ქართველი ემიგრანტების მანუგეშებელი
ქართველი ემიგრანტების მანუგეშებელი
ათენში ყოფნის დროს ჩვენებურების მიერ გამოცემული ქართული ჟურნალ-გაზეთები რომ ვნახე, სურვილი გამიჩნდა, მათ რედაქტორებს შევხვედროდი. ქართული დიასპორის გაზეთის, "ელადის" რედაქტორმა, ქალბატონმა ანა ყურშავიშვილმა სიამოვნებით მიმიღო. ქალბატონ ანას საქართველოს და ქართველების სიყვარულმა გადააწყვეტინა უცხო ქვეყანაში დაეარსებინა ქართველებისთვის სანუგეშო გაზეთი და მასში ემიგრანტების ცხოვრება გადმოეცა. ის მატერიალურმა შეჭირვებამ წაიყვანა უცხოეთში. ცოტა ხანში ქართული გაზეთიც დააარსა. ყოველდღიურ შრომას შეუთავსა შემოქმედებითი საქმიანობა და ქართველი ემიგრანტებისთვის მანუგეშებელი გახდა.

- ჩვენს გაზეთს თავიდან "ნოსტალგია" ერქვა. მერე "ელადა" დავარქვით, - მიამბობს ქალბატონი ანა, - გაზეთის გამოშვებაზე ლოცვა-კურთხევა უწმინდესისგან ავიღეთ. პროფესიით ჟურნალისტი გახლავართ. აქ სამუშაოდ რომ ჩამოვედი, გაზეთის გამოშვება არ მიფიქრია. ორი კვირის მერე ქართველები შემხვდნენ და გაზეთი "საგუშაგო კოშკი" მომცეს. ჩემდა გასოცრად, იეღოველები აღმოჩნდნენ. გული მეტკინა, გავბრაზდი. გულით მომინდა, რამე ისეთი გამეკეთებინა, რომ ჩემი ქართველებისთვის შემეგონებინა, დამენახვებინა ჭეშმარიტება. ამან გადამაწყვეტინა გაზეთის გამოშვება.

- "ელადა" რატომ დაარქვით?

- რადგან გაზეთი საბერძნეთში გამოდის,Dეს სახელიც იმიტომ შევურჩიე. თან მინდოდა გამორჩეული ყოფილიყო აქ გამომავალი ქართული გაზეთებისგან. "ელადა" 2002 წლიდან გამოდის. მერე გამოვეცით ლიტერატურული ჟურნალი. აქ ძალიან ბევრი ნიჭიერი ქართველი ცხოვრობს და საკუთარი ნიჭის რეალიზებას ვერ ახდენს. ქართველ მანდილოსანთა ლაშქარი მერე სათვისტომოდ ჩამოყალიბდა. ცოტა ხნის შემდეგ კი მას "ოქროს საწმისი" ვუწოდეთ. გაზეთის მკითხველებისგან შექმნილმა ამ ლაშქარმა ძალიან ბევრი კარგი საქმე გააკეთა, ქართულმა გაზეთმა სულიერად მრავალი ადამიანი გადაარჩინა. "ელადა" ემსახურება ქართული სულიერების, ლიტერატურის, ენის, ქართველობის გადარჩენას. ქართველებს საშუალება მიეცათ, საკუთარი გულისნადები გაზეთის ფურცლებიდან გადმოგვცენ. მთავარი მხოლოდ მატერიალურზე ზრუნვა ხომ არ არის.

გაზეთს მეგობრების და საკუთარი სახსრებით გამოვცემ. ყველა სამუშაოს მარტო ვუმკლავდები. ემიგრანტები წერილებს მიტოვებენ, წავიკითხავ, ვამზადებ და გაზეთიც გამოდის. უმეტესობას საჩუქრად ვარიგებთ. ავტორებიც ცდილობენ, შეიძინონ, რათა გაზეთის შემდეგი ნომრის გამოცემა შევძლოთ.

"კარიბჭეს" ხშირად ვკითხულობ ხოლმე. საქართველოში მყავს მოძღვარი, მამა ზაზა ბეჟანიშვილი. მას ტელეფონით, ინტერნეტით ძალიან ხშირად ვესაუბრები. ათენში შეძლებისდაგვარად დავდივარ ტაძარში. ღვთის მადლსა და შეწევნას მუდამ ვგრძნობ. დიდი მადლობა, რომ ჩამობრძანდით. თქვენი დახმარებით ემიგრანტების ცხოვრებას საქართველოში მცხოვრები ქართველებიც გაეცნობიან.

***
ბატონი არჩილ ბლუაშვილი ფერმწერია. ისიც ერთ-ერთი წარმატებული ქართველი ემიგრანტია. ათენში პროფესიულ საქმიანობას ეწევა.Aათენში 1995 წელს ჩამოვიდა და უკვე 17 წელია საკუთარი შემოქმედებით ბერძნების ყურადღებას იმსახურებს.

- ათენში ქართული კულტურისა და განათლების ცენტრი, რომელიც ბატონმა ავთანდილ მიქაბერიძემ ჩამოაყალიბა, ქართველებისთვის დიდი ნუგეშის მომცემია. კულტურისა და განათლების გარდა აქ არის უფასო სამედიცინო კონსულტაციის ოთახი. ქართველ ემიგრანტებს ასევე საშუალება აქვთ, უფასოდ შეისწავლონ კომპიუტერი, ქართულ ენასთან ერთად სწავლობენ ბერძნულს და ინგლისურს. მოცეკვავეთა ანსამბლმაAაქაურების მოწონება უკვე დაიმსახურა. მთავარი მისია ამ ცენტრისა ქართული კულტურის აღიარება და შენარჩუნებაა. ბერძნები იმდენად დაინტერესდნენ ქართული კულტურისა და განთლების ცენტრის მოღვაწეობით, რომ ბატონი ავთანდილი "იუნესკოს" ორგანიზაციაში გააწევრეს. ქართული კულტურის აგიტაციისთვის ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. ათენში მხატვრების ნამუშევრების გამოფენა ქართული კულტურის ცენტრის ხელშეწყობით ეწყობა. ამავე ცენტრის დარბაზში მუდმივი ექსპოზიციაა. აქ იმართება ღონისძიებები, მოდიან ბერძნები და კმაყოფილებას გამოთქვამენ. ძირითადად ბერძნულ თემატიკაზე ვმუშაობ. ამის გარდა გალერეებშიც არის ჩვენი ნახატები გამოფენილი. რელიგიურ თემაზეც ვმუშაობ. ათონის მთის პეიზაჟები მაქვს დახატული. რომ ჩამოვედი, ექვსი თვე ხატებს ვწერდი... საქართველოში, რაჭაში, სოფელ წესში, ბარაკონის ტაძრის კარები მაქვს გაკეთებული. ჩემი მეუღლეც მხატვარია და მასაც ბევრი ხატი აქვს ბარაკონის ტაძრისთვის შეწირული. ჩემმა ქალიშვილმაც სამხატვრო აკადემია დაამთავრა. ცოლისდაც მხატვარია. ხატების წერას რომ იწყებ, სულიერად ძლიერი უნდა იყო. განსაკუთრებით კარგად მახსენდება ბარაკონის ტაძრის კარებზე მუშაობა.

5 წელი სალონიკში ვცხოვრობდი. ჩემი მოღვაწეობა ძირითადად სალონიკთან არის დაკავშირებული.Mმომავალ თაობას აქ ხატვასაც ვასწავლით. პირადადMმე არ მაქვს დრო და ვერ ჩავერთე ამ საქმეში. კონსულტაციებს კი ვუტარებ.

- ქართველებს აქ საცხოვრებლად ყველანაირი პირობა აქვთ?

- ქართველები ძირითადად მატერიალური ანაზღაურების მისაღებად ჩამოდიან. აქ უფრო ქალების სამუშაოა, კაცებს უჭირთ სამსახურის შოვნა.

საქართველოდან ჩამოჰყავთ შვილები. მშობლები სამსახურში არიან და მთელი დღეები ბავშვები მშობლების ყურადღებას არიან მოკლებულები. ქართული კულტურის და განათლების ცენტრის დამსახურება კიდევ ის არის, რომ აქ ბევრი ქართველი ბავშვია დასაქმებული. მათ გადარჩენილ ბავშვებს ვეძახით. ათენში ჩამოსული ქართველები ფაქტობრივად დაუცველები ვართ. თავისუფალი მიმოსვლა რომ არ არის, ეს ძალიან უარყოფითად მოქმედებს.Aარალეგალური გზით, ვალებით ჩამოდიან და ამ ვალების გასტუმრებას წლობით უნდებიან. თუ თავისუფალი მიმოსვლა იქნება, უფრო გაბედავენ სამშობლოში წასვლას იმ იმედით, იქნებ სამსახური ნახონ.

ათენში წმინდა პანტელეიმონის სახელობის ტაძარში დავდივართ. ყოველი თვის დასაწყისში წირვა-ლოცვა ქართულად აღევლინება. ძალიან ბევრი ქართველი ესწრება ამ დღეს ღვთისმსახურებას. ტაძარში ქართული გალობის აჟღერება ყველას გვახარებს. ეკლესიაში მისვლითაც გამოვხატავთ ჩვენს ქვეყანასთან სიახლოვეს.

ჩვენ ჩვენი თვითმყოფადი კულტურა გვაქვს, სულ სხვა ყაიდაზე აღზრდილები ვართ. მართალია, საბერძნეთი მართლმადიდებლური ქვეყანაა, მაგრამ მათ თავიანთი ტრადიციები და კულტურა აქვთ. ქართული კულტურის ცენტრის დანიშნულება სწორედ ის არის, რომ ათენში მცხოვრებ ქართველებს პატარა საქართველო შევუქმნათ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler