"აკურთხე გვირგვინი წელიწადისა, უფალო!"
"აკურთხე გვირგვინი წელიწადისა, უფალო!"
ეკლესიურად სექტემბერი წელიწადის გვირგვინად და ინდიქტიონის დასაწყისად ითვლება. ახალი სტილით 14 სექტემბრიდან მართლმადიდებელთათვის ახალი საეკლესიო წელიწადი დგება.

თუ როდის გამოცხადდა დროის გამოანგარიშება ინდიქტის მიხედვით და ძველი სტილით 1-ელი სექტემბერი ახალ საეკლესიო წლად, ზუსტად არ არის დადგენილი.

ინდიქტი, ანუ თვის 1-ელი რიცხვისთვის ხარკის აკრეფა რომის კეისარს დაუწესებია დაპყრობილი ქვეყნებისთვის. მეორე მოსაზრების მიხედვით, ამ დღის აღნიშვნა უკავშირდება იმპერატორ კონსტანტინეს სახელს, როდესაც მან სამხედრო სამსახური 16 წლის ნაცვლად 15-წლიანი გახადა, თუმცა სექტემბრის ახალ საეკლესიო წლად დადგენას მაინც იესო ქრისტეს უკავშირებენ, რადგან არსებობს გადმოცემა, რომ უფალი თავდაპირველად სექტემბრის პირველ დღეს შესულა ეკლესიაში, ამ დღეს გამოუვლენია თავი და იუდეველებისთვის ესაია წინასწარმეტყველის მიხედვით გაუკეთებია განმარტება იმის თაობაზე, რომ ღვთის მიერ შეწყნარებულია დამდეგი და მომავალი წელი, ამიტომაც შესწირავს ამ დღეს ქრისტეს ეკლესია ღმერთს მადლობას მოსავლისათვის და მომავალ წელს კაცთა შორის მშვიდობას და სიტკბოებას შეავედრებს.

ამ დღესასწაულის მნიშვნელობაზე და ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებით მოსაზრებებს გვიზიარებენ უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე და მიტროპოლიტი დანიელი. მათთან საუბარი, რომელიც ზუსტად 10 წლის წინ ჩავიწერეთ, ვფიქრობთ, საინტერესო იქნება თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ ბევრმა პრობლემამ, რომელსაც ისინი გამოთქვამენ, დღეს კიდევ უფრო მეტი სიმწვავით შეგვახსენა თავი.

ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი: - 1-ელი სექტემბერი ძველი სტილით - ეს არის ახალი წელი ეკლესიურად და ინდიქტიონის დასაწყისი, რაც მეტად მნიშვნელოვანია ჩვენს ცხოვრებაში. რადგან ახალ წელთან მუდამ ახალი იმედებია დაკავშირებული, ამ დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, ყოველთა წმიდათა ლოცვით, მომადლოს საქართველოს, ჩვენს ეკლესიას, ჩვენს ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა.

მე განსაკუთრებით შევთხოვ უფალს უცხოეთში წასული ქართველების დაბრუნებას. მათ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი დღევანდელობა და მომავალი უნდა შევქმნათ შრომით, ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობისათვის და არა უცხოეთში ყოფნით. ყოველმა ჩვენგანმა თავისი წვლილი უნდა შევიტანოთ ქვეყნის ძლიერებასა და წინსვლაში, ეს ჩვენი მოვალეობაა.

ახალი საეკლესიო წელიწადის დადგომა ახალი სასწავლო წლის დადგომას უკავშირდება სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში.

მე შევთხოვ უფალს, ჩვენმა ახალგაზრებმა ისეთი ცოდნა მიიღონ, განვითარდნენ სულიერად და ინტელექტუალურად, გამოადგნენ სამშობლოს.

ახალი სასწავლო წელი იწყება სასულიერო სემინარიებსა და აკადემიებში. კარგი მოძღვრები გამოსულიყვნენ მათგან. სასწავლებლები ბევრ ცოდნას აძლევს, მაგრამ თითოეულმა სტუდენტმა თვითონ უნდა იფიქროს თავის თავზე. რაც შეიძლება ბევრი წიგნი უნდა წაიკითხოს, რომ გაიღრმავოს ცოდნა. სამწუხაროდ, სკოლები და სასწავლებლები არ აძლევენ საფუძვლიან ცოდნას, აღზრდა საერთოდ მიტოვებულია. ძველ დროში ოჯახი ზრდიდა შვილს, დღეს მშობლები ან მუშაობენ, ან შინ არ არიან და, ფაქტობრივად, ამ როლს ასრულებს ქუჩა.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს შრომის გაკვეთილებს. აი, პირველი წლების განმავლობაში (შეიძლება VI-VII კლასამდე) სკოლებში უნდა მოვიწვიოთ ფსიქოლოგები. ისინი დაკვირვებით უნდა ადევნებდნენ თვალს, თუ რა ინტერესი აქვს ამა თუ იმ ბავშვს.

ღმერთმა დალოცოს ახალი წელი სიტკბოებით, მშვიდობით, სიხარულით. ბოლოს, მინდა წარმოვთქვა ლოცვა, რომელსაც ხშირად ვლოცულობ ჩემი ხალხისა და ქვეყნის გასაძლიერებლად: "გარდამოიხილე ზეცით, ღმერთო, და იხილე და მოხედე ვენახსა ამას და განამტკიცე ესე, რომელი დაასხენ მარჯვენემან შენმან, ამინ".

მიტროპოლიტი დანიელი: - ქრისტიანობა, უპირველეს ყოვლისა, გვასწავლის, ადამიანს ჰქონდეს სიბრძნე, ჰქონდეს განათლება, მაგრამ თავიდათავი აღზრდისა არის პიროვნებაში სიკეთის ჩამოყალიბება. უკეთუ პიროვნებაში არ არის კეთილშობილება, შეიძლება ცოდნა არ იყოს გამოყენებული ერისთვის სასარგებლოდ, თუნდაც პიროვნებისათვის სასარგებლოდ, დიდი სიკეთის სამსახურში. რასაკვირველია, უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რას ასწავლიან ბავშვებს სკოლაში, მაგრამ ცოდნის მიღების პარალელურად ჩვენი უპირველესი საზრუნავი უნდა იყოს ჩვენი შვილების ღირსების, მათი ზნეობის ჩამოყალიბება. მრავალი ფილოსოფიური მიმდინარეობა არსებობს, რომელიც გვასწავლის, როგორ უნდა აღვზარდოთ მაღალი ზნეობის ღირსეული პიროვნება, მაგრამ ერთია წესი ცხოვრებისა და მეორეა მისი აღზრდა და აი, ეკლესია ის დაწესებულებაა, საიდანაც ხდება ადამიანის სულიერ საფეხურზე ასვლა. ეკლესიაში არის ზნეობრივი აღზრდის მეთოდი, ზნეობრივი საუკუნეობრივი კულტურა, ამიტომ უწმინდესი ხშირად ბრძანებს, რომ უნდა მოხდეს სკოლის, ეკლესიისა და ოჯახის დაახლოება.

დაბოლოს, იმ სასიხარულო განწყობამ, რაც საეკლესიო ახალი წლის მოახლოებას და სასწავლო პროცესის განახლებას ახლავს, არ უნდა დაგვავიწყოს ის უფლება-მოვალეობანი, რაც ყოველ მართლმადიდებელ ქრისტიანს საღმრთო გადმოცემით გადმოგვეცა: "ღმერთმა იმისათვის შთაუნერგა მშობლებს შვილთა სიყვარული, რომ მათი სახით ჩვენს ბავშვებს სათნოებათა მასწავლებელი ჰყოლოდათ. ოდენ ხორციელი შობა როდი ხდის ადამიანს მამად, არამედ კარგი განათლებაც და მარტო ბავშვის მუცლად ტარება კი არ შექმნის ადამიანს დედად, არამედ კეთილი აღზრდაც", - გვასწავლის წმინდა იოანე ოქროპირი.

დადგა სექტემბერი, სწავლის, შრომისა და ნაყოფიერების ყველაზე გამორჩეული და წელიწადის განსაკუთრებულად ლამაზი თვე, როცა ყველა ჩვენგანი სიცოცხლის ხალისით და განახლებული ენერგიით უნდა დაეწაფოს საქმეს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler