შენ ჩემმა ლოცვებმა კი არა, იესო ქრისტემ განგკურნა
შენ ჩემმა ლოცვებმა კი არა, იესო ქრისტემ განგკურნა
ამას წინათ "ფეისბუქის" დახმარებით კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი გავიცანი. თამარ ბროლაძე რამდენიმე წელია, საბერძნეთში, თესალონიკში ცხოვრობს.

- მართალია, ძნელია უცხოეთში ცხოვრება, მაგრამ აქ ყოფნას ჩვენი მოძღვარი, მამა ნიკოლოზი (მელიქიძე) გვიმსუბუქებს. მამა ნიკოლოზმა ემიგრანტი ქართველები დედაეკლესიის წიაღში გაგვაერთიანა და უფლის გზაზე დაგვაყენაო, - მითხრა თამარმა. გამიხარდა, როცა გავიგე, სალონიკში ქართველებს სანუგეშოდ ქართველი მოძღვარი რომ ჰყავთ, მეუფე კონსტანტინეს (მელიქიძის) შვილი და მამა აკაკი მელიქიძის ხორციელი ძმა, მამა ნიკოლოზი.

- თესალონიკში რომ ჩამოვედი, ძალიან მინდოდა ეკლესიური ცხოვრება. თავიდან ბერძნული კარგად არ ვიცოდი და ძალიან მიჭირდა ბერძენ მღვდელთან საუბარი. შემთხვევით გავიგე, თესალონიკში ქართველი მღვდელი მსახურობს და ქართულად ატარებს წირვა-ლოცვებსო. მამა ნიკოლოზი იმ დროს გავიცანი, როცა ქართველი მრევლი ქრისტეშობის სადღესასწაულო წირვისთვის ემზადებოდა. რადგან მუსიკალური სკოლა მქონდა დამთავრებული, მოძღვარმა ტაძარში გალობა შემომთავაზა. არც ხმა მაქვს კარგი და გალობაც არ შემიძლია-მეთქი. უფალს მიენდე და გამოგივაო. დავდექი შობის წირვაზე. გალობა იმდენად მომეწონა, რომ ძალიან მოვინდომე, კარგად შემესწავლა ქართული გალობა. ორი თვის განმავლობაში თითქმის ყოველდღე გვქონდა გალობის გაკვეთილები. დღეს ბევრად უკეთესად ვგალობთ. ერთი და მყავს. წლების განმავლობაში საბერძნეთში ცხოვრობდა, მამა ნიკოლოზის სულიერი შვილი იყო. ესპანეთში გათხოვდა. იქ არქიმანდრიტ ლუკასთან (ფალავანდიშვილი) დადის, მან დასწერა ჯვარი. ძალიან კარგი მოძღვარია მამა ლუკა. ჩემი მშობლებიც თესალონიკში ცხოვრობენ და ცდილობენ, ეკლესიურად იცხოვრონ.

ტაძარი, სადაც მამა ნიკოლოზი მსახურობს, ორსართულიანია - პირველი სართული ფერისცვალების სახელობისაა, დაბლა სართულზე კი მცირე ზომის წმინდა ირინეს სახელობის ტაძარია. ამ პატარა ტაძარში ვიკრიბებით ქართველი მრევლი და ვატარებთ ქართულად ღვთისმსახურებას. მამა ნიკოლოზი ყოველ სამშაბათს ატარებს ქართულად პარაკლისებს, შემდეგ გვიქადაგებს ხოლმე. ამ ზაფხულს მამა ნიკოლოზი საქართველოში ბრძანდებოდა. უწმინდესსაც შეხვდა. როცა უთხრა, - ღვთისმსახურებას ქართულად ვატარებთო, უწმინდესს ძალიან გაუხარდა და სთხოვა, თუ შეიძლებოდა, მრევლისთვის ქადაგებებისთვისაც დაეთმო დრო. მას შემდეგ მამა ნიკოლოზი პარაკლისის ჩატარების შემდეგ ქართულად ქადაგებს ხოლმე.

მამა ნიკოლოზი არ არის საქართველოს საპატრიარქოს მიერ თესალონიკში გამოგზავნილი, საბერძნეთის ეკლესიას ექვემდებარება. რადგან ქართველია, ვთხოვეთ, ქართულადაც ჩაეტარებინა ღვთისმსახურება. მამა ნიკოლოზი კვირაობით ქართულად წირავს, ასევე დღესასწაულებზეც. ქართულად ტარდება ნათლობა, ჯვრისწერა, პანაშვიდი. ბერძნები არ გვზღუდავენ, პირიქით, ყველანი ძალიან ვუყვარვართ. მადლობა ღმერთს, რომ მიტროპოლიტ ბარნაბას კურთხევით, თესალონიკის ფერისცვალების სახელობის ტაძარში ღვთისმსახურება ქართულად სრულდება. ჩვენს ტაძარში სამი მოძღვარი მსახურობს - მამა ნიკოლოზი, მამა ნექტარიოსი და მამა გიორგი. ბერძენ მღვდლებს და მიტროპოლიტს ძალიან უყვართ მამა ნიკოლოზი.

როცა ფერისცვალების ტაძარში მობრძანდება მიტროპოლიტი ბარნაბა, თან მოჰყვებიან სასულიერო პირები. ღვთისმსახურების შემდეგ ეკლესიის დაბლა, პატარა სატრაპეზოში ვტრაპეზობთ. ქართულად ვმღერით, ვგალობთ კიდეც. ძალიან მოსწონს მიტროპოლიტს ქართველები, ქართული სამხმიანი სიმღერა. ბერძენი მღვდლები ამბობენ, კარგი ხმები გაქვთო და გვთხოვენ, მათ ეკლესიაშიც ვიგალობოთ.

ქართული ეკლესიის არსებობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს უცხოეთში, ეკლესიამ შგვკრიბა მრევლი. როცა სულიერი დახმარება გვჭირდება მის სულიერ შვილებს, მამა ნიკოლოზი გვერდში გვიდგას. მასთან ნებისმიერ დროს შეგიძლია საუბარი, გვამშვიდებს, ლოცვებს გვიკითხავს, ლოცვა-კურთხევას გვაძლევს. ძალიან თბილი და რბილია მოძღვარი, მაგრამ რელიგიურ საკითხებში ძალიან მკაცრი და მომთხოვნია. მამა ნიკოლოზის მეუღლე მარინა რუხაძე მედავითნე და მგალობელია. ძალიან ბევრს შრომობს ჩვენთან ერთად. ყველას გვივლის, გვიფრთხილდება.

მამა ნიკოლოზის ლოცვით ბევრი შეჭირვებული განიკურნა. ორ მაგალითს გეტყვით. ტაძარში წირვაზე მოვიდა ჩვენი მრევლის წევრი მაკა. თვალებზე ცრემლები ჰქონდა და ვერ აჩერებდნენ, ისე ტიროდა - ფული არ მაქვს და სასწრაფო ოპერაცია ვალით უნდა გავიკეთოო. მამა ნიკოლოზმა უთხრა, - მაკა, არ იჩქარო, ერთი კვირით გადაიტანე ოპერაციის გაკეთება. ლოცვებს წაგიკითხავ, აღსარება ჩამაბარე, ეზიარე და მერე გაიკეთეო. მეორე კვირას მოვიდა მაკა და სასიხარულო ამბავი გვითხრა, - ყოველგვარი ქირურგიული ჩარევისა და წამლების გარეშე ყველაფერი გაქრაო. გაკვირვებულები დავრჩით. მამა ნიკოლოზმა ეს ამბავი მშვიდად მოისმინა და უთხრა, - შენ ჩემმა ლოცვებმა კი არა, იესო ქრისტემ განგკურნაო. ერთ ცოლ-ქმარს ძალიან უნდოდა მეორე შვილი ჰყოლოდა, მაგრამ არ უჩნდებიდა. ტაძარში დაიწყეს სიარული. მამა ნიკოლოზის ლოცვისა და ზიარების შემდეგ ეს ქალბატონი დაფეხმძიმდა.

- როგორია შენი ცხოვრების წესი?

- თავიდან სასწავლებლად ჩამოვედი. პარალელურად ვმუშაობდი კიდეც. ჩემი პროფესიით ჯერჯერობით არ მიმუშავია. კრიზისის გამო ახლა დროებით უმუშევარი ვარ. ვცდილობ, ეკლესიას არასდროს მოვწყდე და მუდამ მის წიაღში ვიყო... მამა ნიკოლოზი სულ მეუბნებოდა, სწავლის პერიოდშიც იარე ტაძარში და უფრო წარმატებით ჩააბარებო. მართლაც ასეა. "ფეისბუქის" დახმარებით ვცდილობ, უკეთ გაიგოს ხალხმა ჩვენი არსებობა, რომ თესალონიკში ქართველი ემიგრანტებისთვის ღვთისმსახურება ქართულად აღევლინება. ჩვენი მისამართია: ქართველი მრევლი სალონიკში (www.facebook.com/kartvelimrevli). ჩემი საიტიც შევქმენი: www.sarwmunoeba.tk

- როგორ ფიქრობ, რა საერთო აქვს საქართველოს და თესალონიკს?

- საქართველოს და საბერძნეთის ბუნება ერთმანეთს ძალიან ჰგავს. აქ ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს. ქუჩაში სულ ქართული საუბარი გვესმის და ასე მგონია, საქართველოში ვარ. სალონიკი რაღაცით თბილისს ჰგავს და ქართველი ემიგრანტები პატარა თბილისს ვეძახით. ჩვენ გვაერთიანებს პირველ რიგში სარწმუნოება. აქ წირვაზე მრევლის უმეტესობა ხანდაზმულია. საქართველოს ეკლესია ახალგაზრდების სიმრავლით გამოირჩევა. ბერძენი ახალგაზრდები ძალიან ურწმუნონი არიან. აქ ახალ სტილს აღიარებენ. ძველი სტილით მხოლოდ აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავენ. ქართველები ტაძარში მანდილით დავდივართ ხოლმე. ბერძნები ისე შეგვეჩვივნენ, აღარ უკვირთ, თავზე რომ გვახურავს.

საბერძნეთში ძალიან ბევრი ეკლესია-მონასტერი და სიწმინდეა. მაგალითად, ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ ეკლესიაში, წმინდა გრიგოლ პალამას წმინდა ნაწილებია დაბრძანებული. ეკლესიიდან ხშირად დავდივართ წმინდა ადგილების მოსალოცად. მოვილოცეთ წმინდა ნიკოდიმოსის სახელობის მამათა მონასტერი. აქ დიდი სასწაულმოქმედი ხატია დაბრძანებული. სალონიკის ახლოს, სუროტში, არსენ კაბადოკიელის სახელობის დედათა მონასტრის ეზოში ბერი პაისის საფლავია. ძალიან ბევრი ხალხი მოდის მის მოსალოცად.

კუნძულ კეფალონზე ყოველ წელს, მარიამობას, გამოდიან გველები და მთელი წირვის განმავლობაში ღვთისმშობლის ხატს გარს ეხვევიან. იქაური ეპისკოპოსის კვერთხზე მთელი წირვის განმავლობაში გველი გაუნძრევლად იყო შემოხვეული. საათობით დგას ხოლმე ხალხი რიგში ამ სასწაულის სანახავად.

ასევე მოვილოცეთ თესალონიკთან ახლოს დრამაში წმინდა გიორგი კარსლიდისის საფლავი, რომელიც 2 წლის წინ შერაცხეს წმინდანად. ვნახეთ მისი დაარსებული მონასტერი. დედებმა რომ გაიგეს, ქართველები ვიყავით, ძალიან გაუხარდათ, რადგან წმინდანიც საქართველოში იყო დაბადებული და გაზრდილი. სპეციალურად ჩვენთვის წმინდა ნაწილების სათავსი გახსნეს, სურათების გადაღების უფლებაც მხოლოდ ჩვენ მოგვცეს და ჩვენი გალობა ჩაიწერეს თავისთვის.

ათონის მთიდან ჩვენს ეპარქიაში ჩამოაბრძანეს ცხოველმყოფელი ჯვრის წმინდა ნაწილები, რომელზეც იესო ქრისტე ჯვარს აცვეს. მოვილოცეთ ეს სიწმინდე, ქართულად ვიგალობეთ, ლოცვები წავიკითხეთ. რახან ათონის მთაზე მანდილოსნებს არ უშვებენ, გვინდა, გემით შემოვუაროთ. სურვილი გვაქვს, ასევე კუნძულ კერკირაზე წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის უხრწნელი სხეული მოვილოცოთ.

აქაური ქართველები ძირითადად ფიზიკურად შრომობენ. ყველას გვენატრება სამშობლო, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ ჩამოსვლას.

ქართველი მრევლის სახელით ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა პირველ რიგში ჩვენს მამა ნიკოლოზს, მის მეუღლეს, ჩვენს მიტროპოლიტს ბარნაბას, რომლის კურთხევითაც აღვავლენთ ქართულად ღვთისმსახურებას, ჩვენს ეკლესიაში მოღვაწე ბერძენ მღვდლებს, მგალობლებს, ყველას, ვინც ეკლესიაში მსახურობს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

19.02.2022

ღირსი ნიკიფორე (ერისკაცობაში ნიკოლოზ ძანაკაკისისი) 1890 წელს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დაიბადა.

02.02.2022
გურული გამოთქმაა: "წევიდა ძველი ხალხი ფუტივით (კვამლივით)".

ცხოვრების გზაზე ბევრი ადამიანი შემხვედრია, რომელთაც ჩემს სულში ჩაიარეს...
28.01.2022
უფლის ძახილი

უწყალო მსაჯულთაგან უვნებელი ვნებას დაითმენს.
26.01.2022

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) ცხონებასთან დაკავშირებით გადმოგვცემს:

19.01.2022

გვესაუბრება მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე):

-ნათლისცემის საიდუმლოს აღსანიშნავად ძველ ბერძნულ ენაში დაკანონდა ტერმინები, რომელნიც წყალთან, წყლით განბანვასთან არიან დაკავშირებულნი.

01.01.2022
ბებერი მუხა აღერღილი იყო. უკანასკნელი ფოთლები, რა ხანია რცხილებსაც დასცვივდათ, წიფლებსაც, თამელებსაც;
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მოციქულთა სწორი წმინდა კონსტანტინე დიდი (306-337) პირველი იყო რომის იმპერატორთაგან, რომელმაც შეწყვიტა ქრისტიანთა დევნა და ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა.

istanbul evden eve nakliyat fabrika taşımacılığı eşya depolama ofis taşıma bostancı nakliyat skdar nakliyat ehirler aras nakliyat ehirler aras nakliyat cretleri ehirler aras nakliyat transfernakliyat.com.tr eya depolama sex shop

restbet restbet tv restbet giriş restbet restbet güncel restbet giriş restbet restbet giriş restizle betpas betpas giriş pasizle betpas betpas giriş pasizle iskambil oyunları rulet nasıl oynanır blackjack nasıl oynanır guvencehd.org heceder.org trke casino 30 tl deneme bonusu tahincioglunakliyat.com.tr aviator oyunu betexper Deneme bonusu veren siteler heceder.org pdf indir casino siteleri casino siteleri deneme bonusu veren siteler deneme bonusu slot siteleri pdf indir ingilizce trke eviri lyrics translate video