ღრუბლიანი დღეც ხომ ლამაზია
ღრუბლიანი დღეც ხომ ლამაზია
შიო მღვიმელის ქალიშვილის ქეთევან ქუჩუკაშვილის მოგონებიდან
"მამას ძმა, სანდრო უჭკუო კაცი არ იყო და უბრალოდ არ აიჩემებდა შენს შუამთის მონასტერში წაყვანას. მას ანაფორა ეცვა და უფლებამოსილი იყო, თავისი ოჯახის წევრი შუამთის მონასტერში ბერებისთვის მიებარებინა აღსაზრდელად.

დედაშენი გამშრალი ზის, ჩაცვინულ ლოყებზე ორი ცრემლი ჩამოუგორდა. შუამთის მონასტერი, ვინ ამბობს, კარგი არ არისო, შიო გარეთ არ იქნება, მაგრამ რომ აგონდება, შორს მიდიხარ, მონასტერში, უცხო ხალხში, გული ეთუთქება. ხვალ სამხარზე ყველას დაუსხამს ღოლოს შეჭამადს, შენს ჯამს კი ცარიელს დადგამს. დეიდა კეკეს სახე უცინის, სანდრომ კარგ ბუდეში ჩააგდო შიო, წვიმა არ დაასველებს და ლუკმაზე არ იფიქრებს. სხვა რა უნდა, შვიდი წლის ბავშვს ტოვებდნენ ბერებთან აღსაზრდელად და შიო ცამეტი წლისაა, სადღაც ხომ უნდა დაიდოს ბინა, თუნდაც შუამთის მონასტერში?

კმაყოფილება ეხატება კეკეს ხორბლისფერ სახეზე და თავისი დის, დედაშენის ცრემლები წვიმის წვეთები ჰგონია.

სანდროს მეუღლე ნინო ღიმილით გამოგვყურებს, იცის, სადაც სანდრო წაგიყვანს, წაჰყვები. ისიც ასე ფიქრობს, - შუამთის მონასტერი კარგი ადგილია შენთვის.

- შიო, ილოცე, ყანებს კალია არ შეესიოს და ნათესი არ შეგვიჭამოს, - აბარებს დეიდა კეკე.

- შიო, ხატებს შეევედრე, ყვავილით არ გაგვიხდეს ბავშვები ავად, - აბარებს სანდროს მეუღლე.

შიო ჰპირდება, რომ ილოცებს.

- შვილო, შიო, მამაშენისთვის, ილარიონისთვისაც ილოცე, სანთელიც აუნთე ხოლმე, - აბარებს დედა. ხელები კალთაში უწყვია, როგორ უნდა ეს ხელები მონასტერში გამოგატანოს.

შუამთის მონასტერში იმ წელს მოწაფის ადგილი არა ჰქონდათ, სანდრო დამძიმებული დაბრუნდა გორში".

***
- ხანდახან ვფიქრობ, ნუთუ იმიტომ გავატარეთ ასე უსიხარულოდ წუთისოფელი, რომ ბერის მაგივრად პოეტი დადგა მამაჩემი? ის ხომ არ წასულა წინააღმდეგი, თვითონ ბერებმა უთხრეს სანდროს, - წელს ადგილი არ გვაქვსო. ალბათ ღმერთს ასე სურდა. ბერის დიდი საქმე არ დაავალა, არც დიდი პოეტის სახელი არგუნა, მაგრამ რაც მისცა, მშვენიერია. ტომები არ დასჭირვებია, ორი ლექსიც საკმარისი გახდა, რომ ბავშვებს შეჰყვარებოდა, ეს კი წარმოუდგენელი სიმდიდრეა, რაც იშვიათად ჩაუვარდება ხოლმე ადამიანს ხელში, - მეუბნება შიოს ხანდაზმული ქალიშვილი, ერთადერთი ცოცხალი მემკვიდრე ქალბატონი ქეთევან ქუჩუკაშვილი. ქეთევანს, ასაკის მიუხედავად, შესაშური მეხსიერება აქვს. ლიტერატურაზე საუბარს რომ იწყებს, სახეზე ნათელი ეფინება, თვალები უბრწყინავს, ისეთ საინტერესო, საზოგადოებისთვის უცნობ ამბებს ჰყვება ჩვენს ღირსეულ მწერლებზე, საზოგადო მოღვაწეებზე, რასაც ვერსად ამოიკითხავთ... პირველ უიღბლო სიყვარულსაც იხსენებს, მეზობლის ბიჭს უყვარდა. დედამ რომ გაიგო, გოგონას ეზოში ჩასვლა აუკრძალა. მერე... მერე ის ბიჭი დაიღუპა.

***
- ჩვენი ოჯახის ცხოვრება ღრუბლიან დღეს ჰგავდა, მაგრამ ღრუბლიანი დღეც ხომ ლამაზია. ასეთი ლამაზი იყო ჩვენი ცხოვრებაც...

მერამდენე ზამთარი დგება, დაქირავებულ ბინაში ვარ. ღამე, ვერ გაიგებ, უცნაური ფერის შუქი შემოდის, დილით სულ ცოტა ხნით გაწითლდება ხოლმე ფანჯარა. ეს არის და ეს ჩემი ცხოვრება. ნუთუ აღარასოდეს მეღირსება ჭერი? ჩემი ოთახი რომ მქონდეს, მზიან კუთხეში გავუშლიდი მამას ლოგინს და მარტო აღარ ვიქნებოდი. სიტყვა "სიმარტოვემ" თავი მომაბეზრა, აღარ ვახსენებ...

ხვალ რომ ბინა ვიყიდო და შიო მღვიმელის მუზეუმზე ზრუნვას შევუდგე, ჯერ ორ ოთახს აღვადგენ, რომელშიც ვცხოვრობდით. ჩრჩილით შეჭმულ ფარდაგს გავაკრავ კედელზე და ზედ იისფერ, შვინდისფერ და მწვანე ხავერდის ჩარჩოებში ჩასმულ ილიას, რუთაველის და რაფიელის სურათებს დავკიდებ.

კედელთან მიდგმულ ტახტს გადავაფენ ხალიჩას, იმასაც დაბერებულს, დროით გაცვეთილს, მაგრამ ჩემთვის ყველაზე ახლობელს. ტახტის გვერდით საწერ მაგიდას დავდგამ. საწერი მაგიდის უჯრები დაცლილია და რაც უჯრებში ეწყო, ცელოფანის პარკში უწესრიგოდ არის ჩაყრილი. პარკი მაგიდის ფეხებთან მიუდგამთ. მერამდენე ზამთარია, ვუყურებ ამ დაცარიელებულ მაგიდას, უჯრებიც ელოდებიან, როდის ჩავუწყობ ამ საბუთებს. ეს საბუთები ხომ მათი საკუთრებაა!

უჯრაში ჩავდებ თედო სახოკიას პარიზიდან გამოგზავნილ შვიდ წერილს. მიხეილ თამარაშვილის წერილს რომიდან - ფოტოები სჭირდება ქართული ეკლესიის ისტორიის ფრანგულად გამოსაცემად. მოგონებას ალექსანდრე ყაზბეგზე. აქვეა ქუჩის მაწანწალა, გამურულ ბავშვებთან გადაღებული გალაკტიონის ფოტო.

მამა სწერს დედას სოფელ კავთისხევში: "მე და ვაჟამ გროშები მივიღეთ და ვაჟამ ქვაბი გიყიდა, - ძალოსთვის პირის სანახავი არ მიმირთმევიაო".

ია ეკალაძის და კორნელი კეკელიძის მიძღვნითწარწერიან წიგნებს. გიორგი ქუჩიშვილის და შიო მღვიმელის ერთად გადაღებულ და სხვა ჯგუფურ ფოტოებს.

მოკრძალებული არქივია, მაგრამ ეგებ მაინც უნდა გავუფრთხილდეთ. მინდა კიდევ ერთხელ გავიხსენო ის ხალხი, ამ არქივში მორიდებულად რომ გამოიყურებიან, თუმცა მოსარიდებელი არაფერი აქვთ. შიო მღვიმელმა როგორც იცოდა და რაც იცოდა, ისე დაწერა და ზოგჯერ თუ წვრილმანიც გაურია, ეს წვრილმანიც ძალიან კარგად ხსნის ადამიანის ნამდვილ ბუნებას.

შიო მღვიმელის მუზეუმში მოსული საოცარ ამბებს ვერ მოისმენს. იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო და მისი ცხოვრებაც ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებას ჰგავს. მახსენდება მლესავი, რომელიც რუთაველის თეატრის გვერდით, სასტუმრო "თბილისის" წინ დანებს ლესავდა. როცა მან შიოს ცხედარი დაინახა, წინსაფარი მოიხსნა და ხალხს გაჰყვა, მართალია, მოკლე მანძილზე, მაგრამ ხომ გაჰყვა...

ნუთუ ასე ძნელია ბავშვების უსაყვარლესი მწერლისთვის პატარა სამუზეუმო ბინის გამოყოფა, სადაც მის საწერ მაგიდას დავდგამ და მცირე, მაგრამ მაინც საგულისხმო არქივს შევიტან? ნუთუ ასე ძნელია?! ამაზე ფიქრი მკლავს და მაცოცხლებს...

ესაუბრა
ნათელა კეშელავა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler