ფისტას განვითარებას აქვს დიდი მომავალი საქართველოში
ფისტას განვითარებას აქვს დიდი მომავალი საქართველოში
საქართველოს ფისტას ასოციაცია სულ რაღაც რამოდენიმე თვეა რაც დაფუძნდა და მისი პოპულარობა ფისტასთან ერთად სულ უფროდაუფრო მატულობს. ეს კი განპირობებულია იმ პროექტებითა და ინიციატივებით, რომელსაც ასოციაცია სთავაზობს საქართველოს მოსახლეობას. ფისტასა და ასოციაციის პროექტებზე სასაუბროდ ჩვენ დავუკავშირდით ფისტას ასოციაციის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს, ეკონომიკური საკითხების მკლევარს და არაერთი სამეცნიერო სტატიის ავტორს ოთარ ანგურიძეს.

-ბატონო ოთარ, რატომ დაინტერესდით ფისტას კულტურით და რატომ უთმობთ ამდენ ყურადღებას ამ მცენარის ცდებში და შემდეგ მოსახლეობაში მის პოპულარიზაციას, მაშინ როცა ამდენი გამოცდილი კულტურა არსებობს საქართველოში, რომლის პოპულარობაც არც თუ ისე მაღალია?

-მართალს ბრძანებთ, მეხილეობის საკმაოდ ბევრი კულტურა არსებობს საქართველოში, რომელთა დიდ ნაწილს არ აქვთ სათანადო ყურადღება დათმობილი, თუმცა მათზე საუბარი საკმაოდ შორს წაგვიყვანს და ჯობია ჩვენი საუბარი მხოლოდ ფისტას დავუთმოთ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენს თანამოქალაქეებს არა აქვთ სრულყოფილი ცნობა ფისტას შესახებ, როგორც ჩანს ჩვენს შორეულ წინაპრებს გარკვეული შეხება ამ კულტურასთან ჰქონდათ. ამაზე მეტყველებს თეიმურაზ II-ის "ხილთა ქება" სადაც, მას ფისტაზე დათმობილი აქვს მთელი 31-ე სტროფი და ასევე სულხან-საბა ორბელიანიც თავის ლექსიკონში გვთავაზობს ფისტას შესახებ განმარტებას. თუ რატომ დავინტერესდით დღეს მე და ჩემი მეგობრები ამ კულტურით ბევრი მიზეზი არსებობს ამისა, უმთავრესი მიზეზი არის ის, რომ ფისტა ნახევრად უდაბნოს ტიპის მცენარეა, ასეთი მიწები კი სამწუხაროდ საქართველოში უყურადღებოდ გვაქვს მიტოვებული და მათი მდგომარეობა ყოველწლიურად უარესდება. ამიტომ გაუდაბოებასთან ბრძოლის წინააღმდეგ შეიძლება გამოვიყენოთ ფისტა.

-როგორ დაიწყეთ საქმიანობა? ხომ არ გაგიჭირდათ ახალი კულტურის მოსახლეობისათვის მიწოდება?

-თავიდან რომ დავიწყეთ საქმიანობა, ვშიშობდით, რომ გაგვიჭირდებოდა სოფლის მეურნეობაში გამოცდილი ერისთვის ახალი კულტურის შეთავაზება. ამიტომ საწყის ეტაპზე ცოტა სიფრთხილით მოვეკიდეთ ამ საქმეს. მოგეხსენებათ ჩვენი ასოციაცია კვლევით საქმიანობასაც ეწევა და ამისათვის გვჭირდებოდა სხვადასხვა რეგიონებში გარკვეული სახის მიწის ნაკვეთები, სადაც ჩვენი წევრების მხრიდან მოხდებოდა წინასწარ განსაზღვრული რაოდენობის ნერგების დარგვა და პერიოდული მეთვალყურეობა, თუ როგორ განვითარდებოდა მცენარე. ამისათვის გვქონდა ორი ძირითადი პირობა, მიწის ნაკვეთი უნდა ყოფილიყო შემოღობილი და ჩვენს წევრებს ნებისმიერ დროს უნდა შეძლებოდათ ადგილზე მისვლა და ნერგის შემოწმება. მცირე მსჯელობის შემდეგ ჩამოვყალიბდით, რომ ასეთი ადგილები იქნებოდა მონასტრები, რომლებიც ერთი მხრივ არიან გარკვულ შემოსაზღვრულ ტერიტორიებზე და მეორე მხრივ მონასტრების კარგი მუდმივად ღიაა მომლოცველობისთვის და ამ შემთხვევაში არამარტო ჩვენ წევრები, არამედ ყველა დაინტერესებული პირი შეძლებდა მისულიყო და ადგილზე ენახა მცენარის განვითარების სხვადასხვა სტადიები. პირველი შერჩეული ასეთი მონასტრები იყო თბილისის შემოგარენში, კახეთსა და შიდა ქართლში. შემდგომ კი მოსახლეობასა და მრევლში ამ პროექტმა იმდენად დიდი ინტერესი გამოიწვია, რომ მათი მომართვიანობების კვალობაზე იძულებულები გავხდით დაგვეწყო უკვე მეორე პროექტი "ფისტა ჩვენს ოჯახში", რომელშიც ჩართულია ასობით ოჯახი და უკვე მოვიცავით მთელი საქართველო. პროექტი გრძელდება და როდესაც გამოზაფხულდება და დადგება შესაბამისი დროც ჩვენ ვაპირებთ მოსახლეობაში ნერგების კვლავ დარიგებას.

-საქართველოში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს თხილი, კაკალი და ნუში. თუმცა ფისტას შესახებ ძალიან ცოტამ იცის და ისიც თქვენი ასოციაციის წყალობით. ამიტომ ალბათ ლოგიკურია რამდენად ექნება ფისტას ისეთივე პოპულარობა ქართველებში, როგორც სხვა ჯიშებს?

-გეთანხმებით, ფისტას შესახებ მოსახლეობაში ძალიან მწირი ინფორმაცია არსებობს და სწორედაც აღნიშნეთ თქვენ, როცა პოპულარიზაციის საქმეში ფისტას ასოციაციის როლზე გაამახვილეთ ყურადღება. როცა ჩვენ დავიწყეთ საქმიანობა, არანაირი ინფორმაცია არ არსებობდა ჩვენს მოსახლეობაში ფისტას შესახებ და სწორედ ამ ინფორმაციის მიწოდების პროცესმა წაიღო ძალიან დიდი შრომა და ენერგია. მინდა გითხრათ, რომ ჩვენმა კარგად გააზრებულმა ნაბიჯებმა საკმაოდ კარგი შედეგიც გამოიღო და დღეს ფისტას შესახებ ძალიან დიდი ინტერესი არსებობს, ხალხი მზად არის ფისტას ბაღებიც კი გააშენოს. ამისთვის მათ სჭირდებათ გარკვეული სახის დაფინანსებები და ხელშეწყობები. ჩვენი ასოციაციის მიზანიც სწორედ ეს არის, რომ მსგავს პროგრამებში ჩაერთოს ფისტას კულტურაც და მოსახლეობასაც ჰქონდეს მეტი შესაძლებლობა ფისტას გაშენების. როდესაც პირველ ეტაპზე მონასტრებში დავიწყეთ ფისტას დარგვა, ძალიან დიდი სითბო და ყურადღება გამოიჩინეს მონასტრებმა და ცალკეულმა სასულიერო პირებმა. თავად პატრიარქიც კი შეგვხვდა და დიდი გულისყურით გაეცნო და მოგვიწონა საქმიანობა. შეხვედრისას აღნიშნა, რომ ფისტას განვითარებას აქვს დიდი მომავალი საქართველოში და დალოცა ჩვენი ასოციაცია და საქმიანობა. ჩვენც შევეცადეთ იმ თანადგომისა და ზრუნვისათვის, რომელსაც იჩენს ჩვენი უწმინდესი ქვეყნის საკეთილდღეოდ მცირედით გამოგვეხატა მოკრძალებული პატივისცემა და ავირჩეთ ჩვენი ასოციაციის აკადემიური საბჭოს საპატიო პრეზიდენტად.

-ამ ყველაფერთან ერთად საინტერესოა რამდენად კონკურენტუნარიანი არის ფისტა სხვა მსგავს კულტურებთან მიმართებაში?

-თქვენც იმ საკითხს შეეხეთ, რასაც ჩვენი წევრებისა და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უსვავდა ხაზს. ლოგიკურიცაა, რადგან როცა არარსებობს არანაირი ინფორმაცია ფისტას შესახებ, პირველი კითხვა მისი ეკონომიკურ სარგებლიანობაზე მდგომარეობს და შემდეგ ჩნდება სხვა კითხვებიც. მინდა გითხრათ, რომ ფისტა არის ყველაზე კონკურენტუნარიანი სახეობა სხვა კაკლოვანებთან შედარებით. ამაზე მეტყველებს მისი ფასი, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ. ეს კი განპირობებულია ფისტას უნიკალური თვისებებით, რაც მის ფართო გამოყენებაში ვლინდება. მაგალითად ფისტა აქტიურად გამოიყენება საკვებად, კულინარიასა და მედიცინაში. ეს ყველაფერი ერთად მის მოთხოვნასა და ღირებულებას განსაზღვრავს. გასული წლის ოქტომბერში ჩვენ გვყავდა ჩამოყვანილი ამერიკელი ექსპერტი და რამოდენიმე დღიანი სემინარები გამართა ჩვენი წევრებისთვის და შეხვედრებისას ისიც ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ საქართველოში ყველანაირი პირობა არსებობს იმისა, რომ მივიღოთ მიღალი ხარისხის ფისტას პროდუქტი. ასოციაცია მომავალშიც აპირებს სხვა გამოცდილი ექსპერტების ჩამოყვანას, რათა საქართველოს მოსახლეობაში ამაღლდეს ცოდნა ფისტას კულტურასთან დაკავშირებით.

თუ დაინტერესდებით ფისტას განვითარების პერსპექტივებით, შეგიძლიათ იხილოთ ფისტას საზოგადოების ფეისბუქ-გვერდი.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler