რა უნდა იყოს იმაზე დიდი და გასაოცარი, როდესაც ვამბობთ: "ქრისტე აღსდგა!" და "ჭეშმარიტად აღსდგა!" გვესმის დასტურად?
რა უნდა იყოს იმაზე დიდი და გასაოცარი, როდესაც ვამბობთ: "ქრისტე აღსდგა!" და "ჭეშმარიტად აღსდგა!" გვესმის დასტურად?
შოთა რუსთაველის, დავით გურამიშვილის, ილია ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველას და გალაკტიონ ტაბიძის პრემიების ლაურეატს, ქართული პოეზიის რაინდის საპატიო წოდებისა და ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერს, თბილისის საპატიო მოქალაქეს, გაზეთ "ქართული სიტყვის" მთავარ რედაქტორს, ბატონ ჯანსუღ ჩარკვიანს დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდა.

- ბატონო ჯანსუღ, პირველ რიგში, ჟურნალ "კარიბჭის" სახელით გილოცავთ საიუბილეო თარიღს, გისურვებთ ახალ შემოქმედებით წარმატებებს. ბევრ გენიალურ შემოქმედს და მოაზროვნეს არ ღირსებია ღვთისგან ისეთი პატივი, რომ ორ საუკუნეში ეცხოვრა. თქვენ იმ ბედნიერთა რიცხვს მიეკუთვნებით. მინდა გკითხოთ, რომელ დროში უკეთ გრძნობდით თავს? და კიდევ: დღევანდელი გადასახდიდან ბევრია თუ ცოტა ადამიანისთვის 80 წელიწადი?

- მე მაინც XX საუკუნეში დავრჩი, რადგან ჩემი თაობა მაშინ ცხოვრობდა.

თუ იქიდან ვიანგარიშებთ, რომ ამ ცხოვრებას წუთისოფელი ჰქვია და დროებითიდან მარადიულ სამყოფელში უნდა წავიდეთ, მაშინ, რა თქმა უნდა, ცოტაა, სამაგიეროდ, იქითაა ძალიან ბევრი... მე არ ვარ ის კაცი, ღმერთს შევთხოვო, დიდხანს მაცოცხლოს. აქედან მაშინ წავალ, როდესაც ამას ღმერთი ინებებს, ეს ხომ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. თუ კაცმა არ იცის გზა სიყვარულისა, ის, რომ ღმერთი სიყვარულია და ჭეშმარიტება, მაშინ რა აზრი ექნება მის სიცოცხლეს? რა უნდა იყოს იმაზე დიდი და გასაოცარი, როდესაც ვამბობთ "ქრისტე აღსდგა!" და "ჭეშმარიტად აღსდგა!" გვესმის დასტურად? არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უფალმა თავის მსგავსი გაგვხადა და გვიბოძა თავისი სახელი - შემოქმედი, მაგრამ როცა ადამიანი იმას დაიჯერებს, რომ რასაც ჰქმნის, მხოლოდ თავისი შემოქმედების ნაყოფია, მაშინ ცუდადაა მისი საქმე.

თუ კატეგორიულობაში არ ჩამომართმევთ, სიყვარულით ვიცხოვრე ამქვეყნად, რადგან ყოველთვის ვიცოდი, რომ ღმერთი სიყვარულია, სიძულვილით ქვეყანა არ აშენებულა, ამიტომ კაცი არასდროს არ უნდა იწყევლებოდეს. "ვისაც ვუყვარვარ, მიყვარს და ვისაც ვძულვარ, არ მძულს". ამ სიტყვებით მთავრდება ჩემი ერთ-ერთი ლექსი.

"მწყურვალისათვის მიმატანინე წყალი,
მევალისათვის მიმატანინე ვალი,
გზააბნეულისთვის მასწავლებინე გზები,
შეუწამლავი შემაწამვლინე ზვრები,
ამ ჩემს მამულში დამამარხვინე ძვლები,
მათქმევინე: ქვეყნად სიცოცხლე ღირდა,
მერე წამოვალ, წამოვალ, საცა გინდა".


მადლობა ღმერთს, გულში არავის სიძულვილი არ მქონია, რადგან, ჩემი გაგებით, კაცთმოძულე ურწმუნოა, რომელიც ჩვენგან მხოლოდ სიბრალულს იმსახურებს.

მინდა ერთი საოცარი რამ გავიხსენო.

აწ განსვენებული ჩემი უფროსი და, ჩვენზე უმცროსი ძმა, რომელიც ახლა 75 წლისაა და მე, სამივენი ერთ დღეს, 30 სექტემბერს ვართ დაბადებულნი. დაახლოებით 20 წლის წინ, როცა მე და ჩემი ოჯახი პატრიარქს ვსტუმრობდით, ეს ამბავი ვუთხარი. ჩაფიქრდა და თქვა, ყველანი ღვთის შვილები ვართო, მერე საეკლესიო კალენდარი მოითხოვა და როდესაც 30 სექტემბერს მოხსენიებული წმინდანების სახელები ამოიკითხა, თავი ვეღარ შევიკავე და ცრემლები წამსკდა, აღმოჩნდა, რომ ამ დღეს იყო წმინდანების - პისტის, ელპიდეს, აღაპის და მათი დედის, სოფიოს ხსენება. დედაჩემს პისტი ერქვა, რომელმაც მოწამე პისტის დღეს შვა სამივე შვილი, კალენდრის მიხედვით ყველაფერი დაემთხვა, გარდა იმისა, რომ იქ ერთ-ერთი წმინდანის სახელი აღათოკლია იყო, ბებიას კი, აღათი ერქვა. მაშინ ჩემთვის ვიფიქრე, ვერც შინაური და ვერც გარეული მტერი ვერაფერს დაგვაკლებს-მეთქი, მიუხედავად იმისა, რომ "ციხე შიგნიდან ტყდებაო", ნათქვამია.

ვერ დავიჯერებ, რომ ჩემს მწვერვალებს
ჩვენს შორის ვინმემ გადაუფრინა,
ვერ დავიჯერებ, იყოს მძლევარი,
იყოს მძლევარი გარდა უფლისა.
ახლა ვინ არის ასე მცთომარე,
ასე მცოდველი და მჩემებელი.
მოდის თამარის სავსე მთოვარე,
მე უნდა მისი დავრჩე მხლებელი.
ვერ დავიჯერებ, რომ მის მთაწმინდას,
არ ჰქონდეს მაინც კაცის ნაკვლევი...
მაშ, რაც წყვდიადში უცებ გაბრწყინდა,
სწორედ ის არის შენი ნალხენი
და თუ მძლევარი ფეხდაფეხ მოგდევს,
იქ უნდა ჰპოვო შენი სახელი,
და თუ გიმტყუნებს თვალი ტიალი,
და თუ გიმტყუნებს მთვარე თამარის,
მთავარი მაინც მამული არის,
განსაცვიფრებლად არის მთავარი".


- ბატონო ჯანსუღ, როდის გაგიჩნდათ პირველად იმის სურვილი, ლექსი დაგეწერათ და თქვენი გრძნობები და ნაფიქრ-ნააზრევი ლექსად გადმოგეცათ?

- ლექსის რა მოგახსენოთ, მაგრამ როდესაც რაღაც ლექსის მსგავსი დავწერე, ასე, 8 წლის ვიყავი. დავიბადე თბილისში, 12 წლამდე ვერაზე ვიზრდებოდი, მერე სოლოლაკში გადავედით, ჯაფარიძის 13 ნომერში, ახლანდელი პაოლო იაშვილის ქუჩაზე. ერთ-ერთი ჩემი ლექსი კედელზე იყო მიწერილი: "ვამბობ დღისით დილით და ვამბობ ძილის წინ; "ვინ დამავიწყოს ჩემი თბილისი" - ეს 14 წლისას დამიწერია.

ახლანდელი 51-ე სკოლა, რომელიც ფილარმონიის გადაღმაა, მაშინ მე-18 იყო, იქ ვსწავლობდი. არასოდეს დამავიწყდება ჩემი დამრიგებელი, დიდებული ქალბატონი ნინო სუხიშვილი, რომელსაც ძალიან უხაროდა, როცა ახალ ლექსს მივუტანდი. მეტყოდა, - აბა, ერთი, ვაჟაზე წამიკითხე ლექსი, თან ორივე ხელი მაგრად მოუჭირე ქამარს, ვითომ ხანჯალი გაქვს წელზე შემორტყმულიო და მეც დიდი ხალისით ვამბობდი:

"დაჟანგებულხარ, გორდაო, დაგობებია ქარქაში,
სადა გყავს ძმაო, პატრონი, დაგაწყებინოს კაშკაში".


VII კლასში პირველი ლექსი გაზეთ "ნორჩ ლენინელში" დაიბეჭდა, რომელიც იმხანად ახალგაზრდების საყვარელი გაზეთი გახლდათ.

- თქვენს გვარში ან ნათესაობაში თუ იყო ვინმე პოეზიის ნიჭით დაჯილდოებული?

- სხვათა შორის, მამაჩემის ბიძაშვილი, ცეკას პირველი მდივანი კანდიდ ჩარკვიანი, მშვენიერ ლექსებს წერდა, გერმანულიდანაც კარგად თარგმნიდა, მაგრამ მე მაინც ჩემს პოეტურ ნიჭს დედაჩემს, ქალბატონ პისტი გელოვანს მივაწერ, იგი თავის ლექსებს დიდი სიყვარულით უძღვნიდა შვილიშვილებს, ახლობლებს, თუმცა კატეგორიული წინააღმდეგი იყო მათი გამოქვეყნებისა. დედაჩემს არა მხოლოდ ლექსების წერა ეხერხებოდა, მუსიკალური ნიჭიც ჰქონდა და შესანიშნავად მღეროდა.

- მე ვიცი, რომ თქვენც კარგად მღერით მამუკა ჩარკვიანთან ერთად, რომლის სიმღერებიც თითქმის მთლიანად თქვენს ლექსებზეა შექმნილი.

- ჩვენ მთელი ოჯახი ვმღერით სუფრასთან, რაც პისტი გელოვანიდან მოგვდევს. ვფიქრობ, დედაჩემის გენმა არა მარტო ჩემს პოეზიაში გაიღვიძა, არამედ ჩემი შვილის, მამუკა ჩარკვიანის სიმღერებში, განსაკუთრებით კი ჩემი 15 წლის შვილიშვილის, ირმა გიგანის ტალანტში. ეს პატარა მუსიკოსი მართლაც საოცრებებს ახდენს. 6 წლის იყო, როცა იტალიაში გრან-პრი აიღო, უკვე რამდენიმე დოკუმენტური ფილმია მასზე გადაღებული, ახლა 5 ქვეყნიდან მოუვიდა მოწვევა. გარდა იმისა, რომ ვირტუოზულად უკრავს, ისედაც უაღრესაც წიგნერი, განათლებული ბავშვია.

მამუკა ჩარკვიანის ყველა სიმღერა ჩემს ლექსებზე შეიქმნა, 2-3 გამონაკლისის გარდა, რომლის სიმღერების ტექსტი ჩემს მეუღლეს, ირმა ჩხეიძეს ეკუთვნის.

- თქვენც ხომ არ გიცდიათ ოდესმე მუსიკის დაწერა?

- როგორც მამუკას არ დაუწერია სიმღერისთვის ლექსი იმის გამო, რომ მამამისი პოეტია, მეც ამავე მიზეზით არ დამიწერია სიმღერა, თორემ მელოდია ჩემთანაც მოსულა და მიღიღინია კიდეც. მე მაინც იმის მომხრე ვარ, რომ ადამიანი თავის ძირითად საქმეს უნდა მიჰყვეს თავიდან ბოლომდე, რადგან პროფესიონალიზმს უდიდეს პატივს ვცემ, ყველაფერი ერთად არ გამოდის, ან თუ გამოვა, მხოლოდ საშუალო დონეზე.

- ბატონო ჯანსუღ, თქვენ პროფესიით ჟურნალისტი ხართ, თუმცაოლიხართ, უფრო სხვა გზა აირჩიეთ, კომუნისტების დროს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრი იყავით, შემდეგ პარლამენტში მოღვაწეობდით, ეტყობა, პოლიტიკაში უფრო კომფორტულად გრძნობდით თავს, განსხვავებით იმ ცნობილი ხელოვანებისგან, რომლებიც უფრო წინააღმდეგობრივ გზას ირჩევდნენ ცხოვრებაში.

- შევეცდები, ჩემს გზასთან დაკავშირებით უფრო სწორ გზაზე დაგაყენოთ.

ჟურნალისტიკა 1956 წელს დავამთავრე, იმავე წელს ჟურნალი "ცისკარი" გამოვიდა და ვახტანგ ჭელიძემ იქ მიმიღო, სადაც კარგა ხანს ვმუშაობდი. იქიდან ჟურნალ "დილის" მთავარ რედაქტორად გადამიყვანეს, შემდეგ ჟურნალ "ცისკრის" პასუხისმგებელ მდივნად. 12 წელი ვიყავი "ცისკრის" მთავარი რედაქტორი, რამდენიმე წლის განმავლობაში ჟურნალ "დროშის" მთავარი რედაქტორი, გამომცემლობა "საქართველოს" დირექტორი. ასე რომ, ჟურნალისტიკიდან არასდროს ვიდექი შორს, მაგრამ რადგან მწერალთა კავშირის წევრი გახლდით, არაერთი შემოთავაზების მიუხედავად, უარი ვთქვი ჟურნალისტთა კავშირში შესვლაზე. პოლიტიკასთანაც არავითარი შეხება არ მქონია, გარდა იმისა, რომ ყოველთვის სიტყვით ვემსახურებოდი ჩემს ქვეყანას. მინდა გავიხსენო ლექსი "სამშობლოსათვის".

"მაგრად დაჰკარი, მაგრად დაჰკარი,
დადგეს ყიჟინის კორიანტელი,
როს საქართველოს რწმენის აკვანი
კვლავ იდგეს ტურფა და სანატრელი.
მაგრად დაჰკარი, მაგრად დაჰკარი,
მტერს ავი თვალი დაენისლება,
ვინც ჩვენ ერთმანეთს უცებ გაგვყარა,
სატრფოსთან შეყრას არ ეღირსება.
თუ გამარჯვება არის მიზანი,
დაბადებულნი არ ვართ ლაჩრებად,
მამულისათვის, მამულისათვის,
ძმებო, სიკვდილი ან გამარჯვება.
როგორ დაცხრება, როგორ დაცხრება
დაუცხრომელი ხალხის ბუნება,
თავისუფლება და აღტაცება
დაუცხრომლობით აღესრულება.
ძლივს, ძლივს ამოდის მთვარე სამოთხის,
ტყვია მიზანში მოსახვედრია,
თავისუფლება ისე არ მოდის,
თავისუფლება ლომთა ხვედრია".


ეს ლექსი 40 წლის წინ დავწერე, მაგრამ კომუნისტებმა არ იცოდნენ, ვისზე ვწერდი.

რაც შეეხება ჩემს პარლამენტარობას, ალბათ გახსოვთ, იმ წლებში დიდი სურვილი გაჩნდა პარლამენტში ღირსეული და ცნობილი ხალხი მოხვედრილიყო. ასე მოხვდნენ იქ ჭაბუა ამირეჯიბი, ლანა ღოღობერიძე, თენგიზ აბულაძე, გიგა ლორთქიფანიძე და სხვები, რომელთაც, ისე როგორც მე, პოლიტიკასთან არაფერი ესაქმებოდათ. რა თქმა უნდა, ყველას თავისი პოლიტიკური შეხედულება გააჩნია, მაგრამ ხელოვანი ადამიანი ისე უნდა იყოს, როგორც აკაკი წერდა: "შუაკაცი ვარ უბრალო, არც მიწისა ვარ, არც ცისა". მეც გარემოების საყვირი ვიყავი მთელი ჩემი ცხოვრება და ახლაც ასე ვარ, თუ მე ვინმესთან ახლობლობა მქონდა, ყოფილ პრეზიდენტთან შევარდნაძესთან, ეს იმით იყო განპირობებული, რომ მისი სურვილი იყო, ჭაბუა ამირეჯიბთან, ნოდარ დუმბაძესთან ახლო ურთიერთობა ჰქონოდა. ჩვენც გვიხაროდა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა იცის შენი ფასი და პატივს გცემს. ასე მოვხვდი პარლამენტში, სხდომებზედაც ლექსებისა და ფუნაგორიების წერით უფრო ვიყავი დაკავებული, თორემ პოლიტიკაზე შინაც არასდროს მისაუბრია. მახსოვს, ცკ-ის პირველმა მდივანმა გივი გუმბარიძემ ერთხელ გამომიძახა და მითხრა, პარლამენტის ახალი თავმჯდომარე უნდა ავირჩიოთ და შენზე ვფიქრობო (მაშინაც დეპუტატი ვიყავი). პირდაპირ უარი მეუხერხულა, დავფიქრდები-მეთქი. როცა შინ მივედი და გავააანალიზე ყველაფერი, ვიფიქრე, სად მე და სად პარლამენტის თავმჯდომარეობა, რა საერთო მაქვს ამ საქმესთან-მეთქი. რა თქმა უნდა, უარი ვთქვი ამ შემოთავაზებაზე, თან გუნებაში ვფიქრობდი, ერთი ის კაცი მაჩვენა საქართველოში, რომელიც ამ თანამდებობაზე უარს იტყოდა-მეთქი და მიხაროდა, რომ ასეთი მე აღმოვჩნდი, რადგან ეს ხომ ჩემი ბიოგრაფიისა და ისტორიის ნაწილია.

- შეუდარებელი თამადა ბრძანდებით. ქართველებს ბევრი კარგი თამადა ჰყავდათ, ალბათ თამადობაც ადამიანის მოწოდებაა.

- ახალგაზრდობიდან ვთამადობდი, ეტყობა, ესეც ლექსების ბრალი იყო. მეგობრები, ახლობლები მთხოვდნენ, მეთამადა. ქართული სუფრა ლექსსაც მოითხოვს, სიმღერასაც, იუმორსაც. უკვე მესამე წელია ავადმყოფობის გამო წვეთი აღარ დამილევია, თორემ თამადობა მართლაც ხშირად მიხდებოდა. ქართული სუფრა მოლხენისაა, თანაც რა ჯობდა ისეთი საინტერესო პიროვნებების გვერდით ჯდომას, როგორებიც იყვნენ ნოდარ დუმბაძე, გურამ ფანჯიკიძე, ირაკლი აბაშიძე. მართალია, მე და ბატონ ირაკლის შორის ასაკობრივი სხვაობა იყო, მაგრამ ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა. მის ნათამადებ სუფრასთან დაჯდომას ხომ არაფერი შეედრებოდა. პირველად ულვაშები რომ მოვუშვი, მითხრა: "ჯანსუღა შავო, ულვაშები უბედურობა რამეა, თუ მოუშვი, მერე მიდის და მიდისო", - ასეთი იუმორი ჰქონდა.

ჩემი თაობა მართლაც საინტერესო ადამიანებს შეესწრო, უნივერსიტეტში ჩვენი რექტორი აკადემიკოსი ნიკო კეცხოველი იყო. მის დროს გამოიცა "პირველი სხივი", რაშიც ბატონ ნიკოს ლომის წილი მიუძღვის, მან მთელი საქართველო მოგვატარა, გაგვაცნო და შეგვაყვარა ჩვენი სამშობლო.

უნივერსიტეტამდე იყო პიონერთა და მოსწავლეთა სასახლე, რომელსაც ვერასოდეს გავაიგივებ წითელ ყელსახვევთან, იქ ჩვენი ლიტერატურული წრის ხელმძღვანელი ქ-ნი ქეთევან ანანიაშვილი გახლდათ. ამ წრეში იყვნენ: ოთარ ჭილაძე, ანზორ სალუქვაძე, გივი გეგეჭკორი, რომლებიც უნივერსიტეტშიც ჩემს კურსზე სწავლობდნენ ტარიელ ჭანტურიასთან, ვახტანგ ჯავახაძესთან, ზაურ ბოლქვაძესთან, გურამ კლდიაშვილთან, რევაზ ინანიშვილთან, თამაზ ბიბილურთან ერთად. წიგნიერებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა ჩვენს თაობაში. გოგონების ჯინაზე ბევრ წიგნებს ვკითხულობდით, ბიჭებიც ვეპაექრებოდით ერთმანეთს. უნივერსიტეტის შემდეგ ჩვენს თაობას ცისკრელებადაც მოგვიხსენიებდნენ და სამოციანელებადაც.

16 წლის ვიყავი, როცა ჩემი პირველი ლექსები გოგლა ლეონიძემ წაიკითხა და ასეთი მინაწერი გაკეთა: "კარგი ხარ, ჯანსუღ, ჩემი ჯილა ხარ". ამის დავიწყება შეუძლებელია. გალაკტიონიც კარგად დამამახსოვრდა. პატარა ვიყავი, როცა უკან დავედევნებოდი. როცა ერთმანეთს შევხვდით და ერთი-ორჯერ დავლიეთ კიდეც, მისგანაც დიდი სიყვარული ვიგრძენი ჩემს მიმართ. აი, ასეთი კარგი დრო მახსოვს თავისი დიდებული ადამიანებით, ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, ალბათ ჩვენ არ ვიქნებოდით.

- ბატონო ჯანსუღ, რა თვისება არ მოგწონთ ადამიანში ყველაზე მეტად?

- ვერ ვიტან ღალატს მეგობრობაში და საერთოდ, მოღალატე კაცს, არადა, ასეთებიც მრავლად იყვნენ ჩვენს ისტორიაში. "ვისაც ჩავაცვი, იმან გამხადაო", სამწუხაროდ, ესეც ქართული გამოთქმაა. ვერც უმადურ ადამიანს ვეგუები და ვერც დაგვიანებულ კაცს, არადა პუნქტუალობაც ხშირად გვღალატობს ქართველებს. დაგვიანების უფლებას ახალგაზრდობაში მხოლოდ პაემანზე მოსასვლელ გოგოს თუ მივცემდი, კაცისთვის კი ეს საძრახისი თვისებაა.

- ვინ არის ის ადამიანი, რომელიც დაღლილობის დროს დაგეხმარათ ცხოვრების მძიმე ტვირთის ტარებაში, ხელი გამოგიწოდათ?

- მინდა უხერხულობა დავძლიო და ასეთ ადამიანად ჩემი მეუღლე ირმა ჩხეიძე დავასახელო, რომელსაც დიდ ანგარიშს ვუწევ. უკვე 57 წელია, ერთ უღელში ვართ შებმული და ამ ხნის განმავლობაში უამრავ რაღაცას მპატიობდა. დღემდე იგი ჩემი ლექსების პირველი შემფასებელია, რომელიც ყველაზე სწორ რჩევებს მაძლევს დიდი წიგნიერებისა და უტყუარი ალღოს წყალობით.

- მადლობას მოგახსენებთ საინტერესო მოგონებებისთვის და ჩვენი საუბრის დასასრულს კიდევ ერთ ლექსს შევთავაზებთ მკითხველს, რომლის სათაურია "ლამაზი სიკვდილი":

"როცა დაიწყებს წყარო საუბარს,
მზეს რომ მისწვდება ირმის ბღავილი,
შემოასკდება როცა ალუბალს
მუხლზე კაბა და გულზე ყვავილი;
როცა კვირტები აფეთქდებიან,
მთებს გადაიფრენ ფრთების ტკაცუნით,
როცა ირმები დაფეთდებიან,
მზეს შეხედავენ, რქებში ჩაწურვილს;
როცა მერცხალი ზეცას შეუტევს,
როცა მიწაზე მზე და დარი დგას,
ირემი აპრილს კარებს შეუმტვრევს
და ატმის რტოებს რქებად დაიდგამს,
როცა მზე მინდვრებს კალთებს დაუცლის
საგვირილოდ და საენძელოდა,
ირემი ირემს ბალახს გაუწვდის
და რქას მიურტყამს სადღეგრძელოდა;
როცა ძეწნები ატირდებიან
და აკოცებენ ვაზებს ხარდნები,
შევხედავ ზეცას ნატვრისთვლებიანს,
ავტირდები და ავხარხარდები.
მოიგონებენ წარსულს მკვიდრები,
აბუბუნდება ქვეყნად ყველა მთა,
გავდიადდები, გავსულდიდდები
და ავენთები მამულს კელაპტრად.
დავდგები ცერზე, როგორც ავაზა,
ერთს გადავხედავ დღეებს გაფრენილს,
მერე მოვკვდები ისე ლამაზად,
ვით დაიბადა ეს ყველაფერი".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler