ღირსებითა და პატივისცემით მიიღებდნენ ქართველთა მლოცველთა, იერუსალიმს მიმავალთ
ღირსებითა და პატივისცემით მიიღებდნენ ქართველთა მლოცველთა, იერუსალიმს მიმავალთ
ერთ-ერთი პირველი ქართველი მომლოცველი წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალი იყო
როგორც ცნობილია, პილიგრიმები უძველესი დროიდან დადიოდნენ წმინდა მიწის მოსალოცად. ცხადია, ქართველი მორწმუნეებიც ძველთაგანვე მისდევდნენ ღვთივსათნო ტრადიციას, რომლის კვალსაც ვხვდებით იქაურ სატაძრო შენობებსა და ქართულ ლიტერატურულ წყაროებში. დეკანოზ პეტრე კონჭოშვილის ცნობით, "ღირსებითა და პატივისცემით მიიღებდნენ ქართველთა მლოცველთა, იერუსალიმს მიმავალთა, შეიწყნარებდნენ მათ არა ქედმოდრეკილად მაჰმადიანთა წინაშე, არამედ პატივისცემით, ვითარცა ძლევამოსილსა ერსა; დროშა-ბაირაღებით გაშლილნი, სრულიად შეჭურვილნი, საომარის იარაღით მოსილნი თავიდგან ფეხამდის, ხარკ-გარდაუხდელად შედიოდნენ ქართველნი იერუსალიმს, და ესრეთ დიადი იყო სახელი ქართველთა ერისა". ერთ-ერთი პირველი ქართველი მომლოცველი წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალი იყო. მემატიანის გადმოცემით, "ვახტანგს ევედრნეს დედა და დაი მისი ხუარანძე, რათა წარიტანნეს თანა და ილოცონ იერუსალიმს... შევიდეს და ილოცეს წმინდასა აღდგომასა, და მოილოცნეს ყოველნი ადგილნი, და შეევედრეს წმინდასა აღდგომასა, შესწირეს შესაწირავი დიდი და წარმოვიდეს".

- უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს ეკლესიის საპატრიარქოსთან დაარსდა ტურისტული განყოფილება, რაც საშუალებას აძლევს ქართველებს, აღადგინონ სულისათვის ძალზე სასარგებლო ტრადიცია. ყოველწლიურად ბევრი ქართველი მიემგზავრება იერუსალიმში ამ ტურისტული ორგანიზაციის საშუალებით და მათი რიცხვი განსაკუთრებით აღდგომის დღესასწაულების დროს იზრდება, - გვიამბობს საპატრიარქოს ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომელი ნანა ბუაძე, - ცხადია, წმინდა მიწის მიმზიდველობა ჩვენი უფლის მიწიერ ცხოვრებასთან ასოცირებულ წმინდა ადგილებს უკავშირდება. ერთ-ერთი ასეთი ადგილი არის გეთსიმანიის ბაღი, სადაც, მახარობლების თანახმად, მაცხოვარმა ჯვარცმის წინა ღამე გაატარა. ახლა ეს ბაღი იერუსალიმის ფარგლებშია მოქცეული. იგი ეგრეთ წოდებული ქედრონის ღელეს გაღმა, ზეთისხილის მთის ძირას მდებარეობს. ამ ბაღში დამთვალიერებელი ახლაც ნახავს მრავალსაუკუნოვან ზეთისხილის ხეებს. ამ ხეთაგან ზოგიერთი უფლის გეთსიმანიის ბაღში გატარებული ბრძოლით აღსავსე ღამის მოწმეა. მახრობლების თანახმად, მაცხოვარი, მოციქულებთან ერთად, ხშირად დადიოდა აქ. მაგალითად, ლუკა მახარებელი ამას ასე ამოწმებს: "და გამოვიდა მიერ და წარვიდა, ვითარცა ჩვეულებაი აქუნდა, მთასა მას ზეთისხილთასა და მიზდევდნენ მას მოწაფენიცა მისნი" (ლუკა 22,39).

გეთსიმანიის ბაღში ტურისტს მრავალი ღირსშესანიშნავი სიწმინდე ელოდება. ქვა, რომელზეც უფალი ლოცულობდა და, მახარობლის სიტყვით, "ოფლი მისი ვითარცა ცვარი სისხლისაი" დაეწვეთა - ამ ადგილზე ელენე დედოფალმა IV საუკუნეში დიდებული ბაზილიკა ააგო, რომლისგანაც ნანგრევებიღა შემორჩა. მის ახლოს 1924 წელს აიგო უზარმაზარი კათოლიკური ეკლესია. იგი გეთსიმანიის ბაღში უფლის მტანჯველ განცდებსა და შეპყრობას უკავშირდება. გეთსიმანიის ბაღის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და მომლოცველთათვის საყვარელი ადგილია ღვთისმშობლის საფლავზე აგებული ბაზილიკა. ღვთისმშობლის საფლავზე მოსახვედრად კიბით ჩავდივართ. ამ სიწმინდის ხელმარჯვნივ არის მისი მშობლების - იოაკიმესა და ანას საფლავები, ხოლო ხელმარცხნივ - დამწინდეველის, მართალი იოსების საფლავი. ამ ტაძარშია დაბრძანებული ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი "იერუსალიმის ან გეთსიმანიის ღვთისმშობლისა", რომლისგანაც მრავალი სასწაული აღესრულება. გეთსიმანიის ბაღშივეა მარიამ მაგდალინელის სახელობის რუსული დედათა მონასტერი, რომელიც იმპერატორმა ალექსანდრე III-მ ააგო დედის, მარია ფიოდოროვნას სულის საოხად. ტაძარში დაბრძანებულია ახალმოწამე დიდი მთავრის მეუღლის, ელისაბედისა და მისი მორჩილის, ბარბარეს უხრწნელი ნაწილები. მონასტრის ტერიტორიაზე შემორჩენილია ნიში. ამ ადგილას დატოვა მაცხოვარმა სამი მოციქული: პეტრე, იოანე და იაკობი, განეშორა მათ ქვის სროლის მანძილზე და ჯვარცმამდე ადამიანური ბუნებით შეძრწუნებული ლოცულობდა. სწორედ ეს სამი გამორჩეული მოციქული, რომელთაც თაბორის მთაზე იხილეს მაცხოვრის ღვთაებრივი დიდება, ახლა მოწმე ხდებოდა მაცხოვრის ადამიანური ბუნებისა.

ქართველთა დაუდევრობისა თუ ჟამთა სიავის გამო გეთსიმანიის ბაღშიც, როგორც ბევრ წმინდა ადგილას, გამქრალია ქართველთა მოღვაწეობის კვალი. 808 წლით დათარიღებული ერთ-ერთი ისტორიული წყაროს ცნობით, "ზეთისხილის მთაზე ოთხი ქართველი ბერი ცხოვრობს. გეთსიმანიაში, განცალკევებულ კლდესთან, სამი განდეგილი მოღვაწეობს: ბერძენი, სირიელი და ქართველი". აქ მოღვაწე ქართველ ბერს იხენიებს იოანე ფოკა 1185 წლით დათარიღებულ ერთ-ერთ წერილში. პილიგრიმთა ცნობით, ღვთისმშობლის ეკლესიაში, წმინდა საფლავის მარჯვნივ დგას იბერიელთა საკურთხეველი (არქიმანდრიტი აგრეთენიოსი, 1370 წ). ქართველი დიდი სიყვარულით ატარებს წმინდა მიწის ხსოვნას. სწორედ ამიტომაც საქართველოს ტერიტორიაზე გვხვდება გეოგრაფიული ადგილების სახელად "გეთსიმანია", "ბეთანია", "თაბორის მთა"...

***
ისრაელის ისტორიაში რამდენიმე ეპოქა გამოიყოფა. ჩვენთვის მეტად საინტერესო ქრისტიანული ეპოქაა 324-630 წლები. 324 წელს იერუსალიმში ჩადის მოციქულთასწორი დედოფალი ელენე. მისი ყურადრების გარეშე არ დარჩენილა არც ერთი ადგილი, რომელიც დაკავშირებული იყო მაცხოვართან. ყველგან აგებს ტაძრებს და აძლიერებს ქრისტიანულ მოღვაწეობას. რაოდენ საამაყოა, რომ ელენე დედოფლის კვადაკვალ მირიან მეფეც წმინდა ნინოს თხოვნით ყიდულობს ადგილს, სადაც გაიზარდა ერთ დიდ ხედ სარო, ნაძვი, რომლისგანაც გამოითალა ძელი პატიოსანი. მირიან მეფის შემდეგ საქართველოს სახელოვანი მეფე ვახტანგ გორგასალი ჯვრის მონასტრის ადგილზე აგებს ქართულ მონასტერს და მცველად ტოვებს 600 ქართველს სოფელ მალხაში. ვახტანგ გორგასალს შეუძენია ასევე ქართველი ბერებისთვის იერუსალიმის სამხრეთ-დასავლეთით, ჯვრის მონასტრის საწინააღმდეგო მხარეს, ამაღლებული ადგილი, აქედან კარგად მოჩანდა იერუსალიმის შემოგარენი, სადაც აშენდა მონასტერი კატამონი (წმინდა სვიმეონის მონასტერი). იერუსალიმში არ არსებობდა გამორჩეული ადგილი, სადაც ქართველებს თავისი წილი არ ჰქონოდათ. წმინდა მიწაზე ქართველებს 74 ეკლესია-მონასტერი ეკუთვნოდათ. თვალსაჩინოებისათვის გოლგოთაც გამოდგება. აი, რა საინტერესო ცნობებს გვაწვდიან უცხოელი პილიგრიმები ქართველთა შესახებ:

"ქართველებს აქვთ წმინდა საფლავის ეკლესიის გასაღები და ისინი დიდძალი ფულისთვისაც არ შეელევიან საფლავის ქვის უმცირეს ნატეხსაც კი" (რუდოლფ ზუდჰაიმი, 1347 წ.).

KARIBCHE

გეთსიმანიის ბაღი

"ქართული წირვა იმართება გოლგოთაზე, სადაც ადამის თავის ქალა ძევს. გოლგოთის ძირში იბერიელთა მიწაა და იბერიელთა წირვები იმართება" (დიაკვანი ეგნატე, 1391 წ.)

"ქართველები ასრულებენ წირვას გოლგოთის მთაზე, სადაც ქრისტე ჯვარს აცვეს და სადაც ადამის თავის ქალა ძევს. გოლგოთის მთის ძირში იბერიელთა მიწაა, სადაც იბერიელები თავიანთ წირვას ასრულებენ" (ეგნატე სმოლენსკი, 1389-1405 წ.).

იერუსალიმსა და პალესტინაში მოღვაწე ქართველთა შემაკავშირებელი ცენტრი იყო ჯვრის მონასტერი. მირიან მეფის მიერ დაარსებულ ჯვრის სავანეს მრავალმა ქარტეხილმა გადაუარა. XI საუკუნის დასაწყისისათვის ის მთლიანად დაინგრა. ამ დროისათვის ქართველები იერუსალიმსა და მის გარშემო არსებულ ეკლესია-მონასტრებში იყვნენ მიმოფანტულნი. XI საუკუნის I ნახევარში ღირსი ექვთიმე მთაწმინდელის ლოცვა-კურთხევითა და საქართველოს მეფის, ბაგრატ კურაპალატის, და მისი დედის მარიამის თანადგომით ღირსმა პროხორე ქართველმა აღაშენა ჯვრის მონასტერი. მფარველობა და უხვი შესაწირი ჯვრის მონასტერს არ მოჰკლებია დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის დროს. ჯვრის მონასტერი თავისი სიდიადითა და სილამაზით მრავალი უცხოელი მომლოცველის აღფრთოვანების მიზეზი ხდებოდა.

თანამედროვე ქართველებში მკვიდრდება ტრადიცია, სააღდგომო ლიტურგიის შემდეგ, წმინდა მიწაზე, გოლგოთაზე მიიღონ ზიარება. ისმის ჩოხოსანთა ქართული გალობა "მრავალჟამიერი". შთამბეჭდავია, ასევე ქართული დროშებითა და ჯვრებით დიდ პარასკევს "ვია დოლორასას" გავლა და დღეისათვის უკვე წარმოუდგენელია შაბათს ღვთაებრივი ცეცხლის გადმოსვლა ქართველთა მხურვალე ლოცვებისა და შეძახილების გარეშე.

***
საპატრიარქოს მომლოცველთა ტურით ჩასული მომლოცველი მოილოცავს იერუსალიმის სიწმინდეებს: აღდგომის ტაძარს, ჯვრის მონასტერს, კატამონს, მთიან იუდეას, სადაც იშვა იოანე ნათლისმცემელი, ზეთისხილის მთას, გეთსიმანიის ბაღს, სიონის მთაზე ნახავს ღვთისმშობლის მიძინების ადგილს, დავით მეფსალმუნის საფლავს, საიდუმლო სერობისა და სულთმოფენობის ადგილს. მოხვდება პალესტინის ავტონომიურ რესპუბლიკაში - ბეთლემში, მიეახლება მაცხოვრის შობის ადგილს, ნახავს მწყემსთა ველს. მოხვდება თეოდოსი დიდის მონასტერში, სადაც მოღვაწეობდა ქართველი ბერი იოანე მესხი, განსაკუთრებით გამორჩეულია საბა განწმენდილის ლავრა, სადაც, წმინდა საბას კურთხევით, ქართველებს წირვა-ლოცვის ქართულ ენაზე აღსრულების ნება ჰქონდათ. იერიქონში მოილოცავს განცდის მთას, სადაც ეშმაკისაგან სამგზის გამოიცადა მაცხოვარი, ასევე ნახავს იმ ლეღვსულელს, რომელზეც ავიდა ზაქე, რათა თვალი მოეკრა უფლისათვის, ქებრონში მამრეს მუხას, სადაც აბრაამმა სამი ანგელოზის სახით უმასპინძლა წმინდა სამებას და მიიღო აღთქმა შვილის ყოლისა.

ქართველებისთვის განსაკუთრებით გამორჩეული ადგილია ქალაქ ლოდში ბერძნული ტაძარი, სადაც წმინდა გიორგი საფლავია.

გალილეაში გადასული მომლოცველი მოხვდება ნაზარეთში, ხარების ტაძარში, განიწმინდება იორდანეში, მიოლოცავს მაგდალას ადგილს, სადაც მაცხოვარმა განკურნა მარიამ მაგდალინელი. ნახავს კაპერნაუმს, ქალაქს, სადაც მოღვაწეობა დაიწყო მაცხოვარმა...

ყველა ქართველს, მართლმადიდებელს ვუსურვებ, ერთხელ მაინც მოხვდეს წმინდა მიწაზე და მოილოცოს იქაური სიწმინდეები.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler