გაიხსენეთ, რა უბედურებებს თავდაღწეულებმა შევქმენით "ვეფხისტყაოსანი" და უზარმაზარი კულტურა! ყველაფერი განმეორდება...
გაიხსენეთ, რა უბედურებებს თავდაღწეულებმა შევქმენით "ვეფხისტყაოსანი" და უზარმაზარი კულტურა! ყველაფერი განმეორდება...
ბერ დავითს - ჭაბუა ამირეჯიბს 90 წელი უსრულდება
ჭაბუა ამირეჯიბის დაბადება საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების წელს დაემთხვა. იქიდან მოყოლებული, მის თავზე გადაიარა იმ ავბედითმა 70-წლიანმა კომუნისტურმა რეჟიმმა, რომელიც მოგვიანებით ბოროტების იმპერიის სახელით შევიდა ისტორიაში. ჯერ იყო და, 30-იანი წლების რეპრესიებმა შეიწირა მისი მშობლების სიცოცხლე, ცოტა ხნის შემდეგ თვითონაც, 19 წლის ჭაბუკი დააპატიმრეს, როგორც არალეგალური ორგანიზაციის, "თეთრი გიორგის" წევრი. თავიდან 83-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მერე ეს მუხლი დახვრეტით შეუცვალეს. ორჯერ გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი. რამდენჯერმე ციხიდან გაქცევით უშველა თავს. 16 წელი მაინც პატიმრობასა და დევნილობაში გაატარა.

მწერალი თავისუფლების პირველი წუთებიდანვე Gაება აქტიურ შემოქმედებით საქმიანობაში. მისი პირველი მოთხრობები გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში გამოქვეყნდა ჟურნალ "მნათობში", რასაც მოჰყვა სქელტანიანი რომანები: "დათა თუთაშხია" და "გორა მბორგალი", რომლებიც იმთავითვე ქართული კლასიკური პროზის შედევრებად აღიარეს და მსოფლიოს მრავალ ენაზეა თარგმნილი.

შოთა რუსთაველისა და სახელმწიფო პრემიების ლაურეატს, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის, დიდგორისა და ღირსების ორდენების კავალერს, საერთაშორისო პენ-ცენტრის საქართველოს ორგანიზაციისა და "მსოფლიო ინტელექტუალთა საზოგადოების" ერთ-ერთ ფუძემდებელს, ნობელის პრემიის სამგზის ნომინანტს, ჭაბუა ამირეჯიბს, რომელიც მოხუცებულობაში ბერად აღიკვეცა მამა დავითის სახელით, წლეულს დაბადებიდან 90 წელი უსრულდება. როცა ქართული პროზის ცოცხალ კლასიკოსთან ეს დიალოგი შედგა, მაშინ იგი ჯერ კიდევ არ იყო შემდგარი ბერობის გზაზე.

- ბატონო ჭაბუა, თქვენი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთებში თუ გყოლიათ გვერდით ისეთი ადამიანი, რომელიც ოდნავ მაინც შეძლებდა თქვენი ჯვრის შემსუბუქებას?

- ასეთი ადამიანი იყო გაგი მოსაშვილი, ჩემი სულიერი ძმა და მოძღვარი. გაგი ორჯერ იჯდა ციხეში. ერთი თავისუფლების მოპოვების შემდეგ მღვდლად ეკურთხა. მეორე 10 წელს რომ იხდიდა, საინტერესო დამთხვევა მოხდა. გამანაწილებლიდან შემომითვალა, - შენკენ მოვყავართო, მაგრამ მე უკვე კარში ვიყავი. ჩვენი ახლობლობა და ძმაკაცობა მის გარდაცვალებამდე გაგრძელდა. არქიმანდრიტი თორნიკე (ერისკაცობაში გაგი მოსაშვილი) მოწამეთის მამათა მონასტრის წინამძღვარი იყო. იგი შარშანწინ გარდაიცვალა.

- ბატონო ჭაბუა, თქვენს მხრებზე გადაიარა საბჭოთა რეპრესიებმა. შემდეგ იმ მშფოთვარე ოცმა წელიწადმა, რაც დამოუკიდებლობის აღდგენას მოჰყვა საქართველოში, რომელიც დღემდე გრძელდება. როგორ ფიქრობთ, დღესდღეობით არის თავისუფალი და დამოუკიდებელი ჩვენი ქვეყანა?

- დამოუკიდებელი ცისა ქვეშ არავინ არასოდეს ყოფილა, გააჩნია, თქვენ რას გულისხმობთ ამ ტერმინით. დღევანდელი ანუ ისტორიის ამ მონაკვეთში მიღებული წარმოდგენით, დამოუკიდებელი ვართ. ჩვენ მცირერიცხოვანი, მცირე მიწაწყლოვანი ერი ვართ. საჭიროა, მოვყვეთ ისტორიულ ძვრათა ისეთ პროცესში, როცა მოვახერხებთ გამრავლებას. ისე კი, 5-6 მილიონი ახლაც ვართ გაბნეულნი.

რუსეთმა მიწა-წყლის მეხუთედი წაგვართვა იმედით, რომ დანარჩენსაც წაიღებენ. საინტერესოა ერთი რუსის წერილი 1803 წელს თბილისიდან მომავალ დეკაბრისტ ძმაკაცთან: "მივუჩინოთ ამ მოსახლეობას ადგილი სადმე და დავასახლოთ რუსები ამ სამოთხეში". აფხაზებს კვლავაც ელით გადასახლება რუსების მიერ, როგორც მე-18 საუკუნეში მოხდა, თუ ჭკუით არ იქნებიან.

- რამდენადაც ვიცი, აფხაზთა დიდი მთავრების, შარვაშიძეების საგვარეულოსთან სისხლხორცეული ნათესაობა გაკავშირებთ.

- კი ასეა, გიორგის და, თამარი, ანუ მთავარ მიხეილ შარვაშიძის ქალიშვილი, ბებიაჩემის, სოფიო დადიანის დედა იყო. სოფიო დადიანის შვილები იყვნენ ნიკოლოზი - ბაბო დადიანის მამა და თამარი - ბებიაჩემი.

- ბატონო ჭაბუა, იოანე-ზოსიმედან მოყოლებული, ბევრს გამოუთქვამს თავისი შეხედულება ქართველი ერის განსაკუთრებულ მისიაზე...

- მაგ თემაზე ამას წინათ ტელევიზიითაც იყო გადაცემა. ქართველები ძალიან ძველი ერია. ამის მტკიცებები ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებში სულ უფრო ხშირად იპოვება.

- დღეს საქართველოს გაბრწყინებაზეც ბევრს ლაპარაკობენ. უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორესაც არაერთხელ აღუნიშნავს ამის შესახებ თავის ქადაგებებში...

- მხედველობაშია მისაღები ერთი მნიშვნელოვანი თვისება კაცობრიობისა, კერძოდ, ერების განვითარების პროცესისა.

უწმინდესს მხედველობაში აქვს ჩვენი დღევანდელი დაცემულობა, რასაც უსათუოდ მოჰყვება გაბრწყინვალება. გაიხსენეთ ისტორია, როგორი წუმპეებიდან თავდაღწეულებმა შევქმენით "ვეფხისტყაოსანი" და უზარმაზარი კულტურა! ყველაფერი განმეორდება.

- წმინდა წერილში უფალი ამბობს: "თქვენ ჯერ კიდევ დედის მუცელში არ იყავით ჩასახული, როცა გიცნობდითო". ხომ არ გეჩვენებათ, რომ ამ ფრაზაში ბედისწერის არსებობაზეა მინიშნება? თქვენ თუ გწამთ ბედისწერისა?

- არა. აქ იმ აზრით არის ნათქვამი ეგ, რომ ვიცოდი, უნდა მოვვლენოდი ცისქვეშეთს (ქრისტეზეა ლაპარაკი), რადგან ღვთის ნება უნდა ასრულებულიყოო.

- ბიბლიური პერსონაჟები 500-დან 900 წლამდე ცოცხლობდნენ და მაინც ვერავინ ამოხსნა ამქვეყნად ხანგრძლივი ცხოვრებისა და დროის გამოცანა. კარგი იქნებოდა, თქვენი აზრიც მოგვესმინა, როგორ უყურებთ ამ პრობლემას, ბოლოს კი თქვენს გეგმებზეც გვესაუბრეთ.

- 89 წლის ვარ. გონება, ფანტაზიის უნარი დამიჩლუნგდა. შემიძლია მხოლოდ კრებულების შედგენა-გამოცემა.

ცხოვრება, რა თქმა უნდა, კარგია მანამდე, ვიდრე კარგად აზროვნება შეგიძლია. ადამიანი არის აზროვნება. დროს ისე ვუყურებ, როგორც ევროპელი მეცნიერი და მოაზროვნე ლაიბნიცი უყურებდა: "აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა".

- დიდი მადლობა, რომ გამონახეთ დრო ჩვენთან სასაუბროდ.

- თქვენც მადლობა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler