საბერძნეთში იმიტომ ჩამოვედი, რომ ჩემი შვილიშვილი ჭეშმარიტ ქართველად გავზარდო
საბერძნეთში იმიტომ ჩამოვედი, რომ ჩემი შვილიშვილი ჭეშმარიტ ქართველად გავზარდო
ათენის ქართული ემიგრაციის უმნიშვნელოვანესი და უპირველესი მოთხოვნა - სწავლება ქართულ ენაზე კარგა ხანია დაკმაყოფილებულია. ამ საკითხის მოსაგვარებლად მცდელობა ჯერ კიდევ 2002 წელს დაიწყო ათენის ქართულ სათვისტომოში ამჟამინდელი ქართული საკვირაო სკოლის დირექტორის, ქალბატონ დარეჯან ღამბაშიძის თაოსნობით. საკითხის დადებითად გადაჭრაში დიდი წვლილი მიუძღვის ყოფილ ელჩს ზვიად ჭუმბურიძეს. მან მოძებნა სკოლისთვის შენობა, რომელიც წმინდა პანტელეიმონის ეკლესიას ეკუთვნოდა... ყველაფერი თითქოს აეწყო - მიმდინარეობდა მეცადინეობები სასკოლო მოთხოვნილებების დონეზე, ცალ-ცალკე საკლასო ოთახებში. მოსწავლეთა რაოდენობა 65-მდე გაიზარდა. გამოდიოდა სკოლის გაზეთი "პატარა ემიგრანტები", სწავლობდნენ ქართულ ხალხურ ცეკვებს, ჩამოყალიბდა ქართული საბავშვო თეატრი. 2 წლის შემდეგ სკოლის ადმინისტრაციამ ხელშეკრულება აღარ გააგრძელა... ყველა პედაგოგი მუშაობდა ანაზღაურების გარეშე, მხოლოდ პატრიოტული მოსაზრებით, რათა არ დავიწყებოდათ ქართველ ბავშვებს დედაენა და სამშობლო. დღესაც უანგაროდ ემსახურებიან ისინი ამ კეთილშობილურ საქმეს.

ქართულმა საკვირაო სკოლამ ისევ ეკლესიას მიმართა დასახმარებლად და გააგრძელა მეცადინეობა მხოლოდ დაწყებითი კლასებისათვის, რადგან შენობა მეტის საშუალებას არ აძლევდათ. საკვირაო სკოლის დანარჩენმა მოსწავლეებმა ბერძნულ სკოლებს მიაშურეს.

რა უნდა გაკეთდეს, რომ ათენში, სადაც 500 000 ემიგრანტია, ნორმალურად იმუშაოს ქართულმა სკოლამ? ამაზე პასუხს ქალთა ორგანიზაცია "საბერძნეთის ქართველ ქალთა კავშირის" მმართველობითი საბჭო გვთავაზობს:

სახელმწიფომ უნდა გაიღოს ხარჯები ქართული საკვირაო სკოლის შენობის დასაქირავებლად (შენობა მოძებნილია და წელიწადში 7000 ევრო სჭირდება); უნდა შედგეს განათლების სამინისტროს მიერ საკვირაო სკოლებისათვის სასწავლო პროგრამები ყველა იმ საგანში, რომლებიც საქართველოს საჯარო სკოლებში ისწავლება, საკვირაო სკოლას უნდა მიენიჭოს საქართველოს სახელმწიფო სკოლის სტატუსი და განხორციელდეს მასზე ყველა ის ღონისძიება, რაც საქართველოს ნებისმიერი სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგებისათვის ხორციელდება, ქართულ საკვირაო სკოლაში აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს მშობლიური ენა და ლიტერატურა, საქართველოს ისტორია, საქართველოს გეოგრაფია, მათემატიკა, რელიგია და სხვა საგნები, რომლებიც საქართველოს სკოლებში ისწავლება და რისი სწავლებაც საკვირაო სკოლაში იქნება შესაძლებელი. საკვირაო სკოლას უნდა ჰქონდეს ის მმართველობითი სტრუქტურა, რაც საქართველოს ნებისმიერ სკოლაშია მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით: დირექტორი, სასწავლო ნაწილის გამგე, საქმეთა მმართველი, ორგანიზატორი და ასე შემდეგ. მათი ხელფასები და ასევე პედაგოგთა ხელფასები უნდა გაიცეს იმ ტარიფებით, რაც საქართველოს სკოლებისათვისაა დაწესებული. კლასიდან კლასში გადასვლისას და სკოლის დამთავრებისას მოსწავლეებს უნდა მიეცეთ ისეთივე დოკუმენტი (ატესტატი), როგორიც ეძლევათ საქართველოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს. სკოლის პედაგოგებსა და ხელმძღვანელობას ნამუშევარი წლები უნდა ჩაეთვალოთ სამუშაო სტაჟში. ქართული საკვირაო სკოლის მოსწავლეები უნდა მომარაგდნენ სახელმძღვანელოებით, ხოლო პედაგოგები - მეთოდური ლიტერატურით, ვიზუალური მასალით, საკვირაო სკოლის პირველკლასელებისათვისაც უნდა იქნეს გათვალისწინებული პრეზიდენტის საჩუქარი, ისევე, როგორც საქართველოს ნებისმიერი სკოლის პირველკლასელისათვის. მასწავლებლების გადამზადება, სასერტიფიკაციო გამოცდები უნდა ჩატარდეს ათენშიც, რათა უსაბუთო პედაგოგებმაც შეძლონ გამოცდის ჩაბარება, რადგან სამშობლოში დაბრუნების მერე თავიანთი პროფესიით უნდა იმუშაონ.

KARIBCHEსაკვირაო სკოლის დირექტორი დარეჯან ღამბაშიძე: - როცა საქართველოდან უამრავი ქართველი ოჯახიანად ჩამოვიდა ათენში, აზრად მომივიდა, დაგვეარსებინა ქართული სკოლები, საბავშვო ბაღები. ვახტანგ VI-ის სახელობის ქართული საკვირაო სკოლა 5 წლის წინ დაარსდა. ამ საქმეში გვერდით დაგვიდგა ყოფილი ელჩი, ძალიან კარგი ადამიანი, ბატონი ზვიად ჭუმბურიძე. საკვირაო სკოლის გახსნაზე ქალბატონი სანდრა რულოვსიც ბრძანდებოდა. გვაჩუქა დედაენა, საქართველოს ისტორიის წიგნები. სკოლაში გვყავს რელიგიისა და კულტურის პედაგოგი, ისტორიის მასწავლებელი. ქალბატონი ქეთევან ხატიაშვილი მუსიკას ასწავლის, თბილისში ანსამბლ "ნერგებს" ხელმძღვანელობდა და აქაც შექმნა ამავე სახელწოდების ანსამბლი. ბავშვები დაჯილდოვდნენ დიპლომებით, სიგელებით, ჩვენს სკოლასაც გადმოსცეს დიპლომები. ღირსშესანიშნავ დღეებში ვატარებთ ღონისძიებებს.

ქართული ენის მასწავლებელი თამარ ქავთარაძე-აფციაური: - ჩვენთან შემოდიან როგორც აქ დაბადებული ბავშვები, ისე საქართველოდან ჩამოსულებიც. ზოგ მშობელს სურს, რომ მის შვილს ქართული არ დაავიწყდეს, დადიან ისეთებიც, რომლებიც ცნობენ ქართულ ასოებს, მაგრამ წაკითხვა უჭირთ. ძალიან უჭირთ ბავშვებს ქართულად საუბარი და აზრის ჩამოყალიბება, ბერძნულად აზროვნებენ. აქაური ბავშვების მთავარი პრობლემა არის მეტყველების განვითარება და ვცდილობთ, დავეხმაროთ ამის დაძლევაში. სამწუხაროდ, ქართველი ბავშვები ერთმანეთს ბერძნულად ელაპარაკებიან. სასწავლო წლის დასაწყისში ყოველთვის ასეა. მერე და მერე უკვე ქართულად საუბრობენ. საკვირაო სკოლაში ხატვასაც სწავლობენ. მუსიკა ძალიან ეხმარება ბავშვებს ქართულად ამეტყველებაში.

უქმე დღეებში მოვდივართ საკვირაო სკოლაში და ვცდილობთ, განვიტვირთოთ. აქ სულ სხვანაირ სულიერ საზრდოს ვიღებთ. მიხარია, რომ ათენში იმ საქმეს ვაკეთებ, რაც საქართველოში მიკეთებია. ეს აუცილებელია ჩვენი თაობისთვის, ჩვენი ბავშვებისთვის. საქართველოში რომ დაბრუნდებიან, უნდა იცოდნენ, ვინ იყო ილია, ვაჟა, აკაკი, შოთა რუსთაველი. ჩვენი სახელმწიფოსგან თუ გვექნება მხარდაჭერა, მადლობლები ვიქნებით. ყველა უნდა დაბრუნდეს საქართველოში და საამისოდ საფუძველი უნდა ჰქონდეთ.

ხატვის მასწავლებელი ქალბატონი ლეილა ასათიანი: - ბავშვები ძალიან ნიჭიერები არიან. საქართველოს ბუნებას, ეკლესიებს ხატავენ ხოლმე. მართალია, ათენში დაიბადნენ, არ უნახავთ სამშობლო, მაგრამ წაკითხულით ექმნებათ წარმოდგენა და ხატავენ მშობლიური ქვეყნის ბუნებას, თანაც ძალიან საინტერესოდ. გეგონებათ, ცხადში აქვთ ნანახიო. უპირველესად, მათ საქართველოს სიყვარულს ვასწავლი.

- როგორი წარმოდგენა გაქვს საქართველოზე? - ვეკითხები ერთ-ერთ ქართველ მოსწავლეს.

- ძალიან კარგი, საქართველოს ვხატავ კიდეც.

- მე მომწონს საქართველო და მინდა ვიცხოვრო საქართველოში. საკვირაო სკოლაში ქართულ ენას ვსწავლობ, ხატვას, მათემატიკას, რელიგიას.

მშობელი ტანია ხუნდაძე: - საკვირაო სკოლაში დიდი სითბო და სიყვარული სუფევს. ბავშვებს უხარიათ კვირა დღის მოახლოება. ქართული ლაპარაკის გაგონება და ქართული ლექსების სწავლა გულს უხალისებთ. ყველა აქაური ქართველის მიზანია, მალე დაბრუნდეს საქართველოში, რათა ბავშვებმა უფრო მეტი სითბო და სიყვარული შეიძინონ. დირექტორი, ქალბატონი დარეჯანი გულით აყვარებს პატარებს ყველაფერ ქართულს. თითოეული პედაგოგი ყველანაირად ცდილობს, რომ ქართველმა ბავშვებმა ევროპაში ქართველობა შეინარჩუნონ.

მინდა, ჩემი სამშობლო იყოს ძლიერი და ყველამ ჩვენს სამშობლოში ვიცხოვროთ. ის ყველაზე დიდი გრძნობა, რაც გვაქვს მშობლებს, გვსურს შვილებს გავუნაწილოთ. ერთადერთი, რაც ჩვენს ქვეყანას გააძლიერებს, რწმენა და ღვთის სიყვარულია.

- მე გახლავართ ირაკლი წიკლაური, პაპა ვარ ერთ-ერთი მოსწავლისა. საბერძნეთში იმიტომ ჩამოვედი, რომ ჩემი შვილიშვილი ჭეშმარიტ ქართველად გავზარდო. დროებით გადმოხვეწილები ვცდილობთ, შევინარჩუნოთ ქართული სული.

მაყვალა მესხაძე: - ერთმა გამოჩენილმა მწერალმა და ჟურნალისტმა ყური ამიწია, - ასე ნოსტალგიაში ყოფნა არ შეიძლებაო. ყურითვე მომიყვანა სკოლაში. ქალბატონმა დარეჯანმა მითხრა, - მინდა, რომ ეს სიყვარული, რაც გვაქვს, ჩვენს ემიგრანტ ბავშვებში გაღვივდესო. აქ მოსულ ბევრ მშობელს უტირია გაკვეთილებზე. ეს სიხარულის ცრემლები იყო.

ანსამბლ "ნერგების" ხელმძღვანელი ქეთევან ხატიაშვილი: - ამ სკოლის არსებობის მიზანი ის არის, რომ ქართველი ბავშვებისთვის არ დარჩეს უცხო ქართული ენა, ქართული ცეკვა, ქართული სიმღერა. პატარა საქართველო გვინდა შევუქმნათ ბავშვებს. ყველას მოვუწოდებ, დაბრუნდნენ სამშობლოში. ზოგჯერ ვფიქრობ, რასაც აქ ვაკეთებთ, საქართველოში რომ გვეკეთებინა, ავაშენებდით და ავაყვავებდით ქვეყანას-მეთქი, მაგრამ მეორე მხარეცაა: მაინც პარტიზანულად ვიბრძვით, ჩვენ გადავარჩინეთ სამშობლოში დარჩენილი ოჯახები. ალბათ ქვეყნისა და ღვთის წინაშე მცირე წვლილი შევიტანეთ საქართველოს მშენებლობაში.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler