ამდენი თითქოს მოღიმარი, მაგრამ სევდიანი თვალი
ამდენი თითქოს მოღიმარი, მაგრამ სევდიანი თვალი
უცხოეთში ემიგრანტ ქართველებს ერთადერთ ნუგეშად უფალი და ეკლესია გვევლინება. ათენში მცხოვრები თანამემამულეები გულის საოხად გამოსცემენ ჟურნალ "ემიგრანტ ქალს". "საბერძნეთის ქართველ ქალთა კავშირის" საინფორმაციო ჟურნალის რედაქტორი ქალბატონი ნუნუ ღურჭუმელიძე გახლავთ. მან გამაცნო ჟურნალი, ქართველთა ნაწერები. მათგან რამდენიმეს გთავაზობთ.

ნატალია კაპანაძე: - მილიონზე მეტი ქართველია მიმოფანტული სხვადასხვა კუთხეში. ოი, დედა საქართველო, როდის უნდა ჩაიკრა გულში და მოეფერო შენს მონატრებულ შვილებს? როდის უნდა დაეწაფოს შენს კალთას მოწყვეტილი? როდის უნდა დატკბეს სამშობლოს მთებს და მინდვრებს მონატრებული ემიგრანტი ქართველი თავისი მამულით? გალაკტიონ ტაბიძისა არ იყოს, "ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა არ გაიარე, რაა მამული?" ემიგრანტს კი უცხო ქვეყანაში სამშობლოს სიყვარული აძლებინებს, ხოლო სიძნელეებს და დაბრკოლებებს უფლის ძალით უმკლავდება. დღეს ათენში ათასობით ქართველს ისევ უფლის სიყვარული გვაერთიანებს. ყოველი თვის დასაწყისში, კვირა დღეს წმინდა პანტელეიმონის სახელობის ტაძარში ქართული წირვა ტარდება, რომელსაც არქიმანდრიტი თეიმურაზი და არქიმანდრიტი აბიბოსი აღავლენენ. წირვის დღეს ქართველი თანამემამულენი ერთმანეთს ვხვდებით, ესეც ხომ ერის ერთიანობასა და ქართველი მართლმდიდებლების ძლიერებაზე მეტყველებს. უფლის სიყვარულით ქართველი მრევლი უამრავ კეთილშობილურ და მადლიან საქმეს აკეთებს. განსაკუთრებით მინდა მოვიხსენიო უსაზღვროდ განათლებული და ჭეშმარიტი ქართველი მართლმადიდებელი ქალბატონი მარეხ ქასრაშვილი. ის რომ არა, ბევრი ქართველი ვერ მოახერხებდა უძველესი ეკლესიების მოლოცვას და სასწაულმოქმედი ხატების მთხვევას. მარეხის ინიციატივით თვეში ერთხელ საბერძნეთის სხვადასხვა ეკლესია-მონასტრებს მოვილოცავთ. ის წინასწარ მოიძიებს მასალებს მოსალოცი ეკლესიის თუ მონასტრის შესახებ. მოლოცვებით ორმაგ მადლს ვიღებთ: ვლოცულობთ სასწაულმოქმედი ხატების წინაშე და მგზავრობიდან დაზოგილი თანხით ქარელის რაიონის სოფელ ტახტისძირის წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძრისთვის წმინდა თამარ მეფის ხატი დაიწერა. ამ ტაძრის წინამძღვარია სქემიღუმენი ნიფონტი (ქევხიშვილი). ქართველი მომლოცველები ასევე ეხმარებიან საქართველოში მოღვაწე სასულიერო პირებს. მომავალში ვაპირებთ დავაწერინოთ წმინდა სალომე უჯარმელის და პეროჟავრა სივნიელის ხატი.

საბერძნეთის წმინდა ადგილების მოლოცვა დიდი მადლით გვავსებს. მოვილოცეთ ლამიას წმინდა გიორგის სახელობის მონასტერი, იავრიოს წმინდა ნექტარიოსის სახელობისა და იერუსალიმის სახელობის მონასტრები, ასევე კუნძულ სალამინზე ღვთისმშობლის ფანერომენის სახელობის დედათა მონასტერი, ქალაქ მარარში წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის დედათა მონასტერი, ნავპლიოში - ღირსი თეოდოსი ათენელის სახელობის დედათა მონასტერი, სადაც დაბრძანებულია უფლის სასწაულმოქმედი ხატი და სხვა სიწმინდეები. ამ მონასტრების მოლოცვის შემდეგ საშუალება მოგვეცა, უფლის წყალობით გვესადილა არგოლიდის ქართული სათვისტომოს ბაღში - "საქართველოში", სადაც დიდი სიხარულით და მოწიწებით შემოგვეგება ამავე სათვისტომოს დამფუძნებელი და თავმჯდომარე ბატონი გიორგი გოგუა და სათვისტომოს სხვა ქართველი წევრები. ბატონ გიორგის სამახსოვროდ გადავეცით მამა გაბრიელის წიგნი.

KARIBCHE

ქართველები ნავპლიოს მოლოცვისას

ქართველები ეკლესიისკენ უფრო მეტად უნდა შემოვტრიალდეთ, რომ უფალმა გვიხსნას და გვაშოროს სიავე... ღვთისმშობელო მარიამ, შენი კალთა გადმოაფარა შენს წილხვედრ საქართველოს და ქართველ ხალხს, ყველა ქართველ ემიგრანტს.

არგოლიდა
- ქალაქი არგოლიდა საბერძნეთის ძველი დედაქალაქია. ამ ქალაქს ერთი დღით ვესტუმრე. მოვახერხეთ ექსკურსიაზე წასვლა, ჯგუფის ხელმძღვანელია საბერძნეთის ემიგრანტ ქართველ ქალთა თავმჯდომარე ნუნუ ღურჭუმელიძე, - მიამბობს ზაირა ქციოშვილი, - ქალაქის შუაგულსა თუ შემოგარენში ზღვაში აღმართული ციხესიმაგრეები გესაუბრება წარსულის დიდებაზე. ვუახლოვდები ციხე პალამიდიუსს, მივუყვები ქვის კიბეებს, ირგვლივ ყველაფერს ატყვია მზრუნველი ხელი. ქონგურებს ვეხები, ვეფერები, ვგრძნობ მისი წიაღიდან წამოსულ სითბოს. სიცოცხლის გალავანს მაღლა ცისკენ მიუყვება ქვის კიბე, თითქოს ცას ახებ ხელს, მზეს შენსკენ ხელებგამოწვდილს. სართულები ტერასებადაა განლაგებული. მისი სიდიადე თავბრუდამხვევია. აქედან ხელისგულივით მოჩანს ქალაქი არგოლიდა, ციხესიმაგრის სიმაღლემ თანდათან დააპატარავა ქალაქის თანამედროვე შენობა-ნაგებობანი. ნარიყალა მომენატრა. რაღაც მსგავსება მოვძებნე ქართულ ნარიყალასა და ბერძნულ პალამიდიუსს შორის.

ციხესიმაგრე ბურძი ზღვაშია ჩაკიდებული. აქ მხოლოდ სანაოსნო გზით მოხვდები. გალავნის შიდა მარჯვენა და მარცხენა მხარეს ორი ზარბაზანი დგას. ქონგურზე ფრიალებს სახელმწიფო დროშა, ცასავით თეთრ-ლურჯი და ისეთივე, როგორიცაა ზღვა. წყალი ციხესიმაგრეს გარს უვლის და ვერაფერს აკლებს ბურძს...

არგოლიდის ქართველთა სათვისტომოს "საქართველოს" პრეზიდენტი ბატონი გიორგი გოგუა და მთელი საქართველოს წარმომადგენლობა ვიყავით თითქმის ერთად შეკრებილი. ვეალერსებით ერთმანეთს, ტკივილი და სიხარული ერთმანეთს ენაცვლება. უცხოეთში ეს ულამაზესი ქართული ბაღი ქართველი კაცის მუხლჩაუხრელი შრომითაა გაშენებული, აყვავებული. აქ ნახავთ ფაცხას, მარანს, სცენაზე პატარა მოცეკვავეებმა ცეცხლი დაანთეს. სტენდები ქართული სათვისტომოს საქმიანობას გვაცნობს. აქ საქართველოა დავანებული. შემაღლებული ადგილიდან გადმოსცქერის ეკლესია.

შეხვედრა
- ჩაფიქრებული მივუყვები ქუჩას. ლამაზი ქალბატონი მომეგება და ღიმილით მკითხა, - ქართველი ხარო? ჩავეხუტეთ ერთმანეთს, - მიამბობს მაყვალა უშვერიძე, - ვისაუბრეთ. ქალბატონ ნუნუს ჩემი თავგადასავლის ჟურნალში გამოქვეყნება ვთხოვე. გამომიქვეყნა. მითხრა, - ექსკურსიას ვაწყობთ არგოში, თანაც გვაქვს პოეზიის საღამოო. ქართულად ხელდამშვენებული წავედი ქალბატონებთან ერთად. ავტობუსში რომ ჩავჯექი, გული მეტკინა. ვფიქრობდი, ამდენი თითქოს მოღიმარი, მაგრამ სევდიანი თვალი სად იყო-მეთქი. გვერდით მომიჯდა ერთი ლამაზი, მოღიმარი ქალბატონი. მთელი გზა ვესიყვარულებოდით ერთმანეთს. თითქოს ყველას ჩავხედე გულში და ყველა ადამიანში ამოვიკითხე ის დარდი და ტკივილი, რაც ოჯახიდან წამოსულ ქალებს გვაქვს...

გავიხაროთ, ქართველებო, გაგვამრავლოს ღმერთმა ჩვენს საქართველოშიც და სხვა ქვეყნებშიც.

ჩვენი, ქართველი დედების, ოცნება არის ჩვენს ლამაზ ოჯახებთან ერთად მშვიდობიან საქართველოში ცხოვრება.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler