მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის იყო, არის და კვლავაც დარჩება ერთგული იმ კალენდრისა, რომელიც მსოფლიო საეკლესიო კრებების მიერ არის აღიარებული
მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის იყო, არის და კვლავაც დარჩება ერთგული იმ კალენდრისა, რომელიც მსოფლიო საეკლესიო კრებების მიერ არის აღიარებული
თითქმის 2010 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც იუდეის ქალაქ ბეთლემში 25 დეკემბრის ღამეს, მაშინ, როცა ცოდვებით დამძიმებულ კაცობრიობას ღრმა ძილით ეძინა , ქვეყნიერებას მოევლინა განკაცებული ძე ღვთისა - იესო ქრისტე , რომლის გამოGენასაც 55 საუკუნეზე მეტხანს ელოდნენ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველნი.

საღვთისმეტყველო ციკლებში საპასექო წელიწადის სულიერ ცენტრად თუ მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომა ითვლება, საეკლესიო წელიწადის სულიერ ცენტრს ქრისტეშობა წარმოადგენს, რადგან, როგორც წმინდა ნიკოლოზ სერბი ამბობდა, "მესია იშვა... მოვიდა ის, ვისაც სევდამორეული ნატრობდა უმწეო კაცობრიობა. ის, ვინც ბნელი ღამის შემდეგ ამოსულ მზესავით გაბრწყინდა".

"დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება" - ასეთი საგალობლით ადიდებდნენ უფლის მიწიერ შობას იმ ღამეს ზეციური ნათლით მოსილი ანგელოზები. ამბობენ, მას შემდეგ ყოველი შობის ღამეს უთვალავი ანგელოზი Gამოდის დედამიწაზე და ზეციური გალობით კვლავაც ახარებს სიყვარულის მეუფებას ქვეყნად, მაგრამ დასანანია, რომ როგორც მაშინ, დღესაც მიუწვდომელია ეს გალობა ცოდვილი კაცობრიობისთვის.

ქრისტეს შობით ახალი წელთაღრიცხვა დაიწყო ჩვენს პლანეტაზე და მის მეორედ მოსვლამდე აღარ შეიცვლება იგი. 25 დეკემბრის იმ საოცნებო ღამეს ზეცა და დედამიწა შეერწყა ერთმანეთს.

იანვრის თვე მართლაც გამორჩეულია საეკლესიო დღესასწაულებით. ამ თვეში მეორე უდიდესი საუფლო დღესასწაულიც აღინიშნება - ნათლისღება უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ამ ბრწყინვალე დღესასწაულით წმინდა სამების გაცხადება მოხდა დედამიწაზე, უფლის მდინარე იორდანეში ჩასვლით კი მთელი დედამიწის წყლები განიწმინდა და მას შემდეგ წმინდა აიაზმას, რომელიც ყოველ ნათლისღებას იკურთხება და სასწაულმოქმედი ძალა აქვს, მორწმუნეები მთელი წლის განმავლობაში იყენებენ ფიზიკური და სულიერი ძალების აღსადგენად და უძლურთა განსაკურნებლად.

1. ტრადიციულად, როგორ ხვდებით შობა-ახალი წელიწადის დადგომას და რამდენად მართებულად მიგაჩნიათ, რომ ბევრი ოჯახი ამ დღესასწაულებს ძველი და ახალი სტილითაც აღნიშნავს?

2. როდის შემოვიდა რწმენა თქვენს ცხოვრებაში და როგორ გამოხატავთ დამოკიდებულებას უფალთან?

3. "მზიანი ღამეა, მალე გათენდება?!" (საქართველო და გლობალიზაცია).

4. გაქვთ თუ არა შეკითხვა მოძღვართან?


ანკეტის შეკითხვებს უპასუხებენ პოეტი ლია სტურუა და ინჟინერ-ტექნოლოგი გოჩა-დიმიტრი გოგიძე.

ლია სტურუა, პოეტი, გალაკტიონ ტაბიძის, ილია ჭავჭავაძის, შოთა რუსთაველის სახელობისა და სახელმწიფო პრემიების ლაურეატი. მეუღლე, ცნობილი მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელი, რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. ჰყავს ქალიშვილი ეკა ამაშუკელი.

1. შობა და ახალი წელი ჩემთვის ყველაზე საყვარელი დღესასწაულებია, თუმცა კალენდრის გაწითლებული დღეები ამ ბოლო დროს აღარ მიყვარს, და რადგან მე სიტყვაზე ვარ დამოკიდებული, როგორც მთავარ სიყვარულსა და ტკივილზე, ჩემთვის შობა 25 დეკემბერსაც არის. "ოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო". ვერც 31 დეკემბერს შემიცვლის რამე, მთელი სიცოცხლე ახალი წლის დამდეგს. რა თქმა უნდა, ეკლესიას ვემორჩილები 7 და 14 იანვართან დაკავშირებით, მაგრამ სიტყვას ნაჯახით ვერ ამოფხეკ, კალენდრების კვლევით ვერ წაშლი. "ოცდახუთსა დეკემბერსა" - ხალხისაა, ჩემია, ქართულია. ბერძნებს და რუსებს არ აქვთ ალბათ ასეთი სიმღერა...

ერთი უცნაური წაბაძვაც მოჰყვა ამ აღრევას თარიღებისას. მთელ ქრისტიანულ სამყაროში (კათოლიკურში, მეთოდისტურში, ანგლიკანურში და ა.შ.) 25 დეკემბერს შობას ზეიმობენ შინ, მხოლოდ ახლობლებთან ერთად, 31 დეკემბრის ღამეს კი ქუჩაში გადიან. ჩვენ, რა თქმა უნდა, ბრმად მივბაძეთ ევროპასა და ამერიკას, როგორც ზოგჯერ გვჩვევია, და გოზინაყით, ნაძვის ხით, საჩუქრებით, ზღაპრებით გაშინაურებულ ახალ წელს ახლა ქუჩაში ვატარებთ, "ყოფის აუტანელ სიმსუბუქეს" ვთამაშობთ. მთელი სიცოცხლე ტრადიციების რღვევას მაბრალებდნენ, მაგრამ რაღაც ალბათ მაინც უნდა შევინარჩუნოთ, თუნდაც განწყობილების დონეზე.

2. ადამიანი, რომელიც მორწმუნე არ არის, ღმერთი არ ჰყავს სულსა და ხორცში, ნაკლულია, ხარვეზიანია. განსაკუთრებით - პოეტი, რადგან "პირველითგან იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთი". ღმერთმა ხომ ადამიანი თავისი სახის მიხედვით შექმნა და განსაკუთრებით ხელოვანი დაიმგვანა, საკუთარი შემოქმედებითი ბუნებიდან გამომდინარე. აქცენტი პოეტზე, რომელსაც სიტყვა მისცა შრომის იარაღად. ეს მამა ღმერთმა, აბსოლუტურმა სულმა. ეზოთერული ცოდნა მის შესახებ თავში ინახება და ბიბლიაში. მას პატივს სცემ, მისი გეშინია, მისი გწამს.

მაგრამ ქრისტესთან ტკივილიანი რწმენა გაკავშირებს, უფრო ადამიანური, უფრო ახლობლური.

როცა იერუსალიმში ვიყავი და ქრისტეს საფლავთან გოლგოთის გზას ავუყევი, ისეთი სიმძიმე მაწვა, რომ თავი მისკდებოდა. ბიბლიის ხორცზე მივდიოდი, მხრებზე სამსჭვალები მტკიოდა. მივედი საფლავთან, ვაკოცე ქვას, ვიდექი. დიდხანს არ შეიძლებოდა დგომა, სხვებისთვის უნდა დამეთმო ადგილი, მაგრამ ისეთი მსუბუქი და ბედნიერი წამოვედი, რომ მხრებთან სულ ფრთების ადგილს ვისინჯავდი.

როგორ შეიძლება არ გიყვარდეს ქრისტე, რომელსაც თითქმის ყოველდღე შენს თვალწინ ჯვარზე აცვამენ, ავაზაკ ბარაბას კი ათავისუფლებენ.

ქრისტე შენი ღმერთია, შენი ცოდვების მზიდავი, შენი ყველაზე დიდი ტკივილი და სიხარული.

მთავარი ის არის, რომ უნდა გიყვარდეს შენი ღმერთი, თუმცა მასთან სიმაღლით სიახლოვის ღირსი ერთეულები ხდებიან, მაგალითად, ვაჟა-ფშაველა:

"მაგრამ გავიგებთ ერთხელაც,

ვინ ახლო ვდგავართ ღმერთთანა".

ის ნამდვილი ქრისტიანია, მისი პანთეიზმიც (ყველა "იზმი" პირობითი ცნებაა) ღმერთის სიყვარულით და რელიგიასთან შემოქმედის დამოკიდებულებით აიხსნება. ღმერთი რომ ადამიანში, ხეში, ცხოველში, ბალახში სახიერდება, ამაში რა არის უცნაური, თორემ იგივე ბალახს როგორ ექნებოდა თავშეწირვის გრძნობა, ადამიანისთვის წამლად ქცევის ანუ სიკვდილის?

3. ჩვენმა კათოლიკოს-პატრიარქმა "მზიანი ღამე" უწოდა ჩვენს დღევანდელ ყოფას, რადგან, გარდა ღმერთთან შუამავლობისა, შემოქმედია და შოთა რუთაველიც კარგად იცის.

იგი იმდენად სინათლესავითაა ჩვენთვის, თითქოს ამ მზეს, ხელით აკავებს ცაზე, ღამისგან შევიწროებულს. ალბათ "ოქროს ხანის" მერე ჩვენთან სულ ასე იყო, სულ ნახევარმზეს ვუყურებდით და მომავლის იმედით ვცხოვრობდით.

"ჩემო კარგო ქვეყანა! რაზედ მოგიწყენია?
აწმყო თუ არა გწყალობს, მომავალი შენია".
(ილია ჭავჭავაძე)

როდის დადგება ამ მოწყენილი ქვეყნის კუთვნილი მომავალი, არავინ იცის. ახლა კიდევ, გლობალიზაციის მუქარაც გაჩნდა, განსაკუთრებით მძაფრი პატარა ქვეყნისთვის. ის ტრიადა: "მამული, ენა, სარწმუნოება" - საფრთხის ქვეშაა.

თან მე, სიტყვის ადამიანს, ძალიან მიჭირს იმ პროცესის ატანა, რომელიც ახლა მიდის - მშობლიური ენის შევიწროება სხვა ენის ხარჯზე. რუსებთან წარმატებით ვიბრძოდით ენასთან დაკავშირებით, მისხალი არ დაგვითმია, ახლა საკუთარი ხელით ვანადგურებთ ქართულ ენას ინგლისურის, უფრო სწორად, ამერიკული ინგლისურის მოძლიერების ხარჯზე. რაც მეტი ენა იცის ადამიანმა, მით უკეთესი მისთვის, მაგრამ თავიდათავი,მაინც მშობლიური ენა უნდა იყოს.

გლობალიზაციას რაღაც პლუსებიც აქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ეს ნათქვამი: "ენის დამახინჯება შეურაცხყოფს არა მარტო გრამატიკას, არამედ ადამიანის სულსაც" (პლატონი), ხოლო როცა სულ კარგავ მას, შეიძლება თუნდაც პატარა, მაგრამ ქვეყნიდან კაციჭამიების ტომად იქცე. ღმერთმა ნუ მომასწროს ასეთ მომავალს!

ისევ ქართული პოეზია მაძლევს იმედს:

"რომ გათენდება დილა მზიანი
და ყოველ ბინდსა ის განანათლებს!"


KARIBCHEგოჩა-დიმიტრი გოგიძე, 56 წლის, პროფესიით ინჟინერ-ტექნოლოგი, უმუშევარი, ამჟამად მისდევს მეფუტკრეობას. ჰყავს 13 წლის ვაჟიშვილი ილია.

1. მიმაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და სამღვდელოებასთან ერთად თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვიზრუნოთ შობა-ახალი წლის ერთი თარიღის დასადგენად, რომ გამოირიცხოს მათი რამდენჯერმე აღნიშვნა. ვფიქრობ, არავისთვის არის სადავო, რომ მაცხოვარი ერთხელ იშვა კაცობრივი ბუნებით, ამიტომ ქრისტეშობასაც ერთხელ უნდა ვზეიმობდეთ წელიწადში, რათა გამოირიცხოს ამ საკითხთან დაკავშირებული ყოველგვარი გაურკვევლობა და გაორება.

საბედნიეროდ, შობა-ახალი წლის ძველი და ახალი სტილით აღნიშვნას არავითარი რელიგიური დატვირთვა არ გააჩნია საქართველოში, მაგრამ სუფრის დაუსრულებელი რიტუალები, რომელიც თითქმის მთელი თვის განმავლობაში გრძელდება, ყოვლად გაუმართლებელია და ნამდვილად არ გვაძლევს დამშვიდების საფუძველს, რადგან ამგვარი წრეგადასული ორგიებით შეურაცხვყოფთ ქრისტეშობის, ნათლისღებისა და ყველა იმ დიდი საეკლესიო დღესასწაულის მადლმოსილებას, რომელიც კალენდარულად იანვრის თვეში აღინიშნება.

შობის დღესასწაული ჩვენს ოჯახში, ვერ ვიტყოდი, რომ განსაკუთრებულად აღინიშნებოდა. უფრო ახალ წელზე იყო გადატანილი ყურადღება. ბავშვობაში სოფელ გლდანში ბაბუასთან ვატარებდი არდადეგებს და თანატოლებთან ძალიან მიყვარდა ალილოზე სიარული. არაფერი შეედრებოდა იმ სიხარულს, რომელსაც ბავშვები შობის ღამეს განვიცდიდით. შემდეგ მოსახლეობისგან მიღებულ საუქრებსაც თანაბრად ვინაწილებდით.

2. რწმენა გაუცნობიერებლად, ალბათ ბავშვობიდანვე გამაჩნდა, მაგრამ მისი გამოვლენა საკმაოდ გვიან, 43 წლის ასაკში მოხდა. მას შემდეგ, რაც ვაჟიშვილი შემეძინა და მამა გავხდი, უდიდესი პასუხისმგებლობა დამაწვა. რაც უფრო მეტად ვგრძნობდი შვილის სიყვარულს, უფრო და უფრო ვხვდებოდი, რომ ამ ვალდებულების ტვირთვას, ღვთის შემწეობის გარეშე, მარტო ვერ შევძლებდი, რამაც განაპირობა ჩემი ეკლესიურობა. ასე გავხდი დიდუბის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მრევლი 1998 წლიდან. მას შემდეგ ჩემი მოძღვარია დეკანოზი პეტრე ბარამიძე, რის გამოც ვმადლობ უფალს.

3. გლობალიზაცია მსოფლიო პროცესია, რომელიც ახალი ფენომენი არ გახლავთ. სამყაროს განვითარების საწყის ეტაპზე იგი ხანგრძლივი ომებით იკიდებდა ფეხს დაპყრობილი ქვეყნის ტერიტორიაზე.

დროთა განმავლობაში დამპყრობელი და დაპყრობილი სახელმწიფოები ინტერესდებოდნენ ერთმანეთის რელიგიითა და ყოფა-ცხოვრებით, ეცნობოდნენ და ძალაუნებურად ითვისებდნენ კიდეც უცხო კულტურას, ტრადიციებს, წეს-ჩვეულებას. უზიარებდნენ ურთიერთს ამა თუ იმ საკითხზე თავიანთ ცოდნა-გამოცდილებას, სწავლობდნენ უცხო ტომისა და ერის ანბანს, დამწერლობას, სიტყვათა მნიშვნელობას. ქრისტეფორე კოლუმბმა ახალაღმოჩენილ ამერიკის კონტინენტზე მოგზაურობისას არა მხოლოდ იმდროინდელი მსოფლიოსთვის უცნობი ფრინველი ინდაური აღმოაჩინა, აბორიგენი მოსახლეობისგან ისეთი ენდემური ჯიშის მცენარეებსაც გაეცნო, როგორიცაა კარტოფილი, სიმინდი, პომიდორი, ლობიო, გოგრა, თამბაქო, კაკაო, ყავა... და თუ მანამდე არავინ იცოდა ამ საკვები პროდუქტების შესახებ, დღეს ადამიანებს ვერც კი წარმოუდგენიათ მათ გარეშე არსებობა.

საქართველოთი რომ ყოველთვის დიდი იყო უცხო სახელმწიფოების დაინტერესება, ამის მაგალითად გამოდგება "თქმულება ოქროს საწმისზე", რომელშიც გადმოცემულია ბერძენი არგონავტების მოგზაურობა დასავლეთ საქართველოში და კოლხი ქალის, ულამაზესი მედეას ტრაგიკული სიყვარულის ისტორია.

ძველი აბრეშუმის გზა საქართველოს გავლით, ჩინეთიდან ევროპამდე იყო გადაჭიმული, ხელს უწყობდა ვაჭრობის განვითარებას და შედარებით ახალგაზრდა სახელმწიფოების უძველეს ცივილიზაციებთან გაცნობა-დაახლოებას.

თვეების დასახელებაც, რომელიც საერთაშორისო ტერმინოლოგიიდან შემოვიდა საქართველოში, მართალია, დღეს ქართული ენის ლექსიკურ ფონდს არავითარ საფრთხეს არ უქმნის, მაგრამ დასანანია, რომ ქართულის ჩანაცვლების გზით დამკვიდრდა. ენკენისთვე, აპნისი, მკათათვე, ვარდობისთვე, ღვინობისთვე, მარიობისთვე, გიორგობისთვე, ქრისტეშობისთვე, მოგეხსენებათ, დღეს აღარ გამოიყენება მეტყველებაში, არადა, რა კარგი იქნებოდა, რომ შეგვძლებოდა მათი შენარჩუნება.

გლობალიზაციის პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდა XX საუკუნეში, რასაც ხელი შეუწყო ტექნიკურმა პროგრესმა, სახმელეთო, საზღვაო და საავიაციო ნავიგაციის სწრაფი ტემპით განვითარებამ, კოსმოსის ათვისებამ.

რადიო, კინო და ტელეინდუსტრიის უახლესი მიღწევებით მსოფლიო ხალხებმა მეტი ინფორმაცია მიიღეს ერთმანეთის შესახებ, რომ არაფერი ვთქვათ ისეთ თანამედროვე კომუნიკაციებსა და საშუალებებზე, როგორიცაა კომპიუტერი, ინტერნეტქსელი, მობილური ტელეფონი და ა.შ., რაც გლობალიზაციის პოზიტიურ მხარედ უნდა მივიჩნიოთ.

გლობალიზაციის უდიდესი მონაპოვარია ოლიმპიური სპორტული თამაშობები, მსოფლიო ჩემპიონატები სპორტის სხვადასხვა სახეობაში, რომლებიც ხელს უწყობს სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდობის უკეთ გაცნობასა და დაახლოებას.

4. არსებობს ქართული ხალხური გამოთქმა: "ბებიის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს კბილები მოჰკვეთაო". მაინტერესებს ამ გამოთქმის ეკლესიური განმარტება.


KARIBCHEვესაუბრებით ვაჟა-ფშაველას პროსპექტზე მდებარე წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მღვდელმსახურს დეკანოზ დავითს (რუხაძე).

- მამა დავით, იანვარში მრავალი საეკლესიო დღესასწაული აღინიშნება. მათ შორის გამორჩეულად ვზეიმობთ მაცხოვრის შობისა და უფლის ნათლისღების უდიდეს საუფლო დღესასწაულებს. იქნებ, ამით დაგვეწყო ჩვენი საუბარი.

- სიამოვნებით. მაცხოვრის ხორციელად შობა, ძე ღვთისას განკაცება უდიდესი მოვლენაა კაცობრიობის ისტორიაში. წმინდა მამები მას სამართლიანად უწოდებენ უდიდეს საკვირველებას საკვირველებათა შორის. დღესასწაულის საგალობელში ნათქვამია: "დღეს ბეთლემი ცათა მობაძავ იქმნების..." ეს ნიშნავს იმას, რომ ზეციური მდგომარეობა ქვეყანაზე გადმოვიდა, ქვეყანაზე განხორციელდა.

იმ დროისთვის რომის იმპერიის მიერ დაპყრობილ ისრაელში გამოვიდა ბრძანება ავგუსტუს კეისრისა, აღეწერათ იმპერიის მოსახლეობა. ებრაელთა ჩვეულებისამებრ, აღწერა ტომებისა და გვარების მიხედვით უნდა ჩატარებულიყო. ვინაიდან ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და მართალი იოსებ დამწინდველი დავით მეფის შთამომავალნი იყვნენ, დავითის ქალაქში - იუდეის ბეთლემში ჩავიდნენ, რომელიც იუდას შტოში პატარა ქალაქად ითვლებოდა და თარგმანით "პურის სახლს" ნიშნავდა. არსებობდა მეორე ბეთლემიც, რომელიც ზაბულონის შტოში მდებარეობდა. მაცხოვრის განკაცება დავითის შტოს ქალაქში მოხდა, რომელსაც "ბეთლემ ევფრატად" მოიხსენიებდნენ. ვინაიდან ამ ქალაქში ჩასული ყოვლადწმინდა მარიამისა და მართალი იოსებისთვის სასტუმროში ადგილი არ აღმოჩნდა, ისინი იძლებულნი გახდნენ, თავი შეეფარებინათ ქალაქის განაპირას მდებარე გამოქვაბულისთვის, რომელიც უამინდობის დროს პირუტყვთა სადგომს წარმოადგენდა. სწორედ აქ განკაცდა სამყაროს მომავალი მესია.

ჩვენ ვიცით, რომ ისრაელში იყვნენ ადამიანები, რომელთაც ღრმად ჰქონდათ შესწავლილი სჯული, წინასწარმეტყველთა წიგნები და მოელოდნენ კიდეც მესიის მოსვლას, მაგრამ მათთვის არ გახდა საცნაური მაცხოვრის განკაცება. ნიშანდობლივია, რომ უფლის ანგელოზები ეცხადებიან არა სჯულში განსწავლულ ადამიანებს, არამედ უბრალო მწყემსებს და აუწყებენ მხსნელის მოვლინებას ამქვეყნად: "ნუ გეშინიან, რამეთუ აჰა ესერა გახარებ თქვენ სიხარულსა დიდსა, რომელი იყოს ყოვლისა ერისა: რამეთუ იშვა დღეს თქვენდა მაცხოვარი, რომელი არს ქრისტე უფალი ქალაქსა დავითისსა" (ლუკა 2,10-11). მწყემსები პირველები სცემენ თაყვანს ახალშობილ ყრმას.

სახარების განმმარტებელთა მიხედვით, მწყემსები, რომლებიც საპასექოდ დასაკლავ ცხვრებს აძოვებდნენ, სწორედ მაშინ იღებენ ანგელოზებისგან ნიშანს იმ ჭეშმარიტ ტარიგზე, რომელიც მომავალში დაიკვლებოდა კაცობრიობის ცოდვების გამოსასყიდად, იოანე ოქროპირისა და თეოფილაქტე ბულგარელის განმარტებით კი, ის მანთობელი ვარსკვლავი, რომელიც აღმოსავლეთში მყოფ მოგვებს გამოუჩნდათ, ანგელოზებრივი ძალა იყო, რომელიც მათ ქრისტეშობის ადგილამდე წინამძღვრობდა. ასტროლოგიურ მეცნიერებაში ღრმად გარკვეული მოგვები ხვდებიან, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი ვარსკვლავი, რომელიც ძველ ხალხთა წარმოდგენაში რომელიმე დიდი ადამიანის დაბადების ან გარდაცვალების დროს ჩნდება ცის კაბადონზე, მოგვებმა ზუსტად განსაზღვრეს, რომ ეს ვარსკვლავი იყო მაუწყებელი იუდეველთა აღთქმული მესიის განხორციელებისა. ისინი თაყვანს სცემენ ყრმა მაცხოვარს და შესწირავენ მას ოქროს - როგორც მეფეს, გუნდრუკს - როგორც ღმერთს და მურს - როგორც მოკვდავ ადამიანს.

ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულის აღნიშვნა მეოთხე საუკუნიდან მომდინარეობს და მას აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიები 25 დეკემბერს ზეიმობენ.

მაცხოვრის ნათლისღების შესახებ ყველაზე ამომწურავ ცნობებს ლუკა მახარებელი გვაწვდის. როდესაც მახარებელი ერთგან ამბობს: "იყო სიტყვაი უფლისაი იოანეს მიმართ, ძისა ზაქარიაისა, უდაბნოს" (ლკ. 3,2), ამით იმის ხაზგასმას ცდილობს, რომ იოანე ნათლისმცემელი თავისით კი არ მოქმედებდა, არამედ უფლის სიტყვა იყო მისი მამოძრავებელი და მთელი მისი ცხოვრება უფლის სიტყვის შესაბამისი იყო. ამდენად, იგი უდიდესი პიროვნება გახლდათ სულიწმინდის მადლით აღძრული, რომელიც მოქმედებდა უფლის ძალით და არა საკუთარი შეხედულებებით.

იმხანად იუდეაში ძალიან მიღებული იყო საუბრები იმის შესახებ, თუ როგორ მოეპოვებინათ იუდეველებს პოლიტიკური დამოუკიდებლობა რომის იმპერიისგან. ხალხი მოელოდა მხსნელს, განმათავისუფლებელს. სწორედ ამ დროს იწყებს ქადაგებას იოანე ნათლისმცემელი, მაგრამ მისი ქადაგება საერთოდ არ ეხება პოლიტიკას და სრულიად განსხვავებულია. იოანემ იცოდა, რომ მოდიოდა დრო, როდესაც ერი სინანულით უნდა განწმენდილიყო, მოენანიებინა ცოდვები და მომზადებულიყო მაცხოვრის მისაღებად, რომელიც გამოიხსნიდა მათ ცოდვებისგან.

აღმოსავლეთში ჰქონდათ ჩვეულება, როდესაც მეფე სადმე წასვლას დააპირებდა, მას წინ უძღოდნენ მომსწორებლები, რომელთაც ევალებოდათ მოესწორებინათ ბორცვი ან რიამე უსწორმასწორო ადგილი, რომ მეფეს და მის ამალას გადაადგილებისას ხელი არ შეშლოდათ. ასეთივე მისია უნდა აეღო თავის თავზე იოანე ნათლისმცემელს. მას უნდა მოესწორებინა გზა მაცხოვრის მისაღებად. "განჰმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ყვენით ალაგნი მისნი" (ლკ. 3,4). იოანე ნათლისმცემელი უდაბნოში აღიზარდა, თავს იდო სჯულის მთელი სიმკაცრე და მცდელობას არ იშურებდა იმისათვის, რომ ებრაელ ხალხს გაეცნობიერებინა თავიანთი ცოდვები, რადგანაც იცოდა, ცოდვათა დამხსნელი უკვე მოსული იყო. იგი არ ერიდება მათ მხილებას და თუ არ შეინანებენ, არ იქნებიან ღირსნი, იწოდებოდნენ აბრაამის შთამომავლებად.

ხალხში იმდენად დიდი იყო იოანეს ავტორიტეტი, რომ ბევრს იგი მესია ეგონა. "მე ნათელ-გცემთ თქვენ წყლითა, ხოლო მოვალს უძლიერესი ჩემსა, რომლისა არა ვარ ღირს ხამლთა მისთა ტვირთვად: მან ნათელ-გცეს თქვენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა", - განუმარტავდა იგი თანამემამულეთ. იოანემ ღვთის განგებულებით პირველი შეხედვისთანავე იცნო მაცხოვარი და მისი დანახვით შემკრთალი ეუბნება: "მე მიხმს შენ მიერ ნათლისღებად და შენ ჩემთანა მოხუალა?" (მათე 3,14). უფალი შეძრწუნებულ იოანეს მიუგებს: "აცადე აწ, რამეთუ ესრეთ შუენის ჩვენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე". მას შემდეგ, რაც იოანემ თავისი მისია აღასრულა, როგორც კი წყლიდან ამოვიდა, "აჰა, განეხუნეს მას ცანი და იხილა სული ღმრთისაი, გარდამომავალი ვითარცა ტრედი, მოვიდა და დაადგრა მას ზედა. და ხმაი იყო ზეცით და თქუა: "ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ" (მათე 3,16-17). სწორედ მაშინ მოხდა პირველად ყოვლადწმინდა სამების გაცხადება: მამა - რომლის ხმა ზეციდან მოწმობდა, ძე ღვთისა - რომელმაც ნათელიღო და სულიწმიდა - გარდამომავალი მტრედის სახით. ამიტომ ამ დღესასწაულს ღვთის გაცხადების დღესაც უწოდებენ.

მაცხოვრის ნათლისღებით საფუძველი დაედო ნათლისღების საიდუმლოს, რომელიც დედაეკლესიაში აღესრულება.

- მამა დავით, ბევრისგან მომისმენია, რატომ არ შეიძლება, ქრისტეშობა ჩვენთანაც 25 დეკემბერს აღინიშნებოდეს ეკლესიურად და ერთი კვირით წინ უსწრებდეს ახალი წლის დადგომას, როგორც ეს ევროპის ბევრ ცივილიზებულ ქვეყანაშია მიღებულიო. რა პასუხს გავცემთ ამ კითხვაზე?

- იმათ, ვინც ასე ფიქრობს, მინდა შევახსენო, რომ მნიშვნელოვანი ეკლესიური თარიღები და დღესასწაულები ყოველთვის ძველი სტილით აღინიშნებოდა. როგორც მოგეხსენებათ, XI საუკუნეში დედაეკლესიას გამოეყვნენ კათოლიკეები თავიანთი განსხვავებული შეხედულების გამო. მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიები ორ ნაწილად გაიყო, კათოლიკეებმა თავიანთი კალენდარი 13 დღით წინ გადასწიეს და ძველი სტილი ახლით შეცვალეს. მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის იყო, არის და კვლავაც დარჩება ერთგული იმ კალენდრისა, რომელიც მსოფლიო საეკლესო კრებების მიერ არის აღიარებული და არასოდეს გადაუხვევს უფლის მიერ დადგენილი გზიდან.

რუსეთმა, როგორც მართლმადიდებელმა ქვეყანამ, მანამდე შეინარჩუნა ძველი სტილი, სანამ 1917 წლის რევოლუცია არ მოხდა და ლენინის მთავრობამ საერო კალენდარი ახალ სტილზე არ გადაიყვანა. საეკლესიო კალენდარი კი, ბუნებრივია, დღემდე ძველ სტილზეა.

რაც შეეხება 25 დეკემბერს, ქრისტეშობას ჩვენ ზუსტად იმ დღეს აღვნიშნავთ, რომელ დღესაც უნდა აღინიშნებოდეს. ჩვენ არაფერი შეგვიცვლია. სწორედ 7 იანვარი გამოდის ის 25 დეკემბრის ღამე, როცა ქრისტეშობა მოხდა. ამდენად ჩვენ ზუსტად აღვნიშნავთ იმ უდიდეს ისტორიულ მოვლენას, რომლითაც ახალი ერა და ახალი წელთაღრიცხვა დაიწყო ჩვენს პლანეტაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, რა გამოვა? იმისათვის, რომ განუზომელი ხორციელი ნეტარება განვიცადოთ ახალი წლის დღეებში და ეს დღესასწაული განცხრომასა და დროსტარებაში გავატაროთ, კათოლიკურ სტილზე გადასვლა იქნება გამოსავალი, რომ გამართლება მოეძებნოს ჩვენს გაუთავებელ ორგიებს? რამდენად მოსაწონი იქნება ეს ღვთისთვის, იქნებ ამის გამოც ვისჯებით და ვერ გამოდის ჩვენი ერი უმძიმესი მდგომარეობიდან? დავფიქრებულვართ კი ამაზე?

- მამაო, ახლა, თუ შეიძლება, ვუპასუხოთ შემოსულ შეკითხვებს.

- სიამოვნებით. პირველი შეკითხვა იყო ასეთი - გადადის თუ არა ადამიანზე წინაპართა ცოდვა? ეკლესიის შვიდ საიდუმლოთაგან ნათლისღება ერთ-ერთ უდიდეს საიდუმლოდ ითვლება. ნათლობის დროს სასულიერო პირის მიერ მოსანათლავის ემბაზის წყალში სამგზის შთაფლვის შემდეგ ადამიანი ხელახლა იბადება ქრისტესთან ერთად, მას ყველა ცოდვა მიეტევება ადამ და ევას ცოდვის ჩათვლით და ეკლესიის სრულუფლებიანი წევრი ხდება. ასე რომ, მონათლულ ადამიანზე წინაპართა ცოდვები აღარ გადმოდის. მაგრამ თუ ნათლობის შემდეგ ურწმუნო ცხოვრებას განაგრძობს და მოსწყდება ეკლესიას, არ იქნება აღმსარებელი და ქრისტეს სისხლისა და ხორცის მაზიარებელი, შესაძლოა, ბევრი განსაცდელი შეხვდეს, მაგრამ ეს მისი არაეკლესიურობისა და ურწმუნოების შედეგი იქნება და არა წინაპართა ცოდვების. ჩვენ ვიცით, რომ უფალი ყოვლადწმოწყალე, კაცთმოყვარე და სამართლიანია. თუ ვიფიქრებთ, რომ ნათლობისა და ეკლესიური ღვაწლის მიუხედავად, უფალი მაინც დასჯის ადამიანს წინაპართა ცოდვებისთვის, მაშინ სადღა იქნება მისი შემწყნარებლობა და ყოვლადსამართლიანობა? თუ უფლისგან რაიმე სასჯელი მოდის, სხვადასხვა განსაცდელის ან თუნდაც ავადმყოფობის სახით, ეს უპირველეს ყოვლისა, იმისთვის ხდება, რომ ადამიანს თვალი აუხილოს, რათა მეტი აღარ შესცოდოს და თუ შესცოდავს, მოძღვრის წინაშე აღსარებით მოინანიოს. ყოველი ადამიანი თავის ცოდვაზე აგებს პასუხს და სხვისი ცოდვა, თუნდაც თავისი წინაპრისა, არ მოეკითხება. ამიტომ ასეთი შეხედულება მცდარია და მიუღებელი ეკლესიური აზროვნებისთვის.

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთს ძალიან ვუყვარვართ, ზრუნავს ჩვენი სულის გადასარჩენად და არ მოგვივლენს ისეთ განსაცდელს, რის გადატანასაც ვერ შევძლებთ, რადგან ჩვენი შეცოდებების მიხედვით რომ მოგვეკითხებოდეს, ადამიანისგან აღარაფერი დარჩებოდა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler