სული მევსება, როდესაც გავიგებ რომელიმე პიროვნებაზე - მოყვასისთვის რაიმე სასიკეთო მოიმოქმედაო
სული მევსება, როდესაც გავიგებ რომელიმე პიროვნებაზე - მოყვასისთვის რაიმე სასიკეთო მოიმოქმედაო
- ბერძნულ რელიგიურ ლიტერატურაში რაც სულსა და გულს მოხვდება, ვთარგმნი, ვუკითხავ მეგობრებს, ვუგზავნი საქართველოში ოჯახის წევრებს. ძალიან საინტერესო თემები ქვეყნდება ერთ-ერთ ბერძნულ მართლმადიდებლურ ჟურნალში. ერთ-ერთ ნომერში განხილული იყო უფლის მიერ ათი კეთროვნის განკურნება, - მიამბობს ათენში მცხოვრები ესმა ღონიაშვილი, - ხალხისგან მოკვეთილმა, უდაბნოში მცხოვრებმა ათმა კეთროვანმა დიდი რწმენით შესთხოვა უფალს განკურნება. უფალმა ისმინა. შინ დაბრუნებულებმა დაივიწყეს უფლის მადლი და ათიდან მხოლოდ ერთმა მოიყარა მუხლი ღვთის წინაშე მადლობის ნიშნად. მისი შემხედვარე უფალი ამბობს: "ათივე კეთროვანი არ განიკურნა კეთრისგან? დანარჩენი ცხრა სად არის? დაიკარგნენ? რატომ არ დაბრუნდნენ მადლობის სათქმელად?" ამ ამბის წაკითხვის მერე დავფიქრდი საკუთარ თავზე, ადამიანებზე. როგორ ვუყვარვართ უფალს, როგორ გვიდგას გვერდით და გვეხმარება. ჩვენ კი რას ვაკეთებთ მადლიერების ნიშნად. ასე მგონია, ზღვაში წვეთია ჩვენი ღვაწლი. უფალს ვთხოვ, გაგვაძლიეროს, გონება გაგვინათოს, რათა მუდამ ვადიდოთ და მადლობა შევწიროთ ყველაფრისთვის.

სული მევსება, როდესაც გავიგებ რომელიმე პიროვნებაზე, მოყვასისთვის რაიმე სასიკეთო მოიმოქმედა, უფლისთვის გაიღო შესაწირი და ბევრი სასიკეთო საქმე აკეთაო. ასე ვცხოვრობთ უცხოეთში ქართველებიც. როდესაც გაგვინათდა გონება და მივხვდით, რა მოწყალება მოიღო ჩვენზე უფალმა, ყველა თავისებურად ვცდილობთ მადლობა და მადლიერება გამოვხატოთ უფლისა და მისი სახლის, ეკლესიის მიმართ.

ყვარლელმა წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრის მრევლმა, ქალბატონმა ნუნუ ლაღიძემ (ყვარლიდან საკმაოდ ბევრი ემიგრანტი ცხოვრობს ათენში) ერთ დღეს შეწუხებულმა შესჩივლა ათენში მყოფ მეგობარს, ქალბატონ დალი ტორაძეს - ყვარლის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიას სჭირდება სანათლავი ემბაზი, სახარების ყდა შელანძღულია და იქნებ რაიმე იღონოთო. ქალბატონმა დალიმ, სადაც კი მისწვდა, ყველას გააგებინა ეს ამბავი და დაიწყო შესაწირი თანხის შეგროვება. დღეს ყვარლის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიას უმშვენიერესი ემბაზი აქვს. ღვთის წყალობით, წმინდა სახარების ყდაც განახლებულ-გამშვენებულია. ამ კეთიშობილურ საქმეში მონაწილეობდნენ: მაია სეფაშვილი, ლაურა კუპრაშვილი, ნუნუ ავაზაშვილი, მარინა ბულბულაშვილი, მარიკა ტორაძე-ჩოხადარი, თამარ ხუხიაშვილი, ელიკო კუპრაშვილი, ლალი ძნელაშვილი, ნანა მჭედლიშვილი, მედიკო ჩიხიაშვილი, ზოია კალაძე, დოდო ჩიტრეკაშვილი, ეთერ ჭუმბურიძე, მარინა ზაალიშვილი...

ბერძნული ჟურნალიდან ამონარიდით დავასრულებ ჩემს მონათხრობს, - მითხრა ესმამ: - "რა კითხვაც დაუსვა უფალმა უკან დაბრუნებულ კეთროვანს, ხაზს უსვამს ერთის მადლიერებას და დანარჩენთა უმადურობასაც აღნიშნავს. ამით გვიჩვენებს ჩვენ, დანარჩენებს, თუ რა უსიამოვნოა უმადურობა. უმადურობა სულიერი ეპიდემიაა. ყოველდღიურად ვიღებთ უფლის მოწყალებას, მაგრამ მცირედნი ვგრძნობთ იმის საჭიროებას, რომ მას მადლობა შევწიროთ. ეს შემთხვევა გვიჩვენებს კაცობრიობის საერთო მდგომარეობას. რადგან ჩვენც ბევრჯერ გამოგვცდის და საცდურის შემთხვევაში გულმხურვალედ ვლოცულობთ, გავრბივართ ეკლესიებში და ცრემლით ვითხოვთ უფლისგან დახმარებას. ვითხოვთ პასუხს ჩვენს პრობლემებზე, მაგრამ როგორც კი საწუხარი გაქრება, მაშინვე გვეყინება სული და გვავიწყდება მადლობის თქმა.

მაშ, გავხდეთ უფრო მადლიერნი, ვისწავლოთ ყოველდღიურად მადლობის გადახდა უფლისთვის, რომელიც მუდამ გვასაჩუქრებს. ერთი "დიდება შენდა, უფალო" გამოვიდეს ჩვენი ბაგეებიდან. ასე უფრო მეტად მოვიზიდავთ უფლის მოწყალებას და გავხდებით სულიერად ამაღლებულნი".

მადლობა შენდა, უფალო, და დიდება შენდა, უფალო.

ღვთისმშობელი მსწრაფლშემსმენელი
ბოლო წლების ღვთიურ სასწაულთა შორის აღსანიშნავია მანდრაში მდებარე ღვთისმშობლის მსწრაფლშემსმენელი ხატის სახელობის დედათა მონასტერი. მონასტრის მთავარ კარიბჭეში შესვლისთანავე მიხვდებით, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი კარიბჭე. მომლოცველები მანქანებს კარიბჭესთან ტოვებენ და მონასტრამდე ფეხით მიდიან. მონასტრის მთავარ შესასვლელთან სამრეკლოა. შთამბეჭდავია ეს უზარმაზარი შენობა. მონასტრის წინ ქვით ნატიფად მოპირკეთებული წყაროა. ეზო ვრცელია, სენაკები და სათავსები კრამიტით გადახურულ გრძელ, თაღოვან ორსართულიან შენობაშია. აქვეა სამლოცველო, მთავარი მონასტერი. მონასტერში დაბრძანებულია ღვთისმშობლის ხატი. ეს ხატი 1800 წელს სმირნაში ერთმა ბერძნულმა ოჯახმა შეიძინა ათონელი ბერისგან. უცნობია, როდის დაიწერა ის და ვის მიერ. მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ათონელი ბერები ხატის წერის დროს ლოცულობდნენ.

იმ ოჯახში ხატი, როგორ საგვარეულო რელიკვია, მემკვიდრეობით პირველ შვილს გადაეცემოდა. 1922 წელს ის უფროს ქალიშვილს ხვდა. ბურჟუაზიული ამბოხების დროს ოჯახი გადასახლდა კუნძულ მიტილენეზე და ღვთისმშობლის ხატიც თან წაიღო. რამდენიმე წლის შემდეგ ქალიშვილს მშობლები გარდაეცვალნენ. მარტო დარჩენილი საცხოვრებლად ათენში გადავიდა.

ოთხი ბერი ათენში მონასტრის აშენებას აპირებდა და საამისოდ შესაფერის ადგილს ეძებდა. თან უნდოდათ, ათონის მთაზე შეეკვეთათ ღვთისმშობლის მსწრაფლშემსმენელი ხატის დაწერა, რადგან ამ ხატისთვის უნდოდათ მონასტერი მიეძღვნათ. წმინდა შემთხვევის წყალობით, ეწვიათ ერთი პატივცემული ქალბატონი იფიგენია ანაპლიოტე. საუბარში თქვა, ერთგან მოსალოცად დავტოვე პირადი ხატი და გავლისას წავიღებო. ქალმა თავის ცხოვრებაზე უამბო ბერებს. მათ ჰკითხეს, რა ერქვა ხატს. მსწრაფლშემსმენელი ღვთისმშობელიო. დიდი სიხარული დაეუფლათ ბერებს და შეჰბედეს, - ხატი გვათხოვე, რადგან მისთვის ვაპირებთ მონასტრის მიძღვნასო. ქალბატონი შეყოყმანდა. მაშინ სთხოვეს, ერთხელ მაინც გვათხოვეთ ლიტურგიისთვისო. ქალბატონი დაყაბულდა, მაგრამ ხატი აღარ დაიბრუნა - ეს თქვენია, თქვენი წმინდა მიზნისთვის, და ილოცეთ ყველა ჩვენგანისთვისო. აუწერელი სიხარული დაეუფლა ოთხივე ბერს.

ამასობაში ატიკის მანდრაში იმ მხარის დიდმა მიწათმფლობელმა ბერებს ერთ მთაგრეხილზე 25 ჰა მიწა აჩუქა. დიდი გარჯა დასჭირდა მონასტრის აშენებას დაუსახლებელ, უწყლო ადგილზე. ბერები მშენებლებს ეხმარებოდნენ. ეს არ იყო ჩვეულებრივი მშენებლობა, ეს იყო ღვთიური სურვილი - აეშენებინათ მართლმადიდებლური მონასტერი ძლიერი საძირკვლითა და დიდი ოსტატობით, რომელიც იარსებებდა უფლის სადიდებლად მეორედ მოსვლამდე.

KARIBCHEსასწაული ის იყო, რომ თვით ღვთისმშობელი ჩამოსულიყო იმ ადგილას, სადაც მონასტერი შენდებოდა. ერთმა მოხუცმა მწყემსმა უთხრა ბერებს: "მამაჩემი ხშირად ხედავდა აქ მოსიარულე მონაზონს, რომელიც მერე სივრცეში უჩინარდებოდაო. როდესაც თავისი ქონება გაანაწილა, მითხრა, - ერთ დღეს იქ, მაღლა აშენდება მონასტერი და მიეცი მიწაო. 60 წელია ვინახავ ღვთისმშობლის გამოჩენის ამ ამბავს და აი, ახლა მეც მოგცემთ მიწას, რომ ფართო ტერიტორია გქონდეთ მონასტრის ასაშენებლად". მეორე მანდრელმა გაიხსენა, - პატარაობისას, დაახლოებით 1915 წელს, აქ მოვყავდი პაპაჩემს. მეუბნებოდა: - დაიმახსოვრე, იქ მაღლა დიდი ამბები მოხდება. იქნებ მოესწრო კიდეცო.

1978 წელს ჩაეყარა საძირკველი მონასტრის მშენებლობას. 1982 წელს მოხდა მისი კარიბჭის გახსნა.

ბერებს რა სახსარიც ჰქონდათ, მონასტერს მოახმარეს. ხელი გამოიღეს ახლობლებმაც. შემდეგ კი აღიარეს, რომ ყველაფერი ღვთისმშობელმა მოუტანათ.

მონასტრის წიგნში აღნუსხულია მონასტრის დაარსების ისტორია, უამრავი სასწაული. პირველი იწყება 1967-1968 წლებში. ბოლო არის 2002 წლის დასაწყისში.

სასწაული
"ღვთისმშობელი საგადასახადო დეპარტამენტის სალაროში იხდის ჩემს ვალს"

მონასტრის წიგნის 82-ე გვერდზე აღწერილია ასეთი სასწაული: ერთი მეგარელი ქვრივი ქალბატონი საგადასახო დეპარტამენტმა გააფრთხილა, შენი განსვენებული ქმრის ვალებს მიხედეო. ქალი წავიდა საგადასახადოში ამბის გასაგებად. ინსპექტორმა უთხრა, დღეს ბევრი ხალხი მყავს, შენს საქმეს ყურადღებით გაცნობა სჭირდება, ორ-სამ დღეში დაგიკავშირდებიო. ქალმა გადაწყვიტა, დასთან ერთად წასულიყო ღვთისმშობლის მსწრაფლშემსმენელი ხატის სახელობის მონასტერში. ქვრივმა ლოცვით შესთხოვა ღვთისმშობელს ამ პრობლემის მოგვარება, რადგან ფული არ ჰქონდა.

სამ დღეში ინსპექტორმა დაურეკა. იმის მაგივრად, ვალის რაოდენობა ეთქვა, უთხრა, - ქალბატონო, თქვენი ვალი გუშინ ერთმა ქალბატონმა გადაიხადა, თქვენი საქმე დახურულიაო. განცვიფრებულმა ქვრივმა ჰკითხა, ვინ იყო ის ქალბატონიო. არ ვიციო, - მიუგო ინსპექტორმა. საგულისხმოა, რომ ეს ამბავი მხოლოდ ქვრივის დედამ და დამ იცოდნენ. და იცოდა ღვთისმშობელმა! დამ მოისმინა, როგორ ლაპარაკობდა ქვრივი: "ღვთისმშობელო, ამ სასწაულზე რომ ვფიქრობ, გული მეწვის - როგორ მიხვედი საგადასახადოში ფულით ხელში ჩვენი გაუფრთხილებლობის გამოსასწორებლად, როგორ მიაბიჯებდი ხმაურიან საგადასახადოში და მინდა ეს ამბავი მთელ ქვეყანას გავაგებინო. ვინ იყო მოლარე, რომელმაც აიღო ფული შენი დალოცვილი ხელებიდან ისე, რომ ვერ შენიშნა საოცრება? არ რეკდნენ ზარები შენს გზაზე, ჩემო ღვთისმშობელო, მაგრამ რეკენ ჩემს გულში და ასე გააგრძელებენ, ვიდრე ვარსებობ, პატივისცემით სავსე ცრემლებით, რომ დამაჯილდოვე, ასეთი სასწაული მეხილა მე, უფლის ერთ უმნიშვნელო მხევალს"...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler