მრავალჟამიერ, კათოლიკოსო!..
მრავალჟამიერ, კათოლიკოსო!..
კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალის საჯარო სკოლა (დირექტორი - ქ-ნი ბელა ქენქაძე) დასაბამს 1881 წლის 1-ელ მარტს იღებს. საამილახვრო ჭალაში ივანე ამილახვარის ქველმოქმედებით აინთო ცოდნისა და განათლების ჩირაღდანი, რომელიც დღესაც ჩაუქრობლად ანთია. ვინ იცის, რამდენი გონებაგანვითარებული, გრძნობაგაფაქიზებული, კეთილშობილური ზნეობითა და სულით ანთებული ახალგაზრდობა აღზრდილა სკოლის კედლებში. ვინ იცის, რამდენი საჩვენებელი გაკვეთილი და ღონისძიება ჩაუტარებიათ აქაურ პედაგოგებს. ტრადიცია გრძელდება...

24 დეკემბერს სკოლის ტექნიკური კაბინეტი განსაკუთრებულად მოერთოთ. მოსწავლეები სტუმრებს ელოდნენ და იმეორებდნენ ეპისტოლეებს, ჰომილიებს, პოეტურ სტრიქონებს...

კედელზე უწმიდესის, ილია მეორის ფოტოსურათები ეკიდა, მაგიდაზე - სასულიერო ლიტერატურა და პერიოდული გამოცემები... სამთავისის საკათედრო ტაძრიდან დეკანოზ იოანეს (კალატოზიშვილი) ლოცვა-კურთხევით ბავშვებს კრძალვით ყოვლადწმინდა სამების ხატი (უწმიდესის დაწერილი სამების ფოტოასლი) მოებრძანებინათ სკოლაში...

პატრიარქის მიერ დაწერილი საგალობლის ფონზე ღონისძიება გახსნა ქვემო ჭალის საჯარო სკოლის ხელოვნების ისტორიის პედაგოგმა ირმა ზაქარიაშვილმა:

"ჩვენი მიზანია, დღეს საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელზე, უწმინდესსა და უნეტარესზე, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსზე, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტზე, დიდ მეუფეზე, ილია მეორეზე მოგითხროთ...

ერთ-ერთი ქადაგების დროს უწმიდესმა პატრიარქმა ბრძანა: "არიან ადამიანები, რომლებიც ყოველივეს ხალხის სამსახურს სწირავენ, სამაგიეროდ კი არაფერს ითხოვენ. ასეთი ადამიანები მზეს ჰგვანან - მზე ისე გვინათებს და გვათბობს, რომ სამაგიეროდ ჩვენგან არაფერს ითხოვს".

ჭეშმარიტად, მზეს ჰგავს უწმინდესი, რომლის ცხოვრება და მოღვაწეობა იმდენად მრავალმხრივია, ეპისტოლეები და ჰომილიები კი უნიკალური და ღრმად მეცნიერული, რომ ამ უდიდესი პიროვნების მოღვაწეობის სრული სურათის გადმოცემა ერთი ან ორი გაკვეთილით შეუძლებელია..."

გვესაუბრება ქვემო ჭალის საჯარო სკოლის ხელოვნების ისტორიის პედაგოგი, სამთავისის საკათედრო ტაძრის მედავითნე ირმა (ელისაბედ) ზაქარიაშვილი.

- რატომ გადაწყვიტეთ, ჩაგეტარებინათ ღონისძიება პატრიარქის შემოქმედებაზე?


- ყოველ ეპოქას ჰყავდა გამორჩეული ადამიანი, ნათელი, მართალი, წრფელი... ჩვენ ღმერთმა მეორე ილია მოგვივლინა.

ღონისძიება ჩატარდა სკოლის დირექტორის, ქალბატონ ბელა ქენქაძის თანადგომით, რომელიც ულევ სითბოს უნაწილებს ბავშვებს.

ლოცვა-კურთხევა ვითხოვეთ სამთავისის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურ, დეკანოზ იოანესაგან (კალატოზიშვილი).

ყოველთვის მხარში გვიდგას სკოლის ტექნიკური მენეჯერი ბატონი ომარ ბუდაღაშვილი. ძალა ერთობაშიაო, ნათქვამია და ჩვენ, ყველანი, სასულიერონი და საერონი, მასწავლებლები და მოსწავლეები, უწმინდესი და უნეტარესის ილია მეორის სიყვარულმა გაგვაერთიანა.

ღონისძიებაში XI-XII-კლასელები მონაწილეობდნენ. ყველა მოსწავლემ იცის კომპიუტერის გამოყენება. ინტერნეტი ჩართულია ჩვენს სკოლაში და ბავშვებმა მისი უწმინდესობის ფოტოკოლაჟი განათავსეს პროექტორზე. ეს ყოველივე საკმაო ეფექტს ახდენს მაყურებელზე.

- ვიდეოფირზე თუ აღბეჭდეთ ღონისძიება, გქონდათ ამის საშუალება?


- რა თქმა უნდა. სკოლას აქვს ვიდეოაპარატი და სკოლის ტექნიკური მენეჯერი (ო. ბუდაღაშვილი) თავისი საქმის პროფესიონალია. სტუმრად მოწვეული გვყავდა ჩვენივე სკოლის კურსდამთავრებული, "ქრონიკის" ოპერატორი გიორგი ხუციშვილი, რომელმაც გადაიღო ღონისძიება, დაამონტაჟა და ფილმის სახით დავდეთ ეს მასალა სკოლის არქივში.

- ძირითადად რა თემები განიხილეს მოსწავლეებმა?

- მიმოიხილეს ეპოქა, 1990-იანი წლები, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური ქაოსი და სოციალური სიდუხჭირე სუფევდა. ისაუბრეს "მზიანი ღამის ნათელზე" და "სუდარაგადაფარებულ" ეკლესიაზე...

მოსწავლეებმა სტუმრებსა და პედაგოგებს უამბეს უწმინდესის კეთილშობილ მშობლებზე, ილია მეორის აღზრდა-განათლებაზე, აღკვეცაზე, აღსაყდრებაზე...

...განახლებული საეკლესიო ცხოვრება, აღდგენილი ეკლესია-მონასტრები და ეპარქიები, ხელდასხმული და აღკვეცილი ქრისტეს ერთგული მოძღვარ-მხედართა ლაშქარი, "ქართველი ხალხის ავტოპორტრეტი" - ყოვლადწმინდა სამების ტაძარი, კანონიზებულ წმინდანთა დასი, აუწყველი ქველმოქმედება და მოწყალების სახლები, კანონი სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ, სასულიერო სასწავლებლების დაარსება, საპატრიარქო რადიო "ივერია", საკონსტიტუციო შეთანხმება სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის...

რუდუნებითა და მამობრივი მზრუნველობით დაწერილი საშობაო თუ სააღდგომო ეპისტოლეები... ბრძნული გონების ნააზრევი - ჰომილიები...

პატრიარქი - ერის ნათლია!

პატრიარქი - ხელოვანი, ხატმწერი, მოქანდაკე...

პატრიარქი - კომპოზიტორი, ავტორი ტკბილხმოვანი საგალობლებისა...

პატრიარქი - ღვთისმეტყველი, მეცნიერი, პოეტი...

კათოლიკოს-პატრიარქის ჯილდოები და წოდებები...

მოსწავლეებმა პოეტური სტრიქონები წარმოთქვეს და ხელში ანთებული თაფლის სანთლებით შეევედრნენ ყოვლადწმინდა სამებას, რომ დიდხანს, ძალიან დიდხანს ხარობდეს ჩვენი საქართველო უწმიდესი და უნეტარესი პატრიარქის, ილია მეორის სიცოცხლითა და ჯანმრთელობით.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler