როგორ შევღებოთ კვერცხი
  როგორ შევღებოთ კვერცხი
არსებობს კვერცხების შეღებვის მრავალი წესი. ჩვენ რამდენიმეს, შედარებით მარტივსა და ხელმისაწვდომს გაგაცნობთ.
ყველაზე იოლია, შეიძინოთ კვერცხის სპეციალური საღებავი და შეფუთვაზე მითითებული წესისამებრ გამოიყენოთ. ალბათ, ყველამ იცის, რომ კვერცხს ხახვის ფურცლის ნახარშშიც ღებავენ.

აგროვებენ რაც შეიძლება მეტ ხახვის ფურცელს (ბევრი მის მოგროვებას აღდგომამდე 1 თვით ადრე იწყებს) და კვერცხს მასში ხარშავენ. ხარშვა სასურველი ფერის მიღებამდე გრძელდება. არსებობს სხვაგვარი წესიც: ხახვის ფურცელი ადუღეთ ნახევარ საათს, შემდეგ გადაწურეთ. ნახარშში ჩააწყვეთ უკვე მოხარშული კვერცხი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე, ვიდრე სასურველ ფერს არ მიიღებს. ამ გზით უფრო თანაბარი შეფერილობა მიიღება. კვერცხი ხახვის მშრალი ფურცლითაც შეიძლება შეიღებოს. კვერცხი მოხარშეთ, შემდეგ ცხელ-ცხელს სათითაოდ შემოახვიეთ ხახვის მშრალი ფურცლები, გადაახვიეთ ნაჭერში და კიდევ 10 წუთს ადუღეთ. წყალს ძმარი დაამატეთ. კვერცხი მოოქროსფრო-მარმარილოსებრ ელფერს მიიღებს. თუ კვერცხს ოხრახუშის ფოთოლს დააფენთ და მაგრად შეახვევთ დოლბანდში, თქვენს სააღდგომო სუფრას მოხატული კვერცხი დაამშვენებს. კვერცხის მოხატვა სხვაგვარადაც შეიძლება: სველი კვერცხი ამოავლეთ მშრალ ბრინჯში, მაგრად შეახვიეთ დოლბანდში, რომ მარცვლები არ მოშორდეს და ჩვეულებრივი წესით შეღებეთ. ბავშვებს ძალიან მოსწონთ კვერცხების შეღებვა აკვარელის საღებავითა და ფუნჯით. საღებავი სწრაფად რომ გაშრეს, უნდა შეიღებოს უკვე მოხარშული, ჯერ კიდევ თბილი კვერცხი.

პრაქტიკული რჩევები

თუ კვერცხს წინასწარ სოდიანი წყლით ან ძმრით გარეცხავთ, უფრო თანაბრად შეიღებება.

ხარშვისას კვერცხი რომ არ გასკდეს, შეღებვამდე 1 საათს სითბოში ან ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ, ხოლო ხარშვისას წყალში ჩაამატეთ 1 სუფრის კოვზი მარილი - ნაჭუჭი რომც გასკდეს, გული არ გადმოიღვრება.

შეღებილმა კვერცხმა რომ იბრწყინოს, გაამშრალეთ და ზეთი გადაუსვით.

წყარო: http://www.mkurnali.ge

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
18.04.2017
აღსავლის კარის გახსნა და დახურვა მანიშნებელია იმისა, რაც ზეცაში ხდება. საკურთხეველი სასუფეველს განასახიერებს.
15.04.2017
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. სასწაული კიდევ ერთხელ განმეორდა. ზეციური ცეცხლის გადმოსვლა უტყუარი ნიშანია მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების ჭეშმარიტებისა და მასში მადლის არსებობის.
15.04.2017
სააღდგომოდ კვერცხებს წითლად ვღებავთ იმ შემთხვევის მოსახსენიებლად, რომ მარიამ მაგდანილელმა კვერცხი უჩვენა კეისარ ტიბერიოსს და კვერცხმა სასწაულად იცვალა ფერი წითლლად.
09.04.2017
მუსულმანურმა სამყარომ რომ გაიგოს, ქართული ცეკვები მართლმადიდებლურ სარწმუნოებასა და ქალის კულტთან არის დაკავშირებული, დარწმუნებული ვარ, აღარ იცეკვებენ.
07.04.2017
1. დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მესიისა საწამებელად. რათა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა.
19.03.2017
ახლოვდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და ბობოქრობს ბოროტი, მთელი ძალით ცდილობს რწმენა შეურყიოს მორწმუნე სულებს, ყველა საშუალებას იყენებს, თანაც სულ ახალ ხერხებს მიმართავს და სამწუხაროდ ბევრი ადამიანი გაება მის მახეში.
26.02.2017
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში შენდობის წესს 19:00 საათზე აღავლენს. შენდობის კვირასთან დაკავშირებით ღვთისმსახურება ტაძარში 18:00 საათიდან დაიწყება.
26.02.2017
საქართველოს ფისტას ასოციაცია სულ რაღაც რამოდენიმე თვეა რაც დაფუძნდა და მისი პოპულარობა ფისტასთან ერთად სულ უფროდაუფრო მატულობს.
02.02.2017
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გერმანიაში გაემგზავრა. პატრიარქი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააცილა.
07.01.2017
"იშვა ყრმა, მოგვეცა ძე... და სახელი მისი, - … ღმერთი ძლიერი, ხელმწიფე, მთავარი მშვიდობისა, მამა მერმეთა მათ საუკუნეთა" (ეს. 9,5).
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, საერო დასნო, საყვარელნო დანო და ძმანო, მკვიდრნო საქართველოAსა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო!
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
ეს იმის ნიშანია, რომ ეკლესიურად და ერთმანეთის სიყვარულში უნდა ვიცხოვროთ

ინერნეტ სივრცეში აფხაზეთში მომხდარი სასწაულების შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ ბევრი ჩვენთაგანი საგონებელში ჩააგდო.
საიტის პარტნიორები