მართლმადიდებლობა პირველად სამურაებმა მიიღეს
მართლმადიდებლობა პირველად სამურაებმა მიიღეს
ბევრი რამ გვსმენია რუს, სერბ და ბერძენ მამებზე, იქაურ ქრისტიანებზე. მაგრამ თითქმის არაფერი ვიცით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები მართლმადიდებლების შესახებ. ამიტომაც გვსურს ჟურნალ "კარიბჭეში" ახალი რუბრიკა შემოგთავაზოთ, დავარქვათ მას "შორეული ახლობელი" და უკეთ გავიცნოთ ჩვენი ქრისტესმიერი დანი და ძმანი.

გთავაზობთ ინტერვიუს სენდაის ეპისკოპოს სერაფიმესთან (ცუძიე), რომელიც იაპონური მართლმადიდებლობის ისტორიასა და მის განსაკუთრებულობაზე მოგვითხრობს. ინტერვიუ გამოქვეყნდა ინტერნეტსაიტზე: www.pravoslavie.ru.

- მეუფეო, ჩვენთან, სამწუხაროდ, ძალზე ცოტა რამ იციან იაპონიის მართლმადიდებელ ეკლესიაზე, მის ისტორიასა და განსაკუთრებულობაზე.

- იაპონიაში ქრისტიანობა XVI საუკუნეში კათოლიკურმა მისიებმა შემოიტანეს. თუმცა ამის მერე იაპონია სამასი წელი დახურული იყო უცხოელებისათვის. მხოლოდ XIX საუკუნის 60-იან წლებში განახლდა დიპლომატიური ვიზიტები, დასავლურმა კულტურამ კიდევ ერთხელ იწყო შემოღწევა ქვეყანაში, კვლავ გამოჩნდნენ ქრისტიანი მქადაგებლები ამერიკიდან, ჰოლანდიიდან, რუსეთიდან... სწორედ მაშინ ჩამოვიდა იაპონიაში ახალგაზრდა მღვდელი, მომავალი მღვდელმთავარი ნიკოლოზ იაპონელი. მისი მოსვლით იწყება იაპონიის მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია.

იმ დროს იაპონელები რაიმე განსხვავებას ვერ ხედავდნენ ქრისტიანულ კონფესიებს შორის: პროტესტანტიზმი, კათოლიკობა თუ მართლმადიდებლობა მათთვის სულ ერთი იყო. მათი გავლენის სფეროები მხოლოდ ერთი - გეოგრაფიული ნიშნით იყოფოდა: თითოეულმა მათგანმა ის ტერიტორია აითვისა, სადაც თავდაპირველად დასახლდნენ მქადაგებლები. ამგვარად, მართლმადიდებლობა ჩრდილოეთ მიწებზე გავრცელდა, პროტესტანტი მღვდლების უმრავლესობა კი აღმოსავლეთ იაპონიაში დამკვიდრდა.

მქადაგებლების უმთავრესი პრობლემა იყო, როგორ აეხსნათ უბრალო იაპონელისთვის, თუ ვინ არის ღმერთი. ეს დღემდე ძალზე რთულია, ვინაიდან ერთი ღმერთის ცნება იაპონურ, ტრადიციურ კულტურაში არასოდეს ყოფილა, ამიტომაც ქრისტიანული მისიის უმთავრესი ამოცანა ბიბლიის იაპონურ ენაზე გადათარგმნა იყო. როცა წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზი იაპონიაში ჩამოვიდა, მის წინაშეც თარგმანის საკითხი დადგა. მან ყურადღება მიაქცია ჩინურ ვარიანტს. ჩინეთში ქრისტიანობა ცოტა ადრე შევიდა და წმინდა წერილიც თარგმნილი იყო. რადგანაც იაპონურ და ჩინურ ენებს საერთო თვისებები აქვს, ეს იაპონურ თარგმანს დიდად წაადგა.

მაგრამ თარგმანიც კი პრობლემას ვერ გადაჭრის: როგორ გინდა მოუყვე იაპონელებს ზეპირ ქადაგებებში ერთ ღმერთზე, სამებაზე.

- იაპონელები როგორ იღებენ მართლმადიდებლობას - როგორც რწმენას, რომელიც მათ ცხოვრებას განსაზღვრავს თუ როგორც დასავლეთიდან შემოსულ კულტურის ნაწილს?

- სამწუხაროდ, მეორე ვარიანტს უფრო ხშირად შევხვდებით. იმის გამო, რომ მართლმადიდებლობა ჩვენში რუსეთიდან შემოვიდა, ბევრისთვის ის მასთან არის ასოცირებული და ამიტომ არის ჩვენში მართლმადიდებლობა ნაკლებ პოპულარული, ვიდრე, ვთქვათ, კათოლიციზმი.

- და მაინც, იაპონიაში რატომ უყურებენ მართლმადიდებლობას, როგორც კულტურულ ფენომენს და არა როგორც რწმენას?

- ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ჯერ ერთი, ქრისტიანობის ფართო გავრცელება ჩვენში მე-19 საუკუნეში დაიწყო, მეიძის ეპოქაში, როცა იაპონიას მოასკდა დასავლური კულტურა. ბუნებრივია, ქრისტიანობა ამ კულტურის ელემენტად მიიღეს. ასეთ აღქმას აძლიერებდნენ პროტესტანტი მქადაგებლებიც, რომლებიც აქცენტს სწორედ ქრისტიანობის მორალურ-ეთიკურ მხარეზე აკეთებდნენ. მეორე, თვითონ იაპონურ ენაში არ არსებობს ცნება "რწმენა". მაგალითად, იაპონურად "მართლმადიდებლობა" ითარგმნება, როგორც "სეი-კიო" - სწორი სწავლება, რაც გასაგებია კიდეც, იაპონიისთვის ტრადიციული რელიგიები - სინტოიზმი, ბუდიზმი ხომ უპირველესად სწავლებაა, მითითებაა, როგორ მოიქცე ამა თუ იმ სიტუაციაში. ამ რელიგიური ტრადიციებისათვის უცხოა ისეთი ცნებები, როგორიცაა საუკუნო ცხოვრება, სულის ცხონება, პირადი ურთიერთობა ღმერთთან, ღმერთი-პიროვნება და ასე შემდეგ. ქრისტიანებს კი ქრისტეს აღდგომისა სჯერათ, ამ მოვლენას იღებენ როგორც ფაქტს და შესაძლებლობას თავიანთი პირადი ცხონებისა. მიუხედავად უზარმაზარი განსხვავებისა, იაპონიაში უამრავმა მთელი გულით მიიღო ქრისტე და მართლმადიდებლობა მათთვის სწორედ რომ რწმენაა, რომელმაც შეცვალა მათი ცხოვრება. მეიძის ეპოქაში გამოჩდნენ ადამიანები, რომელთაც შეისმინეს წმინდა ნიკოლოზის ქადაგება და გაჰყვნენ მას.

- ეს ადამიანები ღრმა შინაგან ძიებაში იყვნენ?

- უფრო კი ღრმა შინაგან კრიზისში. რაოდენ უცნაურადაც არ ჩანდეს, ისინი სამურაები იყვნენ. ჩრდილოეთ იაპონია, იგივე ჰაკოდატი, როცა იქ წმინდა მეუფე ნიკოლოზი მივიდა, იყო ადგილი, სადაც ცხოვრობდნენ ძველი იაპონელები, რომლებიც დამარცხდნენ მეიძის რევოლუციისას (1866-1869 წლების რევოლუცია იაპონიაში, როდესაც მეიძიმ აღადგინა იმპერატორის ხელისუფლება), როცა მან დაამხო ტოკუგავა. ტოკუგაველები განათლებულნი იყვნენ, ჰქონდათ სამურაის ტიპის აზროვნება, მზად იყვნენ თავგანწირვისთვის, ცოცხლობდნენ იდეისათვის, მაგრამ მათ დაკარგეს ადგილი საზოგადოებაში, ქონება... რაც მთავარია, ის პრინციპები და იდეალები. რა ექნათ, არ იცოდნენ. და აი, ასეთ მდგომარეობაში მათ ჩრდილოეთით უკან დაიხიეს, რათა ახალი ეპოქის ზეწოლისთვის თავი დაეღწიათ.

უნდოდათ, რაღაც შეეცვალათ თავიანთ ქვეყანაში. ამისთვის სჭირდებოდათ ისეთი სწავლება, ისეთი იდეა, რომელსაც დაეყრდნობოდნენ. სწორედ მაშინ შეხვდნენ ისინი წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზს... რა იყო ეს: ღვთის განგებულება თუ შემთხვევითობა? რაც გინდათ, ის დაარქვით. პირველებს სწორედ ამ ხალხს ესმათ მისი ქადაგება ქრისტეზე. წმინდა ნიკოლოზის სიტყვები კეთილ ნიადაგში ჩავარდა. ერთ-ერთი მისი მოწაფე პავლე სავაბე, რომელიც მღვდელი გახდა, ამბობდა: თუ გსურს რამე შეცვალო საკუთარ ქვეყანაში, უპირველესად აუცილებლად საკუთარი თავი უნდა შეცვალო. და რისი შეცვლა შეუძლია ადამიანის გულს, თუ ის მართლმადიდებლური არ იქნება?

- გამოდის, რომ სამურაებს შორისაც ყოფილან ქრისტეს მეომრები?

- დიახ, პირველ იაპონელ მართლმადიდებლებს შორის ბევრი სამურაი იყო. ისინი ყველანი ერთმანეთს იცნობდნენ, მეგობრები იყვნენ, რამდენადაც ერთგულებისა და მეგობრობის კოდექსი სამურაისთვის ყველაზე აღმატებულია. ახალ სარწმუნოებაზე ერთმანეთისგან იგებდნენ და ერთმანეთის ნდობით - ენდობოდნენ ქრისტიანობას. და კიდევ, ჩემი აზრით, მთავარი როლი ითამაშა იმანაც, რომ მართლმადიდებლობა კრებსითი რწმენაა: ტაძარში ლოცვა მთელი ეკლესიის საერთო საქმეა, მთელ მსოფლიოსთან ერთად ვლოცულობთ და თავს ერთ ოჯახად ვგრძნობთ. ეს ახლოს არის სამურაის სულთან. ყველაფერმა ამან ხელი შეუწყო მართლმადიდებლობის გავრცელებას.

შემდგომში სამურაები თანდათანობით დაუბრუნდნენ თავიანთ მიწას. ბევრი მათგანი წარმოშობით სენდაიდან იყო, ამიტომაც მართლმადიდებლობა ამ ქალაქში საკმაოდ სწრაფად შემოვიდა და სწრაფადვე გავრცელდა ახალმოქცეულთა ნათესავებს, მეგობრებსა და ნაცნობებს შორის. თუმცა უმთავრესი პრობლემა: თუ როგორ აუხსნა უბრალო იაპონელს, ვინ არის სამება - ღმერთი და ღმერთკაცი ქრისტე, რომელმაც ტანჯვით სძლია სიკვდილს - მაინც გადაუწყვეტელი დარჩა.

- თუ არის მართლმადიდებლობაში ის, რაც ახლოსაა და გასაგებია იაპონელის შეგნებისათვის?

- რა თქმა უნდა, არის. ბევრი პრინციპი: გიყვარდეს მოყვასი შენი, როცა მარცხენა ლოყაში გაგარტყამენ, მარჯვენა მიუშვირე, ძველთაგანვე ნაცნობი და გასაგებია იაპონელებისთვის. თუ დასავლეთში სამყაროს ცენტრში დგას ადამიანი, მისი "მე" და მერე უკვე მისი სხვებთან ურთიერთობა, იაპონელთა შეგნებაში პირველ ადგილას სწორედ სხვები დგანან. ანუ მართლმადიდებლობის რაღაც ელემენტები მათ შეგნებაში ჩადებულია. ანდა ავიღოთ მიცვალებულთა მოხსენიება. იაპონიაში პატივს მიაგებენ წინაპართა ხსოვნას და პანაშვიდის მსახურება და აღაპის სუფრა მათ ძალზე ადვილად მიიღეს. თუმცა ამას საპირისპირო მხარეც აქვს: თუ ქრისტიანთა ღვთისმსახურების უმთავრესი მიზანი ზიარებაა, ღმერთთან შეერთებაა, იაპონიაში ზიარებასთანაა გათანაბრებული პანაშვიდი, როგორც დღე წინაპრების პატივისცემისა. ეს ყველა ქრისტიანული კონფესიის პრობლემაა.

ქრისტიანობა იაპონიაში ხშირად მთლიანად კი არ მიიღება, არამედ მხოლოდ იმ საზომით, რომლითაც ის ჩვენთვის გასაგები და მოსახერხებელია, რამდენადაც შეესაბამება იგი ჩვენს ადრინდელ შეხედულებებს. მაგრამ როგორც მგონია, პრობლემა იმდენად მორწმუნეებში კი არ არის, არამედ სამღვდელოებაში. ჩვენ ძალზე ცოტანი ვართ, რომ თითოეულ მსურველს ავუხსნათ, თუ რა არის ქრისტიანობა და მისი არსი.

- მაგრამ იაპონიაში ხომ არსებობს სასულიერო სკოლები, კატეხიზაციის კურსები, ბოლოს და ბოლოს, უნივერსიტეტებში ფუნქციონირებს ღვთისმეტყველების კათედრები. ნუთუ ეს ცოტაა?

- ერთია - ქრისტიანობა გაიგო, როგორც მოძღვრება, როგორც აკადემიური საგანი, დაეუფლო მის თეორიას და პრინციპებს და შენთვის გადაწყვიტო: ეს მე მაძლევს ხელს და მივიღებ. და სულ სხვა საქმეა - მიიღო იგი გრძნობების დონეზე, როგორც რწმენა, რომლითაც განმსჭვალულია მთელი შენი ცხოვრება, რწმენა, რომელიც გულში ბინადრობს და ცვლის მას. ეს ხარისხობრივად სულ სხვა ნაბიჯია.

სენდაიში გადაყვანამდე ვმსახურობდი ტოკიოს აღდგომის ტაძარში და ხშირად მინახავს ამგვარი სურათი: ადამიანები დადიან საკვირაო სკოლაში ერთი, ორი, სამი, ოთხი წელი. უკვე გაიგეს და მიიღეს ქრისტიანული მოძღვრება, მაგრამ მაინც არ ინათლებიან. ეს კი იაპონელებისთვის დამახასიათებელია. ჩვენს ბიბლიის მკვლევარ მეცნიერებს შორის პრაქტიკულად არ არიან ქრისტიანები. ისინი ბიბლიას იღებენ, როგორც ლიტერატურის ძეგლს.

- თქვენი აზრით, როგორ უნდა აუხსნა თანამედროვე იაპონელს, თუ რა არის ცოდვა, სულის ცხონება, საუკუნო სიცოცხლე. ყველაფერი ის, რაც მართლმადიდებლობის საფუძველია და არ არის დამახასიათებელი იაპონელის შეგნებისათვის?

- ეს რთული საკითხია. როგორც უკვე ვთქვი, პრობლემა ისაა, რომ დღემდე იაპონიაში ქრისტიანობა მიიღება, როგორც დასავლეთი სამყაროს რელიგია, უცხო და იმპორტული. ამ დამოკიდებულების შეცვლა დღემდე ვერ მოხერხდა - ქრისტეანული კონფესიების მიმდევრები რიცხობრივად იაპონიაში მოსახლეობის ერთ პროცენტს არ აღემატებიან.

ამის გარდა, თანამედროვე სამყაროში საერთოდ გადაეჩვივნენ სწავლას. ცოდნა კომპიუტერში იდება და თუ საჭიროა რაიმე ინფორმაცია, სათანადო ღილაკს უნდა დააჭირო ხელი. ჩვენ ყველა შეკითხვაზე გამზადებულ პასუხებს ვეძებთ, ზოგიერთი პოულობს კიდეც, მით უმეტეს, რომ ასე უხვად სთავაზობენ მას სხვადასხვანაირი ოკულტური სექტები. ისინი პასუხით დაკმაყოფილდებიან და უკვე აღარ სურთ სრულყოფილება, აღარ ისწრაფვიან, უკეთესი გახდნენ. ბოლო ოცი-ოცდაათი წელია, რაც იაპონიაში ეს ტენდენცია საკმაოდ მკაფიოდ გამოჩნდა: ადამიანებს აღარ სურთ ფიქრი, სულიერად გაზრდა. უმეტესობა თავს ბუდისტად თვლის. მაგრამ რას წარმოადგენს მათი ბუდიზმი? წელიწადში ერთხელ მივიდნენ ტაძარში, რამდენიმე წუთი ილოცონ, გავიდნენ ნათესავების საფლავზე. სულ ესაა. ცოტა ვინმე სწავლობს ბუდიზმს, როგორც რელიგიას და თავიანთ ცხოვრებას მისი მოძღვრების შესაბამისად აგებს. ქრისტიანებს, მათ შორის მართლმადიდებლებს შორისაც იგივე ხდება. საკუთარი გულის შეცვლა ხშირად დაუძლეველი ამოცანაა, ადამიანები ამჯობინებენ უარი თქვან რწმენაზე, თუნდაც გონებით ესმოდეთ მისი სიმართლე და აუცილებლობა. რწმენა ხომ პირველ რიგში საკუთარი სულისთვის ღვაწლია... საკუთარ თავში რწმენის გასაძლერებლად კაცმა უნდა იფიქროს, უნდა ისწრაფოს, რომ ღმერთთან ურთიერთობის გამოცდილება მიიღოს. იგი რეალურია, ყველასთვის ხელმისაწვდომია. ჩვენ წარმოუდგენელ სიმდიდრეს ვფლობთ - შესაძლებლობა გვაქვს, ვიგრძნოთ ღმერთი ყოველდღიურ ცხოვრებაში. ღმერთი ჩვენს გარშემოა! მაგრამ ჩვენ ამ სიახლოვის შეგრძნების უნარს ვკარგავთ, უბრალოდ, ვცხოვრობთ და ამას ყურადღებას არ ვაქცევთ. ხშირად არ ვართ მზად ცოდვაზე, საუკუნო ცხოვრებაზე სასაუბროდ... თუმცა ამაზე ფიქრი და საუბარი აუცილებელია, რაზეც, უპირველესად, ჩვენ, მოძღვრებმა უნდა ვისაუბროთ. ყურადღებით უნდა მოვეპყრათ საკუთარ მრევლს, განსაკუთრებით იმათ, ვინც პირველად მოვიდა ტაძარში. ერთი ფიქრი არ მასვენებს: შესაძლოა ეს ყველაფერი ასე იმიტომ არის, რომ ჩვენ, მოძღვრები, სათანადოდ არ ვიღვწვით.

KARIBCHE

იაპონელი მრევლი

დღევანდელი სიტუაცია იაპონიაში რაღაცნაირად ადრექრისტიანულ ისტორიას მაგონებს. ძნელი იყო ქრისტიანად ყოფნა რომის იმპერიაში, ძნელი იყო საბერძნეთში ქადაგება... აი, ჩვენც ვქადაგებთ წარმართებს შორის, რომელთათვის ჩვენი რწმენა უცხოა და სულის ცხონების აუცილებლობას ვერ ხედავენ. რა თქმა უნდა, გალიაში ვეფხვებთან არ გვაგდებენ, არ გვაწამებენ - ამ თვალსაზრისით არაფერი გვიშავს, მაგრამ გაცილებით რთულია იქადაგო ქრისტე, დაამოწმო მის შესახებ სადაგ ცხოვრებაში, როცა არავინ გდევნის, როცა ლოცვას არავინ გიშლის. ვინაიდან ერთადერთი გზაღა გრჩება ქრისტეს მოწმობისა - მოყვასის გულწრფელი სიყვარული, არა რომანტიკული აღტკინებით, არამედ ყოველდღიური ზრუნვით მასზე. დამეთანხმებით, ეს არც ისე ადვილი საქმეა.

- თქვენს სამწყსოში, თქვენი ტაძრის სამრევლოში, თუ არის ხალხი, რომელთაც სიღრმისეულად მიიღეს მართლმადიდებლობა?

- სხვადასხვანაირი მაგალითი გვაქვს. ბევრი მოდის, ინტერესდება საეკლესიო ცხოვრებით, მსახურებით, ყურადღებით უსმენენ ქადაგებებს, დადიან ტაძარში, ნახევარი წელი, წელიწადი, ბოლოს გადაწყვეტენ და ინათლებიან... მაგრამ ამის მერე წყვეტენ ტაძარში სიარულს. და ეს მაშინ, როცა მათი ინტერესი აბსოლუტურად გულწრფელი იყო, მათ მართლაც სურდათ ნამდვილი ქრისტიანები გამხდარიყვნენ, მაგრამ რაღაც მომენტში ნათლისღება მათი ერთადერთი მიზანი გახდა. იმის მაგივრად, რომ ნათლისღება მათი ქრისტიანული ცხოვრების სათავე ყოფილიყო, იგი ამ გზის დასასრული აღმოჩნდა. აი, ამგვარია რბოლა მოკლე დისტანციაზე. მათ შორის ვინც ცდილობს გაიგოს ქრისტიანობა, როგორც მოძღვრება, როგორც აკადემიური დისციპლინა, ასეთი ხალხი საკმაოდ მრავლადაა.

მაგრამ, არის მაგალითები ადამიანთა ცვლილებისა. არცთუ ბევრი დრო გავიდა. თავადვე განსაჯეთ: რუსეთში მართლმადიდებლობას ათასწლოვანი ისტორია აქვს, იაპონიაში კი ის ასორმოცი წლის წინ მოვიდა. ისტორიულ პერსპექტივაში ეს ძალზე მცირე დროა. მართლმადიდებლობამ ჯერ ვერ მოასწრო ფესვის გადგმა ჩვენს კულტურაში, შეგნებაში. იაპონიაში ხომ სინტოისტური და ბუდისტური დღესასწაულები (მაცურა) არა მხოლოდ რელიგიური, არამედ საზოგადოებრივი ცხოვრების ნაწილია. ისტორიულად ისე ჩამოყალიბდა, რომ იაპონელები საზოგადოებრივ ინტერესებს წინა პლანზე აყენებენ. რთულია, გამოეყო მასას. ეს იმას ნიშნავს, საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანო. ბავშვს არ შეუძლია სკოლაში მაცურაზე არ წავიდეს - თანატოლები დასცინებენ და შეურაცხყოფენ.

იმ დროს, როცა რუსეთში, ევროპასა და ახალ სამყაროში კვირეულის დასასრული - კვირა დღე ხალხის შეგნებაში დაკავშირებულია ქრისტეს აღდგომის ფაქტთთან, იაპონიაში - მზის დღეა. ამიტომაც იაპონელისთვის სრულიად გაუგებარია, ამ დღეს რატომ უნდა შეიკავოს თავი ყოველდღიური სამუშაოსგან და სულიერ საქმეს მიუძღვნას.

ვფიქრობ, ახლა მართლმადიდებლობის, საერთოდ ქრისტიანობის წინაშე უმნიშვნელოვანესი ამოცანა დგას - გახდეს იაპონური საზოგადოების განუყოფელი ნაწილი, მისცეს მის ცხოვრებას ახალი, მისთვის ჯერ უცნობი აზრი. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა თითოეული ქრისტიანისთვის...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler