ათონის ლიტერატურული სკოლა
ათონის ლიტერატურული სკოლა
თითქმის 1030 წელი სრულდება ათონის ივერთა მონასტრის დაარსებიდან. ქართველი მოღვაწეები ათონის წმინდა მთაზე "დიდის მხნეობითა და თავგამოდებით" ნაყოფიერ კულტურულ-აღმშენებლობით და მწიგნობრულ-საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდნენ. აქ ჩქეფდა ინტენსიური ლიტერატურული ცხოვრება, იწერებოდა ორიგინალური თხზულებები, ითარგმნებოდა უცხოური ძეგლები, მრავლდებოდა ხელნაწერები, მდიდრდებოდა ეროვნული კულტურის საგანძური. საზღვარგარეთ არსებულ ქართველთა სავანეების კულტურულ მნიშვნელობასა და როლზე ეროვნული კულტურის განვითარების საქმეში ივანე ჯავახიშვილი წერდა: "იმ დიდი კულტურული მემკვიდრეობის გარდა, რომელიც საქართველოს წარსული საუკუნეების განმავლობაში დაუნჯებული ჰქონდა, უცხოეთში მყოფი მონასტრების წყალობით საქართველოს შეეძლო მაშინდელი განათლებული ქვეყნების კულტურული განვითარების ყოველი წარმატებისათვისაც თვალყური ედევნებინა. ყველაფერი, რაც კი იქ ახალი და მნიშვნელოვანი იწერებოდა ანდა კეთდებოდა, უცხოეთში დაარსებულ ქართველთა სავანეებში მომუშავე ქართველი მოღვაწეების, მწერლების, მეცნიერებისა და ხელოვანთა წყალობით საქართველოსაც უნდა სცოდნოდა; საუკეთესო თხზულებანი ან ითარგმნებოდა, ანდა გადმოქართულებული იყო ხოლმე". "მართლაც, ამ კერების მეშვეობით, - წერს ლევან მენაბდე, - ქართველობა თვალს ადევნებდა განათლებული წრეების საქმიანობას, ეცნობოდა მათ წარმატებას, ითვისებდა და თარგმნიდა ყოველივე კარგსა და საყურადღებოს, ქმნიდა წანამძღვრებს ეროვნული ლიტერატურის შემდგომი ზრდა-განვითარებისათვის".

ძველი ქართული კულტურის საზღვარგარეთულ კერათა შორის ეროვნული მწერლობის განვითარებისათვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ათონის წმინდა სავანეს, რომელიც "გადაიქცა იმ წყაროდ, საიდანაც ჩვენში უხვად მოედინებოდა მოწინავე კულტურის ნაკადი. თუ ქართული მწერლობა უაღრესად განვითარდა XI-XII საუკუნეებში, ეს მოხდა ივერთა მონასტრის მეოხებითაც, სადაც თავმოყრილი იყო ქართველთა საუკეთესო კულტურული ძალები, რომელთაც მიზნად დაისახეს გაეცნოთ თავიანთ თანამემამულეთათვის დასავლეთის ლიტერატურული სიმდიდრე და მემკვიდრეობა. აქ ითარგმნა და გადაიწერა მომეტებული ნაწილი იმ ლიტერატურული განძეულობისა, რომლითაც სამართლიანად ამაყობს ჩვენი ძველი მწერლობის ისტორია. აქ, ათონზე, შეიქმნა და ჩამოყალიბდა განსაკუთრებული სალიტერატურო, საგრამატიკო და საკალიგრაფიო სკოლა, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა ჩვენს წარსულში. ერთი სიტყვით, არც ერთ სამონასტრო დაწესებულებას ისეთი მნიშვნელობა არ ჰქონია ჩვენი მწერლობისა და კულტურის ისტორიაში, როგორიც ათონის ივერთა მონასტერს. უიმისოდ ჩვენი კულტურის ისტორიას შეიძლება სხვა სახე და ხასიათი მიეღო" (კ. კეკელიძე).

965 წელს ათონის წმინდა მთას ეწვია გამოჩენილი ქართველი მოღვაწე წმინდა იოანე ათონელი, რომელსაც თან ახლდნენ ვაჟიშვილი ექვთიმე და მოწაფეები. მათ წმინდა ათანასე ათონელის ლავრას მიაშურეს და იქვე ახლოს დაისადგურეს. მალე მათ შეუერთდა ცნობილი სარდალი თორნიკე ერისთავი. სწორედ მათ სახელებს უკავშირდება ათონის ივერთა მონასტრის - ივერონის დაარსება, რომელსაც ჩვენი წინაპრები ასე იხსენიებდნენ: "ლავრა დიდებული და ყოვლითა შვენიერებითა შემკული". ივერონის დამაარსებლებს კარგად ესმოდათ, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა ქართველებისათვის ბიზანტიური კულტურის გაცნობას, მწერლობისა და მეცნიერების ცენტრებთან ახლოს ყოფნას, ბიზანტიელ მწიგნობრებთან კავშირ-ურთიერთობას. ამიტომაც იოანემ და თორნიკემ თავიდანვე ინტერესი გამოიჩინეს ბიზანტიური ლიტერატურისადმი და დაიწყეს ზრუნვა მშობლიური მწერლობის ზრდა-განვითარებაზე. იოანესა და თორნიკეს ინიციატივით ათონის ივერთა მონასტერში X საუკუნის 70-იანი წლებიდან ფართოდ გაიშალა მუშაობა ხელნაწერთა გამრავლების, ძვირფასი ნუსხების დამზადების მიზნით. მათი დაკვეთით მუშაობდა ქართველ მწიგნობართა მოზრდილი ჯგუფი, რომელთა თაოსნობით დამზადდა არაერთი ძვირფასი ხელნაწერი. წმინდა იოანე ათონელი გულმოდგინედ ადევნებდა თვალს ბიზანტიური მწერლობის წინსვლას, ინტერესით ეცნობოდა ბერძნულენოვან ტექსტებს, არჩევდა სათარგმნელ მასალას. იგი გრძნობდა ხარვეზს, რომელიც ზოგიერთი მნიშვნელოვანი ბიზანტიური ძეგლის ქართული თარგმანის არარსებობით იყო გამოწვეული და ენერგიულად იღვწოდა მდგომარეობის გამოსწორებისათვის. წმინდა იოანე ათონელის მოწოდებით გამოვიდა შემოქმედებით ასპარეზზე მისი ვაჟი - ექვთიმე, რომელსაც წილად ხვდა დიდი პატივი ათონის ლიტერატურული სკოლის დაარსებისა. არსებითად მის სახელთანაა დაკავშირებული ამ სკოლის ჩამოყალიბება და მისი საქმიანობის წარმართვა, ბიზანტიურ კულტურასთან ქართული მწერლობის შემდგომი დაახლოება და ეროვნული საგანძურის გამდიდრება, ბიზანტიური ლიტერატურული ტრადიციების გადმონერგვა ჩვენს სინამდვილეში და მშობლიური მწერლობის მსოფლიო სარბიელზე გაყვანა.

წმინდა იოანე ათონელის გარდაცვალების შემდეგ, - 14 წლის განმავლობაში (1005-1019), - ქართველთა მონასტერს წმინდა ექვთიმე ათონელი ხელმძღვანელობდა. მის ღრმაშინაარსიან ცხოვრება-მოღვაწეობაში მთავარი და არსებითი ლიტერატურულ-შემოქმედებითი საქმიანობა იყო. სწორედ მისი თაოსნობით იქცა ათონის სავანე არა მხოლოდ დასავლეთში მყოფ ქართველთა საეკლესიო-სამონასტრო ცენტრად, არამედ ქართული კულტურის მძლავრ კერადაც. მართალია, ექვთიმე ათონელს მუშაობაში შესამჩნევად უშლიდა ხელს სხვა საქმეებით გადატვირთვა და დღენიადაგ მოუცლელობა, მაგრამ ამან ხელი ვერ ააღებინა კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაზე (ვინაიდან ხშირად დღისით ვერ პოულობდა დროს, ღამით მუშაობდა და თავდადებით იღვწოდა ქართული ლიტერატურის განვითარებისათვის). მისი ბიოგრაფის სიტყვით, ექვთიმე მრავალმხრივი პრაქტიკული საქმიანობის "თანა კეთილსა მას შრომასა თარგმანებისასა არ დააცადებდა, არცა სცემდა განსუენებასა თავსა თვისსა, არამედ ყოვლადვე იჭირვინ და ღამეთა ათევნ, რამეთუ უფროისნი წიგნნი ღამით სანთლითა უთარგმნიან ფრიადისა უცალოებისაგან და საურავთა".

არ დარჩენილა ქართული საეკლესიო-სასულიერო მწერლობის არც ერთი დარგი, რომ მის განვითარება-გამდიდრებაში წმინდა ექვთიმეს აქტიური მონაწილეობა არ მიეღო. იგი წერდა ორიგინალურ თხზულებებს ქართულად და ბერძნულად, ეწეოდა ორმხრივ მთარგმნელობით მუშაობას. მან ქართულიდან ბერძნულ ენაზე თარგმნა ცნობილი აგიოგრაფიულ-მორალური და ასკეტიკურ-დოგმატიკური თხზულება, შუა საუკუნეებში ფართოდ გავრცელებული სულთა მარგებელი რომანი "სიბრძნე ბალაჰვარისა".

წმინდა ექვთიმე ათონელმა მთავარ მიზნად ქართულ-ბიზანტიური კულტურულ-ლიტერატურული ურთიერთობის გაძლიერება და ქართული მწერლობის საგანძურის ბერძნული ენიდან თარგმნილი თხზულებებით გამდიდრება დაისახა. იგი ხელმძღვანელობდა საგანგებოდ შემუშავებული მთარგმნელობითი პრინციპებით, გულდასმით არჩევდა სათარგმნ მასალას, ითვალისწინებდა ქართველი მკითხველის მომზადების დონესა და მოთხოვნილებას, საჭიროებისდა მიხედვით ცვლიდა ტექსტს და იძლეოდა განსხვავებულ რედაქციას. წმინდა ექვთიმე ათონელის შესახებ ეფრემ მცირე ბრძანებდა: "სიჩჩოებასა ნათესავისა ჩვენისა სძითა ზრდიდა და მხალითაო".

წმინდა ექვთიმეს საქმიანობამ საყოველთაო აღიარება პოვა. წმინდა გიორგი ათონელის სიტყვებით, მან "განანათლა და შეამკო ნათესავი და ენა ჩვენი". "განავრცელა და განანათლა ქართველთა ენა" (სვიმეონ დვალი). დავით კურაპალატმა მას "ახალი ოქროპირი" უწოდა. "ექვთიმეს სახელი და ღირსება არა ხოლო საქართველოსა ოდენ განეფინა, არამედ საბერძნეთსაცა". წმინდა ექვთიმე ათონელს გარს ეხვია თანამოღვაწეთა და თანამშრომელთა დასი (იოანე გრძელისძე, არსენ ნინოწმიდელი, იოანე ხახულელი, ზაქარია მირდატისძე და სხვ.), რომელმაც გარკვეული წვლილი შეიტანა ქართული წიგნადი ფონდის გამდიდრებასა და ათონის ლიტერატურული სკოლის განვითარების საქმეში.

ათონის ლიტერატურული სკოლის მუშაობა კიდევ უფრო ნაყოფიერი გახდა, როდესაც იქ დამკვიდრდა გამოჩენილი ქართველი მოღვაწე წმინდა გიორგი ათონელი. მან განაგრძო, განავითარა და გააღრმავა ექვთიმეს მიერ წამოწყებული საქმიანობა. იგი 1044-1056 წლებში წინამძღვრობდა ივერონს და თავგამოდებით იბრძოდა ქართველთა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ძლიერებისა და სარწმუნოებრივი სიწმინდისათვის, მშობლიური მწიგნობრობის ზრდა-განვითარებისა და კულტურის დონის ამაღლებისათვის.

წმინდა გიორგი ათონელის ბიოგრაფიაში, მის მოღვაწეობაში მთავარი და ძირითადი მწიგნობრულ-ლიტერატურული საქმიანობა იყო. მისი ღვაწლისა და პიროვნების წარმოსაჩენად მარტო ის იკმარებს, რომ დღემდე სწორედ მის მიერ ნათარგმნი "სახარება", "სამოციქულო", "დავითნი", "პარაკლიტონი", "მარხვანი", "ზატიკი" იკითხება ქართულ ეკლესიაში ღვთისმსახურების დროს. "სახარება" და "დავითნი", რა თქმა უნდა, გიორგი ათონელამდე და მის შემდეგაც ითარგმნა, მაგრამ მხოლოდ მისეულმა თარგმანმა შეიძინა კანონიკური ხასიათი, ვულგატას მნიშვნელობა და დაკანონდა ლიტურგიკულ პრაქტიკაში.

წმინდა გიორგი ათონელის მემკვიდრეობაში განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს "ცხოვრება ნეტარისა მამისა ჩვენისა იოანესი და ექვთიმესი და უწყება ღირსისა მის მოქალაქობისა მათისა" - ძვირფასი საისტორიო წყარო, რომელიც არა მხოლოდ პირველ ქართველ ათონელთა თავგადასავალს გვაცნობს, არამედ მონასტრის ქართველთადმი კუთვნილებასაც ადასტურებს. ბერძენ ბერთა მოძალებამ, ქართველთა მდგომარეობის გართულებამ, ჩვენი უფლებების დაცვის აუცილებლობამ დააწერინა ავტორს წიგნი, რომელიც, ემყარება რა სარწმუნო წერილობით წყაროებსა და ზეპირგადმოცემებს, მოგვითხრობს ქართული სავანის აღმოცენების ისტორიას, ასახავს მონასტრის შინაგან წყობილებას, წარმოაჩენს იქ გაჩაღებულ კულტურულ-შემოქმედებით მუშაობას.

წმინდა გიორგი ათონელის შემოქმედებაშიც ნათარგმნი წიგნები სჭარბობს ორიგინალურს. ექვთიმე ათონელი მიჰყვებოდა უფრო თავისუფალი თარგმანის პრინციპს, რადგანაც მას პრაქტიკული მიზანდასახულება ჰქონდა: "სძითა ზრდიდა სიჩჩოებასა ნათესავისა ჩვენისასა". გიორგი მთაწმინდელის დროს კი ქართული კულტურა უკვე მომძლავრებული და განმტკიცებული იყო. ამიტომ მან აკადემიური იერი მისცა თავის თარგმანს. მან გადმოიღო ქართულ ენაზე აპოკრიფული თხზულებები: "ავგაროზი ანუ მიწერ-მოწერა იესო ქრისტესა და ედესის მეფე ავგაროზს შორის"; ასევე "წიგნი, რომელი დაწერა იოსებ არიმათიელმან, მოწაფემან იესო ქრისტესმან"; გიორგი ათონელსავე ეკუთვნის თარგმანი ბასილი დიდის ეგზეგეტიკური თხზულებისა "ექვსთა დღეთათვის"; გრიგოლ ნოსელის "კაცისა შესაქმისათვის" და სხვ. გიორგი ათონელმა თარგმნა "დიდი სვინაქსარი", რომლის შესახებაც უთქვამს: თუ ეკლესიას სვინაქსარი არა აქვს, ბევრი წიგნიც რომ ჰქონდეს, ჰგავს კაცს, რომელიც თაფლს ჭამს და გემოს ვერ გრძნობსო. გიორგი ათონელის მიერ ნათარგმნ ჰაგიოგრაფიულ თხზულებათაგან აღსანიშნავია: "წმინდა ნექტარი კონსტანტინოპოლელის წამება", "წმინდა თეოდორე ტირონის წამება", "წმინდა გიორგის წამება" და სხვ.

KARIBCHEწმინდა გიორგი ათონელმა, ერთი მხრივ, მაღალმხატვრული და ღრმა იდეური თხზულებების სახით დიდებული ძეგლი აუგო ივერთა მონასტრის დამაარსებლებს, ხოლო, მეორე მხრივ, თავისი მოღვაწეობით წინ წასწია, ახალ საფეხურზე აიყვანა ქართული მთარგმნელობითი ხელოვნება. იგი თავისი პირადი მაგალითით, თავდადებული შრომითა და შემოქმედებითი წვით სტიმულს აძლევდა თანამოღვაწეებს და მწიგნობრულ ინტერესს უღვივებდა, შთააგონებდა და მუშაობისაკენ მოუწოდებდა. წმინდა გიორგი ათონელის ცხოვრება დაწვრილებით აღწერა და მისი დამსახურება ეროვნული კულტურის წინაშე საკმაოდ სრულად წარმოაჩინა მისმა მოწაფემ და თანამოღვაწემ გიორგი მცირემ, რომელიც ყველგან თან ახლდა თავის სასახელო მოძღვარს. 1083 წელს მანვე გადაწერა თავისი მასწავლებლის მიერ თარგმნილი სამოციქულოს ტექსტი. ქართული კულტურის განვითარებისთვის ასევე დიდი ღვაწლი გასწიეს ათონზე მოღვაწე მწიგნობრებმა: არსენ გოგოფმა, იაკობმა, იოანე ხარტულარმა; ჰიმნოგრაფებმა: ეზრამ, სტეფანე ათონელმა, ბასილმა და ა.შ.

მწიგნობრულ-ლიტერატურული საქმიანობა ათონის ქართველთა მონასტერში გრძელდებოდა გიორგი ათონელის მომდევნო წინამძღვრების - თეოდორესა და, განსაკუთრებით, გიორგი ოლთისარის დროსაც. სწორედ მაშინ მოღვაწეობდა იქ მოზრდილი ჯგუფი (ევსტრატი დეკანოზი, ზოსიმე მონაზონი, კვირიკე დიაკონი, სვიმეონ თავშიშველი, იაკობ დეკანოზი, მიქაელ დაღალისონელი და ა.შ.), რომელმაც შესამჩნევი წვლილი შეიტანა ათონის ლიტერატურული სკოლის ისტორიაში.

ქართული სავანის საკეთილდღეოდ თავგამოდებით იღვწოდნენ სხვა წინამძღვრებიც (არსენ ფარსმან-ყოფილი, ევგენი, ვასილი, იოანე ბუქაისძე და ა.შ), მაგრამ ივერონის მდგომარეობა მაინც გართულდა და იქაურ ქართველთა შემოქმედებითი მუშაობა შესუსტდა; ისინი მეტწილად ხელნაწერების დამზადებით კმაყოფილდებოდნენ და მხოლოდ ახალი ნუსხებით ამდიდრებდნენ იმ წიგნთსაცავს, რომელიც დღესაც ათონის ფასდაუდებელი საგანძურია და ნათლად წარმოაჩენს ათონელ ქართველთა დიდ მეცნიერულ-ლიტერატურულ ინტერესსა და გონებრივი ჰორიზონტის სიფართოვეს.

ათონის ქართველთა მონასტერში შემოქმედებითი ცეცხლის განელება და ბოლოს ჩაქრობა შემთხვევითი არ ყოფილა; ეს ბუნებრივი შედეგი იყო იმ დევნა-შევიწროებისა, რომელსაც ჩვენი წინაპრები განიცდიდნენ ათონზე ჯერ კიდევ მეთერთმეტე საუკუნიდან. აქტიურად იღვწოდნენ ათონელი ქართველები, ენერგიულად მოქმედებდნენ ივერონის მესვეურები, უხვად ეხმარებოდნენ მათ ქართველი მეფე-დიდებულები თუ გამოჩენილი საეკლესიო მოღვაწენი (ბაგრატ IV, წმინდა კეთილმსახური მეფეები: დავით აღმაშენებელი და თამარი; გრიგოლ და აბაზ ბაკურიანისძენი, იოანე მწიგნობართუხუცესი; ნიკოლოზ გულაბერისძე, პავლე ქუთათელი და ა. შ.), მაგრამ მოძალებულ ბიზანტიელებთან გამკლავება თანდათან უფრო ძნელდებოდა. ამას ერთვოდა გარეშე მტრების ხშირი თავდასხმაც, რამაც შესამჩნევად დაასუსტა ქართველთა სავანე. XIII საუკუნეში ჯერ ჯვაროსნებმა დაარბიეს ათონის მონასტრები, შემდეგ (XIV საუკუნეში) თურქებმა, კატალონიელებმა, არაბებმა. ათონის ქართული სავანე თანდათანობით ბერძნებმა ჩაიგდეს ხელში. ბიზანტიის იმპერიის დამხობის შემდეგ, XV საუკუნეში თურქებმა დაიპყრეს ათონის ნახევარკუნძული და დაარბიეს იქაური სავანეები. მტრის მრავალგზისმა თავდასხმამ, უმოწყალო ძარცვამ და დაუნდობელმა რბევამ ივერონი დაასუსტა და დააუძლურა. ქართველ ბერ-მონაზონთა მატერიალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მძიმე და აუტანელი გახდა. მე-17 საუკუნიდან მათ ეხმარებოდნენ თანამემამულენი (თეიმურაზ I, მარიამ დედოფალი, აშოთან მუხრან-ბატონი, გიორგი XI და სხვ.). ამ შემოწირულობათა წყალობით მონასტერში გრძელდებოდა აღდგენით-აღმშენებლობითი სამუშაოები.

XVIII საუკუნის შუა წლებში ათონზე რამდენჯერმე იყო გამოჩენილი მწერალი და მოგზაური ტიმოთე გაბაშვილი. მან შეისწავლა ათონის სიძველენი, გამოიკითხა ზეპირი ტრადიციული ცნობები და გამოიყენა წერილობითი წყაროები. მან დაგვიტოვა მოგზაურობის აღწერილობა, რომელშიც უხვადაა მოცემული ავტორის შთაბეჭდილებანი, მეცნიერული დაკვირვებანი, ისტორიულ-ლიტერატურული ხასიათის ცნობები. მან სწორად გაიგო და გაიაზრა ათონის კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობა, ათონელთა მიერ ეროვნული მწიგნობრობის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილი. მისი სიტყვით, ათონის ქართველთა მონასტრის შემწეობით "განათლდა საქართველო წიგნთა თარგმანებითა".

XVIII საუკუნის 80-იან წლებში ათონზე იყო მწერალ-მოგზაური იონა გედევანიშვილი, რომელმაც საინტერესო ცნობები შემოგვინახა ქართულ სიძველეებზე. მისი სიტყვით, "მონასტერი ესე ივერიისა, რომელ არს საქართველოსი, არს მშვენიერი და მდიდარი ყოველთა მთაწმიდისათა უმჯობესი".

1849 წელს ათონზე იყო ისტორიკოსი პლატონ იოსელიანი. მან აღწერა ათონელთა იმდროინდელი მოღვაწეობა, შეისწავლა ქართული სიძველენი, ნაყოფიერად იმუშავა წიგნთსაცავში. ათონის ქართველთა მონასტრის ხელნაწერთა კოლექცია ადრე ბედის ანაბარა იყო მიტოვებული. პ. იოსელიანის დიდი მეცადინეობით რამდენადმე გაუმჯობესდა წიგნსაცავის მდგომარეობა.

XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან დაიწყო ივერონის წიგნთსაცავის გულდასმითი გაცნობა, ხელნაწერთა კოლექციის მეცნიერული შესწავლა და ქართული მასალების გამოვლენა. 1883 წელს ათონს ეწვია ქართული წერილობითი ძეგლების თავდადებული მოჭირნახულე პროფესორი ალექსანდრე ცაგარელი. მან განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინა ათონის ქართული ხელნაწერებისადმი, რომლებიც დიდი გულისყურით გაიცნო, შეისწავლა და აღწერა. მის მიერ შედგენილი ივერონის ქართული ხელნაწერების კატალოგი ათონის ქართულ ხელნაწერთა პირველ მეცნიერულ აღწერილობას წარმოადგენს. ალ. ცაგარელმა გამოავლინა ორიგინალური და თარგმნილი თხზულებანი, ავტორები და მთარგმნელები, კალიგრაფები და მკაზმავები, დაახასიათა და წარმოაჩინა ათონის როლი ქართული კულტურის ისტორიაში.

ათონური ხელნაწერების შესწავლა-გამოვლენისა და გამრავლების საქმეს ღვაწლი დასდეს ასევე მე-20 საუკუნის სხვა მეცნიერებმაც: დ. ბაქრაძემ, ნ. მარმა, პ. კონჭოშვილმა, ა. ბაქრაძემ, ი. ფანცულაიამ, პ. ასათიანმა და სხვებმა. 1899 წელს ათონზე იყო პეტრე კონჭოშვილი, რომელმაც ჩაიწერა გადმოცემები ათონზე, მოგვაწოდა ცნობები ათონის ადრინდელ ისტორიაზე, ქართველ ქტიტორთა და მწიგნობართა საქმიანობაზე, იქაურ წიგნთსაცავზე.

1977 წელს საქართველოს სატელევიზიო ფილმების სტუდიის კინოექსპედიციამ (რეჟისორი გურამ პატარაია) გაიცნო ათონის ქართული სიძველენი და გადაიღო სატელევიზიო დოკუმენტური ფილმი, რომლითაც ქართველმა საზოგადოებრიობამ ნათლად გაიგო, თუ რა ეროვნული საგანძური ინახება ათონის წმინდა მთაზე.

ივერონის - ამ უდიდესი სამეცნიერო-საგანმანათლებლო და მწიგნობრულ-ლიტერატურული კერის სიძველეებზე ზრუნვა და მათი შესწავლა ყოველთვის იყო და იმედია კვლავაც იქნება ქართველი ადამიანის ღირსების განმსაზღვრელი უმნიშვნელოვანესი ამოცანა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler