არ იყო გულწრფელი და პატიოსანი, არ უყვარდა ჭეშმარიტება და ამიტომაც აღმოჩნდა რთულ მდგომარეობაში
არ იყო გულწრფელი და პატიოსანი, არ უყვარდა ჭეშმარიტება და ამიტომაც აღმოჩნდა რთულ მდგომარეობაში
ნიკოლოზ ამბრაზი "ებრაელი რაბინის მოქცევა"
სამუელმა ესაიას კითხვა განაგრძო: "ყოველნი, ვითარცა ცხოვარნი, შევსცეთით. კაცი გზასა შესცთა და უფალმან განსცა იგი ცოდვათა ჩვენთათვის. და იგი განბოროტებისათვის არა აღაღებს პირსა თვისსა, ვითარცა ცხოვარი, კლვად მიმართ მიიყვანა და, ვითარცა კრავი, წინაშე მრისველისა თვისისა უხმოი, ეგრეთ არა აღაღებს პირსა თვისსა. სიმდაბლესა შინა მსჯავრი მისი აღებულ იქმნა, ნათესავი მისი ვინ მიუთხრას, რამეთუ აღებულ არს ქუეყანისაგან ცხოვრებაი მისი, უსჯულოებათაგან ერისათა მოვიდა სიკუდიდ. და მივსცნე უკეთურნი დაფლვისა მისისა წილ და მდიდარნი სიკუდილისა მისისა წილ, რამეთუ უსჯულოებაი არა ქმნა, არცა იპოვა ზაკვაი პირსა შინა მისსა" (ესაია 53,6-9).

სამუელმა ამ სტრიქონების წაკითხვის მერე საყურადღებო ამბავი გაიხსენა.

- სწავლების ბოლო წელს ჩვენი ფაკულტეტის მასწავლებელმა რაბინმა შაბეთაიმ თავს იდო, ჩვენთვის ესაიას
53-ე თავი განემარტა. მრავალი უგუნური და უაზრო რამ თქვა. მახსოვს, გვიხსნიდა, რომ პირი, რომელიც იწყლა და იგვემა, დამცირებული და დასჯილი იყო ღვთისაგან, გახლდათ იუდეველი ერი, რომელიც წარმართთა შორის იტანჯება. ერთმა ჩემმა ჯგუფელმა ჰკითხა: - რატომ იტანჯება იუდეველი ხალხიო. რაბინმა შაბეთაიმ მიუგო: "ჭეშმარიტად ვიტანჯებით ცოდვათა ჩვენთათვის, რამეთუ ვუღალატეთ ღვთის სჯულს და შევცოდეთ". მსმენელებმა დავუჯერეთ, მაგრამ როცა მივაღწიეთ ბოლო სტრიქონამდე: "რამეთუ უსჯულოებაი არა ქმნა, არცა იპოვა ზაკვაი პირსა შინა მისსა", რაბინმა სცადა, არ აეხსნა ის და მაშინვე მომდევნო მუხლზე გადავიდა. შევაწყვეტინე: - თქვენ ახლახან აგვიხსენით, რომ იუდეველი ერი ცოდვებისთვის იტანჯება, რადგანაც ცოდვილები ვართ-მეთქი.

- დიახ, გითხარით, მაგრამ აქ წინასწარმეტყველი ამბობს, რომ ამ პირმა უსჯულოებაი არა ქმნა, არცა იპოვა ზაკვაი პირსა შინა.

- როგორ მიესადაგება ესენი ერთმანეთს?

ის დაიბნა და ვერ შეძლო ეპასუხა, რაღაც წაიბუტბუტა, ის, რისაც თვითონაც არ სჯეროდა. მოწაფეებმა ღიმილით გადახედეს ერთმანეთს, რაბინი კი იძულებული გახდა, ეღიარებინა, წინასწარმეტყველ ესაიასთან ზოგიერთი აუხსნელი ადგილიაო და აღარ გააგრძელა განმარტება ამ თავისა. ამ დროს, მისდა ბედად, ზარი დაირეკა და გაკვეთილი დამთავრდა.

ჭეშმარიტი ახსნა ესაია წინასწარმეტყველის 53-ე თავისა
- შენი მასწავლებელი, - ვუთხარი სამუელს, - არ იყო გულწრფელი და პატიოსანი, არ უყვარდა ჭეშმარიტება და ამიტომაც აღმოჩნდა რთულ მდგომარეობაში. მას სურდა, წინასწარმეტყველის სიტყვები რაბინების ცრუ იდეებთან და სინაგოგის მოძღვრებისთვის შეეთანხმებინა, მაგრამ მოდი, ჩვენ, ღვთის მადლით, უარვყოთ ამგვარი ბრძნობა და თვითონვე ავხსნათ წინასწარმეტყველის მიერ მესიაზე ნათქვამი საოცარი სიტყვები.

რადგანაც ჩვენ "გზასა შევცდით, უფალმან განსცა იგი ცოდვათა ჩვენთათვის"; ამასვე ამბობს მახარებელი იოანე: "აჰა ტარიგი ღმრთისაი, რომელმან აიხუნეს ცოდვანი სოფლისანი" (იოანე 1.29). ხოლო მოციქული პავლე ამბობს: "რამეთუ ქრისტე, ვიდრე-იგი ჩუენ უძლურ-ღა ვიყვენით, ჟამსა ოდენ უღმრთოთათვის მოკუდა. რამეთუ ძნიად ვინმე მართლისათვის მოკუდის... ხოლო გამოაცხადა თვისი იგი სიყუარული ჩუენდა მომართ ღმერთმან, რამეთუ ვიდრე-იგი ცოდვილ-ღა ვიყვენით, ქრისტე ჩუენთვის მოკუდა. რაოდენ უკუე უფროის აწ, განმართლებულ რაი ვართ სისხლითა მისითა, განვერნეთ ჩუენ მის მიერ რისხვისაგან! უკუეთუ მტერ რაი ვიყვენით, დავეგენით ღმერთსა სიკუდილითა ძისა მისისაითა, რაოდენ უფროის აწ, და-რა-ვეგენით, ვცხონდეთ მაცხოვარებითა მისითა!" (რომაელთა 5.6-11). მესია, "ვითარცა ცხოვარი, კლვად მიმართ მიიყვანა და, ვითარცა კრავი, წინაშე მრისველისა თვისისა უხმოი, ეგრეთ არა აღაღებს პირსა თვისსა". აი, რა წერია მახარებელ მათესთან: "მაშინ აღდგა მღდელთ-მოძღუარი იგი და ჰრქუა მას: არარას მიუგება, რასა-ეგე შეგწამებენ შენ? ხოლო იესუ დუმნა" (მათე 26.63). ასევე მათესთან 27.12-14 თავში ნათქვამია: "და შესმენასა მას მღდელთ-მოძღუართასა და მოხუცებულთასა არარაი მიუგო. მაშინ ჰრქუა მას პილატე: არა გესმისა, რაოდენსა-ესე შეგწამებენ შენ? და არარაი მიუგო მას არცა ერთისა სიტყვისათვის, ვიდრემდე უკვირდაცა მთავარსა მას ფრიად". ვფიქრობ, აქ დროული იქნება გავიხსენოთ ეთიოპიის დედოფლის კანდიდის საჭურისი დიდებულის ქრისტესკენ მოქცევა. მასთან მაშინ უფალმა მოციქული ფილიპე გაგზავნა ესაიას სიტყვების განსამარტავად. მოდით, წავიკითხოთ!

"ანგელოზი უფლისაი ეტყოდა ფილიპეს და ჰრქუა: აღდეგ და მივედ შენ სამხრით კერძო, გზასა მას, რომელი შთავალს იერუსალემით გაზად. ესე არს უდაბნოი.

და აღდგა და წარვიდა. და აჰა, ესერა კაცი ჰინდოი საჭურისი ძლიერი კანდაკესი დედოფლისა მის ჰინდოეთისაი, რომელი იყო ყოველსა ზედა საფასესა მისსა, რომელი-იგი მოსრულ იყო თაყუანის-ცემად იერუსალემდ, და მოქცეულ იყო და ჯდა იგი ეტლთა ზედა მისთა და იკითხვიდა წიგნსა ესაია წინასწარმეტყუელისასა. ჰრქუა სულმან წმიდამან ფილიპეს: მივედ და შეეახლე შენ ეტლთა იმათ. და მივიდა ფილიპე და ისმენდა მისსა, ვითარ-იგი იკითხვიდა ესაია წინასწარმეტყუელსა; და ჰრქუა: უწყი-მეა, რასა-ეგე იკითხავ? ხოლო მან ჰრქუა: და ვითარ-მე მეძლოს უწყებად, არა თუ ვინმე იყოს წინამძღუარ ჩემდაი, და ჰლოცვიდა ფილიპეს აღსლვად და დაჯდომად მის თანა. ხოლო თავი საკითხავისაი მის, რომელსა იკითხვიდა, იყო ესე: ვითარცა ცხოვარი კლვად მიიგუარა და ვითარცა ტარიგი წინაშე მრისუველისა უხმობელად, ესრეთ არა აღაღებს პირსა თვისსა. სიმდაბლითა თვისითა სასჯელი მისი მოეღო. ხოლო თესლ-ტომი მისი ვინ-მე მიუთხრას, რამეთუ აღებულ არს ქუეყანით ცხორებაი მისი. მიუგო საჭურისმან მან და ჰრქუა ფილიპეს: გევედრები შენ, ვისთვის იტყვის წინასწარმეტყუელი ამას, თავისა თვისისათვის, ანუ სხვისა ვისთვისმე? აღაღო პირი თვისი ფილიპე და იწყო თხრობად მისა და ხარებად წიგნთაგან იესუისთვის. და ვითარცა მი-ოდენ-ვიდოდეს მგზავრ, მოვიდეს წყალსა ერთსა ზედა და ჰრქუა საჭურისმან მან: აჰა წყალი, რაიღა ყენება არს ჩემდა ნათლის-ღებად? ჰრქუა მას ფილიპე: გრწამს თუ ყოვლითა გულითა შენითა, ჯერ-არს. მიუგო და ჰრქუა მას: მრწამს, რამეთუ ძე ღმრთსაი არს იესუ ქრისტე. და უბრძანა დადგინებაი ეტლთაი მათ. და შთავიდეს ორნივე წყალსა, ფილიპე და საჭურისი იგი, და ნათელ-სცა მას. და ვითარცა აღმოვიდეს წყლით, სული წმიდაი მოვიდა საჭურისსა მას ზედა; და სულმან უფლისამან წარიტაცა ფილიპე და მერმე არღარა იხილა იგი საჭურისმან მან, და ვიდოდა გზასა თვისსა სიხარულით. და ფილიპე იპოა აზოტით კერძო, მიმოვიდოდა და ახარებდა ყოველსა მას ქალაქებსა ვიდრე მოსლვადმდე მისა კესარიად" (მოციქულთა საქმე 8.26-40).

ჭეშმარიტად "ვიდოდა გზასა თვისსა სიხარულით", რამეთუ მოიპოვა მან უძვირფასესი საუნჯე. წინასწარმეტყველი დანიელიც გვაუწყებს მესიის სიკვდილს: "და შემდგომად შვიდეულისა სამეოცდაორთა მოისპოს ცხებაი და მსჯავრი არა იყოს". სამუელმა კითხვა განაგრძო: "და მივსცნე უკეთურნი დაფლვისა მისისა წილ და მდიდარნი სიკუდილისა მისისა წილ, რამეთუ უსჯულოებაი არა ქმნა, არცა იპოვა ზაკვაი პირსა შინა მისსა. და უფალსა ჰნებავს განწმედაი მისი წყლულებისაგან, უკუეთუ მისცნეთ ცოდვათა ძლითნი. სულმან თქვენმან იხილოს თესლი გრძელსაწუთოი და ჰნებავს უფალსა ხელითა მისითა მოსპობაი ტკივილისაგან სულისა მისისა, ჩუენებად მისსა ნათელი და აღზელად გულისხმის-ყოფითა, განმართლებად მართალი კეთილმმონებელი მრავალთა, და ცოდვანი მათნი მან აღიხუნეს. ამისთვისცა მან თავადმან დაიმკვიდრნეს მრავალნი და ძლიერთა განანაწილოს იავარი ამის წილ, რომელ განეცა სიკუდიდ სული მისი, და უსჯულოთა თანა შეირაცხა, და მან ცოდვანი მრავალნი აღიხუნა, და ცოდვათა მათთათვის მიეცა".

- 53-ე თავში მთავრდება წინასწარმეტყველ ესაიას მოწმობა მესიაზე, რომელშიც ისეთი გამაოგნებელი სიზუსტით მოგვითხრობს ქრისტეს ვნებებზე, რომ შეიძლება იფიქრო კიდეც, რომ ესაია თვითმხილველი იყო მისი.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.01.2022
უფლის ძახილი

უწყალო მსაჯულთაგან უვნებელი ვნებას დაითმენს.
26.01.2022

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) ცხონებასთან დაკავშირებით გადმოგვცემს:

19.01.2022

გვესაუბრება მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე):

-ნათლისცემის საიდუმლოს აღსანიშნავად ძველ ბერძნულ ენაში დაკანონდა ტერმინები, რომელნიც წყალთან, წყლით განბანვასთან არიან დაკავშირებულნი.

01.01.2022
ბებერი მუხა აღერღილი იყო. უკანასკნელი ფოთლები, რა ხანია რცხილებსაც დასცვივდათ, წიფლებსაც, თამელებსაც;
01.01.2022
ახალ-წელიწადს ელიან,
ბალღები სხედან კერაში,
მუგუზლებს აჩინჩხალებენ,
დროს ატარებენ მღერაში,
22.10.2021
აკაკი წერეთელი თავის მოგონებებსა თუ ლექსებში ხშირად და სხვადასხვა კონტექსტით მოიხსენიებს ქართულ ღვინოს სუფრას თუ ტრადიციულ სასმისებს
26.09.2021
ცურტავი ქვემო ქართლში, მდინარეების ქელისა და დებედის შუა დაბლობზე მდებარეობს.
29.07.2021
2021 წლის 2 აგვისტოს თბილისის ქვაშვეთის წმინდა გიორგის ტაძრის დეკანოზ ელიზბარ (ერისკაცობაში ელგუჯა) ოდიშვილს მღვდლად კურთხევიდან
10.07.2021
დღეს, 14:00 საათზე, წმინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში მიაბრძანებენ. ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
27.06.2021
უდიდესი სასწაული, ქრისტეს აღდგომა გვიახლოვდებოდა...
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა სალომე უჯარმელი და პეროჟავრა სივნიელი ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს უახლოესი თანაშემწენი იყვნენ. მათ წმინდა ნინოსთან ერთად უამრავი ჭირი და განსაცდელი გადაიტანეს ქრისტეს სარწმუნოების გასავრცელებლად.

istanbul evden eve nakliyat fabrika taşımacılığı eşya depolama ofis taşıma bostancı nakliyat skdar nakliyat ehirler aras nakliyat ehirler aras nakliyat cretleri ehirler aras nakliyat transfernakliyat.com.tr eya depolama sex shop

restbet restbet tv restbet giriş restbet restbet güncel restbet giriş restbet restbet giriş restizle betpas betpas giriş pasizle betpas betpas giriş pasizle iskambil oyunları rulet nasıl oynanır blackjack nasıl oynanır guvencehd.org heceder.org trke casino 30 tl deneme bonusu tahincioglunakliyat.com.tr aviator oyunu betexper Deneme bonusu veren siteler heceder.org