15 წლისა სწავლის გასაგრძელებლად კონსტანტინოპოლში ჩავიდა. აქ თავისი ნიჭიერებით პატრიარქწმინდა გერმანეს ყურადღება მიიპყრო. პატრიარქმა ის თავისთან დაიტოვა და ისიც წმინდა სინდისით ემსახურებოდა ეკლესიას. მერე კი ყველასგან მალულად დატოვა კონსტანტინოპოლი და ერთ-ერთ მონასტერში დასახლდა.

იმ დროს გარდაიცვალა ყირიმის სამხრეთ სანაპიროზე მდებარე ბერძნული ქალაქის, სუროჟის ეპისკოპოსი. ლოცვად მდგარ პატრიარქს გამოეცხადა უფლის ანგელოზი და ამცნო, რომ სუროჟის ეპისკოპოსად დაედგინა უდაბნოში განმარტოებული სტეფანე. "როგორ გავიგო, სად ცხოვრობს ღვთის რჩეულიო?" - იკითხა პატრიარქმა. უფლის ანგელოზმა პატრიარქის ერთ მსაჯულს წმინდის ადგილსამყოფელი უჩვენა. იმავე ღამეს წმინდა სტეფანეს გამოეცხადა უფლის ანგელოზი - ღვთის ნებით, სუროჟის ეპისკოპოსი უნდა გახდეო. დამორჩილდა პატრიარქის ელჩებს სტეფანე, რათა ურჩობით ღმერთი არ განერისხებინა.

სწორედ ამ დროს კონსტანტინოპოლში გამეფდა ურჯულო მეფე ლევ ისავრიელი, რომელმაც აღძრა და გაავრცელა ხატმებრძოლობის ერესი, რომელიც მას ორმა ურიამ ასწავლა. მრავალი სიწმინდე განადგურდა მაშინ, მრავალმა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა დევნა და წამება დაითმინა, მეფემ პატრიარქი გერმანე გადაასახლა და მის ადგილას თავისნაირი ხატმებრძოლი ანასტასი დაადგინა. სუროჟშიც ჩააღწია მეფის ხატმებრძოლურმა ბრძანებამ. წმინდა სტეფანემ მის შესრულებაზე უარი თქვა, ღამით მეფის ელჩებთან გემზე ავიდა და მათთან ერთად კონსტანტინოპოლში დაბრუნდა. მღვდელმთავრის სამოსით შემოსილი წარუდგა მეფეს და სთხოვა, შეეწყვიტა ხატმებრძოლობა: "ძველ წიგნებში წინასწარმეტყველება ვნახეთ, რომ მოვიდოდა კონსტანტინოპოლში ხატმებრძოლი მეფე. დაე, არა მოხდეს შენი მეფობისასო". "თუ ეწერა იქ მეფის სახელი?" "მისი სახელი ქოფურაა". მეფემ თქვა: "მშობლები ყრმობაში ამ სახელს მეძახდნენო" და მღვდელმთავარი თმა-წვერით მიწაზე ათრევინა, აცემინა, საპყრობილეში ჩააგდო. მეორე დღეს მოიხმო და წმინდა ხატების შეურაცხყოფა უბრძანა. ატირებულმა წმინდანმა უთხრა: - მტერო ღვთისა და მეფობის უღირსო! დაგიბრმავდეს უგუნურნი თვალნი და გაგიხმეს ურჯულო ხელნი. დაე, მალევე შეცვალოს ღმერთმა შენი მეფობა და შეწყვიტოს შენი სიცოცხლე!

განრისხებული მეფის ბრძანებით წმინდა სტეფანე საპყრობილეში ცხენის კუდზე გამობმული წაათრიეს. მალე ურჯულო ლევი მოკვდა და ტახტზე კონსტანტინე კოპრონიმოსი ავიდა. მის მეუღლეს ბევრი რამ გაეგო წმინდა სტეფანეზე, მისი თხოვნით წმინდა მღვდელმთავარი უხვად დაჯილდოებული დაუბრუნა სამწყსოს. იმ დროს მეფეს ვაჟი შეეძინა, რომელიც წმინდა სტეფანემ მოუნათლა. დიდი ხნის მანძილზე მშვიდად მწყემსავდა თავის მრევლს წმინდა სტეფანე, სიკვდილის მოახლოებისას თავის ადგილას ფილარეტი დაადგინა, თვითონ კი 15 დეკემბერს (დაახლოებით VII ს.) სული თვისი ჩააბარა უფალს.

15(28) დეკემბერს არის ხსენება წმინდა მღვდელმოწამე ელეფთერისა და დედისა მისისა ანთიასი, ასევე კორივე მხედრისა.

წმინდა ელეფთერი დედამისმა სიყრმიდანვე მიუძღვნა უფალს და რომის პაპს, წმინდა ანაკლეტს ჩააბარა. მან იგი 15 წლისა დიაკვნად აკურთხა, სამი წლის მერე მღვდლად დაასხა ხელნი, 20 წლისას კი ილირიის ეპისკოპოსობა დააკისრა.

როცა ტახტზე ანდრიანე ავიდა, მან ქრისტიანთა დევნა წამოიწყო. ელეფთერის შესაპყრობად მხედართმთავარი ფელიქსი გაგზავნა, სარდალმა იმ ეკლესიას შემოარტყა ალყა, სადაც წმინდანი ლიტურგიას აღასრულებდა, თვითონ კი ბრძანების აღსასრულებლად შიგნით შევიდა. ამ დროს წმინდა ელეფთერი ტაძარში ქადაგებდა. მისმა სიტყვებმა ისე მოინადირა სარდლის გული, რომ წმინდა ელეფთერს დაემოწაფა, მის ხელთაგან ნათელიღო და უკან, რომში, როგორც ერთი მხლებელი, გამოჰყვა.

ანდრიანეს სამსჯავროს წინაშე წმინდა ელეფთერმა მხნედ აღიარა ქრისტე, მეფემ ხან გახურებულ სპილენძის საწოლზე დააკვრევინა წმინდა ელეფთერი, ხან ქვეშ ცეცხლშენთებულ რკინის ცხაურზე, ხანაც დიდ ტაფაზე. მაგრამ უფლის მიერ გაძლიერებული წმინდანი ყველაფერს დაითმენდა. ბოლოს გახურებულ ღუმელში ჩააგდეს, მას მიაყოლეს ეპარქი კორივე, რომელმაც გაბედა და ელეფთერის დაცვა სცადა. ვერც გახურებულმა ღუმელმა ავნო რამე წმინდანს. განრისხებულმა მეფემ ბრძანა კორივესთვის, ამ ახალმოქცეული ქრისტიანისთვის თავი მოეკვეთათ, წმინდა ელეფთერი კი საპყრობილეში ჩააგდეს. უფალმა არ დაივიწყა თავისი მორჩილი და მტრედი უზიდავდა სარკმლიდან საჭმელს. მეფის ბრძანებით, წმინდა ელეფთერი ბუღებს მიაბეს, რათა გაეგლიჯათ. მაგრამ ზეციდან ჩამოსულმა უფლის ანგელოზმა ახსნა იგი და ერთ მთაზე გადაიყვანა, სადაც უამრავი მხეცი ბინადრობდა. ლომები და დათვები მორჩილად მიდიოდნენ მასთან და ეალერსებოდნენ. ერთხელ მას თვალი მოჰკრა მონადირემ და მეფეს შეატყობინა. მხეცები ეცნენ მეფის ჯარისკაცებს, მაგრამ წმინდანმა მათ უდაბნოში წასვლა უბრძანა, თვითონ კი მორჩილად გაჰყვა მეფესთან.

წმინდა ელეფთერი 50 ქრისტიანთან ერთად რომის არენაზე შეუშვეს ლომებთან. მხეცებმა კი მას ფეხები აულოკეს. "დიდ არს ღმერთი ელეფთერისა", - ყვიროდა ხალხი. მეფემ ელეფთერს თავი მოჰკვეთა. ამას უცქერდა დედამისი ანთია. მან შვილის უსულო სხეული გულში ჩაიკრა და ქებას შეასხამდა მოწამეობისათვის. მეფის ბრძანებით, მასაც თავი მოჰკვეთეს. ილირიელმა მორწმუნეებმა წმინდა მოწამენი წაასვენეს სამშობლოში და პატივით დაკრძალეს. ეს დაახლოებით 120 წელს მოხდა. წმინდა ელეფთერის წმინდა ნაწილნი ახლა რომის წმინდა სოსანას ტაძარში ბრძანდება.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

19.02.2022

ღირსი ნიკიფორე (ერისკაცობაში ნიკოლოზ ძანაკაკისისი) 1890 წელს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დაიბადა.

02.02.2022
გურული გამოთქმაა: "წევიდა ძველი ხალხი ფუტივით (კვამლივით)".

ცხოვრების გზაზე ბევრი ადამიანი შემხვედრია, რომელთაც ჩემს სულში ჩაიარეს...
28.01.2022
უფლის ძახილი

უწყალო მსაჯულთაგან უვნებელი ვნებას დაითმენს.
26.01.2022

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) ცხონებასთან დაკავშირებით გადმოგვცემს:

19.01.2022

გვესაუბრება მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე):

-ნათლისცემის საიდუმლოს აღსანიშნავად ძველ ბერძნულ ენაში დაკანონდა ტერმინები, რომელნიც წყალთან, წყლით განბანვასთან არიან დაკავშირებულნი.

01.01.2022
ბებერი მუხა აღერღილი იყო. უკანასკნელი ფოთლები, რა ხანია რცხილებსაც დასცვივდათ, წიფლებსაც, თამელებსაც;
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მოციქულთა სწორი წმინდა კონსტანტინე დიდი (306-337) პირველი იყო რომის იმპერატორთაგან, რომელმაც შეწყვიტა ქრისტიანთა დევნა და ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა.

istanbul evden eve nakliyat fabrika taşımacılığı eşya depolama ofis taşıma bostancı nakliyat skdar nakliyat ehirler aras nakliyat ehirler aras nakliyat cretleri ehirler aras nakliyat transfernakliyat.com.tr eya depolama sex shop

restbet restbet tv restbet giriş restbet restbet güncel restbet giriş restbet restbet giriş restizle betpas betpas giriş pasizle betpas betpas giriş pasizle iskambil oyunları rulet nasıl oynanır blackjack nasıl oynanır guvencehd.org heceder.org trke casino 30 tl deneme bonusu tahincioglunakliyat.com.tr aviator oyunu betexper Deneme bonusu veren siteler heceder.org pdf indir casino siteleri casino siteleri deneme bonusu veren siteler deneme bonusu slot siteleri pdf indir ingilizce trke eviri lyrics translate video