დარჩნენ კიდევ კაცობრიობაში ადამიანები, რომლებიც ნამდვილ პურს ითხოვენ?
დარჩნენ კიდევ კაცობრიობაში ადამიანები, რომლებიც ნამდვილ პურს ითხოვენ?
წმინდა წერილში პური მრავალ ადგილას არის მოხსენიებული. პურს თავს ქრისტეც უწოდებს, ნიშნად მარადიული ცხოვრებისა - "მე ვარ პური ცხოვრებისა" (იოან. 6:35). თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, პური პირდაპირი მნიშვნელობით გვხვდება - საუბარი მიწიერ საზრდელს შეეხება. აღნიშნულ შემთხვევებში მიწიერი პური ან უარყოფით კონტექსტშია გამოყენებული, როგორც მარადიულ საზრდელთან შედარების საშუალება, მაგალითად: "არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი" (ლუკ. 4:4), ან კიდევ ადამიანისთვის მის აუცილებლობას ესმება ხაზი, თუმცა უპირატესობა მაინც ზეციურ პურს ენიჭება - "პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს" (მათ. 6:11).

ახალ აღთქმაში პური, როგორც მიწიერი საზრდელი, სასწაულთანაც არის დაკავშირებული. მაცხოვარმა ხუთი პურითა და ორი თევზით ხუთი ათასი კაცი სასწაულებრივად დააპურა. ამის მხილველმა ხალხმა თქვა: "ესე არს ჭეშმარიტად წინასწარმეტყუელი, რომელი მოსრულ არს სოფლად" (იოან. 6:14). ამ სასწაულს ხალხი ჭეშმარიტებამდე უნდა მიეყვანა, მაგრამ "იესო გულისხმა-ჰყო, რამეთუ მოვიდოდეს წარტაცებად, რაითამცა ყვეს იგი მეფე, და განეშორა და წარვიდა მთად იგი ხოლო მარტოი" (იოან. 6:15).

ეს მაგალითი კარგად მიანიშნებს ზნეობრივად გამოფიტული კაცობრიობის მისწრაფებებზე. ნაცვლად იმისა, რომ ქრისტეში მხსნელი და მაცხოვარი დაენახათ, წინასწარმეტყველი და მეფე წარმოისახეს. მას ამქვეყნიური სიკეთე და დიდება დაუკავშირეს.

თუკი ქრისტეს ცხოვრების ამ ეპიზოდს თანამედროვეობას შევუხამებთ, ნათელი გახდება, რა წინაპირობაა საჭირო ადამიანთათვის, რათა ანტიქრისტე გაამეფონ. ამიტომ ანტიქრისტე ძლევამოსილი კი არ არის, არამედ ამგვარად წარმოჩნდება, როგორც კაცობრიობის გადამრჩენელი და მშველელი. პურს მონატრებული და დახარბებული ადამიანი ვის მიერაც დაპურდება, მას ადვილად მიიღებს - აი, ეს არის ანტიქრისტეს მოსვლის საფუძველი. ანტიქრისტემ სამყაროს გამგეობის როგორი სისტემაც არ უნდა შემოგვთავაზოს, თუკი კაცობრიობა სულიერად მტკიცე იქნება, ანტიქრისტე ვერ გამეფდება. ფორმალურად კი გამეფდება, მაგრამ ვერ განახორციელებს თავის მიზნებსა და ამოცანებს.

ამიტომ სამყაროს გაერთიანებისთვის, უპირველესად, ადამიანების სულიერი ორიენტირის აღრევაა საჭირო, რის შემდგომაც ამოცანა გაადვილდება. თუკი კაცობრიობას ზნეობრიობისა და სულიერების საფუძველი გამოეცლება, ანუ საზოგადოების სრული სეკულარიზაცია მოხდება, ადამიანი ადვილად მართვადი გახდება.

დღეს ყოველი მეექვსე ადამიანი შიმშილობს, ამიტომ რაც უფრო მეტად იქნება შიმშილი და გართულდება საარსებო საზრდელის მოძიება, მით მეტად დაფასდება ამ მხრივ გაწეული ყოველგვარი დახმარება. მით ადვილად ცდუნდება ადამიანი ამ შემოთავაზებებით.

შესაბამისად, დღევანდელი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიც აუცილებელია, ვინაიდან ფუფუნებას მიჯაჭვული საზოგადოების მცირე ნაწილი, პირადი ქონების შენარჩუნების მიზნით, მთელ რიგ დათმობაზე ადვილად დამყოლია. ხოლო საზოგადოების უდიდესი ნაწილი, მოსალოდნელი შიმშილის შიშით, ეროვნულ, სულიერ და ზნეობრივ პრინციპებს დაუფიქრებლად უარყოფს. კრიზისები საფუძველს უდებს მომავალში უამრავი პრობლემის გადამჭრელი პიროვნების მოვლინებას. რითაც იგი ამბიციურად და ძლევამოსილად წარმოჩნდება როგორც საკუთარი თავის, ისე საზოგადოების წინაშე.

ქრისტეს სასწაულით ადამიანებმა პური უშრომლად მიიღეს, რის გამოც მისი მეფედ გამოცხადება მოინდომეს. დღეს უშრომლად პურს არავინ არავის მისცემს, მაგრამ ისეთი ცხოვრება მოვიდა, რომ ოჯახებიც კი აღარ ზრუნავენ სრულწლოვან შვილებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველამ უნდა იშრომოს. სამუშაოს შოვნა კი გართულდა, ამიტომ მშიერი ყოველნაირ შრომას დათანხმდება, ოღონდ სამუშაო ჰქონდეს. სამუშაოს კრიზისის ფონზე უმუშევრისთვის სამუშაოს მიმნიჭებელი ყველაფერი იქნება. და რატომ არ გამოაცხადებს მას მეფედ?! რა შეუშლის ხელს ამაში?!

პირველ საუკუნეებში, ქრისტიანთა მასობრივი დევნის დროს, მაშინდელი მეფეებისადმი - იმპერატორებისადმი პირდაპირი თაყვანისცემის აუცილებლობა იყო. ვინც იმპერატორის სახელზე მსხვერპლს არ შესწირავდა, სიკვდილით ისჯებოდა, ხოლო ვინც მსხვერპლშეწირვას დათანხმდებოდა, მას არსობის პური ეძლეოდა.

ჩვენი არჩევანი უკვე განსხვავებულია. თუკი ადრე ადამიანებს არჩევანი ქრისტესთვის წამებასა და სიცოცხლეს შორის ჰქონდათ, დღეს სხვა რეალობის წინაშე ვდგავართ. მაშინ პირდაპირ აყენებდნენ არჩევანის წინაშე, ახლა კი არაპირდაპირ - ლამაზი სიტყვებითა და არსებობის პურით. ახლა ტანჯვა იქნება არა იარაღის ძალით და მყისიერად, არამედ უპურობით და ხანგძლივად. მაშინ იმპერატორი მეფეც იყო და ღმერთიც, სამყაროს აღსასრულისას, ანტიქრისტეც მეფეც იქნება და ღმერთიც. იმპერატორი - სიკვდილით დასჯას, ხოლო ანტიქრისტე უკიდურეს სიგლახაკეს გვთავაზობს; პირველი ძალადობითა და მახვილით იბრძოდა, მეორე - მასმედიითა და ლამაზი რეკლამირებით მიაღწევს მიზანს.

აი, რამხელა განსხვავებაა: იქ მტერი ხილული, ნათელი და მკაფიოა, აქ კი არ ჩანს. მაშინ აშინებდნენ, ახლა გვეფერებიან, კეთილისმყოფლად წარმოაჩენენ თავს. ამიტომ ძალზე გართულდა ადამიანისთვის არჩევანის გაკეთება.

პიროვნების არჩევანის სირთულეს ისიც განაპირობებს, რომ მიმდინარეობს გლობალიზაციის შეუქცევადი პროცესი. ეროვნულ ფასეულობებსა და სულისკვეთებას სამყაროს გაერთიანების იდეოლოგია ანაცვლებს, რაც კაცობრიობას ერთფეროვნებასა და ერთსულოვნებას უქადდის. მაგრამ ეს ერთსულოვნება, თავის მხრივ, სულიერი და ზნეობრივი მოთხოვნილებებით კი არ არის განპირობებული, არამედ დემოკრატიული ფასეულობებით. დემოკრატია თანამედროვე საზოგადოების უმაღლესი მიზანი გახდა, რის გამოც ევროპაში წარსულს ხშირად პოსტქრისტიანულ ეპოქად მოიხსენიებენ.

ამ ყოველივეს ფონზე ქრისტიან ადამიანს მაინც ყოველთვის რჩება ღმერთისგან არჩევანის გაკეთების საშუალება. მართალია, არჩევანი გარკვეულწილად გართულებულია და აღარც იმდენი მაგალითი გვაქვს, რამდენიც ქრისტიანობის აღორძინების ხანაში, მაგრამ გარკვეული უპირატესობა მაინც გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ წმინდა მამები სულიწმინდის მადლით ხელმძღვანელობდნენ, მათ კაცობრიობის ისტორიის მიმდინარეობა ჩვენზე უკეთესად მაინც არ იცოდნენ. ჩვენ მათი ეპოქიდან დღევანდელ დღემდე უდიდესი ინფორმაცია გვაქვს და ამ ყოველივეს ანალიზი შეგვიძლია. თუ გავითვალისწინებთ მათ მიდგომას ესქატოლოგიურ საკითხებთან, მათ ჭვრეტას და ამასთან ჩვენეულ ინფორმაციას, გამოდის, რომ გაცილებით მეტი უნდა ვიცოდეთ, ვიდრე წმინდა მამების ეპოქაში მცხოვრებმა რიგითმა ქრისტიანმა. თუმცა ეს რაიმე უპირატესობას კი არ გვაძლევს, არამედ მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. მეორედ მოსვლის ნიშნები თითქოს უფრო ნათელი და მკვეთრია, მაგრამ წმინდა მამები ერთხმად გვარიგებენ, არ მივეცეთ ამ თემის ზედმეტად მიმოხილვას და ამ საქმეში თავდავიწყებას, რადგან ეს აუცილებლად ფანატიზმამდე და შემდგომში სექტად ჩამოყალიბების წინაპირობამდე მიგვიყვანს. ამიტომ პროცესს ყურადღებით და ფხიზლად უნდა ვადევნოთ თვალი.

დღეს რა ხდება ჩვენს თავს? ვითხოვთ ნამდვილ არსობის პურს? გვშია იგი? კიდევ დარჩნენ კაცობრიობაში ადამიანები, რომლებიც ნამდვილ პურს ითხოვენ? ამგვარი ადამიანები სამყაროს აღსასრულამდე იქნებიან. მაგრამ თუკი ადამიანმა ზეციური პურისკენ ლტოლვა შეწყვიტა, ადვილად ცდუნდება მიწიერი საზრდელის - პურის მიღებით.

საბოლოო ჯამში, მსოფლიო ეკონომიკური წესრიგის, ეროვნული ფასეულობების გაუფასურების, სულიერი ღირებულებების დავიწყებისა და ზნეობრივი პრინციპების მოშლის ფონზე კაცობრიობა მეტ-ნაკლები ეკონომიკური სტაბილურობის, უზნეო ცხოვრებისა და ერთფეროვანი ცივილიზაციის ტყვეობაში აღმოჩნდება. ფესვებთან კავშირგაწყვეტილი და პოსტქრისტიანული სამყაროს მოქალაქე სულიერი პურის ძიების მაგივრად მარტოოდენ მიწიერი საზრდელის ძიებაში იქნება. აი, ამგვარ ფერხულში ჩაბმულ ადამიანებს გვჭირდება მაცხოვრის სიტყვები: "არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყვითა ღმთისაითა" (ლუკ. 4:4).
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler